გთავაზობთ პროტოპრესვიტერ იოანე მეიენდორფის კვლევას კლიმენტი ალექსანდრიელის შესახებ. ნაშრომი მცირედი შემოკლებით ამოღებულია წიგნიდან “введение в святоотеческое богословие”
- თარგმნა ბექა ებრალიძემ
ალექსანდრიული სკოლის მეორე გამორჩეულ წარმომადგენელი გახლავთ ორიგენე, რომელსაც ჭეშმარიტად შეიძლება ვუწოდოთ ქრისტიანული ღვთისმეტყველების დამაარსებელი. იმ დროს როდესაც ირინეოსს, ეგნატეს, ტერტულიანეს და კიპრიანს უწევდათ საქ,ე ჰქონოდათ არსებულ საღვთისმეტყველო პრობლემასთან, რომელიც კონკრეტული სიტუაციიდანაა ნაკარნახევი, ორიგენე იყო დიდი ქრისტიანი ფილოსოფოსი, რომელმაც პირველად სცადა სერიოზულად და სისტემურად აეხსნა ქრისტინობა ელინური აზრის კატეგორიებში. ქრისტიანობისთვის აუცილებელია ისაუბროს თავისი დროის ენით და კულურით, სწორედ ამ ამოცანას მიუძღვნა თავი რიგენემ, ესმოდა რა, რომ იმ ხალხთან კონტაქტის დაკარგვისას, რომლეთა ხსანც წარმოადგენს მის მისიას, არის უარის თქმა საკუთარ კათოლიკობაზე (საყოველთაობაზე) და ეკლესიას გადააქცევს სექტად.
მცდელობები ქრისტიანობის კატეგორიებში ფომულირებისა, ბერძნული აოდიტორიისათვის ჩვეული სახით, სცადა კლიმენტი ალექსანდრიელმა, რომლის სწავლებაც მიდრეკილია გნოსტიციზმისკენ. ცხადია შეხედულებათა ერთი სისტემის გადაწყობა მისთვის უცხო ენაზე, ყოველთვის შეიცავს საშიშროებას მისი აზრის ცვლილების ან დამახინჯებისა. ვცნობთ რა ორიგენეს ყველა დროის უდიდეს ღვთისმეტყველად, რომელმაც გავლენა იქონია ქრისტიანული აზრის მთელ შემდგომ განვითარებაზე, უნდა ვთქვათ, რომ მან ამ სირთულის დაძლევა ბოლომდე ვერ შეძლო – მისი სწავლება მრავალ პუნქტში ცდება ქრისტიანული განცხადების საფუძვლებს. გარდა ამისა შედარებით მოგვიანებით “ორიგენიზმმა” მისცა საწყისი სხვა მრავალ მიმდიანრეობას – მართლმადიდებლობასთან შეუსაბამოს. მით უმეტეს უფრო რთულია გადავაფასოთ ორიგენეს პერსონა – როგორც ბრწყინვალე ქრისტიანი მოაზროვნისა და როგორც უბრალოს საინტერესო ადამინისა.
ორიგენეს ბიოგრაფია ჩვენთვის ცნობილია ევსევის “საეკლესიო ისტორიიდან” და ნაწილობრივ წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედისა და იერონიმეს წერილებიდან. ორიგენე (რომლის სახელიც გვეუბნება მის ეგვიპტურ წარმომავლობას ორი–გენ – ორის ძე) 185 წელს დაიბადა ალექსანდრიაში, ქრისტიანულ ოჯახში. მისი მამა ლეონიდე აღესრულა მოწამეობრივად 202 წელს სეპტიმუს სევერუსის დევნისას, ორიგენე იყო 17 წლისა. ისტორია გვამცნობს, რომ ყმაწვილს თავადაც ჰქონდა სურვილი მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულებულიყო და აპირებდა კიდეც ჩაბარებოდა რომაულ მმართველობას, მაგრამ მას ხელი შეუშალა დედამ, რომელმაც ტანისამოსი დაუმალა. სირცხვილმა გადაფარა კეთილმოშურნეობა და ორიგენე დარჩა სახლში და მოწამა არ გახდა. ოჯახური ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა და ორიგენემ, რომელსაც მხრებზე ეწვა დედა და 6 უმცროსი ძმა, ფულის გამომუშავება დაიწყო გრამატიკისა და რიტორიკის სწავლებით.
ორიგენე ურთიერთობას იწყებს ეგვიპტის დედაქალაქისა ინტელექტუალურ ცხოვრებაში, ამავე დროს ევსევის ცნობით, რჩებოდა მტკიცე მართლმადიდებლად, ყოველმხრივ ანვითარებდა რელიგიურ და ინტელექტუალუ ინტერესებ, ნელნელა ის იქცა ერთგვარ ქრისტიან მისიონერად დედაქალაქის წარმართ ინტელიგენციაში: “როდესაც ორიგენე ამით იყო დაკავებული… და როდესაც ალექსანდრიაში აღარავინ იყო ისეთი, ვინც აიღებდა თავის თავზე კატეხიზატორის მოვალეობას, რადგანაც დევნის შიშით ყველა გაიქცა, მაშინ მოვიდა მასთან რამდენიმე წარმართთაგანი და განუცხადესსურვილი ღვთის სიტყვის მოსმენისა… ორიგენე ჩვიდმეტი წლის იყო როდესაც მიიღო კატეხიზატორული სკოლის ხელმძღვანელობა, წარმოადგენდა რა სიბრძნისმოყვარეობის მაგალითს მრავალი ურწმუნო მისი სწავლების მოსმენით მის მოწაფეებად იქცნენ…” (საეკლესიო ისტორია” წიგნი 6; თავი 3)
ამავე პერიოდში ორიგენე არაჩვეულებრივი სწრაფვით ეძლევა ასკეტიზმს: დადის ფეხშიშველი, სძინავს ცოტა, მარხულობს ბევრს, მკაცრად ზღუდავს საკუთარ მატერიალურ საჭიროებებს. ევსების ცნობით მაშინ იმისთვის, რომ გაჰქცეოდა ცდუნებას სასწავლებლის მრავალრიცხოვან მსმენელ ქალბატონებთან, გაიგო რა ბუკვალურად ქრისტეს სიტყვები “მოკვეტთასა და განგდებაზე” (მთ. 19. 12), მას სისრულეში მოჰყავს ეს მოწოდება, თავის დასაჭურისებით და “წყვეტს” ერთხელ და სამუდამოდ პრობლემას სქესობრივი ზნეობრიობისა.
დროთა განმავლობაში ორიგენემ შეცვალა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ფილოსოფიისადმი. ნელნელა მისი გავლენით ალექსანდრიულმა კატეხიზატორულმა სკოლამ მიიღო ახალი ხასიათიმ რაღაც უფრო ქრისტიანული უნივერსიტეტის მსგავსი. მასში შეიტანეს საერთო საგნების სწავლება რელიგიურის გვერდით, მსმენელთა მიღების შეზღუდვა (მხოლოდ კათაკმეველთათვის) მოიხსნა, სკოლა ღია გახდა მსურველთთვის.
რაც უფრო იზრდებოდა ორიგენეს ინტელექტუალური ინტერესები, მის სკოლაში ყალიბდებოდა ფართო თვალთახედვისა და ქრისიანობასა და წარმართობას შროის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო. აი როგორ იხსენბს ამ “ინტელექტუალურ სამოთხეს” მისი ნამოწაფარი წმ. გრიგოლ საკვირველმოქმედი (ნეოკესარიის ეპისკოპოსი): “… ჩვენთვის არაფერი იყო აკრძალული, არაფერი იყო დაფარული, ვსარგებლობდით შესაძლებლობით მოგვესმინა ყოველგვარი სიტყვა, ბარბარსული და ელინური, საიდუმლო და ცხადი, ღვთაებრივი და ადამინური. მივდიოდით ერთიდან მეორისკენ, სავსებით თავისუფლად და ვიკვლევდით მათ, ვსარგებლობდით მათი ნაყოფით და ვტკბებოდით სულის სიმდიდრით; თუ იქნებოდა ეს რომელიღაცა უძველესი სწავლება ჭეშმარიტების შესახებ, ან შეგვიძლია სხვაგვარადაც ვთქვათ – –ჩვენ ვეფლობოდით მასში, სრულიად საკვირველ ხედვებში, მომაგრებულნი ბრწყინვალე მომზადებითა და შესაძლებლობით. ერთი სიტყვით, ეს ჭეშმარიტად ჩვენი სამოთხე იყო…” (წმ. გრიგოლის “მიმართვიდან” ორიგენესადმი).
212 ორიგენე ვიზიტით მიემგზავრება რომში, სადაც ეცნოდა და უმეგობრდება რომის მომავალ ეპისკოპოს იპოლიტეს.215 წლეს იგი მოინახულებს არაბეთს (ამჟამინდელ ტარანსიორდანიას) და მიემგზავრება ანტიოქიაში, სეპტიმუს სევერუსის დედის, იულია მამმეის მიწვევით. 216 წ. კაკრაკალას დევნისას ორიგენე თვშესაფარს პოულობს პალესტინაში. იერუსალიმის და კესარიის ეპისკოპოსებმა მას მისცეს პედაგოგიური მოღვაწეობის გაგრძელების შესაძლებლობა და მან მოაწყო ლესარიაში “მინიატურული ალესანდრია,” ასევე დაკავებული იყო წმინდა წერილის განმარტებებით, ეკლესიებში მორწმუნეთა წინაშე. აქ ხდება მისი პირველი დაპირისპირება საეკლესიო იქრარქიასთან : ალექსანდრიის ეპირკოპოსი დიმიტრი უკმაყოფილო იმით, რომ ერისკაცი ქადაგებს ეკლესიაში, მას გამოიხმობს უკან, ალექსანდრიაში.
231 წელს ორიგენე მიემგზავრება საბერძნეთში და პალეტინაში გავლისას ღებულობს სამღვდელო ხელდასხმას ადგილობრივი აპისკოპოსებისგან. განაწყენებული დიმიტრი ოფიციალირად (ორ ადგილობრივ კრებაზე) აპროტესტებს ამ ხელდასხმას და ორიგენეს განკვეთს ეკლესიიდან, პირველ რიგში იმ მიზეზით რმ იგი ერისკაცოისას ქადაგებდა ეპისკოპოსთა თანდასწრებით. მეორე რიგში კი მიტომ, რომ არ შეიძლება საჭურისის მღვდლობა. 232 წელს დიმიტრის დიმიტრის სიკვდილის შემდეგ ორიგენე ბრუნდება ალექსანდრიაში, მაგრამ დიმიტრის მემკვიდრე მას კვლავ განკვეთს. ამჯერად ორიგენე საბოლოოდ გადადის პალესტინაში, სადაც მრავალი ეპისკოპოსი მისიყოფილი მოწაფე იყო. მან გააგრძელა სწავლება და პედაგოგიური მოღვაწეობა , ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ მის ყოველ სიტყვას იწერდნენ სტენოგრაფები.
დეკიუსის დევნისას ორიგენე იმყოფებოდა ტირში. იგი დააკავეს, მის წამებას ევსევი ასე გადმოსცემს: “როგორი და რამდენი წამება გადაიტანა ორიგენემ ამ დევნისას… გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა იმდროინდელმა მოღვაწეებმა… იტანჯებოდა საპყრობილის კუთხეში ტანზე ჯაჭვებით. მრავალი დრის განმავლობაში მისი ფეხები გაიწელა მე–4 საფეხურამდე, წამების ხის იარაღზე. როგორ ვაჟკაცურად გადაიტანა ასევე საშიშროება ცოცხლად დაწვისა…” (საეკლესიო ისროია, წიგნი 6; 9)
შესაძლებელი ორიგენე ცოცხალი დარჩა, იმის გამო, რომ რომაელი მოხელეების ინტერესებში არ შედიოდა მოწამეთა როცხვის გამრავლება, რომელთც სახალხო თაყვანისცემა გმირებად აქვცევდა. ყველა შემთხვევაში ორიგენეს რწმენა არ უარყვია, მაგრამ წამებამ და პატიმრობამ შეარყია მისი ჯანმრთელობა და გარდაიცვალა 253(254) წელს ტირში. თუმცაღა მისი ყმაწვილობისდროინდელი ოცნება მოწამეობისა არ ახდა, მაგრამ ის უეჭველად აღმსაებელია. ორიგენე მოკვდა ეკლესიასთან ერთობაში, უკიდურეს შემთხვევაში პალესტინის ეკლესიასთან ერთობაში, ალექსანდრიის ეპისკოპოსს იგი აღარასდროს შერიგებია.
ორიგენეს პიროვნება და ნაშრომები, როგორც მის ცხოვრებაში , ასევე მისი სიკვდილის შემდეგაც სარგებლობდა არაჩვეულებრივი პატივისცემითა და ავტორიტეტით. მისი სწავლება საფუძველს წარმოადგენდა მრავალი სწავლულისა, როგორც ერეტიკოსის, ასევე მართმადიდებელის. მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიხარდა IV საუკუნეში, ქრისტიანული ღვთისმეტყველების მშფოთვარე აყვავების პერიოდში, როდესაც ყველა ქრისტიანო მოაზროვნე სარგებლობდა მისით და ასე თუ ისე, ეყრდნობოდა მის ნაშრომებს. მაგრამ რამდენადაც მისი სწავლება მრავალმხრივ უარყოფითი იყო და წარმოშვა ცხადი ერეტიკული ფორმები “ორიგენიზმისა,” იგი 543 წლის კონსტანტინობოლის ადგილობრივ კრებაზე იმპერატორ იუსტინიანე დიდის დროს, განსჯილ იქნა როგორც ერეტიკოსი და გადაეცა ანათემას. ათი წლის შემდეგ, V მსოფლიო კრება ადასტურებს ამ გადაწყვეტილებას ხოლო მისი ნაწარმოებებიუ ექვემდებარება განადგურებას. მიუხედავად ამის ორიგენეს ავტორიტეტი სრულად არ განადგურებულაქრისტიან მოაზროვნეთა შორის. მისი გავლენის კვალს შეიძლება წავაწყდეთ გაცილებით გვიანი პერიოდის ღვთისმეტყველებთნაც, როგორც აღმოსავლეთში ასევე დასავლეთშიც.
ორიგენეს ნაწარმოებთაგან მრავალი უკვალოდ დაიკარგა, ზოგმა კი მოაღწია ჩვენამდე, მისი მოწაფეების ლათინურ თარგმანებში, ნაწილობრივ სემსუბუქებული ან დამახინჯებული აზრით. ორიგენე იყო წარმოუდგენლად ნაყოფიერი მწერალი, ჩვენამდე მოღწეული მისი ნაშრომები წარმოადგენენ მინის კრებულის ოთხტომეულს.
ორიგენეს მემკვიფრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ეგკეგეტიკური ნაწარმოებები (განმარტებები და კომენტარები). პირველ რიგში აღსანიშნავია “ჰეგზაპლები” ძველაღთქმისეული ტექსტები წარმოდგენილი ექვს სვეტად (აქედანაა მისი სახელწოდებაც) პირველ სვეტში მოთვსებული იო ებრაული ტექსტი (მასორეტული ვერსია), დაწერილი ივრითზე. მეორე სვეტში იგივე ტექსტი ბერძნული ტრანსკრიფციით. დანარჩენ ოთხ სვეტში მოთავსებული იყო ბერძნული თრგმანები: მესამეში აკვილასეული, მეთხეში სვიმაქოსის, მეხუთეში სეპტუაგინტა, მეექვსეში თეოფოტიონის. აკვილას, სვიმაქოსის და თეოდოტიონის თექსტები არ იყო საერთო გამოყენებადი. ევსევის თქ,მით ორიგენემ “აღმოაჩინა ისინი რომელიღაც ბნელ კუთხეში.” ბიბლიის ზოგიერთ ადგილს ორიგენემ დაურთო სხვა თარგმანებიც; (მაგ. ფსალმუნებს დაურთო ენეაპლები). სამოცდაათთა თარგმანი, ორიგენე არ მიიჩნევდა ავტორიტეტულ რედაქციად, სავსეა ებრაული ტექსტიდან განსხვავებაზე მიმანიშნებელი კრიტიკული შენიშვნებით: ორიგენეს გაწეული შრომა წარმოადგენს ისტორიაში პირველ მცდელობას ბიბლიის კრიტიკული შესწავლისა. ”ჰეგსაპლები”მრავალი საუკუნის განმავლობაში ემსახურებოდა აღმოსავლელ ღვთისმეტყველებს ძველაღთქმისაუი ერუდიციის საფუძველის სახით.
ორიგენეს კომენტარები მოიცავს თითქმის მთლიან წმინდა წერილს. მათი დაყოფა შეიძლება სამ ნაწილად: სქოლიოები (მინდორზე გაკეთებული შენიშვნები), ჰომილიები და ქადაგებები (ჩვენამდე მოაღწია 574¬_მა, აქედან 20 მეძნულ ორიგინალში) და საკუთრივ მეცნიერული კომენტარები “ქებათა ქებაზე,” მათესა და იოანეს სახარებეზე და რომაელთა მიმართ ეპისტოლეზე.
თავის გამნარტებეში ორიგენე სარგებლობს ტრადიციული ალექსანდრიული მეთოდით – ალეგორიზმით. თანამედროვე ადამინს ეს მეთოდი შესაძლოა მოეჩვენოს უაზროდ ან უსარგებლოდ. სწორი შეფასებისათვის აუცილებელია გვახსოვდეს, რომ იგი წერდა ბერძნებისთვის და კულტურული კუთვნილებით თავადაც ბერძენი იყო. მას უყვარდა ძველი აღთქმა და სიფრთხილით ეკიდებოდა მის უმცირეს დეტალებსაც კი, მაგრამ ამავე დროს კარგად ესმოდა, რომ მისი ბერძენი თანამედროვეთათვის არ იყო ცხადი, თუ ნრატომ უნდა წაეკითხათ ძველაღთქმისეული ისტორია. ამის გარესე კი ისინი ქრისტიანებად ვერ იქცეოდნენ და სწორედ ვერ გაიგებდნენ ქრისტიანობვას. ამიტომ ორიგენე ხსნიდა, რომ ყველაფერს, თვით ყველაზე უმნიშვნელო დეტალებს ძველაღთქმისეული წიგნებისა აქვს მარადიული აზრი და საჭიროა მათი სიმბოლური გააზრება, გააზრება როგორც ალეგორიებისა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი, ქრისტესა და ეკლესიისადმი მიმართული მოვლენებისა.
ხანდახან ორიგენეს იმდენად იტაცებს ალეგორიზმი, რომ ყოველმხრივ გადაფარავს ტექსტის ისტორიულ აზრს, მაგრამ მრავალშემთხვევაში მისი სულიერი განმარტებანი გახრა საწინდარი ტრადიციული ქრისტიანული, ბიბლიის განმარტებებისა.
ორიგენეს ნაწარმოებები ასევე ცოცხლად საუბრობენ მისი პერსონასა და ხასიათზე: ბრწყინვალებ განათლებული ერუდიტი, პროფესორი, ელინიზმის სახასიათო გონებრივი მარაგით, იგი შეყვარებულია ძველ აღთქმისეულ ტექსტზე ინტელექტუალის სიყვარულით, იგი ეკლესიის მსახური და კეთილსინდისიერი ღვთისმეტყველი იყო.
ლუკას სახარების პირვალეი თავის ჰომილიაში ორიგენე საუბრობს აპოკრიფული მწერლობის არსებობის შესახებ კანონიკურთან ერთად: “საჭიოა იცოდეთ, რომ მრავალი სახარება დაიწერა გარდა იმ ოთხისა, რომელსაც ვიცნობთ და რომელნიც აირჩია ეკლესიამ. ეს ჩვენთვის ცნობილია ლუკას სახარების პირველი თავიდან…”
ნეტარებათა კომენტარებში (“ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი…”) ორიგენე ამტკიცებს, რომ წმინდა წერილის გასაგებად საჭიროა განსაკუთრებული სახის ცოდნა, სულიწმინდის მონიჭებული. ეს ცოდნა გვიხსნის ჩვენ ერთ სულიერ საზრისს, გარეგნულად წინააღმდეგობრივი ტექსტებისა.; და სწორედ ასე მიიღწევა “მშვიდობა.” ჰომილიაში “ებრაელთა მიმართ ეპისტოლეზე” – აყენებს ავტორობის პრობლემას ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით. ეყრდნობა რა სტილსა და სინტაქსს ეპისტოლესი, ორიგენე აკეთებს დასკვნას, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით პავლ;ე მოციქულს არ შეეძლო ყოფილიყო მისი ავტორი. მათეს სახარების კომენტარებში ორიგენე აყენებს საკითხს: როგორ ავუხსნათ მოუმსადებელ მკითხველს აზრი და მნიშვნელობა ისეთი წიგნებისა, როგორებიცაა “ლევიტელთა” და “ნეშტთა”? ძველაღთქმისეულ მწერლობაში არსებობს ჰარმონია – ამტკიცებს ის. ნაწილებად კითხვისას იკარგება მთლიანი აზრი, რომელიც გაერთიანებულია საერთო აზრითა და ინტუიციით. ცალკეული წიგნები ვერ გვიქმნიან წარმოდგენას საერთო ჩანაფიქრზე, ისევე როგორც ცალკეული ინსტრუმენტის პარტია, არ შეიძლება ამოვიღოთ, გავაცალკევოთ სიმფონიისგან. “ისუ ნავეს” წიგნის კომენტარებში ვნახულობთ მშვენიერ, მაგრამ სავსებით ხელოვნურ ალეგორიას, რომელიც უარყოფს ტექსტის ბუკვალურ, ისტორიულ მნიშვნელობას: მოსეს სიკვდილი განიმარტება როგორც სიკვდილი ძველი აღთქმის რელიგიისა, რომელიც ადგილს უთმობს ახალ, ჭეშმარიტ რელიგიას – ქრისტანობას, რომელიც სიმბოლიზირდება ახალ წინამძღოლში – ისუ ნავეში, რომელიც არის წინასახე ისეო ქრისტესი. მეორე მაგალითი განმარტებისა, რომელიც გვიხსნის თუ რას ნიშნავს ქრისტეს რწმენის ქონა, იქცა კლასიკურ მამათა განმარტების სახედ: “შესაძლებელია, რომ თუ ჩვენ პეტრეს მსგავსად ვამბობთ სიტყვებს, რომლითაც სიმონ–პეტრემ მიუგო ქრისტეს: “შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა,” არა იმიტომ, რომ სისხლმა და ხორცმა გამოგვიცხადა ჩვენეს, არამეს იმიტომ რომ ზეციური მამის ნათელმა გაანათა ჩვენი გულები და ჩვენ ვიქცევით იმად, რაც იყო პეტრე. ჩვენც, ისევე როგორც ის, ვღებულობთ ნეტარებას, რადგან მისი ნეტარების მიზეზნი მოქმედებს ჩვენს შემთხვევაშიც… ის (მამა) გვაძლევს ჩვენ გამოცხადბას, რომელსაც აყავს ზეცაში ისინი, ვინც გადასწია ყველა ფარდა გულიდან და მიიღო ღმერთის სიბრძნის სული და განცხადება… და ჩვენ ასევე გვეტყვის სიტყვა: “შენ ხარ პეტრე” და ასე შემდეგ. რამეთუ ქრისტეს ყოველი მოწაფე არის ქვა… დაყოველ ასეთ ქვაზე შენდება ეკლესიის ყოველი სიტყვა და მისი შესაბამისი ცხოვრების წესი” (კომენტ. მთ. 16.18) – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კურთხევა მიცემული პეტრესთვის, არ მიემართება მხოლოდ მას, რამდენადაც ყველა ვინც ფლობს პეტრეს თვისებეს ინაწილებს მის კურთხევას. კურთხევა ხდება რწმენის მიხედვით და მორწმუნეები შეადგენენ ეკლესიას. ამ კომენტარენში ტექსტისა, რომელიც წარმოადგენდა რომის პრიმატის მტკიცებულებას დასავლეთის მრავალი თაობის ღვთისმეტყველთათვის, ორიგენე არ ახსენებს არც რომს და არც რომის ეპისკოპოსს.
ორიგენეს მთავარ აპოლოგეტურ შრომას წარმოადგენს მისი წიგნი “ცელსის წინააღმდეგ.” წარმართი ფილოსოფოსი ცელსი იყო ავტორი წიგნისა “ჭეშმარიტი სიტყვა” – რომელიც უარყოფდა ქრისტიანობას. ორიგენეს საპასუხო ნაშრომი ჩვენთვის წარმოადგენს განსაკუთრებულ ფასეულობას, რამდენადაც მან შემოგვინახა მრავალი ციტატა ცელსის დაკარგული წიგნისა. ამდენად ჩვენ გვაქვს ცხადი სურათი წარმართობისა და ქრისტიანობის ურთიერთმიმართებისა მესამე საუკუნეში. ეს მითუმეტეს მნიშვნელოვანია, რომ ცელსი იყო ორატორი, მოაზროვნე, რომელმაც შეისწავლა ბიბლია და ქრისტიანობა.
“ცელსის წინააღმდეგ” წარმოადგენს პირველ მაგალითს პოლემიკისა, განათლებულ ქრისტიანსა და წარმართს შორის. ცელსი მიიჩნევდა, რომ ქრისტიანები ჩამორჩებიან წარმართებს როგორც ღვთისმსახურებაში ასევე ფილოსოფიაში, რადგან როგორც ერთი ისე მეორეც აღებული აქვთ (ეყრდნობა) ებრაული მწერლობიდან, რომელსაც ცელსი მიიჩნევს პროვინციალურად, არაფილოსოფიურად და ბარბაროსულად. შემდეგ ცელსი ქრისტიანებს საყვედურობს დემოკრატიულობაში: მათი სწავლება ხელმისაწვდომია ყველასათვის, მაშინ როცა ჭეშმარიტი ფილოსოფია არისტოკრატიული დისციპლინაა, მისაწვდომი მხოლოდ ერთეული რჩეულებისათვის. ამავე დროს ცელსი ეთანხმება სწავლებას ლოგოსზე და ქრისტიანულ ეთიკაზე. ის მოუწოდებს ქრისტიანებს გაერთიანდნენ რომის პლურალისტულ საზოგადოებაში, ქრისტეს რწმენის შენარჩუნებით, რომელსაც იგი წარმოიდგენს ჯადოქრის მსგავს პირად, რომელიც აღასრულებდა სასწაულებს. პოლემიკის ცენტრში იდგა საკითხი კერპთაყვანისცემისა დაგამოსახულებათ თაყვანისცემისა. ცელსი წერდა, რომ მიუხედავდ იმისა, რომ ქრისტიანები წარმართებს ბრალს სდებდნენ უხეშ მატერიალიზმში, თავად ეთაყვენებიან, ღმერთს რომელიც იშვა ქალწულისაგან და მოევლინა მიწას ადამინური სახით. წარმართები კი ქანდაებათა აღმართვისას სრულად არისნ დარწმუნებულნი რომ ეს ღმერთის გამოსახულებაა და არა ღმერთი. ეს არის პირველი კამათი ისტორიაში გამოსახულების თყვანისცემასა და რელიგიურ ხელოვნებაზე.
ორიგენეს ერთობლიობა რწმენის საკითხების პრობლემებისა, ქრისტიანული აზროვნებისა და დოგმატებისა, გადმოსცემულია მის დიდ წიგნში “საწყისთა შესახებ.” თავად სახელი მიუთითებს მის ყოვლისმომცველ ხასიათზე. წიგნი დაწერიალია ალექსანდრიაში 220–230 წლებს შორის. სრული ტექსტი ჩვენთვის ცნობილია რუფინუსის ლათინური თარგმანით, მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწიეს ჩვენადე ბერძნულ ორიგინალში. რუფინუსმა წიგნი სწორედ მაშინ თარგმნა, როდესაც ღვთისმეტყველთა შორის ჩნდება სერიოზული ეჭვები ორიგენეს მართლმადიდებლობაზე, ამიტომ მის თრგმანს სრულად ვერ ვენდობით. წიგნი შედგება ოთხი ნაწილისაგან: 1. სწავლება ღმერთზე; 2. კოსმოლოგია; 3. ანთროპოლოგია; 4. ქრისტიანული განცხადება (ფილოსოფია, წმ, წერილი, ეგზეგეტიკის პრინციპები და სხვა).
სწავლებას წმინდა სამების შესახებ ორიგენე გადმოსცემს ტრაქტატში “დიალოგი ჰერაკლიტესთან.” ნაწარმოები იმდენად ორაზროვანია, რომ არიანული დავებისას მას ეყრდნობიან როგორც ერეტიკოზები ისე მართლმადიდებლები. ორიგენეს სულიერ ნაწარმოებებს წარმოადგენს ტრაქტატი “ლოცვის შესახებ” და “კომენტარები უფლის ლოცვაზე.” კლასიკური ნაწარმოები “ლოცვის შესახებ” განსაკუთრებით პოპულარული გახდა მონოზონთა შორის. მასში განხილულია ღმერთთან ერთობის გზები, აღწერილი ნეოპლატონურ კატეგორიებში, როგორც სულის დაბრუნება ღმერთთან.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий