ინტერვიუ თამარ გაგოშიძესთან
ბავშვთა განვითარების დარღვევების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ნეტგაზეთთან ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ გაგოშიძე
საუბრობს.ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ბავშვთა განვითარების დარღვევების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას შეეხება. მოგვიყევით, კონკრეტულად რას მოიცავს აღნიშნული პროგრამა და რა შემთხვევებში ხდება თქვენთან მომართვა?
ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების ადრეული პრევენციის სახელმწფო პროგრამას ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტი 2009 წლიდან ახორციელებს. ეს არის ბავშვთა ასაკის (1-6 წლამდე) განვითარების დარღვევების ადრეული პრევენცია. პროგრამა მოიცავს დეტალურ დიაგნოსტიკას, რათა მოხდეს ბავშვის შეფასება და ასევე, მშობლებისთვის ინდივიდუალური რეკომენდაციების შემუშავებას.
როდესაც 6 წლის ბავშვი სკოლაში მიდის და მას გარკვეული პრობლემა აქვს, ხშირ შემთხვევაში უკვე დაგვიანებულია ჩარევა. თუ ჩვენ ამ პრობლემას 6 წლამდე აღმოვაჩენთ და მშობელს მიმართულებას მივცემთ, პრობლემა ხშირ შემთხვევაში გვარდება. მთავარია, მშობელი იყოს გათვითცნობიერებული, რომ სკოლამდე აღმოაჩინოს ესა თუ ის პრობლემა. მომართვა ხდება მაშინ, როდესაც მშობელს ან ბავშვთა პედიატრს აქვს ეჭვი, რომ ბავშვს აქვს შეფერხება განვითარებაში, არ მოსწონს ბავშვის მოტორული განვითარება, არ ლაპარაკობს და ა.შ. ეს არის უკვე საფუძველი იმისა, რომ ბავშვი პროგრამაში ჩაერთოს.
აი, მაგალითად, 2 წლის ბავშვს კონკრეტულად რა ტიპის შეფერხება შეიძლება ჰქონდეს, იმისთვის, რომ მშობელმა ადრეულ დიაგნოსტიკას მიმართოს?
ორი წლის ბავშვი უკვე უნდა ცდილობდეს ორსიტყვიანი წინადადების თქმას. ცალკეულ სიტყვებს თავისუფლად უნდა წარმოთქვამდეს, უნდა ჰქონდეს გარკვეული ლექსიკური მარაგი, უნდა რეაგირებდეს სახელზე, შემოდიოდეს ურთიერთობაში, ჰქონდეს თამაშის სურვილი. რაც შეეხება მოტორულ განვითარებას, მაგალითად, 2 წლის ასაკში ბურთს ფეხს უნდა ურტყამდეს, კარგად უნდა დარბოდეს, ძვრებოდეს სკამზე და ა.შ. თუ არ ხდება, ეს უკვე პრობლემაა.
არასტანდარტულია ბავშვის ქცევა მაშინაც, თუკი ის ფიზიკურად ძალიან აქტიურია, აქვს ქცევის სხვადასხვა პრობლემა, აწყობს ისტერიკებს, ვერ აჩუმებენ, აქვს ატიპური ძილის რეჟიმი, კვების პრობლემები.
რას მოიცავს დიაგნოსტიკა?
პირველად, ნევროლოგი უტარებს სკრინინგს, ზედაპირულ დაკვირვებას როგორც შემეცნებით, ასევე, მოტორულ სფეროზე. ეს არის ტესტი დეტალური კითხვარებით ბავშვის განვითარების საფეხურების შესახებ, რომელიც სკრინინგის დროს ივსება. ჯამში, მოწმდება ხუთი სფერო - ნატიფი მოტორიკა, მსხვილი მოტორიკა, შემეცნებითი უნარები, მეტყველება და სოციალურ-ემოციური სფერო. თუ რომელიმე სფეროში მაინც არის ჩამორჩენა ასაკთან შედარებით, პროგრამაში ნევროლოგი ერთვება, რომელიც აფასებს მდგომარეობას და ნეიროფსიქოლოგთან აგზავნის, სადაც ბავშვს ფორმალური ტესტირება უტარდება. ვცდილობთ ირიბად ის დავალებები შევასრულებინოთ ბავშვს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის და მისი მიზეზის დადგენისთვის.
რა ხდება შემდეგ ეტაპზე?
დავუშვათ, ბავშვს აღმოაჩნდა რაღაც ტიპის პრობლემა, მაგალითად, მეტყველების შეფერხება ან ისტერიკა, რომელსაც იმიტომ ტეხავს, რომ ვერ აგებინებს უფროსს რაღაცას და უჭირს სხვა კომუნიკაცია, ვქმნით ინდივიდუალურ სამთვიან პროგრამას მშობლებისთვის. ეს პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სპეციალურ თამაშს. ყოველდღე ნახევარი საათის განმავლობაში მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი სწორედ ამ თამაშებს უნდა თამაშობდეს ბავშვთან ერთად. ზოგ მშობელს ეზარება ასეთი ტიპის სავარჯიშოები და გვთხოვს, წამალი გამოვუწეროთ მის შვილს. შესაბამისად, გვიწევს ცალკე საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარება მშობლებისთვის, რომ სწორედ ფურცელზე ჩამოწერილი თამაშებია მათი შვილის წამალი.
რა შედეგები აქვს თქვენს პროგრამას?
სამწუხაროდ, მწირი სახელმწიფო რესურსების გამო ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ამის მონიტორინგი განვახორციელოთ. თუმცა ჩვენვე ვცდილობთ ამის გაკეთებას,- ვთხოვთ მშობელს, რომ შეგვატყობინოს შედეგი სამი თვის შემდეგ. ზოგი გვირეკავს, ზოგს ეზარება, მაგრამ იმ მონაცემებიდან, ვინც გვირეკავს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსუბუქი შეფერხების დროს პრობლემა სრულად გვარდება. საშუალო ხარისხის შემთხვევაში კი, - 70%-80%-ში. ხშირად მშობლებს არ ჰყოფნის ნერვები და ბოლომდე არ მიყვებიან ჩვენს რეკომენდაციებს. ასეთ შემთხვევებში, ეს ბავშვები უკვე სკოლაში სწავლის დროს გვიბრუნდებიან უფრო მძიმე პრობლემებით. როდესაც ბავშვს გარშემო ყველა არწმუნებს, რომ ის ზარმაცია.
იმისთვის, რომ სკოლაში ფორმალური განათლება მიიღოს, ამისთვის ის მზად უნდა იყოს, უნდა გამოუმუშავდეს სხვადასხვა უნარი, მაგალითად, ჯერის დაცვა, იმპულსის შეკავება, მითითების შესრულება და ა.შ. რომელსაც ბავშვი სკოლამდელ ასაკში სწავლობს თამაშით. სკოლის ეტაპზე უკვე ძალიან რთულია ამის გაკეთება. სკოლა ვერ დაიცდის, არსებობს სასკოლო პროგრამა, რომლის ჩარჩოში ამ ბავშვის თვითშეფასება უფრო და უფრო დაბლა იწევს. ის აცნობიერებს, რომ აქვს რაღაც ტიპის პრობლემა, რომ ძალიან რთულია მისთვის ის, რასაც სხვები მარტივად აკეთებენ.
მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც მშობლემბა მოიყვანეს ბიჭი, რომელიც მე-5 კლასში სწავლობდა და ქცევითი პრობლემები ჰქონდა. შლიდა საგაკვეთილო პრცესს, რის გამოც გაკვეთილიდან აგდებდა მასწავლებელი. კონსულტაციის დროს ეჭვი მივიტანე, რომ ამ ბავშვს ჰქონდა გარკვეული პრობლემები კითხვასთან დაკავშირებით და ვთხოვე წაეკითხა. მაშინვე თავი ჩარგო ქურთუკში და მითხრა, ოღონდ ეს არ გამაკეთებინოთო. მშობლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ბავშვმა კითხვა არ იცოდა. სწორედ ამიტომ, რომ არ დაევალებინათ მისთვის წაკითხვა, ცდილობდა გაკვეთილი ჩაეშალა. საბოლოოდ, დავნაძლევდით, რომ ის კითხვას ისწავლიდა. ამისთვის 2 წელი დაგვჭირდა. წაიკითხა ჰარი პტერი და ახლა, როგორც ვიცი, საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად.
რა ტიპის დარღვევები იკვეთება ყველაზე მეტად?
მეტყველების დარღვევები, რომელიც ჩვენთან მოსული ბაშვების 70 -%-ს აქვს. აქაც ორი ტიპის დარღვევაა. პირველ შემთხვევაში ბავშვი ვერ ამბობს ფრაზას, ამახინჯებს სიტყვებს, და მეორე, რომელიც ჰგავს აუტიზმს და ხშირად მშობლებს ჰგონია, რომ ეს აუტიზმია. ეს არის მიმართული მეტყველების პრობლემა, არ ესმის, ვერ იგებს, უჭირს სამეტყველო ბგერების გარჩევა, არ რეაგირებს სახელზე, არ შემოდის კონტაქტში. სამწუხაროდ, სულ უფრო იზრდება ასეთი ტიპის დარღვევების მქონე ბავშვების რაოდენობა. თუმცა ვერ გეტყვით, კონკრეტულად რასთან კავშირში შეიძლება იყოს ეს.
რამდენი ბავშვი ჩაერთო უკვე ამ პროგრამაში?
თვის განმავლობაში დაახლოებით 80 ბავშვი ეწერება. თუმცა ყოველთვიურად, ალბათ, 45 ბავშვი ერთვება პროგრამაში, ვინაიდან ჩაწერიდან რამდენიმეკვირიანი მოცდა უწევთ მშობლებს. ბევრი არ არის ეს, მაგრამ ბავშვთა რაოდენობა სწორედ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხით განისაზღვრება.

წყარო
ამავე თემაზე :
რას თამაშობენ ბავშვები
Комментариев нет:
Отправить комментарий