суббота, 8 февраля 2014 г.

ქართველი მეცნიერების წერილი პატრიარქს გენ-მოდიფიცირებული საკვებისა და მისი ტენდენციების შესახებ



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპოსკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია 
II-


თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
ნება მოგვეცით წარმოგიდგინოთ ჩვენი სამეცნიერო ანალიზის მოკლე რეზიუმე:
არსებული რეალობა მსოფლიოში:
1) შხამ-ქიმიკატების (პესტიციდები, ჰებრიციდები, სინთეტური სასუქები და ა.შ) მზარდმა მოხმარებამ სოფლის მეურნეობაში:
1.1) დააჩქარა მიწის ნაყოფიერების შემცირება;
1.2) მოსრა ფუტკრის კოლონიები;
1.3) გაზარდა ქრონიკული დაავადებების ინდექსი ადამიანებში;
1.4) დააბინძურა მიწისქვეშა წყლების რეზერვუარები;
1.5) შეკვეცა ბიო-მრავალფეროვნება.

2) გენ-მოდიფიცირებული მცენარეების შემოტანამ სოფლის მეურნეობაში (რომელშიც არა მცენარეული გენები, არამედ მიკრო-ორგანიზმების, მწერების და ა.შ გენებია ჩანერგილი):
2.1) დაუქმვემდებარა ფერმერები და გლეხები დიდი ფირმების ინტერესებს, რამეთუ მათ აეკრძალათ მოყვანილი მოსავლის ნაწილის სათესლე მასალად გამოყენება;
2.2) შექმნა ეკოლოგიური საფრთხე არამცენარეული წარმოშობის გენების ულიმიტო შემოტანამ საკვებ და ტექნიკურ კულტურებში, რამეთუ არსებობს საშიშროება ტოქსინების მასინთეზირებელი გენების ჰორიზონტალური გადაცემისა როგორც არა გენ-მოდიფიცირებულ საკვებ მცენარეებში, ასევე ველურ ფლორაში.

ახალი მძლავრი ტენდენციები ევროპაში, აზიაში და აშშ-ში:
ევროპის, აზიის და აშშ-ის საზოგადოების მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება:
$1Ø  ბიო-პროდუქტებზე;
$1Ø  ნატურალურ საკვების დანამატებზე (მცენარეულ საღებავებზე, სამკურნალო მცენარეებზე, არომატულ სანელებლებზე, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე);
$1Ø  ფუნქციურ საკვებზე და განსაკუთრებით იმუნო-მასტიმულირებლებზე.
ამ ტენდენციების შესატყვისი რაციონალური ქმედება საქართველოში:
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაითვალისწინა რა მსოფლიოს ეს ახალი ტენდენციები, მოამზადებინა საქართველოს მთავრობას N198 დადგენილება: „ბიოწარმოების შესახებ“, რომელსაც მოაწერა ხელი 2013 წლის 30 ივლისს და რომელიც ძალაში შევა 2014 წლის აგვისტოდან(იხPDF
ამ ანალიზების შედეგზე დაყრდნობით უმორჩილესად გთხოვთ კურთხევას საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში განხილულ იქნას:
ა.1) ბიო პროდუქტების წარმოებაზე გადასვლის მიზანშეწონილობა;
ა.2) ბიო-ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიო-პროდუქტების წარმოებასთან, რათა საფუძველი ჩავუყაროთ მაღალი ღირებულების მქონე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოებას საპატრიარქოში (მაგ.: ნატურალურ საღებავების, არომატული სანელებლების, სამკურნალო მცენარეების, ფუნქციური ცილების და სხვა). სწორედ უნარჩენო და ეკო-უსაფრთხო ბიოტექნოლოგიური საწარმოების ორგანიზებით შეიძლება სოლიდური ინვესტორების მოზიდვა საპატრიარქოში;
ა.3) მზის და ქარის ენერგიის გამოყენება აგრო და ბიოტექნოლოგიურ საწარმოებში, რათა თვითღირებულება ბიო-პროდუქტების წარმოებისა იყოს დაბალი და ეკო-მდგრადი.
თუ თქვენი უწმინდესობა რაციონალურად ჩათვლით აღნიშნულ ტექნიკურ წინადადებას, მაშინ უპრიანი იქნება: 

ბ) პატრიარქის ბრძანება საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისადმი, საპატრიარქოს კუთვნილ მიწაზე მთავრობის 2013 წლის ივლისის 
N198 დადგენილების („ბიოწარმოების შესახებ“) განსახორციელებლად, სადაც საპატრიარქოს შესაბამის უწყებებს და პატრიარქის ფონდს დაევალებაშემოქმედებითი კავშირების ორგანიზება ყველა იმ სამეცნიერო და რელიგიურ ცენტრებთან, რომელთაც გააჩნიათ ბიო-პროდუქტების წარმოება-გადამუშავება-შრობა-შენახვის გამოცდილება, რათა ოპერატიულად დაინერგოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში საქართველოს მთავრობის 2013 წლის ივლისის N198 დადგენილება „ბიო-პროდუქტების შესახებ“.
შვილთამიერი სიყვარულით,
საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან არსებული სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს საინიციატივო ჯგუფის წევრები
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий