суббота, 8 февраля 2014 г.

მეცნიერები მონაცემებს სწრაფი ტემპით კარგავენ


მონაცემთა დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ 20 წლის შემდეგ მათი 80% მიუწვდომელი ხდება.

კვლევის ავტორებმა, რომელიც Current Biology--ში გამოქვეყნდა, მოიძიეს განვლილ ეკოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებული 516 სტატია, რომელიც 1991–2011 წლებში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა შეარჩიეს სტატიები, რომლებიც მოიცავდა მცენარეებისა და ცხოველების ზომისა, თუ ფორმის მახასიათებლების კვლევას. ამ სახის სამუშაოები კი ათწლეულების მანძილზე წარმოებდა. სტატიების ავტორებთან დაკავშირების შედეგად, ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა თითქმის ყველა კვლევის მონაცემი, რომელიც ორი წლის წინ გამოქვეყნდა, რის შესაძლებლობაც ყოველწლიურად 17%-ით იკლებს. სამეცნიერო-კვლევით მონაცემებზე წვდომა, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სულ მცირე 20%-ით იკლებს.

სახლის სხვენები, ავტოფარეხის ყუთები, ან ამჟამად უკვე გამოუსადეგარი დისკეტები, როგორც მეცნიერებმა აღიარეს ის ადგილებია,  სადაც მათი ძველი კვლევების მონაცემები ინახება. როგორც კვლევის შედეგად აღმოჩნდა, ამგვარი შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ მეცნიერებისთვის მონაცემები უაღრესად სწრაფი ტემპით იკარგება.

კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს, უბრალოდ, ავტორების კვალზე გასვლა და მათგან გამოხმაურება, რაც მეცნიერთა ჯგუფმა 37% შემთხვევაში წარმატებით მოახერხა. მოქმედი ელექტრონული ფოსტის პოვნის შესაძლებლობამ, თუნდაც ინტენსიური ონლაინ-ძიების შედეგად, ყოველწლიურად 7%-ით იკლო. ამ ხნის განმავლობაში, მონაცემთა ვადების მიუხედავად, მოქმედი მისამართების მქონე ავტორთა დაახლოებით ნახევარი გამოეხმაურა თხოვნას. 

ვრცლად: nature
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий