воскресенье, 1 сентября 2013 г.

მილიარდერი, რომელიც მხოლოდ ხალხზე ფიქრობს



გამოცემა  ფორბსი  აქვეყნებს სტატიას საოცარი მილიარდერის შესახებ:
„81 წლის ჩარლზ ( ჩაკ ) ფინი ( Charles F. Feene )  „Duty Free“  - ის დამაარსებელია. თავისი ცხოვრების მანძილზე მან 7,5 მილიარდი დოლარი დააგროვა. მაგრამ მას არ ჰყავს მანქანა, დაფრინავს ეკონომ-კლასით, მაჯაზე უკეთია 15-დოლარიანი ელექტროსაათი და აცვია დაჭმუჭნული პერანგი.
ისტორიულ სამშობლოში - ირლანდიაში მას ღებულობენ რიგით  ამერიკელ ტურისტად. რესტორნებს ის ამჯობინებს სასაუზმეებს, თერძებს - მაღაზიაში ნაყიდ ტანსაცმელს, დადის მეტროთი ან ტაქსით.  
უკანასკნელი 30 წლის მანძილზე მან თითქმის მთელი თავისი დაგროვებული თანხა - 6 მილიარდ დოლარზე მეტი მთლიანად მოახმარა ქველმოქმედებას. ეს ფული ჩაიდო განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, მეცნიერებაში, მოხუცებულთა სახლების შენახვაში - აშშ-ში, ვიეტნამში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, ირლანდიაში,  ბერმუდის კუნძულებზე. მაგრამ ჩაკ ფინი გაჩერებას არ ფიქრობს - გადაწყვეტილი აქვს 2016 წლამდე მთელი თავისი ფული სრულად მოახმაროს კეთილ საქმეებს.
ამავე დროს, ამ ექსტრავაგანტურ პიროვნებას არათუ მხოლოდ ფული,  დიდებაც არ აინტერესებს: არიგებდა თავის მილიარდებს და ჩრდილში რჩებოდა, რაც პირველი 15 წლის მანძილზე კარგად გამოსდიოდა, რადგან ვერავინ ხვდებოდა მის საქველმოქმედო საქმიანობას. მერე  „ამხილეს“, მაგრამ მას შემდეგაც არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში - 2012 წლამდე მას 5 ინტერვიუც კი არ მიუცია ჟურნალისტებისათვის.
ჩაკ ფინი საოცარი ადამიანია. თავისი ბიზნესი მან სულ დაბალი საფეხურიდან დაიწყო. მისი შემოსავლები იზრდებოდა ელვის უსწრაფესად, თუმცა მათი მეტი ნაწილი მიდიოდა  „The Atlantic Philanthropies“ -ის საქველმოქმედო ფონდში.
„მე დავრწმუნდი, რომ გაცილებით დიდ  სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც ვიხდი ფულს და ვხედავ, ამ ფულის მეშვეობით როგორ შენდება, მაგალითად, ჰოსპიტალი. ეს ხომ ლოგიკურია - ფულის ჩადება კეთილ საქმეებში და არა ბანკში დასაგროვებლად!“

”ჩაკ ფინი,ეს იდეალური მისაბაძი მაგალითია,თუ როგორ უნდა გავაკეთოთ სიკეთე  ცხოვრებაში,მე ოდნავ მაინც მშურს მისი .”
უილიამ ბილ გეიტსი


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий