,,სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს,
მაგრამ ცოტა დამცველი". __ პლატონი
ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ძვირფასო საზოგადოებავ!
წლების მანძილზე, ვხედავ რა საეკლესიო ცხოვრებაში დამკვიდრებულ უამრავ მანკირებას, მარაზმამდე დასულ ბრმა რიტუალიზმსა თუ ზნეობრივ უკეთურებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი, როგორც რიგითმა მორწმუნემ, ღვთისმოშიშებითა და კრძალვით, ღიად გაგანდოთ ჩემი ადამიანური საწუხარი, რომელსაც გულისმიერი განცდითა და სულიერი ტკივილით გიზიარებთ.
საწყისშივე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საკუთრივ მართლმადიდებლური საეკლესიო სწავლა–მოძღვრებისა და სულიწმინდისეული განწესებისადმი (რომელიც უდაოდ წმინდა, ჭეშმარიტი, მაცხოვნებელი და უცდომელია) არავითარი შეუთავსებლობა, წინააღმდეგობრივი ამბოხი თუ რევოლუციური დამოკიდებულება არ გამაჩნია.
ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ წერილი მიზნად არ ისახავს ეკლესიის მტრობას, საპატრიარქოს დისკრედიტაციას, სასულიერო იერარქების შეურაცხყოფას, მათ დამცირებასა და განქიქებას. იმ შემთხვევაში კი, როცა გამოვხატავ პირად უკმაყოფილებას, ჩემი კრიტიკის ობიექტს არ მიეკვუთვნება უშუალოდ უზენაესი ღმერთი, არც მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის მისტიური სავსება და არც კონკრეტულად ცალკე აღებული რომელიმე ადამიანი, არამედ ჩემი წყენისა და აღშფოთების ადრესატს, ზოგადად, ის არასულიერი ატმოსფერო და იერარქიისა და მრევლის ის არც თუ ისე მცირე ნაწილი წარმოადგენს, რომელთა შორისაც და რომელთა მხრიდანაც, რიტორიკასა თუ ქმედებაში, თავს მოხვევის ფანატიკურ–ფუნდამენტალისტური პრინციპით, ყოველდღიურად იდევნება ქრისტეს პიროვნების ფენომენი, როგორც სახიერი და რეალური ღმერთისა, როგორც მშობელისა და მარადიული ცხოვრების მომნიჭებელისა, როგორც მოსიყვარულე და მოწყალე ზეარსისა.
სიხარულით აღვნიშნავ, რომ ისტორიულად, ვიდრე აქამომდე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, განსაკუთრებული როლი აკისრია სახელმწიფოებრივ–კულტურული განვითარების საქმეში, რამეთუ მან დიდწილად განსაზღვრა ერის თვითმყოფადი იდენტობა და მისი ზნე–ხასიათი. მე პირადად, გულითადად ვაფასებ განვლილ 35 წელიწადსაც. ეს არის ეპოქა, როცა ეკლესიის ღვაწლს, ამაგსა და დამსახურებას ყველანი თვალნათლივ ვხედავთ. ფაქტია, რომ განმრავლდა ეკლესია–მონასტრები, არნახული სიუხვით იმატა მრევლის რაოდენობამ, გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, გაიზარდა სამღვდელო დასი, გამოიცა უამრავი საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ყოველივე ეს მეტად სამადლობელია, დასაფასებელია და ამის უგულებელყოფა უსამართლობა იქნებოდა, მაგრამ აქვე მორიდებით დავძენდი, რომ ეს იყო პირველი ეტაპი აღორძინებისა, რომელმაც საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა. ახლა კი ხარისხის გაუმჯობესებისა და მისიონერული ტემპის აჩქარების დროა, რისთვისაც, როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ არავინ იღწვის.
იაკობ გოგებაშვილი ბევრად უფრო კრიტიკული იყო როდესაც წერდა: "აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო. გარნა შინაგანს ქრისტიანობას იგი აქამომდე თითქმის მოკლებულია. ხშირად ჩვენში აღორძინებული გარეგანი ქრისტიანობა, აშენებული აურაცხელი ეკლესიები და მონასტრები, უდაბნოები სავსე ყოფილან მრავალი ბერებითა, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე უტარებიათ ლოცვასა და ვედრებაში, მაგრამ მაშინაც კი მეტ-ნაკლებობით სუსტი ყოფილა ჩვენში ის მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომელიც შეადგენს ქრისტიანობის შუა გულსა, ის მოქმედი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ღვთაებრივი სწავლა მაცხოვრისა ჩვენისა. ის სპეტაკი იდეალი, რომელიც მაცხოვარმა გამოხატა შემდეგს, სიტყვებში: „იყავით სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი“, წინედ ნაკლებად ყოფილა ჩვენთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელ-მნათობად და ეხლა ხომ, დროსა განხრწნილობისა ჩვენისასა, სრულიად მივიწყებული გვაქვს."

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ჯანსაღი რელიგიური აზროვნება მეტად დეფიციტურია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. ამის მიზეზი კი უმთავრესად ინტელექტის, ერუდიციისა და განათლების სიმწირეში მდგომარეობს.
სადღეისოდ, სასულიერო დასში, საერთო ფონის გათვალისწინებით, კატასროფული რეალობა გვაქვს კვალიფიციური საღვთისმეტყველო აზროვნების კუთხით, რაც ჰქმნის სრულ სტაგნაციასა და დახუთულობას სულიერ სფეროში. როგორც წმ. იოანე ოქროპირი იტყოდა: "მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვარის ზედამხედველებად, რომლისთვისაც ძე ღვთისამთავისი სისხლი დაღვარა".
ვფიქრობ, რომ დღევანდელი იზოლაციონიზმი და ეკლესიის მესვეურთა გარკვეული ნაწილის ინდიფერენტული თუ სტატიკური პოზა განპირობებულია უწიგნურობითა და იმგვარი "მსოფლმხედველობით" სადაც "სულიერება" ცოდნის ჯალათად გვევლინება, სადაც მერკანტილურ–ეგოისტური ინტერესები ბევრად უფრო მოწინავეა, ვიდრე მორალური ვალდებულებები, რომლის აღსრულების პასუხისმგებლობაც იდეაში თითოეულ სასულიერო პირს აკისრია.
სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის სამოღვაწეო პროფილმა, ნაცვლად გულმხურვალე მისიონერული საქმიანობისა, ობსკურანტული ორგანიზაციის ხასიათი შეიძინა, რომელიც გამოირჩევა მკაცრი შეუვალობითა და ინკვიზიციური პრინციპულობით, სადაც არ სჭირდებათ ცოცხალი ღმერთი, რადგან მათთვის პირადი კომპლექსებისა თუ ამბიციების დაოკება, ჭეშმარიტ მოწოდებაზე უფრო უპირატესია. ამგვარი კატეგორიის "მოღვაწენი" აბსოლუტურად ვერ აცნობიერებენ, რომ რელიგიის არსი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის იდეას ემყარება, სადაც ადამიანი ღვთის შემდეგ უმაღლესი პიროვნული არსებაა, რომლის მსახურება და განსწავლაც, წესით, მათ უმთავრეს მოვალეობებში უნდა შედიოდეს – "ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის,რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროსმრავალთა გამოსასყიდად"(მთ. 20,28); სხვაგან: – "ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა,რაც მე გამცნეთ" (მთ.28,20).
ზემოთ ნახსენები მძიმე კონიუქტურული სიტუაციის გათვალისწინებით, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კვლავაც გულამოსკვნით ჰგოდებს წმ, ეფრემ ასური, რომელიც წრფელი პირდაპირობით, თითქოს და დღევანდელობაზე ჩიოდა: "ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ".
ამრიგად, საქართველოს საეკლესიო სივრცეში ჩამოწოლილ უმძიმეს პრობლემათა მთელ წყებაზე, ქვემოთ უფრო დაწვრილებით, პუნქტობრივად მოგახსენებთ.
"ვიცი შენი საქმენი, რომ გაქვს სახელი, თითქოს
ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ" (გამოც.3,1).
ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ" (გამოც.3,1).
ღვთისმეტყველების პროფანაცია
1. საეკლესიო ამბიონებიდან დოგმატური ღვთისმეტყველების არქადაგება და მის ნაცვლად ფსევდო–პატრიოტული, ცრუ–მესიანისტური, ქსენოფობიური და შოვინისტური იდეოლოგიის ომახიანი ქადაგება, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცნობიერებას.
2. ცრუ სწავლება ცოდვის მემკვიდრეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თურმე, მამა–პაპისეული დანაშაულების გამო, მომავალი თაობები ისჯებიან.
3.იმის არ ცოდნა,რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ გააჩნია ეკლესიური სწავლება ჯოჯოხეთზე.
4. რუსოფილური იდეების (სტალინის, რომანოვების, ერთმორწმუნეობის) საკრალიზაცია, მათი პროპაგანდა და დასავლური სამყაროს დემონიზაცია.
5. ანიმისტური წარმართობის ქადაგება, რომელსაც ხალხური ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ.
6. ეროვნულ მოღვაწეთა კანონიზაციის სტიქიური მოდურობა, როცა მხოლოდ ზერელე კვლევა–ძიების მიხედვით ხდება ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად შერაცხვა (ზოგჯერ შერაცხვიდან მეორე დღეს დეკანონიზაციაც).
7. კათოლიკოს–პატრიარქის პაპისტური უცდომელობისა და შეუვალობის პრიმატი, რაც ფეტიშიზმისა და კერპთაყვანისმცემლობის ხასიათს ატარებს.
8. "წმინდა და დიდი სჯულის კანონის" სრული უგულებელყოფა, რომლის ნაცვლადაც მოქმედებს მხოლოდ ერთი, დაუწერელი და საზოგადო კანონი: – აბსოლუტური და უპირობო მორჩილება კათოლიკოს–პატრიარქისა. (“ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა”. იგავ. 28,9).
კანონიკური დარღვევები
1. საღვთისმეტყველო განათლების არქმონე პირთა ხელდასხმა და ზოგადად, თითქმის არანაირი კრიტერიუმებისა თუ სტანდარტების არარსებობა ქიროტონიისათვის, არამედ წარდგენლი კანდიდატის ნეპოტიზმით, პროტექციებითა და ნაცნობობით კურთხევა.
2. ცოლოსანი მღვდელმთავრების ეპისკოპატში არსებობა, რომელნიც ბერად აღკვეცის შემდეგაც პირადი მონაგარითა და შვილიერებით თავმომწონეობენ.
3. მეორე (ზოგჯერ მესამე) ქორწმინებაში მყოფი თეთრი სამღვდელოება, რომელნიც ყოველგვარი გაფრთხილებისა და დასჯის გარეშე მსახურობენ.
4. მცირეწლოვანთა სასულიერო ხარისხებში აყვანა, რომელთაც, როგორც გამოცდლებამ ცხადჰყო, უმეტესად ეძნელებათ ნაკისრი ვალდებულებების გაძღოლა.
5. ეკლესიისა და ეპარქიათა მართვაში ავტოკრატიზმი, რომელიც უგულებელჰყოფს კრებითობის პრინციპს.
6. საეკლესიო სასამართლოს (დიკასტერია) არ არსებობა, რომელიც წარმოადგენს საეკლესიო ცხოვრების არბიტრსა და პირუთვნელ მეთვალყურეს. იგი უნდა განიხილავდეს ყოველგვარ დავას მონასტრებსა და ეკლესიებს შორის; ეკლესიათა და მონასტერთა ქონების ხელყოფის საკითხებს; სასულიერო პირების ყოველგვარ უღირს საქციელს როგორც ყოფაში, ისე მღვდელთმსახურებაში; სასულიერო პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს; შვილად აყვანისა და განქორწინების საკითხებს; უკანონო ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ყოფით დავებს ოჯახის წევრთა შორის და ა. შ.
7. ქართველ წმინდანთა ლიტურგიკული განგების არქონა, რაც დიდი ხანია არ დგას დღის წესრიგში.
8. მარხვაში ერისკაცთათვის თევზის არდაშვება და ამ (მარხვის) პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ცოლ–ქმრული თანაცხოვრების აკრძალვა მრევლისათვის.
9. სამონასტრო ტრადიციებისა და ტიპიკონების სრული გაუთვალისწინებლობა.
10. წმ. სინოდის განჩინებათა არშესრულება (მაგალითად: წმინდა სინოდის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებიდან:წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები).
11. სიზმართ–მეზღაპრეობა და ამის მიხედვით ეკლესია–მონასტრების მშენებლობა.
12. სიმონია (საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა–გაყიდვა), რომლის შესახებ კვლავაც მოწყენილად დარდობს წმ. მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი: "არ ვაქებ ჩვენში არსებულარეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, რადგან წინამძღვრობა უკვექველი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ ხერხითა და ხრიკით".
13. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს ანტიკანონიკური ქმედებების არგაპროტესტება და იგნორირება.
14. და–ეკლესიებთან კომუნიკაციის ნაკლებობა. სამაგიეროდ კი ჩრდილოეთის "დიდი" და–ეკლესიისადმი უსაზღვრო ნდობა.
15. ისტორიული ეკლესია–მონასტრების "რესტავრაცია–განახლებები", რაც იწვევს მათ დამახინჯება–დაზიანებებს, მაშინ როდესაც საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების რესტავრაციისა და საეკლესიო ხელოვნების საბჭო ამ საკითხების მონიტორინგისათვის უნდა ფუნქციონირებდეს.
ზნეობრივი დაცემა
1. ჰომოსექსუალური ლობის არსებობა, რომელის წევრებიც საკმაოდ გავლენიან წოდებებსა თუ თანამდებობეს ფლობენ.
2. ნარკომომხმარებელი სასულიერო პირების დაუსჯელობა.
3. მრუშობაში მხილებული სასულიერო პირების დაუსჯელობა ან დროებითი დასჯა და მცირე ხნის შემდეგ კვლავ იმავე პატივში აღდგენა.("იმყოფებიან შენთან, რომლებიცმისდევენ ნიკოლაელთა მოძღვრებას, რომელიც მე მძულს" (გამოც.2,15).
4. სამღვდელოების ნაწილის მიერ ზღვარდაუდებელი ფუფუნებითა და ანგარებით ცხოვრება (ძვირადღირებული ავტომობილებით სიარული, სახმართმოყვარეობა, სნობიზმი, ფრანტობა და ა.შ.) იმ ფონზე, როცა მოსახლეობის 65 % სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.(,,მაშინ, როდესაც ძმები ეკლესიაში შიმშილობენ, მოხვეჭის ვნებითგატაცებული ეპისკოპოსები ავაზაკურად ეუფლებიან საერთო შემოსავალს” – წმ. კვიპრიანე კართაგენელი).
5. სასულიერო პირთა პოლიტიკანობა, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, როგორც ეკლესიის ბუნებას, ისე კერძო სინოდალურ დადგენილებებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ.
6. გარეულ ცხოველთა ეკლესია–მონასტრების ეზოებში დამწყვდევა.
7. საეკლესიო სახსრებისა და საპატრიარქოს ბიუჯეტის არაგამჭვირვალე ხარჯვა. არადა აუცილებელია, რომ ეკლესიის მმართველობითი სისტემა გახდეს ყველასათვის თვალსაჩინო და ღია. მისი საქმიანობა არ უნდა იყოს ოფშერულ ზონასა და შავ ხვრელში კოლაფსირებული. ("მთელი დიდება თქვენ გებოძათ და აღსრულდა დაწერილი: "ჭამდით და სვამდით, გასუქდით და დამრგვალდით, და დაივიწყეთ ღმერთი". II რჯულ. 32,15).
* * *
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ვაღიაროთ, რომ საეკლესიო ცხოვრება საქართველოში ერთობ ღრმა კრიზის განიცდის. მრევლი სისხლისგან იცლება, ხოლო ჭრილობათა განმამრთელებელი კი ვაი, რომ ჯერაც არ ჩანს.
უამრავ ეჭვს ბადებს უშუალოდ კათოლიკოს–პატრიარქის შავ–ბნელი გარემოცვა, რომელიც ბურუსითმოცულ, გაურკვეველ საქმიანობას ეწევა თავად ილია II-ის გარშემო და ხელს უწყობს საჭეთმპყრობელის ვაკუუმში ყოფნას. ამ ყოველივეს ერთვის ისიც, რომ ღირსეული თუ პატიოსანი სამღვდელოება ჩრდილშია და იჩაგრება მავანის იქედნური მოქმედებების გამოისობით.
ალბათ, როგორც მარტინ ლუთერმა 1517 წელს ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსობისათვის საჯარო ყურადღების მოსაპყრობად, ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი "95 თეზისი", ჩვენც ასევე უნდა მივაჭედოთ სამების საკათედრო ტაძრის კარიბჭეზე კომპრომატების მთელი ნუსხა, რათა ყურადიღონ მრევლის თვალით დანახული სატკივარი, რამეთუ ჯერ კიდევ რაიმე სახის დამაიმედებელი ძვრა სამწუხაროდ არ ჩანს, ხოლო წმ. ბასილი დიდი კი ისევაც დაგვტირის მამობრივი მოთქმით: ,,ეკლესია თითქმისისეთსავე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს,ვითარება თანდათან უარესისკენ იცვლება."
ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში არსებული სავალალო მდგომრეობა, სადაც სამხედრო დონის ფსევდოდისციპლინითა და ანტიადამიანური წესრიგით, სტუდენტური სპექტრი დიდ ზეწოლასა, ზომბირებასა და წნეხს განიცდის. სასწავლებელთა შინაგანაწესი თუ ქცევის კოდექსი, მთლიანად გაჯერებულია მონური სულისკვეთებით. ამასთან, პედ–კოლექტივისა და პროფესორ–მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი კონფორმისტულადაა განწყობილი და ზოგიერთი (პავლე ჩუდეკის მემკვიდრე) ფსიქო–პათოლოგიურად დაავადებული სასულიერო პირის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ამ ფონზე ბუნებრივია, რომ გაყინულ და სტატიკურ მდგომარეობაშია სასწავლო სისტემისა და საგნმანათლებლო პროცესის მოდერნიზაცია–განვითარება. იმათ გასაგონად კი, ვინცარსებულ რეჟიმს კონფორმისტული დამოკიდებულებით ეგუება, სოლომონ ბრძენის სიტყვებს,ხმამაღლა ვეტყოდი: ,,როდემდის უნდა გიყვარდეთ,ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თავქარიანობით?როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?“ (იგავ. 1,22).
შეუძლებელია გვერდი აუვაროთ, საპატრიარქოსსათავეში არსებულ მატრიარქალურ მმართველობით სტილს, რომლის მიხედვითაც საეჭვო რეპუტაციისადა წარსულის მქონე ქალბატონი, ვინმე ,,კოლონკელიძის ასული”, იგივე ,,დედა ტერეზა”, ძალაუფლებას კადნიერადინაწილებს და მართვა–გამგეობის საორგანიზაციო საქმეებსაც თამამად უძღვება. იგი,ეკლესიის მამამთავრის პარალელურად ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და ,,შესანიშნავად” ითავსებს თანამმართველისპოზიციას. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია შიდა სამზარეულოში, კარგად მოეხსენება, თუროგორი დესპოტიზმითა და მაფიოზური ხასიათით მოქმედებს ზემოთ ხსნებული დიასახლისი,რომელსაც რუხი კარდინალის ფუნქციები აქვს შეთავსებული. (,,შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ დედაკაციეზაბელს”. გამოც. 2,20).
* * *
მორწმუნე საზოგადოების რაღაც ნაწილი კი, გარშემო დასადგურებული სულიერი ღრუბელის შემხედვარე, ყოველდღიურ ფიქრებში, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისავით სევდიანად იმეორებს ერთსა და იმავე ტრაგიკულ სიტყვებს: "კითხულობ, როგორ არისჩვენი საქმეები? უკიდურესად მძიმედ. ეკლესიები მწყემსების გარეშე არიან:კეთილი იღუპება, ბოროტება კი ყველგან იჩენს თავს. ჩვენ ღამით გვიწევს ცურვა,მეგზური ვარსკვლავები კი არსად ჩანს. ქრისტეს სძინავს".
დაბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიული სარბიელის სიგრძეზე, ეკლესიას, უამრავი მსგავსი და კიდევ უარესი განსაცდელები დაუძლევია. გამოვთქვამ იმედს, რომ ღვთისმოსავი სასულიერო პირების მეცადინეობითა და მოაზროვნე მრევლის ხელშეწყობით, თანდათან პროგრესისაკენ წავალთ, რაც უფლის წყალობასთან ერთად, თითოეული ჩვენგანის გულმოდგინებასა და გარჯაზეა დამოკიდებული, ისეთ შემართებაზე, სადაც შვილობრივი სიყვარული და ცოდნა უმთავრეს სამოქმედო ლაიტმოტივს წარმოადგენენ.
თუკი ოდესმე მაინც, განწმენდის პროცესი სტიქიურ ხასიათს შეიძენს, მით უფრო უკეთესი ეკლესიის ავტორიტეტისათვის, რამეთუ დამალული სნეულება სხეულის კვდომას იწვევს და სწორედ ამიტომაც საეკლესიო კანონთა უზენაესობა და ზნეობრივი მართლწესრიგი უფრო მეტად მოიზიდავს მრევლს და სულიერ ცხოვრებასაც ბევრად უფრო საინტერესოს და ჰარმონიულს გახდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ გაგვიჭირდება მარტოოდენ ღვთის მოთმინებაზედაყრდნობა, ხოლო თუ არ გამოვფხიზლდებით, სავარაუდოდ მძიმე შედეგებს ვიწვნევთ დაჩვენზე აღსრულდება წინასწარმეტყველის გაფრთხილება: –,,შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ” (იერ. 15,6).
მივესალმები უღირს სასულიერო პირთა დასჯას, არა იმიტომ რომ ვინმეს დასჯა მახარებს, არამედ იმის გამო, რომ ეს ყოველივე, სამომავლო პერსპექტივაში იქნება ერთგვარი პანაცეა, რაც პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და სხვებსაც უფრო მეტად წინდახედულს გახდის.
ვფიქრობ, რომ თუ რეაბლიტაციის პროცესი მალევე არ დაიძრება, ეკლესია ინერციით დაკარგავს თავის სამწყსოს, რაზედაც პასუხისმგებლობა მთლიანად შექმნილ სისტემას დაეკისრება.
იმათ კი, ვინც მოცემულ რეალობას არ ან ვერ ხედავს, მოკრძალებით შევახსენებდი ბიბლიურ გაფრთხილებას: "ივიშვიშებ ბოლო ჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი.იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!( იგავ.5,11–12).
წმ. იოანე ოქროპირი : ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურთა შორის ცხონებულნი მცირედნი არიან, უმრავლესობა წარწყმდება. მიზეზი ამისა კი ის არის, რომ ეს საქმე სულის სიმაღლეს მოითხოვს.“
ჰერმესი: “თქვენ მოგმართავთ, რომელნიც მეთაურობთ და თავჯდომარეობთ ეკლესიაში: ნუ იქნებით ბოროტმოქმედთა მსგავსნი! ბოროტმოქმედნი თავიანთ შხამს ჭურჭლით მაინც ატარებენ, თქვენ კი თქვენს საწამლავს გულში ინახავთ”.
წმ. იოანე ოქროპირი: "შურის, ყოვლისშთანმთქმელ ცეცხლს მოუცავს მღვდლები. როგორც ტირანს ეშინია თავისი მცველების, ასევე მღვდლებსაც ყველაზე მეტად თავისი ახლობისა და მსახურების ეშინია, რადგან ისე არავინ ელტვის მის ძალაუფლებას და ისე არავინ იცნობს მის საქმეებს, როგორც ისინი".
მასვე ეკუთვნის შემდეგი მკაცრი შეფასება ეკლესიის იერარქიისა: “დიდ განსხვავებას ვხედავ წარსულ და თანამედროვე მწყემსმთავრებს შორის. ისინი მებრძოლები იყვნენ, ესენი კი ზარმაცები არიან; ისინი წიგნიერებითა და სწავლებებით ხდებოდნენ სრულყოფილნი, ესენი კი მორთვა-მოკაზმვით სრულყოფენ თავს. მათ თავი ცხოვართათვის გაწირეს, ესენი კი, დაქირავებულ მწყემსთა მსგავსად, სამწყსოს ტოვებენ და გარბიან”.
ნეტარი იერონიმე: "ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე ასევე იუდაც. საეკლესიო ხარისხი ადამაინს არ აქცევს ნამდვილ ქრისტიანად".
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: “რა ვუთხრათ მათ, რომლებსაც უყვართ მნიშვნელოვან პირებად ყოფნა და ამიტომ მიილტვიან მღვდლობისკენ, იღუმენობისა თუ ეპისკოპოსობისკენ, როდესაც ვხედავ, რომ ამისათვის აუცილებლად საჭირო ცოდნა არ გააჩნიათ და საღვთო საქმეებისა არაფერი გაეგებათ...”
მე - 16 საუკუნეში წმ. მაქსიმე ბერძენი რუსეთის შესახებ იმავე ინტონაციით საუბრობს, რომლითაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ისრაელს მიმართავდნენ: ”დიადი და ძლიერი ბერძნული სამეფოს უეცარმა დაღუპვამ, თუკი არ გინდათ, რომ მისი ბედი გაიზიაროთ, დაე, შეგაჩეროთ, რომ თავს არ დაგატყდეთ ჩემი (იგულისხმება უფლის, დ.თ.) მრისხანება. გაიხსენეთ, როგორი დიდებული გალობით, უზარმაზარი ზარებითა და კეთილსურნელოვანი საკმევლით მემსახურებოდნენ ყოველდღე იქ, რამდენი ღამისთევა აღსრულდა საეკლესიო დღესასწაულებზე, როგორ უზარმაზარ და მშვენიერ ტაძრებს მიშენებდნენ... და ამ ყველაფერმა მათ (ბიზანტიელებს, დ.თ.) არავითარი სარგებელი არ მოუტანა, რადგან “ქვრივსა და ობოლს ჩაგრავდნენ და ხიზანს ხოცავდნენ…” (ფს. 93.6). ასევე სამღვდელო ხარისხში აჰყავდათ არა ისინი, ვინც ამისი ღირსნი იყვნენ, არამედ ისინი, ვისაც ყველაზე უფრო დიდი ძღვენი მოჰქონდათ და მათ ადგენდნენ ჩემი ხალხის წინამძღვრებად. გეშინოდეთ ამ მაგალითის, შეწყვიტეთ ურჯულოება! რომელი მსახურებით მოიწონებთ თავს ჩემს წინაშე?! როცა ჩემს გამოსახულებას ხედავთ ხატებზე, დიდი მოწიწებით ამკობთ მას ოქრო-ვერცხლით, ხოლო თავად მე, რომელიც თქვენს შორის ვმყოფობ, მტოვებთ მშიერს სიცივეში მაშინ, როდესაც თქვენ თავად გემრიელად ჭამთ, სვამთ და თავს იმკობთ სხვადასხვა შესამოსლით. მე არ გთხოვთ ოქროს გვირგვინებსა და ჩუქურთმებს, რადგან ჩემი მორთულობა და დაწნული გვირგვინი არის ის, რომ მიხედოთ ღარიბებს, ობლებს და ქვრივებს... რა სიხარული უნდა მომიტანოს მე თქვენმა ტკბილად გალობამ, რომელიც მე ღატაკთა გოდებასა და ოხვრასთან ერთად მესმის?”
მსგავსი თემები:
1) საპატრიარქოს კომერციული საქმიანობა კერძო კომპანიებისა და სულიერების სახელით
2) პრობლემები ეკლესიაში და მათზე საუბრის უფლება
3) თეოლოგიის დასასრული საქართველოში
4) ID-ბარათები: დეტალებში დამალული ეშმაკები
5) როგორ გავხდეთ მღვდელი
ჰერმესი: “თქვენ მოგმართავთ, რომელნიც მეთაურობთ და თავჯდომარეობთ ეკლესიაში: ნუ იქნებით ბოროტმოქმედთა მსგავსნი! ბოროტმოქმედნი თავიანთ შხამს ჭურჭლით მაინც ატარებენ, თქვენ კი თქვენს საწამლავს გულში ინახავთ”.
წმ. კლიმენტი რომაელი: "მთელი დიდება თქვენ გებოძათ და აღსრულდა დაწერილი: "ჭამდით და სვამდით, გასუქდით და დამრგვალდით, და დაივიწყეთ ღმერთი" (II რჯულ. 32,15). ამის გამო იქმნა გულფიცხობა და შური, მტრობა და განხეთქილება, დევნა და აღშფოთება, ომი და ტყვეობა. განგვშორდა სიმართლე და მშვიდობა, რადგან დაუტევეთ უფლის შიში, დაგიჩლუნგდათ რწმენა და აღარ ცხოვრობთ უფლის მცნებებით".
ორიგენე დაუფარავად საუბრობდა იმის შესახებ, რომ მისი თანამედროვე ეკლესია უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ეს ადრე იყო (იხ. 4 საუბარია იერემიას წიგნზე, 3; მათეს სახარების განმარტება, 17,24). იგი ასევე მწუხარებით აღნიშნავდა ეკლესიაში ფეხმოკიდებული დესპოტიზმის შესახებ, იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსები აღარ იყვნენ ქრისტეს მოწაფეები, არამედ იქცნენ ერთგვარ ბატონებად ეკლესიაში, რომ დაივიწყეს ქრისტეს მცნება თავმდაბლობის შესახებ, ხოლო ის მოძღვრები, ვისაც გლახაკთა დაპურება ჰქონდათ დავალებული, თავად ნადიმობდნენ სასმელის მოყვარულებთან ერთად და სხვებსაც აძლევდნენ ამის ნებას. დიაკონები, რომლებიც საეკლესიო ქონების მართვაში მონაწილეობდნენ, ხშირად პირადი სარგებლისათვის იყენებდნენ მას. ასევე ანგარების, გამდიდრების მიზნით, ისინი სარგებლით ასესხებდნენ სხვებს ამ ფულს (მათეს განმარტება, 16,12; PG 13, 1449).

წმ. კვიპრიანე კართაგენელი: "მრავალმა ეპისკოპოსმა, რომლებმაც სხვები უნდა შეაგონონ და მათთვის მაგალითი იყვნენ, მიატოვა ღვთაებრივზე ფიქრი და ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნვა დაიწყო: მიატოვეს კათედრა და ხალხი, დაწანწალებენ უცხო მხარეებში და ცდილობენ არ გამოტოვონ სავაჭრო დღეები, რათა მოიპოვონ მატერიალური შემოსავალი. მაშინ, როდესაც ძმები ეკლესიაში შიმშილობენ, მოხვეჭის ვნებით გატაცებული ეპისკოპოსები ავაზაკურად ეუფლებიან საერთო შემოსავალს..."
ევსევი კესარიელი, რომელიც პირველი საეკლესიო ისტორიკოსია, ყოველგვარი პირფერობის გარეშე საუბრობს ეკლესიის ცხოვრებაზე: "...ჩვენი მოჩვენებითი მწყემსები, დაივიწყეს რა ღვთისმოშიშება, მთელი აღტკინებით ჩაებნენ ერთმანეთთან კამათში და ამით განამრავლეს მხოლოდ ერთი - მტრობა და სიძულვილი... ისინი ძალაუფლებისკენ ისევ ხარბად მიისწრაფიან, როგორც ტირანები ტირანიისკენ".
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "არ ვაქებ ჩვენში არსებულ არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, რადგან წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ ხერხით, ხრიკით... სამღვდელო ხარისხისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე... ერთ დღეში აგვყავს ისინი წმინდანთა ხარისხში და სიბრძნეს ვთხოვთ მათ, ვისაც არაფერი უსწავლიათ და თვითნებობის გარდა არაფერი შეუძლიათ, როდესაც სამღვდელო ხარისხს ღებულობენ. ასეთი მღვდელი ფიქრობს, რომ ძალაუფლების მიღებასთან ერთად ბრძენიც გახდა - იმდენად ცუდად იცნობს საკუთარ თავს, იმდენად წაართვა ძალაუფლებამ აზროვნების უნარი".
სხვა ადგილას წმ. გრიგოლი ამბობს: "ზოგიერთი მღვდელმსახურებისთვის პირდაპირ იმ მაგიდიდან მოემართება, რომელზედაც ფული იცვლება, ზოგი გუთანზე მუშაობისაგან გარუჯულა, ზოგმაც ახლახან დაანება თავი თოხს, რომელთანაც მთელი დღე გაატარა... და ამგვარი ხალხი ახლა მსაჯულებად და მეორე წინასწარმეტყველ დანიელებად გვევლინებიან... მაგრამ ძნელია დაიჯერო, რომ მათ ასე ადვილად შეძლეს ცხოვრების წესის შეცვლა".
წმ. გრიგოლი ასევე იერარქიის გასაგონად ამბობდა: "მე არ ვარ შეპყრობილი ეპისკოპოსთათვის დამახასიათებელი სულით და თქვენსავით არ ვემზადები საჩხუბრად"...
ასევე ცნობილია მისი პესიმისტური სიტყვები ეკლესიის მაშინდელ მდგომარეობაზე: "კითხულობ, როგორ არის ჩვენი საქმეები? უკიდურესად მძიმედ. ეკლესიები მწყემსების გარეშე არიან: კეთილი იღუპება, ბოროტება კი ყველგან იჩენს თავს. ჩვენ ღამით გვიწევს ცურვა, მეგზური ვარსკვლავები კი არსად ჩანს. ქრისტეს სძინავს."
მისივე სიტყვებია: “ლომი, იქედნე, გველი უფრო დიდსულოვანნი და თავმდაბალნი არიან ამპარტავან ეპისკოპოსებთან შედარებით, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ არის. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას... მაგალითად, მღვდლები უმწეოებს ლომებივით ექცევიან, ხოლო ძლიერებს კი – ძაღლებივით, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს და უფრო მეტად გავლენიანი ადამიანების კართა არიან ატუზულნი, ვიდრე ბრძენი ადამიანების კართან. ერთი თავისი კეთილშობილური წარმომავლობით ტრაბახობს, მეორე – მჭევრმეტყველებით, მესამე – სიმდიდრით, მეოთხე – ყოვლისშემძლე ახლობლებით, ხოლო ვისაც არაფერი აქვს სატრაბახო, თავისი ცოდვებით მოაქვს თავი”.

წმ. ბასილი დიდი: "ეკლესია თითქმის ისეთსავე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს, ვითარება თანდათან უარესისკენ იცვლება.”
წმ. ბასილისათვის ზოგჯერ გაუგებარი იყო იერარქიის საქციელი: “ეპისკოპოსები, რომლებსაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა, სიზარმაცის თუ ჩემს მიმართ არაგულწრფელი დამოკიდებულების გამო, არ მიწყობენ ხელს უმნიშვნელოვანეს საქმეებში”.
წმ. ეფრემ ასური: "ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ".
წმ. ბასილისათვის ზოგჯერ გაუგებარი იყო იერარქიის საქციელი: “ეპისკოპოსები, რომლებსაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა, სიზარმაცის თუ ჩემს მიმართ არაგულწრფელი დამოკიდებულების გამო, არ მიწყობენ ხელს უმნიშვნელოვანეს საქმეებში”.
წმ. ეფრემ ასური: "ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ".
წმ. იოანე ოქროპირი: "შურის, ყოვლისშთანმთქმელ ცეცხლს მოუცავს მღვდლები. როგორც ტირანს ეშინია თავისი მცველების, ასევე მღვდლებსაც ყველაზე მეტად თავისი ახლობისა და მსახურების ეშინია, რადგან ისე არავინ ელტვის მის ძალაუფლებას და ისე არავინ იცნობს მის საქმეებს, როგორც ისინი".
მასვე ეკუთვნის შემდეგი მკაცრი შეფასება ეკლესიის იერარქიისა: “დიდ განსხვავებას ვხედავ წარსულ და თანამედროვე მწყემსმთავრებს შორის. ისინი მებრძოლები იყვნენ, ესენი კი ზარმაცები არიან; ისინი წიგნიერებითა და სწავლებებით ხდებოდნენ სრულყოფილნი, ესენი კი მორთვა-მოკაზმვით სრულყოფენ თავს. მათ თავი ცხოვართათვის გაწირეს, ესენი კი, დაქირავებულ მწყემსთა მსგავსად, სამწყსოს ტოვებენ და გარბიან”.
მისივე სიტყვებია: “მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვარის ზედამხედველებად, რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა”.
წმ. ილარიონ პიქტავიელი: "ხალხის სასმენელი უფრო წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე იერარქთა გულები".
წმ. ილარიონ პიქტავიელი: "ხალხის სასმენელი უფრო წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე იერარქთა გულები".
ნეტარი იერონიმე: "ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე ასევე იუდაც. საეკლესიო ხარისხი ადამაინს არ აქცევს ნამდვილ ქრისტიანად".
როგორც წმ. ისიდორე პელუსიოტი ამბობდა, ეპისკოპოსობას “მხოლოდ ისინი იმსახურებენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მის არსს მამობრივი მზრუნველობა წარმოადგენს და არა თვითნებობა… ასეთები (თავნებანი) ზოგიერთებზე ბატონობენ, ხოლო ზოგიერთებს ემონებიან, სხვებზე მბრძანებლობენ, ხოლო სხვების წინაშე კი მლიქვნელობენ, ზოგს ავიწროვებენ, ზოგიერთების წინაშე კი მიწაზე ხოხავენ. ამიტომ ნუ გიკვირს, რომ მღვდელი იერაქსი, ჭკვიანი კაცი, გაექცა ამ წოდებას, როგორც ყველაზე მძიმე დაავადებას”.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი: “იმას რაც უფალმა ფარისევლებთან დაკავშირებით თქვა, მე დღევანდელ მლიქვნელებს მივუსადაგებდი. მძიმე და აუტანელ უღელს ხომ არ ვადებთ ადამიანებს, თვითონ კი თითის განძრევაც არ გვინდა მის სატარებლად? ჩვენს საქმეებს მხოლოდ ადამიანების დასანახად ხო მარ ვაკეთებთ? ხომ გვიყვარს ნადიმებზე საუკეთესო ადგილის დაკავება, მათ კი, ვინც უხალისოდ მოგვაგებს ასეთ პატივს, სამკვდო-სასიცოცხლოდ გადავეკიდებით ხოლმე… გარედან ხომ არ ვწმენდთ ჭურჭელს, შიგნით კი მტაცებლობით, სიხარბით და თავშეუკავებლობით აღსავსეს ვტოვებთ? საფლავებზე ქვებს ხომ არ აღვმართავთ და მოციქულთა სამარხებს ვამკობთ, თავად ჩვენ კი მათ მკვლელებს ვემსგავსებით?”
წმ. გრიგოლ დიოლოგოსი: “შეხედეთ, ქვეყანა სავსეა მღვდლებით, მაგრამ იშვიათად თუ შეხვდებით ღვთის ჭეშმარიტ მსახურს, რადგან ეპისკოპოსის ხარისხის მიღება კი გვსურს, მაგრამ ამ ხარისხის შესაბამისი მოვალეობების შესრულება არ გვინდა. შაყვარელო ძმებო! ეპისკოპოსების ცხოვრებაში დიდი საშიშროება დევს, რომლის გამოც ძალიან ვწუხვარ… ჩვენ მხოლოდ ეპისკოპოსის სახელს ვატარებთ, ღირსებებს კი – არა. ისინის, ვინც ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ღმერთს შორდებიან, ჩვენ კი ვდუმვართ; ისინი ბოროტების მსხვერპლნი ხდებიან, ჩვენ კი მათ ხელსაც არ ვუწოდებთ. წუთისოფლის საქმეებით დაკავებულებს აღარ გვაღელვებს ადამინთა ბედი”.
წმ. იოანე დამასკელი: “ჩვენი დროის ეპისკოპოსები მხოლოდ ცხენებზე, მიწის მოსავალზე, ცხვრის ფარებსა და ფულად შემოსავალზე ზრუნავენ, ასევე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გაასაღონ უფრო მომგებიანად თავიანთი ხორბალი, ზეთი, როგორ დააყენონ უკეთ ღვინო, სარფიანად გაყიდონ მატყლი და აბრეშუმი, აზუსტებენ მხოლოდ ძვირფასეულობის ფასსა და მონეტების წონას; მონდომებით ზრუნავენ იმაზე, რომ მატი ყოველდღიური სუფრა იყოს გემრიელი და ნოყიერი, ფუფუნებით სავეს, სურნელოვანი ღვინითა და საკვირველი ზომის თევზებით. ხოლო რაც შეეხება სამოძღვრო საქმიანობას, ეპისკოპოსები ოდნავადაც არ ფიქრობენ თავიანთი სამწყსოს სულებზე. ისინი, სახარებისეული შედარებით, მართლაცდა მგლებად იქცნენ. როგორც კი გაიგებენ, რომ ვინმემ მათი სამწყსოდან ჩაიდინა თუნდაც მცირედი შეცდომა მეყსეულად განურისხდებიან და ყველანაირ ეპიტემიებს დაატეხენ თავს”.

,
მე - 16 საუკუნეში წმ. მაქსიმე ბერძენი რუსეთის შესახებ იმავე ინტონაციით საუბრობს, რომლითაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ისრაელს მიმართავდნენ: ”დიადი და ძლიერი ბერძნული სამეფოს უეცარმა დაღუპვამ, თუკი არ გინდათ, რომ მისი ბედი გაიზიაროთ, დაე, შეგაჩეროთ, რომ თავს არ დაგატყდეთ ჩემი (იგულისხმება უფლის, დ.თ.) მრისხანება. გაიხსენეთ, როგორი დიდებული გალობით, უზარმაზარი ზარებითა და კეთილსურნელოვანი საკმევლით მემსახურებოდნენ ყოველდღე იქ, რამდენი ღამისთევა აღსრულდა საეკლესიო დღესასწაულებზე, როგორ უზარმაზარ და მშვენიერ ტაძრებს მიშენებდნენ... და ამ ყველაფერმა მათ (ბიზანტიელებს, დ.თ.) არავითარი სარგებელი არ მოუტანა, რადგან “ქვრივსა და ობოლს ჩაგრავდნენ და ხიზანს ხოცავდნენ…” (ფს. 93.6). ასევე სამღვდელო ხარისხში აჰყავდათ არა ისინი, ვინც ამისი ღირსნი იყვნენ, არამედ ისინი, ვისაც ყველაზე უფრო დიდი ძღვენი მოჰქონდათ და მათ ადგენდნენ ჩემი ხალხის წინამძღვრებად. გეშინოდეთ ამ მაგალითის, შეწყვიტეთ ურჯულოება! რომელი მსახურებით მოიწონებთ თავს ჩემს წინაშე?! როცა ჩემს გამოსახულებას ხედავთ ხატებზე, დიდი მოწიწებით ამკობთ მას ოქრო-ვერცხლით, ხოლო თავად მე, რომელიც თქვენს შორის ვმყოფობ, მტოვებთ მშიერს სიცივეში მაშინ, როდესაც თქვენ თავად გემრიელად ჭამთ, სვამთ და თავს იმკობთ სხვადასხვა შესამოსლით. მე არ გთხოვთ ოქროს გვირგვინებსა და ჩუქურთმებს, რადგან ჩემი მორთულობა და დაწნული გვირგვინი არის ის, რომ მიხედოთ ღარიბებს, ობლებს და ქვრივებს... რა სიხარული უნდა მომიტანოს მე თქვენმა ტკბილად გალობამ, რომელიც მე ღატაკთა გოდებასა და ოხვრასთან ერთად მესმის?”
XVII საუკუნის ბერძენი მქადაგებელი წმ. ილია მინიატისი თავის სამწყსოზე საუბრისას იხსენებს დიოგენეს, რომელიც მზიან დღეს ლამპრით დაეძებდა ადამიანს. “ჩემთვის ძნელია შედარება მაგრამ სიმართლის თქმა საჭიროა. იმ დროს როდესაც მზესავით ანათებს მართლმადიდებლობა, მეც ვანათებ ლამპარს, მოვდივარ ეკლესიაში და ვიწყებ ქრისტიანის ძებნას. მე მინდა ამ ხალხმრავალ ქრისტიანულ ქალაქში ვიპოვო მხოლოდ ერთი მათგანი, მაგრამ ვერ ვპოულობ. მე ქრისტიანს ვეძებ, ქრისტიანს. მივდივარ ერთი ადგილიდან მეორეზე, ვეძებ მოედნებზე, მაგრამ ყველგან მხოლოდ სიამაყეს ვხედავ. ვეძებ ქრისტიანს ბაზარში, ვაჭრებს შორის, მაგრამ აქაც მხოლოდ დაუცხრომელ სიხარბეს ვაწყდები. ვეძებ ქრისტიანს ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის, აქაც მხოლოდ გახრწნილებაა გამეფებული. გავდივად ქალაქის კედლებს გარეთ და ვეძებ სხვადასხვა დასახლებებს შორის, მაგრამ აქაც მძლავრობს ამა ქვეყნის მთელი სიცრუე… ყველა მღვდელმა და ერისკაცმა, თავადმა და ღატაკმა, კაცმა, ქალმა და ბავშვმა, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა დაუტევა რწმენა, არც ერთი მათგანი არ ცხოვრობს რწმენის მიხედვით. ქრისტიანებო, ვინც ცრემლის გარეშე ისმენთ ამ სიტყვებს! თუ თქვენ მწუხარების გამო არ ტირით, სირცხვილის გამო მაინც იტირეთ”.
XIX საუკუნეში წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი სულიერი დეგრადაციის სურათს ხატავს: “სულიერი ცოდნის სიმწირემ, რომელიც მე თქვენს მონასტერში აღმოვაჩინე, ძლიერ გამაოგნა. მაგრამ სად, რომელ მონასტერში არ გამაკვირვა მე ამან? საერო ადამიანებმაც კი, რომლებმაც სერგის უდაბნოდან მიიღეს თავიანთი სულიერ ცოდნა, გაცილებით უფრო მეტი იციან, ვიდრე ამ მონასტრის მკვიდრებმა. რთულ დროს გვიწევს ცხოვრება. “აღარ არიან წმინდანები მიწის პირზე”. ღვთის სიტყვის შიმშილია გამეფებული… გონიერების გასაღები მწიგნობრების და ფარისევლების ხელშია, თვითონაც არ შედიან და სხვებსაც არ უშვებენ. ქრისტიანობა და მონაზვნობა სულს ღაფავენ. ღვთისმოშიშების სახე როგორღაც შენარჩუნებულია, მაგრამ მის შინაარსს ადამიანებმა ზურგი აქციეს. უნდა ტიროდე და დუმდე”.
წმ. ნიკოლოზი, იაპონიის განმანათლებელი, მწუხარებით საუბრობს ქადაგებისა და მისიონერობის მიმართ მართლმადიდებლების გულგრილი დამოკიდებულების შესახებ და ამ ფონზე პროტესტანტების შესახებ ამბობს “ღმერთო, რამდენი ადამიანი ჰყავთ ამ პროტესტანტებს, როგორი შესანიშნავი და ენერგიულები არიან! ჯერ კიდევ ცოცხალი და ქმედითია მათ შორის ქრისტიანობა! ღვთის შემწეობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება”.
XIX საუკუნეში წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი სულიერი დეგრადაციის სურათს ხატავს: “სულიერი ცოდნის სიმწირემ, რომელიც მე თქვენს მონასტერში აღმოვაჩინე, ძლიერ გამაოგნა. მაგრამ სად, რომელ მონასტერში არ გამაკვირვა მე ამან? საერო ადამიანებმაც კი, რომლებმაც სერგის უდაბნოდან მიიღეს თავიანთი სულიერ ცოდნა, გაცილებით უფრო მეტი იციან, ვიდრე ამ მონასტრის მკვიდრებმა. რთულ დროს გვიწევს ცხოვრება. “აღარ არიან წმინდანები მიწის პირზე”. ღვთის სიტყვის შიმშილია გამეფებული… გონიერების გასაღები მწიგნობრების და ფარისევლების ხელშია, თვითონაც არ შედიან და სხვებსაც არ უშვებენ. ქრისტიანობა და მონაზვნობა სულს ღაფავენ. ღვთისმოშიშების სახე როგორღაც შენარჩუნებულია, მაგრამ მის შინაარსს ადამიანებმა ზურგი აქციეს. უნდა ტიროდე და დუმდე”.
წმ. ნიკოლოზი, იაპონიის განმანათლებელი, მწუხარებით საუბრობს ქადაგებისა და მისიონერობის მიმართ მართლმადიდებლების გულგრილი დამოკიდებულების შესახებ და ამ ფონზე პროტესტანტების შესახებ ამბობს “ღმერთო, რამდენი ადამიანი ჰყავთ ამ პროტესტანტებს, როგორი შესანიშნავი და ენერგიულები არიან! ჯერ კიდევ ცოცხალი და ქმედითია მათ შორის ქრისტიანობა! ღვთის შემწეობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება”.
მსგავსი თემები:
1) საპატრიარქოს კომერციული საქმიანობა კერძო კომპანიებისა და სულიერების სახელით
2) პრობლემები ეკლესიაში და მათზე საუბრის უფლება
3) თეოლოგიის დასასრული საქართველოში
4) ID-ბარათები: დეტალებში დამალული ეშმაკები
5) როგორ გავხდეთ მღვდელი
Комментариев нет:
Отправить комментарий