суббота, 7 сентября 2013 г.

სემ ჩილდერსი, მოქადაგე ტყვიამფრქვევით (ნამდვილი ამბავი)


ჩვენ გვინდა მოგითხროთ ერთი რეალური ისტორია, ერთ გასაოცარ ადამიანზე.
სემ ჩილდერსი – გასაოცარი  ბედის  მქონე ადამიანი.  იგი იყო პიროვნება, რომელიც ბოლომდე დაეცა უზნეობის  ფსკერზე.
სემს არ  დაუმთავრებია საშუალო  სკოლა, რადგან  11 წლიდანვე ნარკოტიკების  მომხმარებელი  გახლდათ. სრულწლოვანი რომ გახდა  ის  უკვე  ჩამოყალიბებული  ნარკომანი  იყო, მან დაიწყო  ნარკოტიკების  გაყიდვა და სულ  უფრო  და  უფრო  ეფლობოდა  ძალადობასა და  კრიმინალურ  ცხოვრებაში.
მაგრამ ერთ  დღეს  ყველაფერი  შეიცვალა,  სემის მეუღლემ ლინ ჩილდერსმა მოინანია  და  მიიღო  იესო  ქრისტე  თავის  უფლად  და მხსნელად. ის  ლოცულობდა თავის მეუღლეზე  და  ქრისტეზე  უყვებოდა მას,   სწორედ  ლინის მტკიცე  რწმენაში დგომამ გამოიღო დადებითი შედეგი.
სემმა  უარი  თქვა  ნარკოტიკებზე, ააშენა  ეკლესია და  მქადაგებელიც  გახდა, ასევე გახსნა  წარმატებული სამშენებლო კომპანია პელსილვანიის  შტატში. მაგრამ  ეს  იყო მხოლოდ  დასაწყისი  მისი  გზისა.
1998 წელს. სემმა  გაიგო, რომ უგანდაში (აფრიკა) სჭირდებოდათ  მოხალისეები, რომლებიც  მონაწილეობას  მიიღებდნენ  სამშენებლო სოციალურ პროექტებში.
სემმა  მიიღო  გადაწყვეტილება, რომ აფრიკაში  წასულიყო და მშენებლობაში  მონაწილეობა   მიეღო, რომელიც  უსახლკარო მოსახლეობისათვის  შენდებოდა.
მას დროის ძალიან შეზღუდული გრაფიკი ჰქონდა, ამიტომ სემმა თავისი მოგზაურობისათვის გამოყო  5  კვირა, რის  შემდეგაც ის უკან უნდა  დაბრუნებულიყო შტატებში,  რათა  გაეგრძელებინა  თავისი  ბიზნესი.
 აფრიკაში ის გახდა  მოწმე, თუ  როგორ  წვავდნენ სოფლებს, კრიმინალთა დაჯგუფება, სახელწოდებით “LRA”.  ისინი ადამიანებს ჩეხავდნენ ნაწილებად, იტაცებდნენ ბავშვებს და აიძულებდენ  გამხდარიყვნენ მკვლელები.
ამის შემხედვარე სემმა ვეღარ შეძლო დაბრუნებულიყო ამერიკაში, მას გაუჩნდა სურვილი აფრიკელ ბავშვებს  დახმარებოდა.
სემმა გაყიდა თავისი ბიზნესი და თავისი  დროის უმეტესი ნაწილი დაუთმო აფრიკელ  ბავშვებს  უგანდაში და ჩრდილოეთ სუდანში.
მან იქ დაარსა მსახურება  „აღმოსავლეთ აფრიკის ანგელოზები“  (Angels of East Africa).
ასევე  ააშენა საბავშვო თავშესაფარი სადაც  ერთდროულად 170 ბავშვს  შეუძლია ცხოვრება.
სულ თავისი  მსახურებით სემი  2000 ბავშვს დაეხმარა.
დროდადრო სემი აწყობს რეიდებს კრიმინალთა დაჯგუფებეზე, რათა გაანთავისუფლოს მძევალი  ბავშვები, მას არა  ერთხელ  მოუწია ხელში იარაღის აღება, ბავშვების  დასაცავად, რის გამოც  მას  შეარქვეს:  მოქადაგე ტყვიამფრქვევით
P.S სწორედ მასზე და მის ცხოვრებაზეა გადაღებული პოპულარული ფილმი სახელწოდებით მოქადაგე ტყვიამფრქვევით, სემის როლს კი მსახიობი ჟერარ ბატლერი ასრულებს.
თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მისი ეკლესიის საიტიც: Machinegunpreacher.org


( იხ.ფილმი ) 
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий