воскресенье, 1 сентября 2013 г.

ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების ღირებულებითი პრიორიტეტები




რელიგიის სოციოლოგია
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყველა საზოგადოებრივ ფორმაციას თან ახლავს რწმენათა სისტემა, რელიგიის ჩამოყალიბება. სწორედ ეს რელიგიები ქმნიან საშუალებას, მიუთითონ და მიუჩინონ ადგილი სამყაროში როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ასევე სოციალურ ჯგუფებს; მოაწესრიგონ სოციალური იერარქია საზოგადოების შიგნით და ახსნან უმთავრესი მოვლენები; შეუმსუბუქონ ხვედრი და იმედი მისცენ ადამიანებს. ესაა სისტემა, რომელიც ქმნის თანაარსებობის მყარ საფუძველს საზოგადოების შიგნით, რაც გამოიხატება მორალური ღირებულებებისა და ყოფით ჩვევების ჩამოყალიბებაში. საზოგადოებებისა და ერების ისტორიული გამოცდილება აისახება რელიგიაში და მის ღირებულებებში. რაც მთავარია, რელიგიური ფაქტორი ხშირად განაპირობებს და წარმართავს ერების ორიენტაციას, მათ ისტორიას და განვითარებას. ამის არაერთი ნათელი დადასტურება გვხვდება დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში. საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიტანოთ დასავლური და აღმოსავლური ღირებულებების დაპირისპირება, რომელსაც საფუძვლად რელიგიური მენტალიტეტი უდევს. სწორედ მუსულმანური რელიგია უნდა მივიჩნიოთ აღმოსავლეთის ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელად, რასაც საფუძვლად უდევს ამ ქვეყნების ორიენტაცია ისლამურ და არა ზოგადად მსოფლიო გლობალიზაციაზე.
ამგვარად, ღირებულებები, რომლებიც ყალიბდება კულტურული გამოცდილების შესაბამისად და რომელთა ფორმირებაზეც გავლენას ახდენს ეროვნული და რელიგიური ფაქტორები, აქტიური კვლევის საგანს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ასეთ კვლევებს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. თუ გამოკვლეული იქნება, რომელი ფაქტორებია პრიორიტეტული ღირებულებათა ჩამოყალიბების პროცესში, შესაძლებელი გახდება მთელ რიგ სოციალურ და სოციოლოგიურ-პოლიტიკურ ფენომენთა ახსნა. გაადვილდება პროგნოზების გაკეთება და ბოლოს, რაც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, ღირებულებათა შესწავლის საფუძველზე შესაძლოა განხორციელდეს გაცილებით წარმატებული სამშვიდობო პროცესები, ანუ კონფლიქტოლოგების სამუშაო სქემა დაეყრდნობა რეგიონში არსებულ ღირებულებათა ანალიზს.
0x01 graphic
ღირებულების სტრუქტურა დროში ვითარდება სოციალური პირობების ცვალებადობასთან ერთად იგი შეიძლება შეიცვალოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტექნიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური პროცესების საპასუხოდ. სოციალურ მეცნიერებებში ღირებულებების კვლევა, პირველ რიგში, ეხება ინდივიდების ან ჯგუფების ღირებულებების კავშირს, ერთი მხრივ, მათ წინმსწრებ გამოცდილებასა და კულტურულ ფონთან და მეორე მხრივ, ზოგადი სოციალური განწყობისა და ქცევის ნიმუშებთან.
არსებობს ღირებულებათა შემდეგი განმარტება
ა) ღირებულებები წარმოადგენს შეხედულებებს ან რწმენას;
ბ) ისინი დაკავშირებულია სასურველ საბოლოო მდგომარეობასთან ან ქცევასთნ;
გ) ისინი სცდება სპეციალურ სიტუაციებს;
დ) წარმართავს ქცევის ან მოვლენის შერჩევას ან შეფასებას;
ე) მნიშვნელობის მიხედვით არიან მოწესრიგებულნი. ღირებულება ხასიათდება ზოგადობით, აბსტრაქტულობითა და თავისი იერარქიული მოწესრიგებულობით.
ამ დეფინიციიდან გამომდინარეობს, რომ ღირებულებები, როგორც მიზნები:
  1. ემსახურებიან გარკვეული სოციალური ერთეულების ინტერესებს;
  2. ახდენენ აქტივობის მოტივირებას, აძლევენ მას მიმართულებას და ემოციონალურ ინტენსივობას;
  3. მოქმედებენ, როგორც სტანდარტები აქტივობის შეფასებისა და გამართლებისთვის და
  4. მიიღება როგორც სოციალიზაციით, ისე ინდივიდის უნიკალური გამოცდილებით. მიზნებთან დაკავშირებული სხვა კონსტრუქტები, როგორიცაა „პიროვნული პროექტები“ (Little, 1983) და „სასიციცხლო ამოცანები“ (Carton, Khistom, 1967) შეიძლება განხოლულ იქნას, როგორც ღირებულებების გამოხატულება სპეციფიკურ საციცოხლო პირობებში.
ჩვენ ღირებულებათა კვლევით დავინტერესდით საქართველოს მასშტაბით. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კულტურაში ეროვნება და რელიგია ფაქტობრივად იდენტური ცნებებია. საინტერესოა ამ საკითხის უფრო ზედმიწევნით შესწავლა და გარკვევა, მართებულია თუ არა საქართველოში რელიგიისა და ეროვნების იდენტურობის იდეა ან გააჩნია თუ არა რომელიმე მათგანს პრიორიტეტული როლი ღირებულებათა ჩამოყალიბების პროცესში. ამ საკითხის კვლევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გამოც, რომ აჭარის რეგიონში მოსახლეობის დიდი პროცენტი მუსულმანია. ამიტომ, ძალზე აქტუალურია ეროვნებისა და რელიგიის პრიორიტეტულობის გარკვევა იმ კულტურაში, სადაც ერთი ეთნიკური წარმომავლობის მქონე ორი განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობენ. შესაბამისად აარის რეგიონში ღირებულებათა კვლევა იძლევა საშუალებს, გავარკვიოთ ეროვნული და რელიგიური ღირებულებების პრიორიტეტულობის საკითხი. ამ საკითხის კვლევას ძალიან დიდი პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აარის სახით გაგვაჩნია უნიკალური რეგიონი, სადაც ენობრივი და ეთნიკური იგივეობის ფონზე არსებობს რელიგიური განსხვავება. ეს არა მარტო საუკეთესო კვლევითი შესაძლებლობაა, არამედ ვითარება, რომელიც პრაქტიკულ კულტურულ - კონსოლიდაციურ პირობებს ქმნის, რასაც ემსახურება ამ ტიპის კვლევები.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შემდეგი საკითხები:
I. როგორია ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში რელიგიური და ეთნიკური ფაქტორების როლი.
II რამდენად მართებულია იდეა ქართველობისა და ქრისტიანობის იდენტურობის შესახებ.
დავუბრუნდეთ საკითხს ღირებულებათა ჩამოყალიბების პროცესში ეთნიკური და რელიგიური ფაქტორების როლის შესახებ. ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიკვლიოთ ეს საკითხი საქართველოს მაგალითზე, კერძოდ კი, აარის რეგიონში მცხოვრები მუსულმანი და ქრისტიანი ქართველების ღირებულებათა პრიორიტეტების შესწავლით.
მოკლედ მიმოვიხილოთ ის ისტორიული ვითარება, რომელშიც მოხდა ამ რეგიონის ქართველი მოსახლეობის გამაჰმადიანება. XVI-XVII საუკუნეებში თურქეთმა თანდათანობით მოიტაცა აჭარის ტერიტორია. თურქი დამპყრობლები მთელი სამასი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ მკაცრ ასიმილაციურ პოლიტიკას, მაგ: მიწას აძლევდნენ მხოლოდ იმ ქართველებს, რომლებიც გამაჰმადიანდებოდნენ. ამასთანავე ხდებოდა აჭარელთა კომპაქტური დასახლებების დაშლა და მათი გაფანტვა მთელი იმპერიის ტერიტორიაზე. 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად აარა სამასწლიანი ტყვეობის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა საქართველოს ამ ტერიტორიების შემოერთებამ ხელი შეუწყო ერის კონსოლიდაციისათვის აუცილებელ ისეთ პირობებს, როგორიცაა ენა, ეკონომიკური ცხოვრება და ფსიქიკური წყობის ერთობა.
ჩვენს მიერ დაშვებული ჰიპოთეზით, კვლევის შედეგად, მნიშვნელოვანი განსხვავებები ქრისტიან და მუსულმან ქართველებს შორის მიღებულ ღირებულებით პრიორიტეტებში, დაადასტურებდა რელიგიური ფაქტორის უპირატესობას ღირებულებათა ჩამოყალიბების პროცესში (ეს არ გულისხმობს ამ თვალსაზრისის განზოგადებას. საუბარია აჭარის მუსულმანი ქართველების შემთხვევაზე). იმ შემთხვევაში, თუ არ დაფიქსირდებოდა განსხვავებები ღირებულებით პრიორიტეტებს შორის, ან ისინი მცირე აღმოჩმდებოდა, სავარაუდო იქნებოდა, რომ ქართველ მუსულმანთა ღირებულებების ჩამოყალიბება ეთნიკური ფაქტორის ზეგავლენით მიმდინარეობს.
გამოკვლეულია ხუთი ჯგუფი:
  • მუსულმანი ქართველები მაჰმადიანურ გარემოში (აჭარის მუსულმანური სოფლები)
  • მუსულმანი ქართველები შერეულ გარემოში (ბათუმი, ქობულეთი)
  • ქრისტიანი ქართველები მუსულმანურ რეგიონებში (აჭარის მუსულმანური სოფლები)
  • ქრისტიანი ქართველები შერეულ გარემოში (ბათუმი, ქობულეთი)
  • ქრისტიანი ქართველები ქრისტიანულ გარემოში (თბილისი)
მიღებულმა შედეგებმა გვიჩენა, რომ ქრისტიან და მუსულმან ქართველებს შორის ღირებულებითი პრიორიტეტების სხვაობა ძალზე მცირეა. იგი იკვეთება მხოლოდ სამ ღირებულებით ტიპს შორის. ეს ღირებულებებია: სტიმულაცია, უნივერსალიზმი და კომფორმულობა. როგორც ორი ჯგუფის შედარება გვიჩვენებს, ქრისტიანი ქართველებისათვის პრიორიტეტულია სტიმულაციის ღირებულებითი ტიპი, ეს კი გულისხმობს საინტერესო, მრავალფეროვან ცხოვრებას, გამბედაობას. მუსულმან ქართველთათვის კი, პრიორიტეტულია უნივერსალიზმისა და კომფორმულობის ღირებულებითი ტიპები. პირველი გულისხმობს თანასწორობას, ბუნებასთან ერთიანობას, სიბრძნეს, მშვენიერების სამყაროს, შინაგან ჰარმონიას, მშვიდობას მსოფლიოშო, სოციალურ სამართლიანობას, ფართო შეხედულებების ქონას, გარემოს დაცვას. კონფორმულობის ღირებულებაში კი იგულისხმება მორჩილება, თვითდისციპლინა, ზრდილობა, მშობლების და უფროსების პატივისცემა, ფართო შეხედულებების ქონა, გარემოს დაცვა. როგორც ითქვა, მიღებული სხვაობები ძალზე მცირეა.
გადავიდეთ ჩვენს მიერ დასმულ მეორე საკითხზე: რამდენად მართებულია იდეა საქართველოში ეროვნებისა და რელიგიის იდენტურობის ანუ ქართველობისა და ქრისტიანობის იდენტურობის შესახებ. როგორც ჩვენს პირველ კვლევაში ვნახეთ, რელიგიური ნიშნით გაპირობებულ ღირებულებათა მნიშვნელოვანი განსხვავებანი არ დადასტურდა. მაშასადამე ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების ღირებულებათა ჩამოყალიბება ძირითადად ან ეროვნული ნიშნითაა განპირობებული, ან ქრისტიანული და მაჰმადიანური რელიგიების მსგავს ღირებულებათა პრიორიტეტების ჩამოყალიბებას განაპირობებენ. ჩვენს მიერ მიღებული შედეგებით, ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების მსგავსი ღირებულებების პრიორიტეტები არ უნდა ქმნიდეს კონფლიქტის საშიშროებას რელიგიური ნიშნით. მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - თუ როგორია ამ ჯგუფების მიერ ერთმანეთის აღქმა; რამდენად იდენტურად აღიქვამენ ისინი ერთმანეთს ღირებულებათა ფაქტობრივი მსგავსების მიუხედავად. ჩვენი აზით, მნიშვნელოვანია, დადგინდეს თუ რამდენად ჰომოგენურად აღიქვამს ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს. ამისთვის ჩვენ შევამოწმეთ, რამდენად ერთნაირია ცნება ქართველის მნიშვნელობა ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველის შემთხვევაში, ან უფრო ზუსტად, რამდენად უახლოვდება მაჰმადიანი ქართველის ცნების შინაარსი ქრისტიანი ქართველის ცნების შინაარსს. ამრიგად, თუ იდეა ქართველობისა და ქრისტიანობის იდენტურობის შესახებ მართებულია, მნიშვნელობები ქრისტიან და მუსულმან ქართველთა ცნებებს შორის განსხვავებული იქნება. ზოგადად ჩვენი კვლევა გულისხმობდა ამ მნიშვნელობების გაზომვას, როგორც ქრისტიან, ისე მაჰმადიან ქართველებს შორის, მაგრამ ამ ეტაპზე მსგავსი კვლევა მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ქრისტიან ქართველებს ჩაუტარდათ. კვლევა ეყრდნობოდა ძალზე გავრცელებულსა და პოპულარულ მეთოდიკას, რომელიც ადგენს ობიექტების უზოგადეს მახასიათებლებს: მის პოტენციას (ძალას), აქტივობასა და შეფასებას. მიღებულ შედეგებში პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
შეფასებითი ფაქტორი - ქრისტიანმა რესპოდენტებმა ცნება „ქრისტიანი ქართველი“ უარყოფით მაჩვენებლებში. ანუ ცნება ქრისტიანი ქართველის შეფასებისას გამოიკვეთა პოზიტიური დამოკიდებულება, ხოლო მუსულმანის შეფასებისას - ნეგატიური.
პოტენციური ფაქტორი - ამ ფაქტორის შეფასებისასაც ქრისტიანი ქართველის მიმართ გამოიკვეთა პოზიტიური დამოკიდებულება, ხოლო მუსულმანი ქართველის მიმართ - ნეგატიური.
აქტივობის ფაქტორი - ამ ფაქტორის შეფასებისას ორივე ცნების მიმართ დაფიქსირდა პოზიტიური დამოკიდებულება.
რაც შეეხება კვლევის პრაქტიკულ მხარეს, ჩვენი აზრით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამ კვლევას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეთნიკური და რელიგიური ფაქტორები სახელდება იმ კონფლიქტების მიზეზებად და წინამძღვრებად, რომლებიც XX საუკუნის დამლევს სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას განაპირობებენ. ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე განსაკუთრებით რთულ სახეს იძენს კონფლიქტები, სადაც რელიგია იგივე ეთნიკურობაა, ანუ ეთნიკური იდენტობა არის რელიგიური იდენტობაც (Kurth).
დღესდღეობით მთელ მსოფლიოში აქტუალურია ქრისტიანული და ისლამური ცივილიზაციების დაპირისპირების საკითხი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს მათ ღირებულებათა შედარებას და ასევე პარალელების ძიებას. ამას კი, დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში პოლიტიკური მოვლენების წარმართვისა და კონფლიქტოლოგების ნაყოფიერი მუშაობისათვის.
აქედან გამომდინარე, აჭარაში ჩატარებული კვლევა ეხმიანება ორ აქტუალურ თემას: პირველი, საკითხს მუსულმანური და ქრისტიანული პრიორიტეტების შედარების შესახებ და მეორე, საკითხს რელიგიისა და ეთნიკურობის იდენტურობის თაობაზე. თუმცა ეს კვლევა არ სცილდება საქართველოს მაასშტაბს და ქართულ კულტურას.
შესაბამისად, ჩვენს მიერ დაყენებულ ორ საკითხს (როგორია ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში რელიგიური და ეთნიკური ფაქტორების როლი და რამდენად მართბულია იდეა ქართველობისა და ქრისტიანობის იდენტურობის შესახებ) აქვს ორი პრაქტიკული მიზანი: არსებობს თუ არა რეალური საფუძველი, ღირებულებათა სახით, რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებისათვის; და მეორე, რამდეგან ჰომოგენურად აღიქვამს ეს ორი ჯგუფი (ქრისტიანი და მუსულმანი ქართველები) ერთმანეთს.
მიღებული შედეგები მიუთითებს შემდეგზე: მუსულმანი ქართველების ღირებულებათა ჩამოყალიბება მიმდინარეობს ეთნიკური ფაქტორის ზეგავლენით და განსხვავება პრიორიტეტებში ქრისტიან და მუსულმან ქართველებს შორის ფაქტობრივად არ დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქრისტიანი ქართველები (ჩვენ ვფლობთ მხოლოდ თბილისის მოსახლეობის კვლევის შედეგებს) მუსულმან ქართველებს თავისგან განსხვავებულად აღიქვამენ და შეიძლება საუბარი ნეგატიური სტერეოტიპის არსებობაზე. საინტერესო იქნება სამომავლოდ აჭარის მოსახლეობაშიც ამ სტერეოტიპის იმავე პრინციპით კვლევა, როგორც იქნა გამოკვლეული ღირებულებათა პრიორიტეტები, რასაც კულტუროლოგიური მნიშვნელობა ექნება.

ჟურნალი ზღვარი.  2003 წ.
The National Library of Georgia
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий