პატრიარქი კირილი რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად საკუთარი მატარებლით გადაადგილდებოდა.
მე - 16 საუკუნეში წმ. მაქსიმე ბერძენი რუსეთის შესახებ იმავე ინტონაციით საუბრობს, რომლითაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ისრაელს მიმართავდნენ: ”დიადი და ძლიერი ბერძნული სამეფოს უეცარმა დაღუპვამ, თუკი არ გინდათ, რომ მისი ბედი გაიზიაროთ, დაე, შეგაჩეროთ, რომ თავს არ დაგატყდეთ ჩემი (იგულისხმება უფლის, დ.თ.) მრისხანება. გაიხსენეთ, როგორი დიდებული გალობით, უზარმაზარი ზარებითა და კეთილსურნელოვანი საკმევლით მემსახურებოდნენ ყოველდღე იქ, რამდენი ღამისთევა აღსრულდა საეკლესიო დღესასწაულებზე, როგორ უზარმაზარ და მშვენიერ ტაძრებს მიშენებდნენ... და ამ ყველაფერმა მათ (ბიზანტიელებს, დ.თ.) არავითარი სარგებელი არ მოუტანა, რადგან “ქვრივსა და ობოლს ჩაგრავდნენ და ხიზანს ხოცავდნენ…” (ფს. 93.6). ასევე სამღვდელო ხარისხში აჰყავდათ არა ისინი, ვინც ამისი ღირსნი იყვნენ, არამედ ისინი, ვისაც ყველაზე უფრო დიდი ძღვენი მოჰქონდათ და მათ ადგენდნენ ჩემი ხალხის წინამძღვრებად. გეშინოდეთ ამ მაგალითის, შეწყვიტეთ ურჯულოება! რომელი მსახურებით მოიწონებთ თავს ჩემს წინაშე?! როცა ჩემს გამოსახულებას ხედავთ ხატებზე, დიდი მოწიწებით ამკობთ მას ოქრო-ვერცხლით, ხოლო თავად მე, რომელიც თქვენს შორის ვმყოფობ, მტოვებთ მშიერს სიცივეში მაშინ, როდესაც თქვენ თავად გემრიელად ჭამთ, სვამთ და თავს იმკობთ სხვადასხვა შესამოსლით. მე არ გთხოვთ ოქროს გვირგვინებსა და ჩუქურთმებს, რადგან ჩემი მორთულობა და დაწნული გვირგვინი არის ის, რომ მიხედოთ ღარიბებს, ობლებს და ქვრივებს... რა სიხარული უნდა მომიტანოს მე თქვენმა ტკბილად გალობამ, რომელიც მე ღატაკთა გოდებასა და ოხვრასთან ერთად მესმის?”
უმძიმეს, სულის წარმწყმედ ცოდვად გვერაცხება დიდებული ტაძრები, ხატები, ბისონები, მიტრები, ჯვარ-პანაგიები მაშინ, როცა ტკბილხმოვან გალობასთან, სანთლების კვამლთან და გუნდრუკის ნელსუნელებასთან ერთად უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვის ტირილის ხმა სწვდება ზეცას.
წმიდა მაქსიმე ბერძენი
Комментариев нет:
Отправить комментарий