აღმოჩნდა, რომ მიკროტალღური გამოსხივება, მიკროტალღურ ღუმელში რომ გამოიყენება, შეიძლება სასარგებლო იყოს ფარმაცევტული მრეწველობისათვის. მკვლევარებმა ბრედფორდის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) აღმოაჩინეს, რომ მიკროტალღების გამოყენებამ შეიძლება უზრუნველყოს წამლის წარმოების სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა ხერხი.
მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთიდან პირველად დაამტკიცეს, რომ მიკროტალღური გამოსხივება შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული ერთობლივი კრისტალიზაციისათვის. ესაა ორი შენაერთისაგან აგებული მონოკრისტალი. ამგვარად მიღებული წამალი შეიძლება უკეთესი აღმოჩნდეს ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა ვარგისიანობის ვადა, წყალში ხსნადობა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლში შეწოვის უნარი, რაც ნიშნავს, რომ საჭირო ეფექტის მისაღწევად შეიძლება უფრო მცირე დოზის გამოყენება.მაგალითის სახით მეცნიერებმა კოფეიონი და მალეინმჟავა გამოიყენეს. ამ ნივთიერებათა შერჩევა შემთხვევითი არ იყო – მათ სხვადასხვა ხსნადობა აქვს, რაც წამლის წარმოების პროცესში ხშირად პრობლემას ქმნის – საჭირო ხდება მეტი რაოდენობის არც თუ ისე უსაფრთხო გამხსნელების გამოყენება
თუ ბრიტანელ მეცნიერთა კვლევა გაგრძელდა, ფარმაცევტულ მრეწველობაში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები: წამალი უფრო სწრაფად დამზადდება და უფრო „სუფთა" იქნება.
მიკროტალღების გამოყენების ექსპერიმენტის დროს მკვლევარებმა მოახერხეს კრისტალიზაციის მიღწევა მხოლოდ ერთ წუთში. განსაკუთრებული მიღწევის სახით აღინიშნება ის ფაქტი, რომ გამოყენებული იყო გამხსნელის მინიმალური რაოდენობა, რაც უსაფრთხოა გარემოსათვის, ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ტრადიციული მეთოდებისაგან განსხვავებით.
ცდის მიმდინარეობისას ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ისეთი გამხსნელები, როგორიცაა წყალი და მეტანოლი. ისინი უკეთესად გადასცემს მიკროტალღური გამოსხივების სითბოს, ხოლო აცეტონს, ეთილაცეტატსა და ტოლუოლს მახასიათებლები გაცილებით უფრო ცუდია.
ჯერ-ჯერობით კრისტალიზაციის ექსპერიმენტი მიკროტალღების გამოყენებით მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში ჩატარდა. მაგრამ კვლევის კურატორები დარწმუნებული არიან, რომ შესაძლებელია პროცედურის გამეორება სამრეწველო მასშტაბით და ამით ფარმაცევტული წარმოების ძირეულად შეცვლა. სწორედ მიკროტალღური გამოსხივება უნდა იქნეს განხილული, როგორც თანაკრისტალების შექმნის ერთ-ერთი პერსპექტიული ხერხი, თანაც არც თუ ისე უსაფრთხო გამხსნელების მინიმალური გამოყენებით.

Комментариев нет:
Отправить комментарий