вторник, 27 августа 2013 г.

მეცნიერებმა ტუბერკულოზის განადგურების ხერხი აღმოაჩინეს


ნიუ-ჯერსის მედიცინისა და სტომატოლოგიის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა აღმოაჩინეს პრეპარატი, რომელიც შლის ტუბერკულოზის ბაქტერიის დამცავ ცხიმოვან გარსს და კლავს ბაქტერიას. უახლოეს დროს ამ აღმოჩენას უნდა მოჰყვეს ამ საშიში დაავადების მკურნალობის ეფექტურობის ამაღლება, რომელსაც მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

ტუბერკულოზის გამომწვევია ბაქტერია Mycobacterium tuberculosis, რომელსაც ხშირად კოჰის ჩხირს უწოდებენ. ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა, როგორც უკვე ითქვა, ძალიან მაღალია. ტუბერკულოზის მკურნალობის სირთულე ისაა, რომ კოჰის ჩხირს დამცავი ცხიმოვანი გარსი აქვს, რომლის დაშლა მხოლოდ ზოგიერთ წამალს შეუძლია. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა: ხშირია ბაქტერიის მიერ რეზისტენტულობის (მდგრადობის) შემუშავება წამლების მიმართ. მაგრამ ამერიკელ მეცნიერთა თქმით, მოხერხდა პრობლემათა ნაწილის გადაწყვეტა და, შესაბამისად, მკურნალობის ეფექტურობის ამაღლება.
0000000000000tub
ტუბერკულოზის მკურნალობისას ექიმისათვის მთავარია კოჰის ჩხირის გაუვნებლება. ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის მეცნიერთა აღმოჩენის წყალობით მოხერხდება საშიში ბაქტერიის საბოლოოდ განადგურება.
კოჰის ჩხირს დამცავი ცხიმოვანი გარსის აღწერისას მკვლევარები მას საპნის ბურთს ადარებენ. ამ დაცვის მხოლოდ ზოგიერთი ანტიტუბერკულოზური პრეპარატი შლის, მაგრამ აქამდე ბაქტერიის ბოლომდე განადგურებას ვერც ერთი პრეპარატი ახერხებდა – ის აგრძელებდა ორგანიზმში ცხოვრებას, თუმცა არა აქტიურ მდგომარეობაში.
ნიუ-ჯერსის მედიცინისა და სტომატოლოგიის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა კვლევის შედეგად მიაგნეს თიოფენის ნაერთს, რომელიც კლავს კოჰის ჩხირს წამლის მიმართ მდგრადობის წარმოქმნის გარეშე. სწორედ ასეთი შედეგი აჩვენა ამ ნაერთმა ლაბორატორიის პირობებში. თიოფენისა და ბაქტერიის ცხიმოვანი გარსის დამშლელი, უკვე ცნობილი პრეპარატის, იზონიაზიდის შეხამება იძლევა საჭირო ეფექტის მიღწევის საშუალებას – კოჰის ჩხირი საბოლოოდ იღუპება. თიოფენის ნაერთი აზიანებს ფერმენტს Pks13, რომელიც, ჩვეულებრივ, მონაწილეობს კოჰის ჩხირის დამცავი გარსის ჩამოყალიბებაში.
ამჟამად მეცნიერები დაკავებული არიან მკურნალობის ახალი მეთოდიკის დახვეწით – მათ განზრახული აქვთ სამკურნალო ნაერთის სიმძლავრის ამაღლება და, ამასთანავე, ტოქსიკურობის შემცირება.



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий