вторник, 27 августа 2013 г.

ფეხბურთის სამკურნალო თვისებები აქვს: ის რეკომენდებულია დიაბეტისა და ჰიპერტონიის შემთხვევაში


კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს თავისი სენსაციური კვლევის შედეგები – აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის თამაში აუმჯობესებს მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. რეგულარული ვარჯიშის შედეგად უმჯობესდება გულის მუშაობა, იწევს არტეირიული წნევა და იზრდება ფიზიკური დატვირთვის ამტანობა. საოცარია, მაგრამ სპორტის რომელიმე სხვა სახეობა ასეთი შედეგის მიღწევის საშუალებას არ იძლევა.

ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ 37-60 წლის მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული მამაკაცები. ისინი რეგულარულად თამაშობდნენ ფეხბურთს თავის მეგობრებთან ერთად, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მეცნიერთა თქმით, დადებითი ეფექტის მისაღებად საკმარისია მარტივი სავარჯიშო თამაში მცირე ზომის მოედანზე და რამდენიმე მოთამაშის მონაწილეობით. ასეთი ვარჯიშის სამი თვის შემდეგ ავადმყოფებს აღენიშნათ გულის კუნთის გამაგრება და გულის შეკუმშვის ზღვრული სიხშირის ზრდა 23%-ით. ეს კი ნიშნავს, რომ 12-კვირიანი ვარჯიშის შედეგად მათი გული 10 წლით უფრო ახალგაზრდა გახდა.

00000000000football-pool
                       
აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის თამაში დადებითად აისახება შაქრის დიაბეტის მქონე ავადმყოფთა ჯანმრთელდებაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მცირდება არტერიული წნევა, რაც ხსნის წამლის მიღების საჭიროებას. მაგრამ აქ მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეს: საკმარისია „მეგობრული" თამაში მცირე ზომის საფეხბურთო მოედანზე.

გულის მუშაობის გაუმჯობესების გარდა, შემცირდა არტერიული წნევა. ასე, ექსპერიმენტის დაწყებამდე ცდისპირთა 60%-ს ჰქონდა მომატებული არტერიული წნევა, რის გამოც უწევდათ წნევის მარეგულირებელი წამლების სისტემატიურად მიღება. მაგრამ ფეხბურთის თამაშის შედეგად სისტოლური და დიასტოლური წნევა შემცირდა 8 მმ-ით ვერცხლის წყლის სვეტისა.
რეგულარულმა ვარჯიშმა გააუმჯობესა ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარება, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს ორგანიზმს ამტანობაზე. მეცნიერთა მიერ დაფიქსირებულია ჟანგბადის მაქსიმალური მოხმარების მაჩვენებლის გაუმჯობესება 12%-ით, ხოლო ფიზიკური დატვირთვის ატანის უნარი 42%-ით გაიზარდა.
მეცნიერთა თქმით, გულის მუშაობის გაუმჯობესება და წნევის ნორმალიზაცია ამცირებს შაქრის დიაბეტის თანმხლები დაავადებების განვითარების რისკს.
როგორც კვლევის ერთ-ერთმა კურატორმა, პროფესორმა იენს ბენგსბომ (Jens Bangsbo) აღნიშნა, ფეხბურთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი შაქრის დიაბეტით დაავადებულთა დახმარების თვალსაზრისით. სპორტის სხვა სახეობა მსგავს ეფექტს არ იძლევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა გადაწყვიტეს ფეხბურთის თამაში კვლევის დასრულების შემდეგად, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი მართლაც უკეთესად გრძნობენ თავს.
                           
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий