среда, 21 августа 2013 г.

ფილოსოფია? აი, რაშია საჭირო


ესაა შემეცნების სუფთა და უანგარო სიყვარული. ამას აღნიშნავს თავად სიტყვა. მაშ ის უსარგებლოა?

არმანდო მასარენტი
IL sole 24 ore
28 ნოემბერი 2006
რა საჭიროა ფილოსოფია? ამ კითხვას პროფესიონალი ფოლოსოფოსები შეაფასებდნენ როგორც ძალზე გულუბრყვილოს ან როგორც თავხედურს. ფოლიოსოფია - უპასუხებდნენ ისინი აღშფოთებით ან იმ მოთმინებით ახლობლებისადმი რომ იჩენენ ხოლმე - არაფერში არ უნდა იყოს საჭირო. ისაა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმიანობა. ისაა შემეცნებისადმი ღირსეული და უანგარო სიყვარული. ამას აღნიშნავს მისი ბერძნული სახელწოდებაც. ამ სიყვარულიდან მომდინარეობს ის ძირითადი და აუცილებელი კითხვები, რომლებსაც უკვე სამი ათასი წელია უტრიალებენ კაცობრიობის საუკეთესო მოაზროვნენი: რისგან შედგება სამყარო? საიდან წარმოიშვა ის? რად იცვლება საგნები? არსებობს რაიმე მუდმივი ცხოვრებსა და მოვლენების მუდმივ ცვალებადიბაში და გარდაქმნებში? ადამიანის არსებობა ამოიწურება სიკვდილთან ერთად, თუ შეიძლება გვქონდეს სულის უკვდავების იმედი? აქვს სიცოცხლეს აზრი? დანიშნულება, თუ მარტოოდენ ამაო წრიალია? თავისუფლები ვართ გავაკეთოთ არჩევანი თუ ყველაფერი უკვე განსაზღვრულია ბედისწერით? როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს მსგავს არსებებს? არსებობს ღმერთი? არსებობს სამართლიანობა ადამიანთა შორის? არსებობს ნორმები, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რომლებიც დაგვეხმარებიან პასუხი გავცეთ შემდგომ კითხვას, რომელიც პირველად სიკრატემ დასვა და რომელიც დღესაც რჩება კითხვათაგან უმნიშვნელოვანესად, ,,თუ როგორ ინდა იცხოვროს ადამიანმა“?
სწორედ ესაა ის კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას! იტყვის ახლა ჩვენი პროფესიონალი ფილოსოფოსი. მაგრამ თუ კი ვინმე მაინც იკითხავს თუ რა საჭიროა ფილოსოფია, მაშინ სწორედ ამგვარი უადგილო, მცდარი კითხვების ასაცილებლადაა ის საჭირო. ფილოსოფიის ერთ-ერთი სიღრმისეული დავალებაა - როგორც ზუსტად აღნიშნა გასული საუკუნის ერთ-ერთმა დიდმა მოაზროვნემ ლუდვიგ ვინტგენშტაინმა - ცხოვრებისა და შემეცნების ყველა ასექტში განავითაროს სწორი კითხვების ჩამოყალიბების უნარი და აგვარიდოს ცრუ პრობლემების ან ცუდად დასმული საკითხების ირგვლივ ამაო ტრიალი.
ჩვენი წარმოსახვითი „პროფესიონალი ფილოსოფოსის“ პასუხი, იქნება ის აღშფოთებული თუ მოთმინებით სავსე, სინამდვილეში ძალზე დახვეწილია. ითვალისწინებს თანამედროვე ფილოსოფიის განსაკუთრებულ ნიადაგს, რომელმაც, უკეთეს შემთხვევაში, მიატოვა ყველა ამ კითხვაზე საბოლოო პსასუხის გაცემის ილუზია, და რომელიც მიუხედავად ამისა მაინც სვამს მათ, სწორედ იმიტომ, რომ ისინი კვლავაც ინარჩუნებენ, როგორც წარსულში, თავიანთ ფუნდამენტალურ მნიშვნელობას და შეეხებიან არა მხოლოდ ფილოსოფოსებს, არამედ ყოველ მოქალაქეს.
,,ფილოსოფია - წერდა ბერტრან რასელი - უნდა შეისწავლებოდეს არა ზუსტი პასუხებისათვის იმ კითხვებზე, რომლებსაც ის სვამს, ვინაიდან, როგორც წესი, არავითარი ზუსტი პასუხის შეცნობა არ შეიძლება, არამედ თავად კითხვების სიყვარულისათვის; ვინაიდან ისინი აფართოებენ ჩვენს აღთქმას შესაძლებლობებზე, ამდიდრებენ ჩვენს წარმოსახვის უნარს და ლახავენ დოგმატურ ამპარტავნებას, რომელიც გონებას ჭვრეტისაკენ მიმავალ გზას უღობავს“.
გახსოვთ ვიმ ვენდერსის ფილმი ,,ზეცა ბერლინზე“? კადრს მიღმა ბავშური ლექსივით რომ კითხულობს ხმა: ,,ბავშვი როდესაც ბავშვი იყო ეს კითხვები ებადებოდა: რატომ ვარ მე მე და რატომ არა ვარ შენ; რატომ ვარ აქ და რატომ არ ვარ იქ; როდის იწყება დრო და სად მთავრდება სივრცე; ცხოვრება მზის ქვეშეთში მხოლოდ სიზმარია? ნამდვილად არსეობს ბოროტება? და ბოროტი ადამიანები ნამდვილად არსებობენ? როგორაა შესაძლებელი, რომ მე რომელიც ვარ მე აღარ ვიქნები ის რაც ვარ?“.
კითხვები, კითხვები, კითხვები. ესაა ის სულისკვეთება, რომლითაც უნდა შევუდგეთ კლასიკოსთა წაკითხვას. თითეული ამ კითხვის უკან იქნება ძნელი წარსულის ერთი ან მეტი ავტორის აღმოჩენა (ზოგიერთ კითხვას კი ყველა მოაზროვნე სვამდა), რომლებსაც მათზე პასუხები უძებნიათ. სოკრატედან, პლატონიდან, არისტოტელიდან, ავგუსტინედან, თომა აქვინელიდან დაწყებული კირკეგორით, მარქსით, ნიცშეთი, რასელით, ვიტგენშტეინითა და ჰაიდეგერით დამთავრებული. არა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რაოდენ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ისინი ტემპერამენტით, ანდა იმას, რომ ერთი მეორის თეზისების საწინააღმდეგოს ამბობს, სწორედაც რომ იმავე კითხვებიდან გამომდინარე. ვინაიდან, სინამდვილეში, ფილოსოფიის კლასიკოსების ნაწერები დროს გაცილებით უძლებენ, ვიდრე მაგალითისათვის ის წიგნები, რომლებიც შექმნეს მეცნიერებმა, გაცილებით უფრო მოკრძალებული მოტივებით. მაშინ როცა სამეცნიერო ლიტერატურა სწრაფად ძველდება (დღეს უფრო სწრაფად, ვიდრე წარსულში), თავად შემეცნებათა გამრავლების გამო, დიდი მოაზროვნის წიგნი ყოველთვის მეტყველი დარჩება. იშვიათად ნახავთ მის ნააზრევს სრულებით მოძველებულს, ვინაიდან იმასაც კი, რაც დღეისათვის შეცდომად შეიძლება მივიჩნიოთ, მაინც ექნება საინტერესო სათქმელი, ანდა იმ ხედვის ნაწილი იქნება ის, რომელიც დღესაც ცოცხალი და მოქმედია ადამიანის არსებობისათვის.
ტექსტების უშუალო მკითხველი, შესაფერისი აპარატით აღჭურვილი, მიაღწევს ერთდროულად ორ ფუნდამენტურ მიზანს. აღმოაჩენს კლასიკოსთა უმრავლესობის ფილოსოფოსობის ნამდვილ სახეს, რაც არ მდგომარეობს წინამორბედთა რესისტემაციასთან რესისტემაციასა ან მათ დაძლევაში, არამედ იმ პრობლემების ახლებური და განსხვავებული გადაწყვეტის მცდელობაში, რომლებიც ჩვენ შეგვეხება. ამგვარად მთელი ფილოსოფია ხდება, ერთგვარი გაგებით, ჩვენი თანამედროვე. ამავე დროს უფრო სწორი ხედვა გვექნება ისტორიული თვალსაზრისითაც, ანუ თავს დავაღწევთ ფილოსოფოსების კითხვას მხოლოდ აზროვნების ისტორიის განვითარების იმდროინდელ საფუძველზე. დიდი ჰიუმი, მაგალითისათვის, კვლავ წარმოგვიდგება მთელი თავისი ღირსებით, და აღარც იქნება მარტოოდენ ის, ვისი აპორიებიც მარტოოდენ გადაწყვიტა ჰეგელმა; და ასე შემდეგ. ჩვენ კი მოგებაში დავრჩებით, ვინაიდან კლასიკოსები, ესოდენ თავისდროულად განახლებულნი, გამოაცოცხლებენ რეფლექსიას-საკუთარი თავით აზროვნების უნარს თითოეულ ჩვნგანში; ამისთვის კი მხოლოდ სურვილია საკმარისი. ამგვარად, კვლავაც, ყოველდღიურ კონკრეტულ პრობლემებთ ან უახლოეს კავშირს გამოავლენენ და ახალ კითხვებს დაბადებენ. ლეგიტიმურობას აღუდგენენ იმ კითხვასაც, დასაწყისში რომ დავსვით და რომელსაც, ვიმედოვნებთ, უკვე გავეცით პასუხი: მართლა საჭიროა რამეში ფილოსოფია?
ფილოსოფიის ისტორიის მოკლე მიმოხილვა
შრომა აკეთილშობილებს ადამიანს. სწავლა შრომაა, მაგრამ ისეთი, რომელიც უშუალოდ ადამიანის სულს ეხება. სწავლა (ფიქრი, მსჯელობა) მათ სულებსაც ხვეწავს და კურნავს, ვინც ფიზიკურად მუშაობს.
სიბრძნეა, როდესაც ადამიანი თავისთვის სწავლობს ან მსჯელობს ცხოვრების არსზე, მიზანსა და მნიშვნელობაზე. ამ სიბრძნის სიყვარული და სწავლა ფილოსოფიაა (ბერძნულიდან: Filos=სიყვარული, Sofia=სიბრძნე). სიცოცხლის მნიშვნელობაზე მსჯელობა იმავე ადამიანის ცხოვრების საბოლოო მიზანზე, ბედნიერებაზე მსჯელობაა. შესაბამისად, ეს მოითხოვს ზნეობასა და იმ რეალობის გაცნობიერებას, რომელშიც ადამიანი არსებობს.
სწავლა/მსჯელობა შეკითხვაა, რომელიც პასუხს მოითხოვს. ზოგი მთელ ცხოვრებას ამ პასუხის ძიებაში ატარებს: ეს ფილოსოფოსები არიან, ადამიანისა და რეალობის შესახებ მსჯელობისა და სწავლების პროფესიონალები. ყოველი ადამიანი თავისებურად ფილოსოფოსია, რადგანაც საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე ფიქრობს.
ფილოსოფიას უნივერსალური დიაპაზონი აქვს, ყოვლისმომცველია, ამიტომაც მან უნდა ითანამშრომლოს მეცნიერებასთან (ბუნებრივი ფენომენის შესწავლა), ზნეობასთან (ადამიანის კონკრეტული ქცევის ნორმები) და რელიგიასთან (უფლისა და ღვთაებათა გამოცხადება). თანამშრომლობა არ უნდა გავიგოთ, როგორც ერთმანეთში არევა: ფილოსოფიას, მეცნიერებას, ზნეობასა და რელიგიას საკუთარი სამოქმედო სფეროები გააჩნიათ და სხვა სფეროებში არ უნდა შეიჭრან.
ფილოსოფიას ადამიანი ქმნის. ტენდენციათა სხვადასხვაობა, ,,მიმდინარეობები“ და სხვადასხვა პრობლემაზე ფილოსოფოსთა განსხვავებული პასუხები იმითაა გამოწვეული, რომ ფილოსოფოსები განსაზღვრულ ადგილას, დროსა და ვითარებაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ჭეშმარიტება აბსოლუტურია, არ არის დროის ნაყოფი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი ძიება (ფილოსოფია) დროსთანაა დაკავშირებული.
ფილოსოფიის ისტორია იმ ადამიანის ისტორიაა, რომელიც მუდამ ცხოვრებისა და რეალობის ძირითადი პრობლემების გადაწყვეტის ძიებაშია.
ფილოსოფიის ისტორიის შექმნა ფილოსოფოსობის გარეშე უბრალო ერუდიციაა, რომელიც მეტ-ნაკლებად სასარგებლო შეიძლება იყოს; შეუძლებელია იფილოსოფოსო ფილოსოფიის ისტორიის გარეშე: არ შეიძლება გახდე პრიმიტივი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და აღმოჩენების შემდეგ.
ისტორიასა და ფილოსოფიას შორის მჭიდრო კავშირია. ფილოსოფია ერთდროულად ისტორიის შვილიც არის და დედაც. ის ისტორიის შვილია, რამდენადაც ფილოსოფიას (არა ერუდიციას) ქმნიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ ვითარებაში ცხოვრობენ და აღნიშნავენ პრობლემებს და, ამავე დროს, ეძებენ და გვთავაზობენ მათ გადაწყვეტას. ფილოსოფია ისტორიის დედაა, რამდენადაც ისტორიული მოვლენები ადამიანთა სულიერ მდგომარეობას ასახავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფილოსოფია ისტორიული მოვლენების სულია.
ფილოსოფიის ისტორია არ არის ჭეშმარიტების ისტორია (რომელიც ისტორიაზე მაღლა დგას), არამედ ეს ჭეშმარიტების ძიებაში ადამიანთა წარმატებისა და წარუმატებლობის, ცხოვრებისეული პრობლემების, რეალობისა და ცნობიერების ისტორიაა.

საწყისი გვერდი
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий