დედამიწაზე არაერთი ისეთი ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ცხოვრება გაცილებით უფრო უჩვეულო და გასაკვირია, ვიდრე მწერალ-ფანტასტების მიერ ოდესღაც წარმოსახული. სამყაროში უცნაური ბევრი რამ არის, მაგრამ ყველაზე უცნაური და საოცარია მაინც ჩვენ პლანეტაზე დაბადებული და განვითარებული სიცოცხლე. სიცოცხლე იცვლის ფორმას, სქესს, საცხოვრებელ ადგილს, იცვლება, დროში მოგზაურობს და კიდევ ბევრ უამრავ „გიჟურ" საქციელს სჩადის.
ჭრიჭინობელა – ნახტომი წარსულიდან მომავალში
ჭრიჭინობელა შედარებით მცირე ზომის მწერია, რომელიც ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს. ზოგჯერ ჭრიჭინობელა იმდენია, რომ ტელევიზიით „მწერთა შემოსევის" შესახებ რეპორტაჟებიც კი ჩნდება. მაგრამ ასეთი შემოსევის მიზეზი მართლაც ძალიან უჩვეულოა.
ჭრიჭინობელა Magicada კვერცხიდან იჩეკება და ნიადაგში ეფლობა, სადაც ხეების წვენით იკვებება და ნელ-ნელა იზრდება. ასე ცხოვრობს ის წლები. დედამიწის ზედაპირზე მოზრდილი ჭრიჭინობელა 13-17 წლის შემდეგ უკვე გამოდის, მაგრამ აქ მხოლოდ ერთი თვე ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში ჭრიჭინობელა „სიყვარულს" ეძებს. შემდეგ სიცოცხლის ციკლი ისევ მეორდება, ოღონდ უკვე შემდგომ თაობასთან ერთად.
ჭრიჭინობელა შედარებით მცირე ზომის მწერია, რომელიც ჩრდილო ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში ბინადრობს. ზოგჯერ ჭრიჭინობელა იმდენია, რომ ტელევიზიით „მწერთა შემოსევის" შესახებ რეპორტაჟებიც კი ჩნდება. მაგრამ ასეთი შემოსევის მიზეზი მართლაც ძალიან უჩვეულოა.
ჭრიჭინობელა Magicada კვერცხიდან იჩეკება და ნიადაგში ეფლობა, სადაც ხეების წვენით იკვებება და ნელ-ნელა იზრდება. ასე ცხოვრობს ის წლები. დედამიწის ზედაპირზე მოზრდილი ჭრიჭინობელა 13-17 წლის შემდეგ უკვე გამოდის, მაგრამ აქ მხოლოდ ერთი თვე ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში ჭრიჭინობელა „სიყვარულს" ეძებს. შემდეგ სიცოცხლის ციკლი ისევ მეორდება, ოღონდ უკვე შემდგომ თაობასთან ერთად.
ჭრიჭინობელა თითქმის მთელი თავისი არსებობის მანძილზე ელოდება ნამდვილი ცხოვრების ლამის მყისიერ პერიოდს
რითი შეიძლება აიხსნას ესოდენ უცნაური სასიცოცხლო ციკლი? გამოდის, რომ ჭრიჭინობელასთვის უსუსური „ბავშვობის ასაკი" თითქმის მთელი ცხოვრება გრძელდება და მოზრდილი, სრულფასოვანი სიცოცხლე კი მხოლოდ მყისიერია! ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა; მეცნიერთა აზრით, ეს უნიკალური დაცვითი მექანიზმია. გასაგებია, რომ ვერც ერთი მტაცებელი მოახერხებს „მორიგი სადილის" 13-17 წლით გადადებას. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ბუნებაში ჭრიჭინობელაზე „დასპეციალიზირებული" მონადირე მტაცებელი არ არსებობს. ამიტომაა, რომ დედამიწაზე ერთბაშად ამდენი ჭრიჭინობელა ამოდის. ეს მართლაც სახეობის განადგურებისაგან გადარჩენის ორიგინალური ხერხია, თუმცა ძალიან სასტიკი ჭრიჭინობელას „პირადი ცხოვრებისა" და განვითარების მიმართ...
ტვინს უცხო მართვას
მრავალი ფილმი-შტამპი მოგვითხრობს მოგონილ უცხოპლანეტელთა შესახებ, რომლებიც ადამიანის სხეულს იპყრობენ და ადამიანს მანეკენივით მართავენ. მაგრამ ამგვარი სიუჟეტებისათვის სხვა ვარსკვლავურ სისტემაში მოგზაურობა საჭირო არ არის: მსგავსი „სხეულის გამტაცებლები" დედამიწაზეც ცხოვრობენ.
ტოქსოპლაზმა ერთ-ერთი ცნობილი პარაზიტია, რომელსაც ძალუძს მსხვერპლის ქცევის მართვა
„სხეულის გამტაცებლის" ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ტოქსოპლაზმა. ეს უმარტივესი პარაზიტია, რომელიც ცხოვრობს კატაში, ძაღლში, აგრეთვე სხვა ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანშიც. ამ პარაზიტს ერთი თავისებურება ახასიათებს – ის მსხვერპლი-პატრონის ქცევას ცვლის. მაგალითად, ვირთხას ტოქსოპლაზმა აიძულებს კატის სუნის კი არ შეეშინდეს, არამედ მოეწონოს – ამ გზით პარაზიტი სიტყვის სრული მნიშვნელობით იტყუებს ვირთხას კატის ხახაში – მისთვის ესაა ახალ მეპატრონეში გადასვლის საშუალება.
როგორც ხდება ეს, ჯერ-ჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტოქსოპლაზმა „წამახალისებელი" დოფამინის შემუშავების პროვოცირებას ახერხებს. აღსანიშნავია, რომ არსებობს თეორიებიც კი, რომლებიც უკავშირებს საზოგადოების ცხოვრებას ტოქსოპლაზმოზის შემთხვევათა რაოდენობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მოსახლეობის ამ პარაზიტით ინფიცირების ზრდის კვალობაზე იზრდება დანაშაული, უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები, იზრდება სოციალური დაძაბულობა, ფსიქოზებისა და სუიციდის რიცხვი.
შეკვეთით მდედრად გადაქცევა
თევზი-კლოუნი ჰერმაფროდიტია, მაგრამ ერთი უნიკალური თავისებურებით
თემზი-კლოუნი ანემონის საცეცებს შორის იმალება
ცოცხალი ანემონის შიგნით წყალქვეშა სახლში ცხოვრობენ, ჩვეულებრივ, თევზი-კლოუნის მამრები და მხოლოდ ერთი მდედრი. მაგრამ თუ მდედრს რამე ემართება, ერთ-ერთი მამრი სქესს იცვლის და მდედრად გადაიქცევა. ამრიგად, უჩვეულო ჰორმონალური მექანიზმის მეშვეობით ხდება საოცარი მატრიარქატის შენარჩუნება.
გველთევზას სხვა გზა აქვს არჩეული
ყველა მიგრირებადი თევზი ერთ წესს იცავს: იბადება მტკნარ წყალში, ზღვაში მიცურავს, იქ ცხოვრობს და კვლავ უბრუნდება მტკნარ წყალს გვარის გასაგრძელებლად. მაგრამ მიგრირებადი გველთევზა საპირისპიროდ იქცევა: იბადება ნაპირიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ შუა ზღვაში და მიცურავს ნაპირისაკენ. საოცარია, მაგრამ უსქესო, პატარა – თითის სიგრძის – გველთევზა მიცურავს შორეული მიზნისაკენ, უახლოვდება მდინარის შესართავს, სადაც სქესს „ირჩევს" და მდედრი ან მამრი ხდება. შემდეგ გველთევზა მდინარის დინებას მიჰყვება და თავის მოზრდილობას მტკარ მდინარეებსა და ჩანჩქერებში ატარებს. წლების შემდეგ გველთევზა კვლავ ზღვისაკენ მიცურავს და ათასობით კილომეტრს გადის იმისათვის, რომ თავისი გვარი გააგრძელოს.
გველთევზას უცნაური ცხოვრება
როგორ ახერხებს გველთევზა სწორი მიმართულების განსაზღვრას ასეთ დიდ მანძილზე? როგორ განსაზღვრავს გველთევზას ორგანიზმი საკუთარ სქესს? რა საჭიროა ასეთი რთული სასიცოცხლო ციკლი და მოგზაურობა ასეთ უზარმაზარ მანძილზე? დასაბუთებული პასუხი ამ კითხვებზე აქამდე არ არსებობს.
სალამანდრას სიმბიოზი და შიდა საკვებური
ბუნებაში სიმბიოზურად მცხოვრები მრავალი ორგანიზმი არსებობს, რაც გულისხმობს, რომ ასეთი ორგანიზმები ერთმანეთს ეხმარებიან გადარჩენასა და გამრავლებაში. ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედული სტრუქტურაც კი წარმოიქმნა ისეთი ორგანიზმებისაგან. ასე მაგალითად, ადამიანის ორგანიზმში მრავალი სიმბიონტი-ბაქტერია ცხოვრობს; მხოლოდ კუჭ-ნაწლავის სისტემაში 1000 ასეთი სახეობაა, ანუ 10-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი საკუთარი უჯრედები.
მაგრამ ბუნებაში სიმბიოზის უჩვეულო მაგალითებიც მოიპოვება. მაგალითად, ჭრელი სალამანდრა ცხოვრობს მისი ორგანიზმის შიგნით მცხოვრები წყალმცენარეების ხარჯზე.
წყალმცენარე სალამანდრას შიგნით ცხოვრობს და ამარაგებს მას საკვებითა და ჟანგბადით
ჭრელი სალამანდრა კვერცხებს დებს, რომლის შიგნით, საკუთრივ ემბრიონის გარდა, მოდრეიფე წყალმცენარე იმყოფება (როგორც ჩანს, ის კვერცხში დედის ორგანიზმიდან ხვდება). ეს წყალმცენარე ჯერ კიდევ უცნობი ხერხით აღწევს ემბრიონის ქსოვილების შიგნით და მათთან სიმბიოზურ ურთიერთობას ამყარებს. წყალმცენარე სალამანდრას ქსოვილებში ცხოვრობს და აზოტით იკვებება, მაგრამ სამაგიეროდ უზრუნველყოფს ცხოველს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. წყალმცენარე სალამანდრას ყველა ქსოვილში ცხოვრობს, მაგრამ უმრავლესობა მაინც თავმოყრილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მახლობლად, სადაც ყველაზე მეტი აზოტია.
ეს საოცარი სიმბიოზი მეცნიერთა მიერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ძნელი გასაგებია, თუ როგორ ცხოვრობს წყალმცენარე სალამანდრას შიგნით და როგორ ხდება ორი სახეობის თანაცხოვრებისათვის საჭირო ბალანსის შენარჩუნება. გამოდის, რომ სალამანდრას, საოცარი რეგენერაციის უნარის გარდა, კიდევ ერთი უნიკალური უნარი გააჩნია: სიმბიონტის მეშვეობით ის ორგანიზმის ცხოველმოქმედების ნარჩენებს ჟანგბადად და საკვებად გარდაქმნის.
პეპელა – ცივილიზაციათა მბრძანებელი
პეპლის – Phengaris alcon – სასიცოცხლო ციკლი იმდენად რთულია, რომ ძალიან საინტერესო ექშენ-რომანის დაწერის საშუალებას იძლევა. პეპელას ძალუძს დაიმორჩილოს ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული სისტემა – ჭიანჭველათა კოლონია.
პეპელა ჭიანჭველას ძიძად აქცევს
პეპლის მუხლუხო გამოყოფს ჭიანჭველის ფერომონს, ანუ ახერხებს ჭიანჭველას მატლის მიერ გამოყოფილი ქიმიური ნივთიერების იმიტაციას. ამას ჭიანჭველა შეცდომაში შეჰყავს და ის უვლის მუხლუხოს, საკუთარი ნაშიერს კი უგულებელყოფს. ამ გზით Phengaris alcon უზრუნველყოფს თავისი ნაშიერის მოვლას სხვის ხარჯზე: მისი მუხლუხო ჭიანჭველათა ბუდეში რამდენიმე თვე ცხოვრობს – მანამდე, სანამ პეპელად არ გადაიქცევა. მაგრამ ამით ისტორია არ მთავრდება.
Phengaris alcon მუხლუხოს ამ უნიკალური უნარს გამოყენება ისწავლა კრაზანამ Ichneumon eumerus. თუ კრაზანა ჭიანჭველათა კოლონიაში პეპლის მუხლუხოს აღმოაჩენს, ის იჭრება შიგნით და აფრქვევს განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც ჭიანჭველებს აგიჟებს: ისინი თავს ესხმიან ერთმანეთს. ატეხილი აურზაურის წყალობით კრაზანა კვერცხს მუხლოხოში დებს. კრაზანას მატლი მუხლუხოთი იკვებება, ამიტომ დედა-კრაზანას შეუძლია „მშვიდად" იყოს: ჭიანჭველათა კოლონიაში ის სრულიად დაცულია. შემდგომში მუხლოხო გადაიქცევა უკვე არა პეპელად, არამედ კრაზანად.
საზრიანი გაუგებარი რამ
ორგანიზმი ლორწონავა – Myxomycetes უმარტივესი სიცოცხლის ფორმაა, მაგრამ მეცნიერებმა ვერ გადაწყვიტეს, თუ რა სახეობას განეკუთვნება ის და ჯერ-ჯერობით მას სოკოსებრ ორგანიზმად მიიჩნევენ. ესაა ლორწოვანი მასა, რომელიც შედგება ერთი დიდი მრავალბირთვული უჯრედისაგან ან მრავალი ერთუჯრედიანი ორგანიზმისაგან, რომლებიც ბაქტერიებით იკვებება. ლორწოვანა გვხვდება ძველ, დამპალ ხის ტანზე.
უცნაური ლორწო სიცოცხლის ასეთი პრიმიტიული ფორმისათვის ზედმეტად „ჭკვიანია"
თითქოსდა რით შეიძლება იყოს საინტერესო ლორწო? მაგრამ მიკროსკოპით დაკვირვება ცხადყოს, რომ ამ ლორწოს ცხოვრება საკმაოდ რთული და უჩვეულოა. მაგალითად, ლორწრვანა ცოცავს საკვების მოსაძიებლად, თუმცა ძალიან ნელა. როცა ბინადრობის ადგილას საკვები მთავრდება, ლორწოვანა გადაადგილდება ძალიან ორიგინალური ხერხით: ერთუჯრედიანი ორგანიზმები ერთად გროვდებიან და გრძელ ღეროს ფორმას იღებენ. ამ ღეროს ერთ ბოლოში არის ტომარა, გავსებული უამრავი ერთუჯრედიანი უმარტივესი სპორით. ტომარა რომ სკდება, სპორები იფანტება და ისინი ქარს გადააქვს. სპორა მშრალ გარემოში ათობით წელი ინახება. ლორწონავას რთული ქცევა ძალიან გასაკვირია; მაგალითად, მას შეუძლია საკვები გარემოს შერჩევა და ლაბირინთიდან ყველაზე მოკლე მარშრუტის პოვნა.
საოცრებათა სამყარო
ყოველივე ზემოაღწერილი სიცოცხლის მრავალფეროვნების მხოლოდ მცირე ნაწილია. ევოლუციის პროცესში უამრავი საოცარი მექანიზმი და ქცევის სქემა შეიქმნა. ბიოლოგები ცოცხალ სამყაროს დიდი ხანია სწავლობენ, მაგრამ აქამდე ამ საოცრებათა სამყაროს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია შესწავლილი.
ყოველივე ზემოაღწერილი სიცოცხლის მრავალფეროვნების მხოლოდ მცირე ნაწილია. ევოლუციის პროცესში უამრავი საოცარი მექანიზმი და ქცევის სქემა შეიქმნა. ბიოლოგები ცოცხალ სამყაროს დიდი ხანია სწავლობენ, მაგრამ აქამდე ამ საოცრებათა სამყაროს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია შესწავლილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий