вторник, 27 августа 2013 г.

შიმპანზე ლიდერს ბაძავს


აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ უფრო მაღალი სტატუსის მქონე ინდივიდისათვის მიბაძვა მხოლოდ ადამიანის პრეროგატივა სულაც არ არის. ეს საინტერესო შედეგები მიღებულია აშშ-ს პრიმატების შესწავლის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში „PLoS ONE".
ცდის მსვლელობისას შიმპანზეთა ჯგუფი აკვირდებოდა ორ მდედრს – ასაკოვანსა და ახალგაზრდას. პირველს ასწავლიდნენ საკვების მისაღებად პლასტიკის ღეროს მოთავსებას ჭრელ ჭურჭელში, მეორეს კი – ზოლიანში. ოცი წუთის შემდეგ ჭურჭელთან მისვლის საშუალება სხვა მაიმუნებსაც მისცეს.
აღმოჩნდა, რომ ჭრელ ჭურჭელში გაცილებით მეტი ღერო იყო. მაიმუნების სხვა ჯგუფთან და ჭურჭლის შეცვლით ჩატარებულ საკონტროლო ცდას იგივე შედეგი მოჰყვა – მაიმუნები ყურადღებით აკვირდებოდნენ ასაკოვანი, ანუ ყველაზე გამოცდილი, მდედრის ქცევას და ბაძავდნენ მას.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერთა შორის გავრცელებული აზრის თანახმად, მაიმუნი უფრო ხშირად ლიდერის ქცევას მორჩილების გამო ბაძავს, „PLoS ONE"-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ვარაუდობენ, რომ შიმპანზე (ყოველ შემთხვევაში – საკვების მოპოვებისას) უფრო აკვირდება არა „ძალოვან " ლიდერს, არამედ „ცხოვრებისეულად ბრძენ" ავტორიტეტს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий