პოლონეთის ქალაქ პოზნანში შედგა მსხვილი მეტეორიტის დემონსტრაცია. მსგავსი ზომის მეტეორიტი აღმოსავლეთ ევროპაში აღმოჩენილია პირველად. მეტეორიტი იპოვეს მეტეორიტებზე მონადირეთა გუნდმა, რომელსაც მეთაურობდნენ გეოლოგები მაგდალენა სკიჟევსკა და ლუკაშ სმულა პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტიდან.
მეტეორიტი ნაპოვნია ქალაქის ჩრდილო საზღვრის მახლობლად – იქ, სადაც მდებარეობს მეტეორიტთა ნაკრძალი „მორასკო“.
პარკ „მორასკოს“ ტერიტორიის ფართობი 50 ჰექტარს აღემატება. აქ არის მრავალი კრატერი, რომელიც, სავარაუდოდ, 5 ათასი წლის შეიქმნა მსხვილი კოსმოსური სხეულის ვარდნის შედეგად. ვარდნისას ეს სხეული ჰაერში დაიმსხვრა. ამ კრატერთაგან ყველაზე მსხვილის დიამეტრი თითქმის 100 მეტრია, სიღრმე კი 11 მეტრს შეადგენს. „მორასკოში“ ნამსხრევებს მუდმივად იძებენ და დღეს უკვე აღმოჩენილი ნამსხვრევების საერთო წონა ერთნახევარ ტონას უახლოვდება.
300-კილოგრამიანი „ჩემპიონი“ გეოლოგებმა ლითონმაძიებლის მეშვეობით აღმოაჩინეს. ის მდებარეობდა თითქმის დედამიწის ზედაპირზე – ორი მეტრის სიღრმეზე. გუნდის ერთ-ერთი წევრის, პროფესორ ანჯეი მუშინსკის თქმით, სიგნალი ძალიან ძლიერი იყო. „ეს ოქროს ციებ-ცხელებას ჰგავდა, ძალიან ვღელავდით, – იხსენებს იგი. – თითქმის არაფერი გვიჭამია, მხოლოდ ვთხრიდით“. კოსმოსური სხეული, ანუ, უფრო სწორად, მისი ერთ-ერთი ნამსხვრევი, ფორმით პირამიდას ჰგავს, მისი სიმაღლე 60 სმ შეადგენს, წონა კი – 300 კგ. ეს საკმაოდ იშვიათი მეტეორიტია, რომელიც თითქმის მთლიანად რკინისაგან შედგება, ნიკელის მცირე შენარევით. მეცნიერთა თქმით, „როგორც ცნობილია, ჩვენი პლანეტის ბირთვი რკინისაგან შედგება, მაგრამ ამ ბირთვამდე მიღწევა და მისი შესწავლა შეუძლებელია. ჩვენი აზრით, მეტეორიტის სტრუქტურა ბირთვის ნივთიერების მსგავსია“.
Комментариев нет:
Отправить комментарий