вторник, 13 августа 2013 г.

ლევან აბაშიძე: შეუწყნარებლობის პრობლემა შესწავლას და პრევენციას საჭიროებს


რუსეთ-საქართველოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა დისკუსიები ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე – იმის შესახებ, თუ რამდენადაა შესაძლებელი რუსეთთან ურთიერთობის დაპირებული „დალაგება“ საქართველოს ფუნდამენტური მნიშვნელობის ინტერესების და თავისუფალი არჩევანის უგულებელყოფის გარეშე. საქართველოს ტელეარხებზე გადაიცა ინტერვიუები როგორც ქართველ, ისე რუს პოლიტიკურ ლიდერებთან, აქტიური მსჯელობა გაიმართა სოციალურ ქსელებში. პოლიტიკური ელიტების გარდა, ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ცხადია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რელიგიის ფაქტორი – „ერთმორწმუნეობის“ იდეა – და ეკლესიების მეთაურების კავშირები. კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს როლი, როგორია საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულება რუსეთთან და დასავლეთთან და რა შეიძლება ითქვას საქართველოს პატრიარქის მიერ ახლახან გაკეთებულ პოზიტიურ განცხადებებზე მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დიქტატორის, სტალინის შესახებ – ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ ლევან აბაშიძეს, თეოლოგს, რელიგიათმცოდნეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ესტუმრა ჩვენი რადიოს პრაღის შტაბ-ბინას. პირველი კითხვა მას საკუთრივ პრაღაში ვიზიტის შესახებ დავუსვით.

 წყარო: რადიო თავისუფლება




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий