კიბოს საწინააღმდეგო ეფექტური წამლის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბევრი მეცნიერი მუშაობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ დაავადებას მაინც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ცხადია, რომ კიბოს მკურნალობა რომ შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიცოდეთ მის არსზე. კიბოს წარმოშობის მოულოდნელი თეორია შეთავაზებულია ფიზიკოსმა მიერ. მათ მიაჩნიათ, რომ კიბო არის ძველ გენეტიკურ პროგრამასთან დაბრუნება, რომელშიც მწყობრიდან არის გამოსული „ბრძანებების გამცემი" მექანიზმი; სწორედ ეს მექანიზმი განსაზღვრავს უჯრედის ქცევას – გამრავლდეს თუ მოკვდეს. ამრიგად, უჯრედები იძულებულია დაბრუნდნენ მრავალი წლის წინ დაპროგრამებულ საწყის მდგომარეობაში.
კიბოს სიმსივნის განვითარება ორგანიზმის „გადატვირთვისა" და უჯრედების განვითარების მარეგულირებელი მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლის შედეგია.
ნიშანდობლივია, რომ ამ თეორიის ერთ-ერთ ავტორს – პოლ დევისს (Paul Davies) არიზონას შტატის უნივერსიტეტიდან ონკოლოგიურ დაავადებებთან მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა თეორიული ფიზიკა და კოსმოლოგია. მაგრამ ჯერ კიდევ 2009 წელს მეცნიერი მიიწვიეს კიბოს განვითარების პრინციპების შესასწავლად. მკვლევარი, უპირველეს ყოვლისა, დაინტერესდა კიბოს წარმოშობის საკითხით: რატომ გაჩნდა კიბო და როგორია ამ დაავადების როლი დედამიწის ისტორიაში?
კიბოს ახალი თეორია პოლ დევისმა ჩარლზ ლაინვივერთან (Charles Lineweaver) ერთად (ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი) ჩამოაყალიბა. იმისათვის, რომ მათი ვარაუდი უფრო გასაგები იყოს, მეცნიერებმა კომპიუტერულ ანალოგიას მიმართეს. მათი აზრით, კიბო შეიძლება შევადაროთ Windows საოპერაციო სისტემის გადატვირთვას "safe mode" რეჟიმით (უსაფრთხო რეჟიმი). ეს ხდება ორგანიზმისათვის მიყენებული რაღაც ზიანის გამო. უჯრედების მუშაობის მარეგულირებელ მექანიზმში გენეტიკური წუნის გაჩენას მოჰყვება მთელი რიგი შემდგომი ცვლილება, რომელიც, თავის მხრივ, კიბოს განვითარებას იწვევს (სიმსივნის შემქმნელი უჯრედების არა კონტროლირებადი ზრდა, მეტასტაზების წარმოქმნა და ა.შ.).
დღეს მიჩნეულია, რომ კიბო შემთხვევითი გენეტიკური მუტაციის შედეგია. მაგრამ დევისი და ლაინვივერი ვარაუდობენ, რომ კიბოს გაჩენას განაპირობებს იმ გენების ნაკრები, რომელიც გადმოგვეცა უძველესი წინაპრისაგან. ეს ნაკრები აკონტროლებს უჯრედთა დიფერენციაციის მექანიზმს და ირთვება ორგანიზმის განვითარების ადრეულ ეტაპზე. ის გენები, რომლებიც ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპზე უჯრედთა დიფერენციაციას აკონტროლებს, არასათანადოდ ამოქმედდება მოზრდილობის ასაკში – ორგანიზმზე ქიმიური ნივთიერების, რადიაციის ან ანთებითი პროცესის ზემოქმედების შედეგად. სხვათა შორის, უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ სიმსივნესა და ემბრიონს შორის გენების ექსპრესიის მხრივ ბევრი საერთო არსებობს. ეს ფაქტი დევისისა და ლაინვივერის თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს. ამასთანავე, პოლ დევისი დარწმუნებულია, რომ კიბოს ბოლომდე განკურნვა შეუძლებელია; შეიძლება დაავადების მხოლოდ „შერბილება", თანაც იმ პირობით, რომ მეცნიერები მოახერხებენ კიბოს წარმომქმნელი მექანიზმის ბოლომდე შესწავლას.
Комментариев нет:
Отправить комментарий