воскресенье, 18 августа 2013 г.

დოკუმენტური ფილმი „სიცოცხლის საიდუმლოს ამოსახსნელად“



დოკუმენტური ფილმი „სიცოცხლის საიდუმლოს ამოსახსნელად“
 („Unlocking the Mystery of Life“)



ფილმი ეძღვნება ევოლუციონისტებისა და კრეაციონისტების პაექრობას სიცოცხლის წარმოშობის თაობაზე. ნაჩვენებია, რომ  ბუნებაში არსებობს ცოცხალი სისტემები, რომელთა გამარტივება უცილობლად იწვევს მათ ფუნქციურ მოშლას (სპირალური ბაქტერია, უჯრედის წარმოების სისტემა), ანუ ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობისათვის აუცილებელია მისი ერთ მთლიანობად გაჩენა. დნმ–ის მოლეკულაში ინფორმაციის გადაცემის მეცნიერულმა კვლევამ, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებელი გახადა თეორია, რომელიც ქადაგებს ბუნებრივ გადარჩევას და სიცოცხლის ქაოტურ თვითორგანიზებას.

სცენარისტები: Wayne P. AllenSteve Meyer
რეჟისორები:  Wayne P. AllenTimothy Eaton
ხანგრძლივობა – 65 წთ.  აშშ, 2003
მეცნიერები, რომლებიც  მონაწილეობენ ფილმში:
  • Dr. Paul A. Nelson, Philosopher of Biology, Author of On Common Descent
  • Phillip E. Johnson, Prof. of Law, Univ. of California, Berkeley, Author of Darwin  on Trial
  • Dr. Dean H. Kenyon, Prof. of Biology (emeritus), San Francisco State Univ.,      Author ofBiochemical Predestination and Of Pandas and People
  • Dr. Michael J. Behe, Biochemist, Lehigh University, Author of Darwin’s  Black Box
  • Dr. Stephen C. Meyer, Philosopher of Science, Discovery Institute, Author ofScience and Evidence of Design in the Universe
  • Dr. Jonathan Wells, Biologist, Author of Icons of Evolution
  • Dr. Jed Macosko, Molecular Biologist, Univ. of California, Berkeley
  • Dr. Scott Minnich, Molecular Biologist, Univ. of Idaho
  • Dr. William A. Dembski, Mathematician, Baylor Univ., Author of The Design  Inference

    ევოლუციის თეორიის მცირე განმარტება
    "ყოველი თეორია ორ რამეს ეყრდნობა: ლოგიკასა და ფაქტებს. დარვინიზმის ლოგიკური სქემა მარტივია: ცოცხალ ბუნებაში არსებობს ცვალებადობა _ შვილების თვისებები გარკვეულად განსხვავდება მშობლების თვისებებისგან, და ის ინდივიდები, რომლებიც ამის გამო უფრო კონკურენტუნარიანები აღმოჩნდებიან, სასიცოცხლო ბრძოლაში ამარცხებენ თანამოძმეებს და სასარგებლო თვისებებს შთამომავლობას გადასცემენ. ასე თანდათანობით გროვდება შემგუებლობა და მილიონი წლის შემდეგ უმაღლეს დონეს აღწევს. თვით დარვინის თქმით, ეს აზრი მას უკარნახა დაკვირვებამ სელექციონერების საქმიანობაზე, რომლებსაც შინაური ცხოველების ახალი ჯიშები გამოჰყავთ. მსჯელობის სიცხადე გვხიბლავს, ხოლო ანალოგია მას დამაჯერებელს ხდის. მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით, აღმოჩნდება, რომ მსჯელობა უწიგნურია, ანალოგია კი _ მცდარი.
    უპირველესად, აქ სრულიად უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ ყოველ ცხოველს არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ სახეობრივი ნიშან-თვისებები აქვს, და ისინი პარამეტრებში კი არ მდგომარეობენ, არამედ ერთმანეთთან ხისტად ურთიერთშეკავშირებულ კონსტრუქციულ პრინციპებში, რომელნიც სახეობის იდეას ქმნიან. სხვადასხვა სახეობაში ეს იდეები ერთმანეთისგან იმაზე ნაკლებად არ განსხვავდება, ვიდრე შავ-თეთრი ტელევიზორის იდეა განსხვავდება ფერადი ტელევიზორის იდეისაგან. თუ შავ-თეთრ ტელევიზორს მუშტს ჩავარტყამთ, მან შეიძლება უკეთ დაიწყოს მუშაობა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვურტყათ, გაუმჯობესება ვერ მიაღწევს ისეთ დონეს, რომ ის ფერად ტელევიზორად გადაიქცეს. ასევეა შემთხვევითი მუტაციების დაგროვებისას. ნიშან-თვისებები, რომლებზეც ზემოქმედებს გადარჩევა, ესაა ცალკეული პარამეტრები, და მეტი არაფერი

     
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий