მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამყაროს ფორმის განსაზღვრის ხერხი მის მიერ გამოცემული ბგერების მიხედვით.
ფიზიკის მიმართულების ორმა დოქტორანტმა, თეალ ბხამრემ პრინსტონის უნივერსიტეტიდან და დევიდ აასენმა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, შეიმუშავეს ახალი მათემატიკური ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება ფიზიკოსებს სამყაროს ფორმის განსაზღვრაში.

ავტორები ახლებურად მიუდგნენ სპექტრალური გეომეტრიის ძველ პრობლემას, რომელიც ეხება ობიექტის ფორმასა და მის აკუსტიკურ რხევას შორის ურთიერთდამოკიდებულებას. ამ სამეცნიერო პრობლემის მცირე შემადგენელ ნაწილებად დაყოფის გზით მკვლევარებმა შექმნეს ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა ობიექტის მიერ გამოცემული ბგერების მიხედვით მისი ფორმის განსაზღვრის საშუალებას.
მეცნიერთათვის ცნობილია, რომ გაფართოვების პროცესში სამყარო მუდმივ ენერგეტიკულ ძვრას – ეგრეთ წოდებულ „კვანტურ ფლუქტუაციას", განიცდის, რომელსაც მოჰყვება სივრცე-დროის ქსოვილის რხევა. უფრო მეტიც, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამყარო წარმოიქმნა სწორედ ასეთი ენერგეტიკული ძვრის გამო, ამიტომ რხევის, ანუ „ბგერის", შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია.
კვლევის ავტორებმა შეძლეს თანამედროვე ფიზიკის ორი ძირითადი საყრდენის, კვანტური თეორიისა და ზოგადი ფართობითობის თეორიის, გაერთიანება. ახალი თეორია აღწერს სივრცე-დროის გეომეტრიულ თვისებებს რხევის ტალღების მეშვეობით.
იდეის არსს ნათელყოფს მარტივი მაგალითიც კი: ბროლის ლარნაკზე კოვზით მსუბუქად დავაკაკუნებისას ის მელოდიურ წკარუნს გამოსცემს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ ამ ლარნაკის ზომაზე, ფორმაზე, კედლების სისქეზე. ანალოგიური ხდება სამყაროს შემთხვევაშიც: კვანტური ფლუქტუაცია გვაწვდის ინფორმაციას სამყაროს პარამეტრებისა და ფორმის შესახებ.

Комментариев нет:
Отправить комментарий