როგორც აღნიშნულია პუბლიკაციაში – Physical Review Letters, მეცნიერთა ჯგუფმა მოახერხა ცალკეული პროტონებისა და ანტიპროტონების მოქცევა ელექტრონული და მაგნიტური ველებით შექმნილ მახეში. შემდეგ ზუსტად გაიზომა ყოველი ნაწილაკის რხევა, კერძოდ, პროტონის მაგნეტიზმი გაიზომა 1000-ჯერ უფრო ზუსტად, ხოლო ანტიპროტონისა – 680-ჯერ.
„გამომვის სიზუსტის თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ნებისმიერი ფუნდამენტური პარამეტრის შემთხვევაში, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, ჰერალდ გაბრიელესმა. – ასეთი ნახტომი ფიზიკაში იშვიათია, განსაკუთრებით ერთ ეტაპად განხორციელებული. შესაძლოა, ეს დაგვეხმარება პასუხის გაცემაში კითხვაზე იმის შესახებ, თუ დიდი აფეთქების შემდეგ რატომ დარჩა მეტი მატერია, ვიდრე ანტიმატერია".
პროტონისა და ანტიპროტონის მახასიათებელთა ზუსტი ცხრილის შექმნამ შეიძლება ხელი შეუწყოს ამ საიდუმლოს ამოხსნას, აგრეთვე ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელის შემოწმებას. ამ უკანასკნელის თანახმად, პროტონი და ანტიპროტონი პრაქტიკულად იდენტური უნდა იყოს, კერძოდ, ჰქონდეს ერთნაირი სიდიდის მასა და მუხტი; განსხვავებულია მხოლოდ მუხტის ნიშანი: ის საწინააღმდეგოა. აქამდე ექსპერიმენტები ამას ადასტურებდა, თუმცა გაზომვის სიზუსტე ჯერ-ჯერობით საკმარისად მაღალი არ არის. გარდა ამისა, ანტიპროტონი წარმოიქმნება მხოლოდ მაღალენერგეტიკული შეჯახებისას, რომლის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორიაში, კერძოდ, CERN-სა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაზუსტებული მონაცემები სტანდარტული მოდელის დებულებებს ადასტურებს, მეცნიერები გეგმავენ მატერიისა და ანტიმატერიის მახასიათებლების გაზომვას კიდევ უფრო ზუსტად – ლამის 10000-ჯერ.

Комментариев нет:
Отправить комментарий