вторник, 27 августа 2013 г.

მეცნიერს ადამიანისათვის თავის გადანერგვა შესაძლებლად მიაჩნია


იტალიელმა ნეირობიოლოგმა, სერჰიო კანავერომ (Sergio Canavero), „Surgical Neurology International" ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში გამოთქვა ვარაუდი, რომ სულ მალე შეიქმნება ადამიანის თავის ტრანსპლანტაციის ექსპერიმენტის ჩატარება. სერჰიო კანავერო დოქტორ რობერტ უაიტის ექსპერიმენტს იხსენებს, რომელმაც 1970 წელს ერთი მაიმუნის თავი მეორე მაიმუნის სხეულზე გადანერგა.
პირები, რომლებიც ამ ექსპერიმენტს ესწრებოდნენ, აღწერენ მას, რომ „შემზარავს" და „ამაზრზენსაც" კი. მაკაკა-რეზუსმა ნარკოზის შემდეგ გაიღვიძა საშინელი ტკივილით, მას არც წყლის დალევა და არც ჭამა შეეძლო და სულ მალე დაიღუპა. ამგვარი ექსპერიმენტი მას შემდეგ არ ჩატარებულა.
ზოგიერთი თვითმხილველის მოწმობის საპირისპიროდ, სერჰიო კანავერო ამტკიცებს, რომ 1970 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტში მაიმუნმა 8 დღე იცოცხლა რაიმე გართულების გარეშე. რა თქმა უნდა, ის მთლიანად პარალიზებული იყო, რადგან გაწყვეტილი ზურგის ტვინის შეერთება მეცნიერებს არ შეეძლოთ. სწორედ ამ მიზეზის გამო თავის გადანერგვის ოპერაცია აზრს მოკლებულია. გარდა ამისა, უცხო ქსოვილთან შეუთავსებლობას შედეგად ორგანიზმის დაღუპვა გარდაუვალია.
მაგრამ უაიტის ექსპერიმენტიდან 40 წლის შემდეგ გაჩნდა ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევა თავის გადანერგვაზე კვლავ დაფიქრების საშუალებას. სერჰიო კანავეროს ვარაუდით, თავის გადანერგვის ძირითადი ტექნოლოგიური დაბრკოლება – ზურგის ტვინის უბნების შეერთება – შეიძლება გადაწყდეს ისეთი მეთოდიკების მეშვეობით, როგორიცაა მემბრანული სინთეზი პოლიეთილენგლიკოლის (PEG) გამოყენებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზურგის ტვინის დაზიანების ადგილას ორი მალა ერთიანდება და ფიქსირდება (სპონდილოდეზი). შემდეგ მიმდინარეობს გაწყვეტილი ნერვული გზების სტიმულირება, აქსონების „მიწებება", რაც ზურგის ტვინის გაწყვეტილ უბნებს შორის კავშირის აღდგენის საშუალებას იძლევა. უცხო ქსოვილთან შეუთავსებლობის პრობლემა რთულია, ამ კითხვაზე კანავეროს პასუხი არა აქვს, თუმცა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ამ სფეროშიც მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა.
ამა წლის ივნისში დოქტორმა ჯერი სილვერმა, რომელიც, სხვათა შორის, უაიტის ექსპერიმენტს დაესწრო, აგრეთვე მეცნიერთა ჯგუფმა Case Western-სა და კლივლენდის კლინიკიდან წარმატებით აღადგინეს ნეორონული კავშირი ვირთაგვას გაწყვეტილ ზურგის ტვინში. ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევის წყალობით მომავალში მოხერხდება ადამიანის ტრავმირებული ზურგის ტვინისა და, შესაბამისად, მოძრაობის უნარის აღდგენა.
ამრიგად, სერჰიო კანავეროს წინადადები თავის გადანერგვის შესახებ პოტენციურად რეალიზებადია. იტალიელმა მეცნიერმა ამ პროცედურის ქირურგიული მეთოდიკაც კი შეიმუშავა. ასე, გადასანერგი თავი გაციებულ უნდა იქნეს 12,5-15 გრადუსამდე. ექიმებს აქვთ მხოლოდ ერთი საათი იმისათვის, რომ მოკვეთონ ორივე თავი და დონორის თავი მეორე სხეულის სისხლძარღვთა სისტემას მიუერთონ. მთელი პროცედურის განმავლობაში გული გაჩერებულია, ხოლო თავის მიერთების შემდეგ ის ამოქმედდება. ამასთანავე, წმინდა ქირურგიული ნაკვეთის წყალობით ზურგის ტვინის ნერვულ დაბოლოებათა წარმატებით შეხორცების ალბათობა იზრდება.
რა თქმა უნდა, ამგვარი ექსპერიმენტის ეთიკურობა და, მით უფრო, ადამიანის თავის გადანერგვის ოპერაციების პრაქტიკაში დანერგვა, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვს იწვევს. გარდა ამისა, კანავერას შეფასებით, თავის გადანერგვისა და ზურგის ტვინის შემდგომი მიერთების ოპერაციის ღირებულება 13 მლნ. დოლარს შეადგენს. თუმცა, მეცნიერი აქვე იმედს გამოთქვამს, რომ ფინანსების განხილვამდე საქმე არ მივა. როგორც ჩანს, მეცნიერებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ უაიტის საშინელი ექსპერიმენტი და მაიმუნის ტანჯვა, ასე რომ, ფიქრიც კი უჭირთ იმაზე, რომ ამგვარი პროცედურა შეიძლება ადამიანზე გამეორდეს.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий