вторник, 27 августа 2013 г.

წარმოდგენილია ზებგერითი მატარებლის პროექტი


კომპანია SpaceX მეთაურმა, ელონ მასკმა, წარმოადგინა ზებგერითი მატარებლის, Hyperloop-ის, პროექტი. ეს მატარებელი იმოძრავებს გვირაბში გაუხშოებული ჰაერით.
ახალი მატარებელი შეძლებს 1100 კს/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარებას. სრულყოფილი აეროდინამიკა და გვირაბი გაუხშოებული ჰაერით მოძრაობისადმი წინააღმდეგობას შეამცირებს იმდენად, რომ ზებგერითი სიჩქარის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება მხოლოდ 134 ცხენის ძალის (100 კილოვატი) სიმძლავრე, წინააღმდეგობას ძალა კი 320 ნიუტონის ტოლი იქნება. ამ მახასიათებლების მისაღწევად გამოყენებულიღა სხვადასხვა ახალი ტექნოლოგია, რის წყალობითაც Hyperloop ტრანსპორტის სრულიად ახალი ტიპი იქნება.
000022443
კომფორტის დონის მიხედვით მატარებელი Hyperloop ავიალაინერის მსგავსი იქნება.

მატარებელი მოძრაობს მაგნიტური ველის მეშვეობით; ამასთანავე, სტატორების განლაგება დაგეგმილია გვირაბში, ხოლო როტორებისა – სამგზავრო კაფსულ-ვაგონში. მთელი გზის მანძილზე ამ დეტალებს შორის შენარჩუნებული იქნება 2 სმ ტოლი მანძილი, ხოლო თავად მატარებელი გვირაბისაგან საჰაერო ბალიშით იქნება დაშორებული. გვირაბში წნევა ძალიან დაბალი იქნება, დაახლოებით 100 პასკალი (როგორც 45 კმ-ის სიმაღლეზე), რაც საჭიროა შუბლა წინააღმდეგობის შესამცირებლად. ამის მიუხედავად, ასეთი მცირე წნევაც კი ზებგერითი სიჩქარის პირობებში მაინც ზედმეტად მაღალ წინააღმდეგობას ქმნის – მატარებელი, შპრიცის მსგავსად, გადააადგილებს ჰაერს მოძრაობის მიმართულებით და შეისრუტავს ჰაერს უკანა ნაწილიდან. ამ პრობლემის გადასაჭრელად მატარებელის წინა ნაწილზე დამონტაჟდება ვენტილატორი, რომელიც ჰაერს მატარებლის წინა ნაწილიდან კიჩოსაკენ გადატუმბავს. გვირაბი განთავსდება ბეტონის საყრდენებზე. ეს საყრდენები სეისმური აქტივობის კომპენსაციის სისტემით აღიჭურვება.
00000011112233444
Hyperloop-ის გვირაბში შენარჩუნებული იქნება ჰაერის დაბალი წნევა, ხოლო ზემოდან განთავსდება სისტემის მკვებავი მზის პანელები.

დაგეგმილია სამგზავრო კაფსულის ორი ვარიანტის შექმნა: ერთი განკუთვნილი იქნება ადამიანთა გადასაყვანად, მეორე კი – ადამიანებისა და მანქანებისა. სამგზავრო კაფსულების გამგზავრებას შორის ინტერვალი 2 წუთს არ აღემატება. ერთი 2,5-ტონიანი სამგზავრო კაფსული შეძლებს სულ მცირე 28 მგზავრის გადაყვანას, ხოლო მაქსიმალური გადატვირთვა 1 g-ს არ გასცდება. ამრიგად, მარშრუტზე ლოს-ანჟელოსი – სან-ფრანცისკო Hyperloop ერთ საათში 840 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. 550 კილომეტრის ტოლ მანძილს მატარებელი 35 წუთში გაივლის, ანუ უფრო სწრაფად, ვიდრე თანამედროვე ავიალაინერი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ფრენისათვის მომზადების დროსა და ამინდის პირობებზე დამოკიდებულებას.
მატარებლის უსაფრთხოებას მთელი რიგი „ჭკვიანი" სისტემა უზრუნველყოფს. სალონის ან გვირაბის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში მართვის სისტემა სამგზავრო კაფსულს შეაჩერებს. გარე კვება მთლიანადაც რომ გამოირთოს, მატარებლის წინა ნაწილზე დამონტაჟებული ვენტილატორი მუშაობას განაგრძობს, ვინაიდან მის კვებას მატარებლის უკანა ნაწილში განლაგებული აკუმულატორები უზრუნველყოფს. შესაბამისად, საჰაერო ბალიშს ნებისმიერ შემთხვევაში არაფერი დაემუქრება. ამასთანავე, შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ერთადერთი სადავო მომენტია მძიმე ვენტილატორი მატარებლის წინა ნაწილზე და აკუმულატორთა სისტემა მატარებლის უკანა ნაწილზე, ვინაიდან დარტყმის შემთხვევაში სამგზავრო ნაკვეთური შეიძლება „უროსა და ნამგალს" შორის აღმოჩნდეს.
ერთი შეხედვით პროექტის ღირებულება მაღალია, მაგრამ სინამდვილეში ერონ მასკის მიერ წარმოდგენილია ტრანსპორტის მართლაც საკმაოდ იაფი სახეობა. კერძოდ, სამგზავრო კაფსულის სავარაუდო ღირებულება 255 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო 550-კილომეტრიანი გზისა – 6 მილიარდ დოლარს, ანუ გზის ერთი კილომეტრის ფასია 11 მილიონი დოლარი პლუს სამგზავრო კაფსულების ღირებულება.
0000000000000000
Hyperloop-ის ერთი მგზავრის გადასაყვანად ენერგიის ხარჯის შედარება ტრანსპორტის სხვა სახეობებთან

Hyperloop წელიწადში 7,4 მილიონამდე მგზავრის გადაყვანას შეძლებს. ამასთანავე, ხარჯი გასაწევი იქნება მხოლოდ გზისა და მოძრავი შემადგენლობის მომსახურებასა და შეკეთებაზე, ვინაიდან ენერგია „უფასოა" – მას გვირაბის ზემოთ განლაგებული მზის პანელები უზრუნველყოფს. მარშრუტზე ლოს-ანჟელოსი – სან-ფრანცისკო მატარებელს დასჭირდება მხოლოდ 21 მეგავატი სიმძლავრე, ხოლო პანელები 57 მეგავატს უზრუნველყოფს, ანუ შესაძლებელი იქნება ჭარბი ენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის. ეს შეიძლება დამატებითი არგუმენტი გახდეს მათთვის – მათ ხომ Hyperloop-ის მილების გვერდზე მოუწევს ცხოვრება – ზებგერითი მატარებელი რაც შეიძლება უფრო სწორ გზას მოითხოვს – დატვირთვის შესამცირებლად.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий