გამოცემაში „ACS Synthetic Biology" გამოქვეყნებულია სიახლე იმ ექსპერიმენტის შესახებ, რომლითაც ისახება ხელოვნული და გენ-მოდიფიცირებული ორგანიზმების შექმნის ახალი მარტივი გზა.
ახალი ტექნოლოგია, რომელსაც „clonetegration" დაარქვეს, იძლევა დნმ-ის მოდიფიცირების საშუალებას ერთი ნაბიჯით, რაც ამარტივებს და აჩქარებს პროცესს.
„Сlonetegration" ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი
გენური ინჟინერია ამზადებს სხვადასხვა დანიშნულების სპეციალურ ბაქტერიებს, მაგალითად, ნარჩენებისაგან ბიოსაწვავის შესამუშავებლად ან დაქცეული ნავთობის გასაწმენდად. გენური ინჟინერიის მთავარი ინსტრუმენტია დნმ-ის ნაწილის ინტეგრაცია ბაქტერიის გენომთან. სამწუხაროდ, გენური ინჟინერიის თანამედროვე მეთოდები ძალიან შრომატევადია, ბევრ ეტაპს მოიცავს და, ამასთანავე, საკმაოდ შეზღუდულია ორგანიზმის „გადაკეთებისა" და, მით უფრო, ახალი ორგანიზმის შექმნის შესაძ¬ლებლობის მხრივ. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მკვლევართა ჯგუფმა კიტ შერვინის მეთაურობით შეიმუშავა ახალი ტექნოლოგია „clonetegration", რომელიც ეფუძნება გენების ან დნმ-ის ფრაგმენტების კლონირებას.
ახალი ტექნოლოგია იძლევა დნმ-ის ფრაგმენტების ერთ ნაბიჯად დანერგვის საშუალებას. სწორედ ესაა მისი დიდი უპირატესობა სხვა ნებისმიერ თანამედროვე ტექნოლოგიასთან შედარებით. „Clonetegration" ტექნოლოგიის ლაბორატორიული გამოცდის მსვლელობისას მეცნიერებმა წარმატებით განახორციელებს ბიოტექნოლოგიაში ფართოდ გამოყენებული E.coli და Salmonella Typhimurium ბაქტერიათა მოდიფიცირება. გენური ინჟინერიის ახალი მეთოდი არის ძალიან სწრაფი, ეფექტური და იძლევა გენომში ერთდროულად რამდენიმე გენის ინტეგრირების საშუალებას, რაც, თავის მხრივ, სინთეზური ბიოლოგიური სისტემების ეფექტურად შექმნის შესაძლებლობას ნიშნავს.
Комментариев нет:
Отправить комментарий