ფლიკერი, შუქგამცემი, შუქამრეკლი – ეს ერთი ძველი ტექნოლოგიის სინონიმური სახელწოდებაა. ეს ტექნოლოგია გარკვეული კუთხით განლაგებული შუქის ამრეკლავი სტრუქტურის გამოყენებას ეფეძნება. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა შუქამრეკლი ზოლები ტანსაცმელზე, ველოსიპედზე, სპეციალური საღებავი ავტომობილის ნომერზე, საგზაო ნიშნებზე და ა.შ.
ამერიკელმა მეცნიერმა, რიჩარდ უილსონმა, კოლეგებთან ერთად შეიმუშავა მიკროსკოპული შუქამრეკლი, რომელიც გამოიყენება ვირუსების აღმოსაჩენად.
უილსონის „მიკროფლიკერი" იმდენად მცირე ზომისაა, რომ 200 ასეთი მოწყობილობა წინადადების ბოლოს დოსმულ წერტილზე დაიტევა. მიკროფლიკერი ძირითადი ნაწილია სპეციალური მიკროფლიუიდური ჩიპისა უწვრილესი არხებით, რომლებიც ატარებს სისხლის ან სხვა სითხის მკაცრად განსაზღვრულ რაოდენობას.
ახალი მოწყობილობის მუშაობის პრინციპი მარტივია: როცა სითხის ნიმუში მიკროფლიუიდურ არხებში გადის, ის ნათდება შექით, რომელსაც აირეკლავს უმცირესი ზომის რეფლექტორები. თუ ნიმუში დამაავადებელ ვირუსებსა და ბაქტერიებს არ შეიცავს, რეფლექტორის ნათება კაშკაშაა, მაგრამ თუ ნიმუში პათოგენებს შეიცავს, შუქამრეკლის ნათება სიკაშკაშეს კარგავს. ამრიგად, ინფექციის აღმოჩენა შესაძლებელია პრაქტიკულად მყისიერად, თანაც მარტივი, შედარებით იაფი ოპტიკური ხელსაწყოს მეშვეობით.
ამჟამინდელი მიკროფლიუიდური ჩიპის პროტოტიპს სულ შვიდი არხი აქვს, რაც იძლევა ერთდროულად ნიმუშის ტესტირებას შვიდი პათოგენის არსებობაზე. მაგრამ შესაძლებელია არხების რაოდენობის მომატება, რაც გაზრდის მოწყობილობის შესაძლებლობებს.
ადამიანის ორგანიზმში ინფექციის აღმოჩენის ახალი იაფი სწრაფმოქმედი ტექნოლოგიას გამოყენების სფერო ძალიან ფართო იქნება: მარტივი კლინიკური ტესტებით დაწყებული და ბიოტერორიზმის ფაქტების აღმოჩენით დამთავრებული.
ერთ-ერთი ვირუსი, რომლის აღმოჩენა შეიძლება მიკრორელექტორის მეშვეობით, არის ნორო-ვირუსი, რომელიც დაუოკებელ ღებინებას იწვევს. მხოლოდ აშშ-ში ეს ინფექცია ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტ ადამიანს აავადებს. 2012 წლის დეკემბერში სწორედ ამ ვირუსზე იყო ლაპარაკი, როცა საკრუიზო ლაინერზე – Queen Mary II – მასობრივი დასნებოვნება აღინიშნა.

Комментариев нет:
Отправить комментарий