пятница, 30 августа 2013 г.

იაპონური რობოტი მოხუცებს დაეხმარება


იაპონელმა ინჟინრებმა ვამსედის უნივერსიტეტის ჰუმანოიდური რობოტოტექნიკის ინსტიტუტიდან ჰუმანოიდური რობოტის – „WABIAN" ახალი შესაძლებლობების დემონსტრაცია ჩაატარეს. ახლა რობოტი ზუსტად ბაძავს ადამიანის სიარულს. პერსპექტივისათვის ეს ნიშნავს, რომ რობოტი შეძლებს ადამიანთან ხელჩაკიდებული სიარულს.

იაპონიისა და განვითარებული ქვეყნების უმრავლესობის მოსახლეობის დაბერების გათვალისწინებით, რამდენიმე ათწლეულში „WABIAN" მსგავსი რობოტი ხანდაზმული ადამიანის ჩვეულებრივი მეგზური გახდება. ჰუმანოიდური რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსად მოძრაობს, ჰარმონიულად „ჩაეწერება" ადამიანისათვის მორგებულ გარემოში.
000000076549
რობოტის, „WABIAN"-ის, ზომა და წონა დაახლოებით ისეთივეა, როგორც ადამიანისა. ამასთანავე, რობოტი ზუსტად ბაძავს ადამიანის მოძრაობებს და შეძლებს ხანდაზმული და ავადმყოფი ადამიანის დახმარებას.

უკანასკნელი ვერსია – „WABIAN-2RIII" ზუსტად იმეორებს ადამიანის ფეხების მოძრაობას. რობოტის სიარულის გამოცდისას რობოტის ნაბიჯი მთლიანად შეესაბამებოდა ადამიანის ნაბიჯს: დრო – 60 წამი, ფეხის ბრუნვა 12 გრადუსით და ნაბიჯის სიგრძე – 90 მმ. ამასთანავე, იაპონელმა ინჟინრებმა შეძლებს რობოტის მასის ცენტრის გვერდითი წანაცვლების შემცირება 50 მმ-დან 34-მდე.
სულ ჩატარდა რამდენიმე ტესტი ადგილზე სიარულით და მასის გადატანით ერთ საყრდენი ფეხიდან მეორეზე. უახლოეს მომავალში მკვლევარები აპირებენ რობოტის „სასეირნოდ" გაშვებას.
WABIAN-2R სიმაღლეა 148 სმ, წონა – 64 კგ; მისი მოძრაობის თავისუფლების ხარისხი 41-ს შეადგენს. გარკვეული დროის განმავლობაში მას შეუძლია ავტონომიურად მუშაობა, ანუ ქსელთან მიერთების გარეშე, ამისათვის რობოტი აღჭურვილია ზურგჩანთით აკუმულატორით. რობოტს აქვს თავი, ხელები და, რა თქმა უნდა, ფეხები – ყველაფერი ეს კინემატიკის მიხედვით მაქსიმალურად მიმსგავსებულია ადამიანის სხეულთან. WABIAN ერთ-ერთი სრულყოფილი ჰუმანოიდური რობოტია – მისი შედარება შეიძლება მხოლოდ ისეთ მაღალტექნოლოგიურ მანქანასთან, როგორიცაა ამერიკული სამხედრო PETMAN. მაგრამ ამერიკელებისაგან განსხვავებით, იაპონელი მეცნიერები და ინჟინრები აპირებენ თავისი ტექნოლოგიის გამოყენებას, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მიზნებით. WABIAN-ის ბაზაზე დაგეგმილია რობოტი-მომვლელის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხანდაზმული ადამიანების დამხმარის შემუშავება. გარდა ამისა, WABIAN დაეხმარება მეცნიერებს სხვადასხვა დამხმარე მექანიზმების შექმნაში – მაგალითად, ეგზოჩონჩხისა ან პროთეზისა ნეიროინტერფეისით. ასეთი რობოტის გამოყენება მრეწველობაშიც შეიძლება – მარტივი ოპერაციების შესასრულებლად მუშებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий