четверг, 29 августа 2013 г.

ჰიბრიდული რელე: გადაწყვეტილია ამოცანა, რომელიც 100 წლის განმავლობაში იდგა ინჟინერთა წინაშე


კომპანია ABB-ის სპეციალისტებმა ამოხსნეს ამოცანა, რომლის გადაწყვეტას ინჟინრები ასი წლის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ. საქმე ეხება ძალურ რელეს მძლავრი მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების სამართავად.

შესაძლოა, რომ ზოგიერთ ამ სიახლეს ვიწროსპეციალურად მიიჩნევს, მაგრამ მსგავსი რელე ძალიან მნიშვნელოვანია და გარკვეულ გავლენას მოახდენს უამრავი ადამიანის ცხოვრებაზე. დღეს სულ უფრო ფართო გავრცელებას ჰპოვებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება. მაგრამ მათ სერიოზული ნაკლოვანება ახასიათებს: ქარის დანადგარი და მზის პანელი შეიძლება მომხმარებლისაგან შორს მდებარეობდეს; გარდა ამისა, მათი სიმძლავრე დამოკიდებულია დღე-ღამის დროსა და ამინდზე. „მწვანე" ენერგიის წყაროების ჩვეულებრივ ელექტროქსელში ინტეგრაციის პრობლემა უნდა გადაწყდეს მუდმივი დენის მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების მეშვეობით.
კომპანიამ – „ABB" – შეიმუშავა მუდმივი დენის სწრაფი და ეფექტური ავტომატური მაღალვოლტიანი რელე. ამ რელეს ძალუძს 5 მიკროწამში გააჩეროს და გადაამისამართოს ენერგიის უზარმაზარი მოცულობა – ატომური ელექტროსადგურის მთელი გამოსავალი სიმძლავრის ტოლი. ეს იძლევა ენერგიის მოხმარებისა და წარმოების პიკების კორექტირების, ელექტროქსელის ავარიული უბნების გამორთვისა და, შესაბამისად, ელექტრომომარაგების მთელი სისტემის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის საშუალებას. დღეს სერიოზული ავარიის შემთხვევაში საჭირო ხდება მთელი რეგიონის გამორთვა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ამგვარი მოწყობილობა მარტივია, მისი შექმნა 100 წლის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მექანიკური გადამრთველი ამ შემთხვევაში გამოუსადეგარია – ზედმეტად ნელი მუშაობის გამო. ტრანზისტორიანი ძალოვანი ელექტრონიკის საშუალებით ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, მაგრამ ასეთი რელე ძალიან ძვირია და ამიტომ ვერ გავრცელდა. კომპანია „ABB"-ის სპეციალისტებმა ამ ორი სისტემის უპირატესობები გააერთიანეს და შექმნეს ჰიბრიდული რელე მექანიკისა და ელექტრონიკის საფუძველზე. ახალი მოწყობილობა უაღრესად ეფექტურია, მაგრამ, ამის მიუხედავად, გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ელექტრონული მოწყობილობა.
ახალი რელეს საშუალებით შესაძლებელი გახდება ეროვნულ ელექტროსისტემაში ენერგიის ისეთი პერსპექტიული წყაროების ინტეგრირება, როგორიცაა მზის პანელები და ქარის ელეტროსადგურები. გარდა ამისა, აქამდე გადაწყვეტილი არ არის ერთ ელექტროქსელში ცვლადი და მუდმივი დენის გამოყენების პრობლემა. ჩვენ ვსარგებლობთ მოსახერხებელი ცვლადი დენით, მაგრამ ის არაეფექტურია დიდ მანძილზე გადაცემისას. ამისათვის გამოიყენება მუდმივი დენის გადამცემი ხაზები.
მაგრამ შესაბამისი სწრაფმოქმედი სანდო რელეს გარეშე მუდმივი დენის მსხვილი უსაფრთხო სანდო ელექტროგადამცემი ხაზების შექმნა რთული ამოცანაა. ამჟამად კომპანია „ABB"-ის სპეციალისტები მუშაობენ ახალი რელეს მართვის ალგორითმის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მრავალი სხვადასხვა წყაროსთან მომუშავე რთული ენერგოსისტემის ფუნქციონირების უსაფრთხოებისა და სანდოობის ამაღლება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий