ლოზანის პოლიტექნიკური სკოლის მეცნიერებმა და ინჟინრებმა შექმნეს ხელოვნური თვალი, რომლის მახასიათებლები ისეთი მწერების თვალის მსგავსია, როგორიცაა, მაგალითად, ბუზი. ეს აღმოჩენა რობოტოტექნიკასა და მედიცინას ფართო პერსპექტივას უხსნის, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, სადაც განსაკუთრებით საჭიროა მაღალი სიჩქარის მინიატურული ვიდეოსენსორი.
ინჟინრებმა პირველად მოახერხეს მოღუნულ ზედაპირზე ფოტორეცეპტორებისა და სხვა ოპტიკური კომპონენტების ზუსტი გასწორების პრობლემის გადაწყვეტა. ამრიგად, შრეებად ჩალაგებული მიკროელექტრონიკის გამოყენების წყალობით მოხერხდა მწერის თვალის რთული სტრუქტურის ასლის შექმნა.
მწერის თვალის მსგავსს მოწყობილობას აქვს 180-გრადუსიანი მიმოხილვის ჰორიზონტული ველი. ასეთი მაღალი სიჩქარის მქონე უძრავი ვიდეოკამერისათვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყოველი ცალკეული ობიექტივ-პიქსელის გარჩევადობა საკმაოდ დაბალია, მაგრამ კამერა ფოტოგრაფიის შედევრების შესაქმნელად განკუთვნილი არც არის.
მწერის თვალი სრულიად განსხვავებულია ადამიანის თვალისაგან: ადამიანის თვალი ერთი „ობიექტივ-ლინზისაგან" შედგება, მაშინ როცა მწერის თვალი მრავალ პაწაწინა ობიექტივ-ლინზას შეიცავს. რა თქმა უნდა, ადამიანის თვალის გარჩევადობის უნარი უფრო მაღალია, მაგრამ მწერის თვალის მიმოხილვის ველი უფრო ფართოა; უფრო სწრაფია მოძრაობის საპასუხო რეაქციაც. ინჟინრებს ასეთი ვიდეოსისტემა სჭირდებათ იმისათვის, რომ, რობოტს, მაგალითად, შეეძლოს დიდი სივრცის მყისიერად მიმოხილვა და წინააღმდეგობასთან შეჯახებისაგან მყისიერად თავის არიდება.
შვეიცარიელებმა შეძლეს ასეთი მოწყობილობის პროტოტიპის შექმნა და მას CurvACE დაარქვეს. პაწაწინა ელექტრონული თვალის წონაა სულ 1,75 გრამი, გადაღების სიჩქარე – 150 კადრი. CurvACE შეუძლია მაღალი ან დაბალი განათების პირობებში მუშაობა, ის 0.9 ვატზე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და მხოლოდ 2,2 კუბური სანტიმეტრის მოცულობას იკავებს, ამიტომ შესაძლებელია მისი ჩაშენება მცირე ზომის რობოტშიც. სწორედ რობოტთან ინტეგრაცია იქნება მეცნიერთა შემდეგი ნაბიჯი. რობოტოტექნიკის გარდა, დასახულია ამ მოწყობილობის გამოყენება „ჭკვიანი" ქსოვილის შესაქმნელად, რომელიც იცვლის ფორმას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს, აგრეთვე დამცავი სისტემებისა და ტექსტურის ამოცნობის ტექნოლოგიის შესაქმნელად. მთლიანობაში CurvACE გამოყენება შეიძლება მრავალ სფეროში; მაგალითად, სამხედრო საქმეში შეიძლება მისი გამოყენება რაკეტის თვითდამიზნებისა და აქტიური დაცვის სისტემაში, ავიაციაში – შეჯახების თავიდან ასაცილებლად.

Комментариев нет:
Отправить комментарий