четверг, 15 августа 2013 г.

მაიას ტომის გაუხსნელი სამარხი


აპრილის თვეში არქეოლოგებმა პირველად შეძლეს მაიას ტომის პირამიდაში ჯერ კიდევ აქამდე უნახავ სამარხში ჩაეხედათ მიკრო კამერის საშუალებით. სამარხი 1999 წელს იქნა აღმოჩენილი. მთელი ამ ხნის მანძილზე პირამიდის არასახარბიელო მდგომარეობის გამო არქეოლოგებმა შიგნით შეღწევა ვერ მოახერხეს. წითელი ფერის სამარხის კედლებზე შემონახულია ფრესკები ადამიანების გამოსახულებით. ასევე კამერამ დააფიქსირა თიხის ის ნივთები, რომელსაც იყენებდნენ მხოლოდ დიდგვაროვანის დაკრძალვის რიტუალის შესრულებისას. ერთ-ერთი ვერსიით ეს სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს ქალ მმართველ ” Ix Yohl Ik’nal ” – ს.
 ©National Geographic
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий