აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გამოცემა Proceedings-მ გამოაქვეყნა სტატია სამხედრო-საზღვაო ძალების მომავალზე, რომელიც, ავტორთა აზრით, მჭიდროდ უკავშირდება 3D-ბეჭდვას. თვალსმისაწვდომი პერსპექტივისათვის გემების პრაქტიკულად ყველა ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთი სამგანზომილებიანი ბეჭდვის მეშვეობით დამზადდება. უფრო მეტიც, მომავალში გიგანტური 3D-პრინტერები დაბეჭდავს ზღვაში გასასვლელად გამზადებულ წყალქვეშა ნავებსა და გემებს.
დღეისათვის 3D-პრინტერების უმრავლესობა ნედლეულის სახით პლასტმასას იყენებს. ასეთი პრინტერების გამოყენების მოქნილობა ძალზედ მაღალია: საკმარისია ობიექტის სამგანზომილებიანი მოდელის დახატვა: გარკვეული დროის შემდეგ პრინტერი მას დაამზადებს. თუმცა, პლასტმასის დეტალების გარდა, ხშირად რეზინისა და ლითონის დეტალებიცაა საჭირო, მაგრამ ასეთი თანამედროვე პრინტერი ჯერ-ჯერობით ეგზოტიკაა. მიუხედავად ამისა, რეზინისა და ლითონის მბეჭდავი პრინტერი უკვე არსებობს; უფრო მეტიც, კოსმონავტიკაში ის უკვე გამოიყენება. მაგალითად, НАСА-მ უკვე ჩაატარა SLS რაკეტის J-2X ძრავის გამოცდა, რომელიც დამზადებულ იქნა სელექციური ლაზერული დნობის ტექნოლოგიის მეშვეობით.
როგორც ჩანს, ამ მიღწევით შთაგონებული Proceedings-ის სპეციალისტები აღწერენ მომავლის საწარმოო ხაზებსა და გემთსაშენებს, სადაც თვითმფრინავები და გემები გიგანტური 3D-პრინტერიდან პრაქტიკულად გამზადებული გამოვა. ცხადია, რომ სამგანზომილებიანი ბეჭდვა, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებულ იქნება მინიატურული გემების ფაბრიკების სახით, რომელიც შეძლებს ფხვნილის ან სითხისაგან ნებისმიერი საჭირო ნივთის წარმოებას, რაც სამხედრო გემის შიდა მოცულობის ეკონომიისა და სიცოცხლისუნარიანობის ამაღლების საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიჩნეულია რობოტის რთული სათადარიგო ნაწილების სწრაფად დამზადება – რობოტები ფლოტზე სულ უფრო მრავლდება. 3D-პრინტერი იძლევა ზოგიერთი რობოტის კორპუსის მთლიანად დამზადების; მაგალითად, გემის ბორტზე შესაძლებელია უპილოტო საფრენი აპარატის ფრთებისა და ფიუზელაჟის დაბეჭდვა. თანაც ისე, რომ ამისათვის გემის საწყობში მხოლოდ აკუმულატორი და ელექტრონიკის ბლოკი უნდა ინახებოდეს.
უფრო შორეულ მომავალში 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი სრულად წყალქვეშა ნავების, გემების, თვითმფრინავებისა და სხვა ტექნიკის მთლიანად დამზადება. ასეთი წარმოების მეთოდის უპირატესობა ნათელია: ადამიანის შრომის მინიმუმი, ურთულესი არქიტექტურული გადაწყვეტილებების გამოყენების შესაძლებლობა, პროექტის სწრაფი კორექტირება, პროტოტიპის მარტივად დამზადება და ა.შ. გარდა ამისა, ის ნიშნავს, რომ ადამიანს ხელთ ყოველთვის ექნება ისეთი საწარმოო ხაზი, რომლის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სახის პროდუქციის გასამზადებლად. დავუშვათ, სამხედრო მოქმედებათა თეატრის პირობები იცვლება, რის გამოც საჭიროა, მაგალითად, წინა თაობის ტექნიკა. აიმისათვის კი საკმარისი იქნება 3D-პრინტერში ძველი ნახაზების ჩატვირთვა. ამასთანავე, ერთი და იგივე პრინტერით შესაძლებელი იქნება შეიარაღების სხვადასხვა ნომენკლატურის დამზადება: თვითმფრინავებისა, ვერტმფრენებისა, რაკეტებისა, ავტომობილებისა და სხვ.
Комментариев нет:
Отправить комментарий