вторник, 27 августа 2013 г.

„გარდაცვალებიდან 24 საათში ადამიანის გაცოცხლება შესაძლებელია“


ადამიანის რეანიმაციას შეძლებენ გარდაცვალებიდან ერთი დღე-ღამის შემდეგ

თანამედროვე ექიმ-რეანიმატოლოგთა აზრით, სულ მალე ადამიანის რეანიმაცია შესაძლებელი იქნება გარდაცვალებიდან 24 საათის შემდეგაც. თუმცა, ეს „სასწაული" ჩვეულებრივი მოვლენად მხოლოდ 20 წლის შემდეგ გახდება.
ექიმ სემ პარნიას   (Sam Parnia) თქმით, მეცნიერების მიღწევათა წყალობით ადამიანის რეანიმირება შესაძლებელი იქნება გარდაცვალებიდან 12 ან 24 საათის შემდეგ. თუ პროგრესი ამ სფეროში შემდგომშიც ასეთი ტემპით გაგრძელდა, ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი შესაძლებლობა განვითარებული ქვეყნების რეანიმატოლოგთათვის ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.



სიკვდილი არ არის ცოცხალი მდგომარეობიდან არაცოცხალში გადასვლის დროის ფიქსირებული მომენტი. თავის ტვინის უჯრედები ცხოველქმედებას მრავალი საათის განმავლობაში ინარჩუნებს. გულის გაჩერებიდან ერთ საათის განმავლობაში სხეულიც კი მწყობრიდან გამოსული არ არის. მაგრამ რატომ არის გავრცელებული აზრი, მათ შორის ექიმთა შორისაც, რომ გარდაცვალებიდან 5 წუთის შემდეგ პაციენტის გაცოცხლებას აზრი არა აქვს?



აღმოჩნდა, რომ ეს ფართოდ გავრცელებული მცდარი აზრი 50 წლის წინ ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება. მაშინ ექიმებმა დაასკვნეს, რომ თავის ტვინის უჯრედების სიკვდილი 5 წუთის განმავლობაში გარდაუვალია. მაგრამ ახლა მეცნიერებმა და ექიმებმა იციან, რომ სწორი რეანიმაციის შემთხვევაში თავის ტვინის უჯრედები ცხოველმოქმედებას რამდენიმე საათის განმავლობაში ინარჩუნებს – მაშინაც კი, როცა სხვა ორგანოები – ფილტვები, გული და ა.შ. – არ მუშაობს. ხუთი წუთის შემდეგ თავის ტვინის დაზიანება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეანიმატოლოგი სათანადო ზომას არ მიმართავს ან შესაბამისი ტექნიკური საშუალებები არ გააჩნია.

უძველესი დროიდან XX საუკუნემდე სიკვდილი განისაზღვრებოდა გულის ცემისა და სუნთქვის შეწყვეტის ფაქტის საფუძველზე. მაგრამ გულ-ფილტვის რეანიმაციის ტექნოლოგიის (CPR) შექმნის შედეგად ასეთმა პრიმიტიულმა განსაზღვრებამ აზრი დაკარგა: მანქანის მეშვეობით სხეულში სისხლისა და ჟანგბადის მიმოქცევა შეიძლება „უსასრულოდ" დიდხანს გაგრძელდეს. გულის გაჩერების შემდეგ CPR პროცედურის დროულად განხორციელების შემთხვევაში თავის ტვინის დაზიანების რისკი არსებითად მცირდება.


მაგრამ, რაგინდ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავის ტვინისათვის მართლაც საშიში პერიოდი დგება გულის ამოქმედების შემდეგ. „მშიერი" თავის ტვინისათვის მიწოდებული სისხლი გარკვეული დროის განმავლობაში ტოქსიკურია, რასაც შეშუპება და ანთება მოჰყვება, ანუ კვლავ წარმოიქმნება თავის ტვინში სისხლის ნაკადის საშიში შემცირებისა და ჟანგბადის შიმშილის საფრთხე. გამოდის, რომ რეანიმაციის შემდეგ თავის ტვინის დაზიანებათა დიდი ნაწილი ხდება არა სიკვდილის შემდეგ რამდენიმე წუთში, არამედ შემდგომი საათების განმავლობაში.

თეორიულად ამ დროის განმავლობაში პაციენტის გადარჩენა შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა რეანიმაციის პროცედურა სწორად ჩატარდება. სემ პარნია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერთ შეცდომასაც კი მოჰყვება პაციენტის სიკვდილი ან თავის ტვინის დაზიანება, რომლითაც ადამიანს რეანიმაციის შემდეგ ცხოვრება მოუწევს.


საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, გულის არაპირდაპირი მასაჟის გაკეთება, თანაც სასურველია, რომ ეს გააკეთოს მანქანამ. იგივე ითქმის ხელოვნურ სუნთქვაზეც, ვინაიდან ექიმიც კი ხშირად ამის გაკეთებას სწორად ვერ ახერხებს. რეანიმაციის თანამედროვე მეთოდიკა აგრეთვე მოითხოვს სხეულის გაცივებას 32-34 გრადუსამდე ცელსიუსით. ამ ტემპერატურის პირობებში პაციენტი შეიძლება დარჩეს დაახლოებით 24 საათი. გაცივებას ბევრი დადებითი ეფექტი აქვს. ის, უპირველეს ყოვლისა, ამცირებს თავის ტვინის ჟანგბადის მოთხოვნას, რაც იძლევა ისეთი საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნის თავიდან აცილების საშუალებას, როგორიცაა წყალბადის ზეჟანგი. გაცივება უჯრედების დაღუპვის პროცესს ანელებს და მკვეთრად ზრდის გადარჩენის ალბათობას. სამწუხაროდ, ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ განვითარებული ქვეყნების ყველა საავადმყოფოშიც კი, სადაც შესაძლებელია საჭირო მოწყობილობის შეძენა და პერსონალის სწავლება. მაგალითად, გერმანიაში რეანიმაციის პროგრესულ მეთოდიკას საავადმყოფოთა მხოლოდ 50-60% იყენებს. ამის მიუხედავად, სახლის პირობებშიც კი პირველი დახმარების ტრადიციულ მეთოდებთან ერთად დღეს ექიმთა მიერ რეკომენდებულია კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სხეულის გაცივება.
00000backtolife

სწრაფი გულ-ფილტვის რეანიმაცია, გულის ამოქმედება და სხეულის გაცივება მკვეთრად ახანგრძლივებს რეანიმაციის დროს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანების წარმოქმნამდე. მარჯვნივ წითელი ისრით აღნიშნულია რეანიმაციის ჩვეულებრივი პრაქტიკა, ხოლო ლურჯი ისრით – თანამედროვე. ხაზის სიგრძე მიუთითებს, თუ პაციენტის გადასარჩენად რამდენ დროს იძლევა ძველი და ახალი მეთოდიკა.


მედიკოსთა კვალიფიკაციის ამაღლება და ისეთი მოწყობილობის გავრცელების კვალობაზე, რომელიც ბევრ სარეანიმაციო ღონისძიებას ავტომატური რეჟიმით ასრულებს, რეანიმაციის დროს 24 საათამდე გაახანგრძლივებს, რაც მკვეთრად გაზრდის პაციენტის გადარჩენის ალბათობას. მაგალითად, განვითარებულ ქვეყანაში სიკვდილი გულის შეტევის შედეგად გამონაკლისი გახდება: შესაძლებელი იქნება პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება იმ მომენტამდე, სანამ ქირურგი თრომბის პრობლემას მოაგვარებს ან გულის გაჩერების სხვა გამომწვევ მიზეზს აღმოფხვრის.  doctrina



რესურსები ინტერნეტში:




  Sam Parnia – the man who could bring you back from the dead





 Sam Parnia – the man who could bring you back from the dead






 Near death experiences, cognitive function and psychological outcomes of surviving cardiac arrest


2007 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი




We'll soon be able to bring dead back to life, says heart specialist: He claims he could have saved Sopranos star James Gandolfini




Have scientists proved therenear-death' experiences reveals is life after death? Research into ' awareness may continue even after the brain has shut down



 Erasing Death




 Back from the Dead: Resuscitation Expert Says End Is Reversible




 “The evidence we have so far is that human consciousness does not become annihilated,” said Parnia






 -Bringing people back from the dead





First hint of 'life after death' in biggest ever scientific study








Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий