ჩვენი დროის ადამიანის ტკივილია ის, რომ მუდამ სადღაც მიიჩქარის, ხშირად უაზროდ და უტოპიურად. ადამიანი საკუთარი ენერგიით გადააადგილებს მთებს, ძალიან მოკლე დროში აშენებს და ანგრევბს მთელს ქალაქებს.
მაგრამ თუ ჩვენ შევაჯერებთ სხვადასხვა ქვეყანაში ხალხის ენერგიას და შევხედავთ მის შედეგებს, აღმოვაჩენთ, რომ ის არ ასაზრდოებს მსოფლიოში სიკეთეს, სამაგიეროდ ხშირად ასაზრდოებს ბოროტებას ხოლო სიბოროტესთან ბრძოლა ხდება განუხორციელებელი, თუ მას არ აწარმოებს ჭეშმარიტი სიკეთე.
ადამიანთა ცხოვრება სულ უფრო და უფრო აჩქარებული ხდება. ყველა სადღაც გარბის: ეშინიათ სადღაც დაგვიანების, რაღაცის ვერ მოსწრების, რაღაცის გამოტოვების… დაჰყავთ მანქანები ჰაერში, წყალსა და ხმელეთზე. ჩვენ ვხედავთ და განვიცდით ამ შეუჩერებელ, ყველაფრის ამაჩქარებელ, თავდაყირადამტრიალებელ მოვლენათა ცვლილებას, აზროვნების ცვლილებასაც კი. სულ უფრო ჩქარდება ყველაფერი – ტექნიკაშიც და ცხოვრებაშიც. შეუჩერებელი რბოლა მანქანებისა და ადამიანებისა…
ტექნიკურად სულ უფრო უმჯობესდება გადაადგილებისა და მიწიერ ფასეულობათა მიღწევის სიჩქარე. თითქოს ადამიანს მეტი დრო უნდა დარჩეს კეთილგონიერებისა და სულიერების განსავითარებლად. თუმცაღა არა. მრავალი სულისათვის უფრო რთული და მძიმე გახდა ცხოვრება. სული იღუპება, მას არ აქვს დრო იფიქროს ამაღლებულზე, ისუნთქოს სიდიადით, დაუკავშირდეს სიწმიდეს. ყველაფერი ტრიალებს, ბზრიალებს და აჩქარებს რბოლას. რამდენი მოჩვენებითობაა ადამიანის საქმიანობაში! სულიერი შთაგონებისა და ზესწრაფვის ნაცვლად მრავალ ადამიანს იპყრობს მატერიალური ფასეულობებისა და ძალაუფლებისა ფსიხოზი.
ეს ფასეულობები კი წყვეტენ ღვთივკურთხეულ ნაბოძვარად არსებობას, ისინი ვერ აბალანსებენ ადამიანის სულის ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვას.
ამრიგად იქმნება „საქმის მირაჟი“ – საქმისაკენ ხომ ნამდვილად მოწოდებულია ადამიანი და არ შეუძლია უსაქმურად ყოფნა, მაგრამ მატერიალური საქმიანობა ვერ ამშვიდებს ადამიანს, თუ საქმე ბატონობს მასზე და არა პირიქით. ხდება რა მატერიალური საქმიანობის მონა, ადამიანი აშენებს ქვიშაზე და მისი ნამუშაკევი ნადგურდება. უამრავი ქვეყნიდან, რომელიც გუშინ აყვავებას განიცდიდა დარჩა მხოლოდ ნაცარი და მტვერი.
საბრალობელო ადამიანო, იპოვე დრო სიკეთისათვის! თუმცა შენ სიკეთეზე საფიქრალი დროც კი არ გაქვს. ყველაფრით სავსეა შენი ცხოვრება, სიკეთე კი დგას ზღურბლთან და აკაკუნებს. სიკეთის არ აქვს თავის მისადრეკი ადგილი, ოჰ, ერთხელ მაინც რომ მოიწვიონ ის თუნდაც ხუთი წუთით, თავიაანთ ფიქრებსა და სურვილებში! მაგრამ „არასოდეს“…
იმდენად, რამდენადაც სიკეთეს ეს არ ესმის აგრძელებს სინდისზე კაკუნს: ადამიანო, სად არის შენი კეთილშობილება, სად ხარ შენ თავად? შენ კი იმალები ღმერთისა და საკუთარი თავისაგან, ცხოვრების ტრიალა ბორბლებსა და სახრახნისებს შორის. შენ გეუბნები: იჩქარე აკეთო სიკეთე, იჩქარე სანამ ცოცხალი ხარ, „შედი სინათლეში, სანამ სინათლეა“… მოვა ღამე, როდესაც ვეღარ შეძლებ სიკეთის კეთებას – რომც მოინდომო.
თავდაპირველდ იფიქრე რომ უნდა გააკეთო სიკეთე, შემდეგ იფიქრე, როგორ უნდა გააკეთო, შემდეგ კი დაიწყე აღსრულება. სიკეთე არის სანათური, ის ათბობს და ანთებს შენს ცხოვრებას და შენს გარშემომყოფთა ცხოვრებასაც. სიკეთე ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. სშინელებაა სიკეთის დაგვიანება! ცარიელი ხელებითა და ცივი გულით წარდგომა შემოქმედის სამსჯავროს წინაშე…
ვინც არ ჩქარობს სიკეთის აღსრულებას, ის მას ვერც გააკეთებს რადგან სიკეთეს უყვარს მდუღარება, ნელთბილობა კი არ უყვარს მას. უგრძნობელობასა და გულგრილობას სურთ შეგვიკრას ხელფეხი, მანამ სანამ სიკეთის ქმანს გავიფიქრებთ. სიკეთის ქმნა შეუძლია მხოლოდ ცეცხლოვანს, ჭეშმარიტს, მხურვალეს. ჭეშმარიტად კეთილი შეიძლება იყოს მხოლოდ ელვასავით ადამიანი და რაც უფრო შორს მიდის ცხოვრება მით მეტი ელვარება სჭირდება ადამიანს სიკეთისათვის. ეს ელვარება არის გამოხატულება სულიერი ძალისა და ნათელი რწმენისა.
ბოროტების სიჩქარე და შფოთიანობა, რომელსაც ვხვდებით სამყაროში, მომდინარეობს არაწმიდა სინდისდასაგან, საკუთარი თავით აღფრთოვანებისა და გულის მირაჟებით ტკბობისაგან. ბოროტება ყოველთვის ცდილობს მიუშვას ადამიანი თავის ნებაზე, ხოლო შემდეგ თავისებურად ამოსდოს ლაგამი. ბოროტების სურვილია ყოველი სულის ჩაგდება აუტანელ შრომაში, რაც გულისხმობს გამუდმებულ სწრაფვას, მიუღწეველი და ადამიანთაგან მარადის დაშორებული მატერიალური ბედნიერებისაკენ, შინაგანი, სულიერი ცხოვრებისგან დამოუკიდებლად…
სიკეთე კი სიწმიდის შთამაგონებელია, ადამიანთა უანგაროდ გამაერთიანებელი და შემყვანებელი სამყაროს შემოქმედის უდიდეს სიხარულში…
ბოროტეულ აჩქარებას უპირისპირდება სისწრაფე და სიმხურვალე სიკეთისა. უფლის წინაშე სინანულის სისწრაფე, ნებისმიერი ცოდვის შემდეგ უნდა იყოს ჩვენი პირველი მხურვალება.
მოყვასისათვის შენდობა (და არა ცოდვისათვის) – დაე იქცეს ჩვენს მეორე მხურვალებად!
სწრაფი გამოხმაურება ყოველგვარ თხოვნაზე, რომლის შესრულებაც შეგვიძლია და სასარგებლო იქნება მთხოველისათვის – მესამე ჭეშმარიტი მხურვალებაა რწმენისა.
ცეცხლოვანი უარყოფა სიბოროტისა და საცდურისა – სულის მეოთხე მხურვალებაა.
მეხუთე მხურვალება: უნარი სწრაფად შეამჩნიო ვის რა სჭირდება გარშემო და დაეხმარო, თუნდაც მცირედით და შეგეძლოს ილოცო ყველასათვის.
მეექვსე სათნოება: უნარი დაუპირისპირო ყოველგვარ ბოროტებას – სიკეთე, სიბნელეს – ქრისტეს ნათელი, სიცრუეს საღმრთო სიმართლე.
და მეშვიდე მხურვალება ჩვენი რწმენისსა იმედისა და სიყვარულისა, არის შესაძლებლობა, მყისიერად მიმართო გული, სული და მთელი ცხოვრება უფლისაკენ, და ჰმადლობდე მას ყოველივესთვის.
თარგმნა ბექა ებრალიძემ.
Комментариев нет:
Отправить комментарий