суббота, 22 июня 2013 г.

HIV-ის კოდის გაშიფრვა: მტრის უფრო ახლოდან ნახვა




სურათზე ასახულია HIV-ის კაპსიდის სხვადასხვა გამოსახულება მრავალი განსხვავებული ფერით. პენტამერები და ჰექსამერები სხვადასხვა ფერებით არის წარმოდგენილი.

სუპერკომპიუტერებმა მკვლევარებს შესაძლებლობა შეუქმნეს, პასუხი გაეცათ 64-მილიონ ატომიან ამოცანებზე, HIV-ის (შიდსის ვირუსის) დეტალური მოდელირების საფუძველზე.
მკვლევარებმა მიაგნეს HIV კაპსიდის ზუსტ ქიმიურ სტრუქტურას – პროტეინის გარსისა, რომელიც იცავს ვირუსის გენეტიკურ ნივთიერებას და წარმოადგენს მისი შესაძლებლობის ძირითად ფაქტორს, რომლის მეშვეობითაც აინფიცირებს და ასუსტებს ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას. 64 მილიონი ატომის შემცველი ნიმუშის დეტალური მოდელირება განხორციელდა სუპერ-კომპიუტერის მეშვეობით. კაპსიდი გადაიქცა „მიმზიდველ“ სამიზნედ ახალი ანტივირუსული პრეპარატის შესაქმნელად, რომელიც აბრკოლებს HIV-ვირუსის პროგრესს.
ამ აღმოჩენის შესაძლებლობა განაპირობა ბოლო დროის, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმა ახალმა სუპერკომპიუტერმა, სახელწოდებით – Blue Waters. პეტაფლოპზე მეტი სიმძლავრის ზე-კომპიუტერის შექმნამდე, მეცნიერები ატომურ დონეზე ვერ შიფრავდნენ HIV-ის კაპსიდს – 1300-ზე მეტი იდენტური პროტეინის ჯგუფს, რომელსაც კონუსის ფორმის სტრუქტურა ჰქონდა. მოდელირება, რომლის მეშვეობითაც თავსატეხისთვის უცნობი დეტალები გამოაშკარავდა, Blue Waters-ის ახალი კომპიუტერის ტესტირების დროს განხორციელდა ილინოისის  უნივერსიტეტში (University of Illinois, Urbana Champaign), სუპერკომპიუტერების გამოყენების ეროვნულ ცენტრში.
57196_web

სურათზე: სუპერკომპიუტერი Blue Waters.
ვრცლად: eurekalert.org
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий