მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს არაინვაზიური სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, გონებით იმართოს უპილოტო თვითმფრინავი.
ჩაფხუტი. პროფესორმა ბინ ჰემ და მინესოტას უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო ინჟინერიის სტუდენტებმა შეძლეს, Parrot-ის მარკის უპილოტო თვითმფრინავის მართვა ... გონებით. მოწყობილობა, რომელსაც არ სჭირდება იმპლანტი შედგება ჩაფხუტისაგან, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერთან. მომხმარებელი ფიქრობს ზუსტ ჟესტიკულაციაზე, მაგალითად, მუშტების შეკვრაზე, ამ დროს ჩაფხუტი იჭერს ელექტრონულ მიკრო-დენებს, რომლებიც ტვინის ქერქს გაივლიან და შემდეგ მათ გადასცემს კომპიუტერს. პროგრამა ამ მონაცემებს გააანალიზებს და გარდაქმნის მათ უპილოტო თვითმფრინავისათვის განკუთვნილ ბრძანებებად.
Комментариев нет:
Отправить комментарий