суббота, 22 июня 2013 г.

პლანეტა ორი მზის გარშემო?


მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომებმა დღეისათვის უკვე აღმოაჩინეს ცხრაასი პლანეტა ჩვენი მზის სისტემის გარეთ, ამ ახალი სამყაროებიდან უმრავლესობა მაინც უჩინრად რჩება: ისინი არაპირდაპირი დაკვირვების მეთოდებით გამოავლინეს, კონკრეტულად, გრავიტაციული დარღვევებითა და მათი ვარსკვლავების ციკლური სინათლის ვარიაციებით. ისიც ცხადია, რომ იმ პლანეტების ფოტოგრაფირება, რომელთა გამოსხივება მილიონჯერ ნაკლებია, ვიდრე მათივე მანათობელი ვარსკვლავებისა, არსებული ტელესკოპების ტექნიკურ შესაძლებლობებს აღემატება.. .. გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა: თუ სულ რაღაც ათიოდე ეგზოპლანეტა უკვე ფოტოგრაფირებულია, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ყველა მასიური და ახალგაზრდაა. მართლაც, ახალგაზრდა და მასიური პლანეტა უზარმაზარ ინფრაწითელ გამოსხივებას გამოსცემს, და ვარსკვლავსა და მის პლანეტას შორის გამოსხივების განსხვავებულობა ინფრაწითელში უფრო შემცირებულია, ვიდრე ხილულ გამოსხივებაში: სხვაობა სიკაშკაშეში დაახლოებით მილიონია, გადავდივართ ას, ან ათას ფაქტორზე... ამგვარად, დიახ, ამ პირობებში, პლანეტებს შეუძლიათ, თვალისმომჭრელი სიკაშკაშე წარმოშვან მათი მზისგან...
....................
სურათი, რომელიც ამ სტატიას ერთვის, გადაღებულია გიგანტური ევროპული ტელესკოპით VLT, რომელიც ადაპტორული ოპტიკით, Naco-თია აღჭურვილი.
ეს პირველი ფოტოა: ის გვიჩვენებს პლანეტას, რომელიც წყვილი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. ყოველ შემთხვევაში, ეს ერთ-ერთი ჰიპოტეზაა, რომელიც ფრანგმა და კვებეკელმა ასტრონომებმა, ფილიპ დელორმმა, ანა–მარია ლაგრანჟმა, ჯონათან განიემ, ჟულიენ ჰ.გირარმა და მათმა თანამშრომლებმა, რომლებმაც პლანეტა აღმოაჩინეს, შემოგვთავაზეს. მეორე შესაძლებლობა: ციური სხეული შეიძლება პლანეტა კი არ არის, არამედ ყავისფერი ჯუჯა, ანუ პაწაწინა ვარსკვლავი, ძალიან პატარა იმისთვის, რომ მის გულში ბირთვული რეაქციები აწარმოოს.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:  წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий