ორი ფოტონის გაერთიანებამ, შესაძლებელია, კვანტურ-ოპტიკური ტექნოლოგიის აღმავლობას შეუწყოს ხელი.
ინფორმაციის კოდირებამ ისეთ კვანტურ ნაწილაკებში, როგორებიცაა - სინათლის კვანტები, შესაძლებელია, განაპირობოს ახალი ძლევამოსილი ტექნოლოგიის შექმნა, მაგ. კვანტური ზე-სწრაფი კომპიუტერებისა და გამძლე კრიპტოგრაფიის. ჟურნალ Nature Photonics-ში აღწერილი, ორი ფოტონის მიერ მატარებელი ინფორმაციის ერთში გადატვირთვის მეთოდი გვთავაზობს ახალ გზას ამგვარ სისტემებში მონაცემთა გადაცემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
მონაცემთა ნაკადი პირობით ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელში სათანადოდ - ,,მულტიფლექსურად" არის შეერთებული, ქსელის მუშაობის სიმძლავრის გასაზრდელად. მაგ: ციფრული მონაცემის კოდირება შესაძლებელია სხვადასხვა სიდიდის ტალღების მქონე სინათლის პულსებად, რომლებიც ერთდროულად იგზავნება, ერთადერთ ბოჭკოში გაივლის, მეორე ბოლოში კი განცალკევდება (დემულტიფლექსირდება).
ამგვარი შესაძლებლობა ხელსაყრელი იქნება კვანტური ინფორმაციის ტექნოლოგიაშიც. იგი განაპირობებს ორი, ან უფრო მეტი კვანტური ნაწილაკის, ანუ კუბიტების მიერ მატარებელი მონაცემების ერთში გადატანას.
ვრცლად (ინგლ.): წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий