სექსი ტრამპლინია,ენერგეტიკული სხეულების გამთლიანების შედეგი და არა მიზანი.ის ექსტაზის ერთერთი სახეა და შეიძლება მედიტაციის დონეზეც ავიდეს და ვარჯიშის დონეზეც დარჩეს..სულების ჭიდილისას ფიზიკური კავშირი ექსტაზის დაბალი დონეა,.სულების შერწყმისას ფიზიკური ჭიდილი -შემოქმედებითი პოლიგონია.
სექსის დროს ხდება ფაქიზეთეროვანი ენერგიის დაკარგვა,მაგრამ თუ სულიერი ინტიმია,მაშინ იქმნება ორ ადამიანს შორის ენერგეტიკული წრე გულიდან ბაზისურ ჩაკრამდე და წარმოქმნილი ენერგია ტრანსფორმირდება კოსმიურ ენერგიად.ის უმაღლესი ვიბრაციისაა და მისი სხივი კოსმიურ ენერგიებს ერწყმის.ადამიანი უკავშირდება უმაღლეს ენერგიებს და ხდება თავად ღვთაებრივი.ამიტომ ტრანსცენდენტულ დონეზე სექსი , ეს ღმერთთან მისვლის და საკუთარ უმაღლეს მესთან კავშირის საშუალებაა.ასეთ დროს ენერგია ცირკულირებს გულის მიმართულებით და გზად წმენდს ყველა ბლოკს და ნეგატიურ ენერგიას.
ასეთი სექსი ადამიანის ცნობიერებას წმენდს,აწონასწორებს კარმას,ცვლის პიროვნების თვისებებს. ასეთ დროს ორგაზმი სასწაულებს ახდენს,კურნავს და შესაძლებელია ნებისმიერი პრობლემის კორექცია,რაზეც იქნება ყურადღება...ალქიმიაში ცნობილია,რმ ამ დროს სილამაზის ყურება ან მასზე კონცენტრაცია,აისახება ჩასახული ახალი სიცოცხლის გარეგნობაზე.
მხოლოდ სექსი ექსპლუატაციაა,.მისი ბიოლოგიურ დონეზე დარჩენა კარმულ დაბინძურებას იწვევს.რაც მეტია პარტნიორი,და რაც მეტია პარტნიორის პარტნიორების რაოდენობა,მით მეტად. ცარიელი ვნებების ენერგეტიკა კვებავს სამყაროს ნეგატიურ ძალებს, და იწვევს შეპყრობილობას.რაც უფრო დაბინძურებულია ადამიანი ენერგეტიკულად,, ,მით მეტად აზიანებს კარმულად თავის პარტნიორს,ასეთ ადამიანებს ნაკლები ენერგეტიკა აქვთ.
.
ეგოს შენარჩუნებით ამ პროცესსი სულიერი ინტიმი აღარ მიიღწევა.როდესაც კავშირი იშლება ორ ენერგეტიკულ სხეულს შორის, ქრება ''მე ''და ''შენ'', და ჩნდება ''ჩვენ''.
როდესაც ადამიანთა ენერგეტიკული სტრუქტურები ერთნაირია და მისი კონტური არაა ჩაკეტილი, ისინი ადვილად გადადის ერთმანეთში, იქმნება ერთიანი ენერგოსისტემა,ძლიერი ველი.ეს არაა მხოლოდ ფიზიკური,არამედ ენერგეტიკული ინტიმი, ერთ რიტმში ვიბრირებით.ამ დროს,როგორც შივა ამბობს,ადამიანებს საკუთარი თავი ავიწყდებათ და ღმერთს გრძნობენ..ეს მათში ღვთიურ მონადას აცოცხლებს.ამით ისინი მარადიულს ერწყმიან.ორგაზმის დროს ქრება მატერიის შეგრძნება ,ფიზიკური სხეულის საზღვრები იშლება და ადამიანი არწევს თავისი თავის შეცნობას,როგორც ენერგეტიკული სხეულის.ეს არის სიკვდილის საკომპენსაციო,რაც მარადიულობის შეგრძნებას რეალურს ხდის.ამიტომაც ქრება შიში. .
სიყვარულის ვიბრაციებში ყოფნა და პარტნიორთა თანმხვედრი ვიბრაციები ახდენს სასწაულს. როდესაც სიხშირეები არ ემთხვევა,ასეთი ურთიერთობა ასუსტებს ადამიანს , . ეს აისახება მათ გარეგნობაზეც დროთა განმავლობაში.როდესაც ენერგეტიკული სხეულები შეუთავსებელია,ძლიერი ფიზიკური მიზიდულობის პირობებშიც კი ურთიერთობა გადადის გაღიზიანებასა და შინაგან აგრესიაში.საბოლოოდ ისინი ერთმანეთს აზიანებენ. ცნობილია,რომ მხოლოდ ვნება 3 წელი ინარჩუნებს პირვანდელ ეფექტს.როდესაც სულიერი კავშირი რა არის,ცივი გულების ხსნა ცარიელ ვნებებშია.ასტრალურ სფეროში სიყვარული სინათლის,ცარიელი ვნება კი ცეცხლის სახით ვლინდება.სექსუალური ენერგიის დათრგუნვა შეუძლებელია,ის უნდა დაიხარჯოს შემოქმედებაში ან სხვა ფიზიკურ საქმიანობაში.
სექსუალური ენერგია ღვთიური ენერგიაა და მისი უაზროდ დახარჯვა დანაშაულია.ის ძლიერი გარდამქმნელი ძალაა და ტრანსფორმატორი.მისი რესურსები ბოლომდე ჯერ კიდევ გამოუყენებელია,რადგან სექსი ხელოვნებაა და მას ,სულიერება,მგრძნობელობა,გრაცია და ესთეტიკაც სჭირდება.ეს ცეკვაა ჰორიზონტალურად და სითამამე და ფანტაზია სჭირდება,სადაც სულიერი სიყვარულია,იქ ფიზიკურ დონეზე შეზღუდვები და ჩარჩოები არ არსებობს.რადგან მიანიჭო სიამოვნება,სიამოვნებაა.სულიერი და შემოქმედი ადამიანებისთვის მისი აღქმა უფრო მრავალფეროვანია.რაც მეტადაა ადამიანში განვითარებული მგრძნობელობა,რაც უფრო მეტია მასში შეგრძნებების პალიტრა, რაც მეტადაა ყურადღება გულზე,მით მეტია ორგაზმის ხარისხი.
ყოველი არსი შეიცავს ინსა და იანს.მათი სასიყვარულო ურთიერთსწრაფვითა და შერწყმით შეიქმნა სამყარო,...ორი ადამიანის სიყვარულით გაჯერებული სექსიც იგივეს ქმნის.ინისა და იანის წონასწორობის გარეშე არ არსებობს ჰარმონია .
სექსის საშუალებით ჩაედინება მამაკაცში ინ ენერგია,ქალში კი იანი.რაც უფრო გახსნილები არიან პარტნიორები კოსმოსის მიმართ ,მით მეტ ენერგიებს ფლობენ და მით მეტ სიამოვნებას იღებენ და ანიჭებენ.ისინი ქრებიან ერთმანეთში და სასიცოცხლო ენერგიებს უნაწილებენ.
არა მხოლოდ სექსი,საყვარელი ადამიანის ფიზიკური სიახლოვე,მოფერებაც კი აძლიერებს იმუნიტეტს , წარმოქმნის სისხლში ბედნიერების ჰორმონებს და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
სექსის მიზანი არც მხოლოდ გამრავლება და არც მხოლოდ ფიზიკური სიამოვნება არა არის.ეს უნივერსალური ერთობის მიღწევის და ღმერთთან შერწყმის საშუალებაა.
მხოლოდ სექსი- ეს უმცირესია,რაც ორმა ადამიანმა შეიძლება უწილადოს ერთმანეთს,.სექსი სიყვარულით,ღმერთთან ერთად,არა სიამოვნებისთვის მხოლოდ,არამედ ერთი მიზნისთვის,ღვთაებად აქცევს თითოეულს.
რა შუაშია კექსი? კარგად გაირითმა.ლექსის შემდეგ კარგია სექსი. სექსის შემდეგ კი კექსი დესერტად..
ავტორი: თამარ არაგველი
Комментариев нет:
Отправить комментарий