,,ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურთა შორის ცხონებულნი
მცირედნი არიან, უმრავლესობა წარწყმდება. მიზეზი ამისა
კი ის არის, რომ ეს საქმე სულის სიმაღლეს მოითხოვს.“
წმ. იოანე ოქროპირი
"არ ვაქებ ჩვენში არსებულ არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, რადგან წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ ხერხით, ხრიკით... სამღვდელო ხარისხისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე... ერთ დღეში აგვყავს ისინი წმინდანთა ხარისხში და სიბრძნეს ვთხოვთ მათ, ვისაც არაფერი უსწავლიათ და თვითნებობის გარდა არაფერი შეუძლიათ, როდესაც სამღვდელო ხარისხს ღებულობენ. ასეთი მღვდელი ფიქრობს, რომ ძალაუფლების მიღებასთან ერთად ბრძენიც გახდა - იმდენად ცუდად იცნობს საკუთარ თავს, იმდენად წაართვა ძალაუფლებამ აზროვნების უნარი".
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,როგორც ბავშვის დაბადება შეუძლებელია მამის გარეშე, ასევე შეუძლებელია ზემოდან დაბადება, ანუ სულიწმიდის მადლის მიღება მისთვის, ვისაც არ ჰყავს სულიერი მამა… ხორციელი მამა შობს ხორციელ შვილებს, სულიერი მამა კი მათ, ვისაც სურთ მის ძეებად ყოფნა, ხდის სულიერ შვილებად. მაგრამ ის, ვინც ჯერ თვითონ არ დაბადებულა, ანდა დაიბადა და ჯერ ბავშვია, ანუ არ მიუღწევია სრულყოფილებისათვის, როგორ შეიძლება იყოს სხვისი მამა?!.. ის ვინც არ გამხდარა ნათლის ძე გრძნობითად და ცნობიერად… როგორ შეძლებს სხვას უხელმძღვანლოს ნათლისაკენ, ანდა ასწავლს მათ, რა არის ნათელი, რომელიც მოვიდა სოფლად, რომ განანათლოს ბნელში მყოფნი. თვითონ ბრმაა და ვერ ხედავს, როგორ შეძლებს ის სხვებისთვის გზის ჩვენებას?“
გამოჩენილი თანამედროვე თეოლოგი მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი წერს: ,,არსებობენ ისეთი მღვდლები, რომელნიც თავად არ განწმენდილან, მიუხედავად ამისა მსახურობენ და საღმრთო ლიტურგიას ასრულებენ ღვთის მადლის თანამოქმედებით. გარეგნულად მათი მღვდლობა შეუბღალავია, რადგან ეკლესიას ისინი არ განუსჯია. ასეთი მღვდლობა უძლურია, რადგან მას ხელდასმული თავისი ცხოვრებით ბილწავს. ნიკოლოზ კაბასილასი ამბობს: ,,მათ შეუძლიათ წმიდა ძღვენი აკურთხონ, მაგრამ თავად ვერ იკურთხებიან სიწმინდისაგან.“
სხვა მამის თქმით კი, ,,მღვდელს ჰმართებს სიწმინდე. სიწმინდე არ არის არც ფსევდო-სულიერი, სტილიზებული პურიტანიზმი და არც უსიცოცხლო, სისხლნაკლული სპირიტუალიზმი, არც განსაკუთრებული გამოთქმების დაზეპირება და საეკლესიო სტილით მეტყველება, არც ნეტარი სახის მიღება, არც პირფერობა, არამედ ჭეშმარიტი სულიერება, ანუ მისწრაფება მართლმადიდებლური ასკეტიკის უმაღლესი იდეალისაკენ – ღვთის შვილად ქცევისაკენ, განსულიერებისაკენ, საკუთარი თავის და სხვების განღმრთობისაკენ“
(არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი).
წმიდათა ცხოვრებიდან ცნობილია, თუ როგორ გაურბოდნენ წმიდანები მღვდლად კურთხევას. ეს მათი მხრიდან ყალბი თავმდაბლობა კი არ იყო, არამედ სავსებით გაცნობიერებული უდიდესი პასუხისმგებლობა. ,,აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“ – ბრძანებდა წმ. გრიგოლ ხანძთელი, როცა მისი მღვდლად კურთხევა გადაწყვიტეს. დღეს კი გამოუცდელი ადამიანები თავად მიელტვიან სასულიერო ხარისხის მიღებას.
კიდევ ერთი გარემოება, რაც საგანგებო აღნიშვნის ღირსია, გახლავთ ის, რომ წმ. მამათა თქმით, მღვდლობის მსურველი ცნობიერად უნდა გრძნობდეს სულიწმიდის მადლს საკუთარ სულში. ამას ბრძანებს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (იხ. ზემოთ). ნეტარი თეოგნოსტეც თვლის, რომ სასულიერო მოღვაწეობის გზას მხოლოდ ღვთის მოწოდებით უნდა დაადგეს ადამიანი: ,,თუ არ გვაქვს უწყება სულიწმიდისაგან, რომ შენ ხარ კეთილი შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანს შორის… თავს ნუ ჩაიგდებ საფრთხეში და ღვთაებრივ საიდუმლოებებს ნუ აღასრულებ მღვდელმოქმედებით.“
ხშირად „გვამშვიდებენ“, რომ როგორი უღირსიც არ უნდა იყოს მღვდელი, მის მიერ საიდუმლონი მაინც აღესრულება. ამგვარ მსჯელობაში დიდი მზაკვრობა იფარება. საქმე ისაა, რომ ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა მხოლოდ ერთი ასპექტია მორწმუნის სულიერი ცხოვრებისა. თუ ამას წინ სულიერი შრომა და განწმედა არ უდევს საფუძვლად, საიდუმლოებებში მონაწილეობა უმალ წარმწყმედელად ექცევა ადამიანს, ვიდრე მაცხოვნებლად. ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა თვითმიზანი კი არ არის, არამედ საშუალება კურნებისა: ,,მღვდელი, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მკურნალია, რომელიც ადამიანურ უძლურებას კურნავს
ღვთისმსახურება და ეკლესიის საიდუმლოებები უნდა ჩაერთოს განკურნების პროცესში.“ საიდულმონი შეიძლება შევადაროთ წამალს, მღვდელი კი – ექიმს. თუ ექიმი ვერ ერკვევა ჩვენს სნეულებაში და არასწორ დანიშნულებას გამოგვიწერს, წამალი კი არ განგვკურნავს, არამედ შეიძლება, უფრო ცუდადაც გაგვხადოს. ასე რომ, მკურნალს განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება სულიერი და ხორციელი მკურნალობის ჟამს.
იმ მღვდლების შესახებ, რომელნიც ჯერ არ განწმედილან, სულიწმიდის მადლი არ მოუპოვებიათ და მიუხედავად ამისა მაინც მსახურობენ, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,ვინც ჯერ მოწაფეც არ გამხდარა, როგორც ევალებოდა, და მიუხედავად ამისა გატაცებულია მასწავლებლობის პატივით, მას მოელის ათასჯერ უფრო საშინელი სასჯელი ვიდრე ბოროტმოქმედებსა და მკვლელებს. რადგანაც ეს უკანასკნელნი სხეულს კლავენ, ხოლო ის კი – სულს."
,,მღვდლობა სხვა რაა თუ არა სულიერი მკურნალი?! სულიერი მკურნალი როგორღა გახდები თუ სულის ცნობა არა გაქვს?.. მღვდელი თუ ხარ, სულიერი ხედვა უნდა გქონდეს, საღვთო განათლება, პატიოსნება, რწმენა, მოშურნეობა ადამიანი უნდა გიყვარდეს და ცოდვილი გებრალებოდეს.
რაც შეეხებათ ჯიპით მოსიარულე მღვდლებს, ამ საკითხთან დაკავშირებით გვახსენდება წმ. ნიკოლოზ სერბის წერილი ერთი მღვდლისადმი, რომელიც ფიქრობდა, რომ არ არის სავალდებულო სამღვდელო ტანსაცმლის და თმა-წვერის ტარება, რადგან ეს ,,წვრილმანებია“. წმ. ნიკოლოზი მას წერდა: ,,თუკი ხალხს სურს, თავისი მღვდელი ანაფორით, წვერსა და გრძელ თმებში იხილოს, მაშინ ყველა დანარჩენი მიზეზი არც კი განიხილება. თუკი ხალხს არ სიამოვნებს მღვდლის ხილვა ვაჭრის ტანსაცმელში… ასეთი ,,რეფორმა~ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეწყდეს, როგორც ხალხის ღვთისმოსაობის შეურაცხმყოფელი. შესაბამისად ამგვარ საქმეში კრიტერიუმად ხალხის რელიგიური გრძნობა, მისი შეფასება ითვლება და არა გარკვეულ მღვდელმსახურთა გემოვნება“
ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ხალხს არ სიამოვნებს ჯიპით მოსიარულე მამაოები, მათ კეთილი უნდა ინებონ და ჯიპებიდან გადმოსხდნენ. როგორც წმ. მამა აღნიშნავს, მღვდლის არც ერთი უმნიშვნელო ქმედება არ უნდა ექცეს დამაბრკოლებლად მორწმუნეს. ჯიპებით მოსეირნე მღვდლების ცქერა კი ხშირად იწვევს ჩვენი გაღატაკებული თანამემამულეების შინაგან პროტესტს, არაეკლესიურ ადამიანთა ნახევარზე მეტი კი სწორედ მღვდელმსახურთა უღირსი ქცევის გამო აქცევს ეკლესიას ზურგს და ეს არის მწარე სიმართლე!
ასე რომ, მღვდელი, რომელსაც არ გააჩნია სულიერი ხედვა, რომელსაც არ ძალუძს ადამიანის სულიერი კურნება, არ არის ნამდვილი მღვდელი და ასეთი სასულირო პირების არსებობას არავითარი გამართლება არა აქვს, რადგან ასეთ სასულიერო პირებს არ შეუძლიათ მეგზურობა გაუწიონ ადამიანს სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე. არც მღვდლის ზნეობრივი სიწმიდე და პატიოსნებაა საკმარისი. ზოგადი შეგონებებით და „რეცეპტებით“ სული არ იწმიდება, რადგან მღვდლის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი თავისი კონკრეტული პრობლემებით და თუ მღვდელს სულიერი ხედვა არ გააჩნია, ის ვერ შეძლებს მის მკურნალობას. წმ. იოანე სინელის თქმით: ,,მკურნალი ისაა, ვისი სული და ხორცი ჯანმრთელია და უვნებელი, და წამალს არავისგან საჭიროებს… საძაგელია ის მოძღვარი, რომელიც მხოლოდ წიგნებიდან ასწავლის. ასევე საძაგელია ის მხატვარი, რომელიც ვერ ხატავს უმაგალითოდ.“
"მისდამი თაყვანისცემას მოძღვარი ყოველთვის უნდა გაურბოდეს, რათა ადამიანები იმას არ ხედავდნენ, რაც სინამდვილეში მასში არ არის. საჭიროა, რომ მღვდლები მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათი სიწმიდე საიდუმლოებების აღსრულებით „შემოიფარგლება“, (თუკი შესაძლოა, რომ ასეთი არასრულყოფილი სიტყვით გამოიხატოს იგი), და მასაც თვითონ კი არ ასრულებენ, არამედ თვით ღმერთი, ქრისტე და სულიწმიდაა საიდუმლოს აღმასრულებელი, როგორც ეს გარკვევით წერია ლიტურგიაში! ამიტომ სრულიად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლიტურგიის დროს ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები ღვთაებრივი ძალის მქონეა, რამეთუ მე მხოლოდ წარმოვთქვამ მათ, ძალა კი ღვთისგან აქვს, მე ვიმეორებ სიტყვებს, რომელიც თვითონ ქრისტემ გადმოგვცა. სხვა სფეროში სრულიად გულწრფელად შემიძლია აზრის გამოთქმა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ღვთის ნებაა ანდა ღვთაებრივი შეხედულებაა ამა თუ იმ საგნის შესახებ"
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
"ვისურვებდი, რომ ადამიანებს გამუდმებით შეახსენებდნენ იმის შესახებ, რომ მორჩილება მოძღვრის ბრძანების მონურად შესრულებაში როდი გამოიხატება, მაშინაც კი, როცა იგი რჩევის სახით გეძლევა. მორჩილების აზრი ისაა, რომ ადამიანს ასწავლოს, გამოეთიშოს საკუთარ აზრებსა და საგნების მიმართ დამოკიდებულებებს და მიიღოს ის, რასაც სხვა ადამიანი ეუბნება. ასე იწყება მორჩილება და იგი მხოლოდ საეკლესიო პრაქტიკას როდი ეხება, არამედ ადამიანთა შორის ყოველგვარ ურთიერთდამოკიდებულებას."
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
"მიკერძოებას ნუ გამოიჩენ მოძღვრის მიმართ, მრავალმა ეს გაფრთხილება ყურად არ იღო და მოძღვართან ერთად ეშმაკის მახეში გაება. მოძღვრის რჩევა-დარიგების აღსრულება და მორჩილება სათნოა ღვთისათვის, ვიდრე მიკერძოებაში არ გადაიზრდება. მიკერძოების გამო ზოგჯერ საყვარელ ადამიანს კერპად გაიხდიან, კერპისადმი შეწირული მსხვერპლი ღმერთს განარისხებს და ასე გადის ცხოვრების დღენი, წყალშია ჩაყრილი კეთილი საქმენი, მათი კეთილსურნელება ქარს მიაქვს და სიმყრალით ქარწყლდება. ამიტომ კერპს გულში ადგილს ნუ მიუჩენთ. და შენც, მოძღვარო, ეცადე ცოდვაში არ ჩადგა ფეხი, ნუ ეცდები ღმრთის ადგილი დაიკავო ახლადმოქცეულთა სულბში. წმიდა იოანე ნათლისმცემელს მიბაძე - ეცადე ქრისტე განადიდონ შენმა მოწაფეებმა და არა შენ.
" წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
"გულით გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და შემდგომ შეიყვარე მოყვასი შენი. არ გქონდეს უფლის სიყვარული და მოყვასი გიყვარდეს - ეს საშიშია, რამეთუ „ნუ იქნები მონა კაცისა“, ბრძანებს მოციქული. მუდამ გულში ჩამწვდომი იყო წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და წანამორბედის სიტყვები: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს, ხოლო მეგობარი სიძისა, რომელი ჰსდგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ხმითა სიძისათა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ-არს. მისა ჯერ არს აღორძინებად, ხოლო ჩემსა მოკლებად“ (იოანე III, 29-30). აქედან გამომდინარე, სულიერი მოძღვარი ჯერ ზეციურ სიძეს უნდა ჰმსახურობდეს, ადამიანთა სულები მას უნდა დაუახლოვოს და არა საკუთარ თავს, უნდა აუწყოს ყველას ქრისტეს უსაზღვრო, ენით აუწერელი სილამაზე, სახიერება და სიკეთე, რათა მათ შეიყვარონ იესო ქრისტე, ჭეშმარიტად ღირსი სიყვარულისა, ხოლო მოძღვარმა დიდი და მდაბალი იოანე ნათლისმცემლის მსგავსად გზა იესო ქრისტეს უნდა დაუთმოს, თავი დაიმდაბლოს მოწაფეთა წინაშე, რათა ამგვარი თავისდამცირებით სრულყოს ისინი სულიერად. რამეთუ, ვიდრე მოწაფეებში ხორციელი გრძნობა სჭარბობს მოძღვარს განადიდებენ. სულიერად ამაღლებულნი კი, უწინარეს ყოვლისა, განადიდებენ ქრისტეს, ხოლო მოძღვარში, მხოლოდ ღმრთის ერთგულ მსახურს ჭვრეტენ."
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
"ადამიანს, რომელიც ეკლესიაში, განსაკუთრებით კი მონასტერში მოდის, ჩვენ, ვისაც იერარქიული ხარისხები და თანამდებობები გვაქვს, უნდა ვასწავლოთ რომ ეკლესიაში მთავარი ქრისტეა, რომ ადამიანი, გამომდინარე სწორედ თავისი ინდივიდუალობიდან, რაღაც ყაზარმულ უჯრედში კი არ უნდა მოთავსდეს, არამედ საშუალება მისცეს სულიწმინდას მასში იმოქმედოს; ყველაფერი, რაც ეკლესიაშია, მორჩილებაც, ღვაწლიც, დისციპლინაც, მხოლოდ საშუალებებია ამის მისაღწევად. ჩვენი სამოძღვრო ამოცანაა დავეხმაროთ თითოეულ ადამიანს ამ საშუალებების თავისთვის გამოყენებაში და არა მათი ყოველმხრივ შეზღუდვა და ჩვენთვის ან სხვისთვის დამონება. "
იღუმენი პეტრე მენშერინოვი
ნამდვილ მღვდელს უნდა ჰქონდეს კადნიერება პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: „მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“(1კორ. 11,1). მღვდელი, რომელსაც არ აქვს ამ სიტყვების თქმის მორალური უფლება, არ არის ნამდვილი მღვდელი.
მოძღვარს არც დავა, ჩხუბი, შეხლა-შემოხლა, განსაკუთრებით კი გარჩევები არ უნდა უყვარდეს. ყოველივე ეს უჩვეულოა საერთოდ ქრისტიანისთვის, რომელიც ვალდებულია იყოს „მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად“ (იაკ, 1:19).
რესურსები :
პავლე მოციქულის სწავლება მოძღვრის თვისებათა შესახებ
მცირედნი არიან, უმრავლესობა წარწყმდება. მიზეზი ამისა
კი ის არის, რომ ეს საქმე სულის სიმაღლეს მოითხოვს.“
წმ. იოანე ოქროპირი
"არ ვაქებ ჩვენში არსებულ არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, რადგან წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ ხერხით, ხრიკით... სამღვდელო ხარისხისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე... ერთ დღეში აგვყავს ისინი წმინდანთა ხარისხში და სიბრძნეს ვთხოვთ მათ, ვისაც არაფერი უსწავლიათ და თვითნებობის გარდა არაფერი შეუძლიათ, როდესაც სამღვდელო ხარისხს ღებულობენ. ასეთი მღვდელი ფიქრობს, რომ ძალაუფლების მიღებასთან ერთად ბრძენიც გახდა - იმდენად ცუდად იცნობს საკუთარ თავს, იმდენად წაართვა ძალაუფლებამ აზროვნების უნარი".
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
(არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი).
"მისდამი თაყვანისცემას მოძღვარი ყოველთვის უნდა გაურბოდეს, რათა ადამიანები იმას არ ხედავდნენ, რაც სინამდვილეში მასში არ არის. საჭიროა, რომ მღვდლები მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათი სიწმიდე საიდუმლოებების აღსრულებით „შემოიფარგლება“, (თუკი შესაძლოა, რომ ასეთი არასრულყოფილი სიტყვით გამოიხატოს იგი), და მასაც თვითონ კი არ ასრულებენ, არამედ თვით ღმერთი, ქრისტე და სულიწმიდაა საიდუმლოს აღმასრულებელი, როგორც ეს გარკვევით წერია ლიტურგიაში! ამიტომ სრულიად დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლიტურგიის დროს ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები ღვთაებრივი ძალის მქონეა, რამეთუ მე მხოლოდ წარმოვთქვამ მათ, ძალა კი ღვთისგან აქვს, მე ვიმეორებ სიტყვებს, რომელიც თვითონ ქრისტემ გადმოგვცა. სხვა სფეროში სრულიად გულწრფელად შემიძლია აზრის გამოთქმა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ღვთის ნებაა ანდა ღვთაებრივი შეხედულებაა ამა თუ იმ საგნის შესახებ"
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
"ვისურვებდი, რომ ადამიანებს გამუდმებით შეახსენებდნენ იმის შესახებ, რომ მორჩილება მოძღვრის ბრძანების მონურად შესრულებაში როდი გამოიხატება, მაშინაც კი, როცა იგი რჩევის სახით გეძლევა. მორჩილების აზრი ისაა, რომ ადამიანს ასწავლოს, გამოეთიშოს საკუთარ აზრებსა და საგნების მიმართ დამოკიდებულებებს და მიიღოს ის, რასაც სხვა ადამიანი ეუბნება. ასე იწყება მორჩილება და იგი მხოლოდ საეკლესიო პრაქტიკას როდი ეხება, არამედ ადამიანთა შორის ყოველგვარ ურთიერთდამოკიდებულებას."
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
"მიკერძოებას ნუ გამოიჩენ მოძღვრის მიმართ, მრავალმა ეს გაფრთხილება ყურად არ იღო და მოძღვართან ერთად ეშმაკის მახეში გაება. მოძღვრის რჩევა-დარიგების აღსრულება და მორჩილება სათნოა ღვთისათვის, ვიდრე მიკერძოებაში არ გადაიზრდება. მიკერძოების გამო ზოგჯერ საყვარელ ადამიანს კერპად გაიხდიან, კერპისადმი შეწირული მსხვერპლი ღმერთს განარისხებს და ასე გადის ცხოვრების დღენი, წყალშია ჩაყრილი კეთილი საქმენი, მათი კეთილსურნელება ქარს მიაქვს და სიმყრალით ქარწყლდება. ამიტომ კერპს გულში ადგილს ნუ მიუჩენთ. და შენც, მოძღვარო, ეცადე ცოდვაში არ ჩადგა ფეხი, ნუ ეცდები ღმრთის ადგილი დაიკავო ახლადმოქცეულთა სულბში. წმიდა იოანე ნათლისმცემელს მიბაძე - ეცადე ქრისტე განადიდონ შენმა მოწაფეებმა და არა შენ.
" წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
"გულით გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და შემდგომ შეიყვარე მოყვასი შენი. არ გქონდეს უფლის სიყვარული და მოყვასი გიყვარდეს - ეს საშიშია, რამეთუ „ნუ იქნები მონა კაცისა“, ბრძანებს მოციქული. მუდამ გულში ჩამწვდომი იყო წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და წანამორბედის სიტყვები: „რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს, ხოლო მეგობარი სიძისა, რომელი ჰსდგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ხმითა სიძისათა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ-არს. მისა ჯერ არს აღორძინებად, ხოლო ჩემსა მოკლებად“ (იოანე III, 29-30). აქედან გამომდინარე, სულიერი მოძღვარი ჯერ ზეციურ სიძეს უნდა ჰმსახურობდეს, ადამიანთა სულები მას უნდა დაუახლოვოს და არა საკუთარ თავს, უნდა აუწყოს ყველას ქრისტეს უსაზღვრო, ენით აუწერელი სილამაზე, სახიერება და სიკეთე, რათა მათ შეიყვარონ იესო ქრისტე, ჭეშმარიტად ღირსი სიყვარულისა, ხოლო მოძღვარმა დიდი და მდაბალი იოანე ნათლისმცემლის მსგავსად გზა იესო ქრისტეს უნდა დაუთმოს, თავი დაიმდაბლოს მოწაფეთა წინაშე, რათა ამგვარი თავისდამცირებით სრულყოს ისინი სულიერად. რამეთუ, ვიდრე მოწაფეებში ხორციელი გრძნობა სჭარბობს მოძღვარს განადიდებენ. სულიერად ამაღლებულნი კი, უწინარეს ყოვლისა, განადიდებენ ქრისტეს, ხოლო მოძღვარში, მხოლოდ ღმრთის ერთგულ მსახურს ჭვრეტენ."
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
"ადამიანს, რომელიც ეკლესიაში, განსაკუთრებით კი მონასტერში მოდის, ჩვენ, ვისაც იერარქიული ხარისხები და თანამდებობები გვაქვს, უნდა ვასწავლოთ რომ ეკლესიაში მთავარი ქრისტეა, რომ ადამიანი, გამომდინარე სწორედ თავისი ინდივიდუალობიდან, რაღაც ყაზარმულ უჯრედში კი არ უნდა მოთავსდეს, არამედ საშუალება მისცეს სულიწმინდას მასში იმოქმედოს; ყველაფერი, რაც ეკლესიაშია, მორჩილებაც, ღვაწლიც, დისციპლინაც, მხოლოდ საშუალებებია ამის მისაღწევად. ჩვენი სამოძღვრო ამოცანაა დავეხმაროთ თითოეულ ადამიანს ამ საშუალებების თავისთვის გამოყენებაში და არა მათი ყოველმხრივ შეზღუდვა და ჩვენთვის ან სხვისთვის დამონება. "
იღუმენი პეტრე მენშერინოვი
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
"ადამიანს, რომელიც ეკლესიაში, განსაკუთრებით კი მონასტერში მოდის, ჩვენ, ვისაც იერარქიული ხარისხები და თანამდებობები გვაქვს, უნდა ვასწავლოთ რომ ეკლესიაში მთავარი ქრისტეა, რომ ადამიანი, გამომდინარე სწორედ თავისი ინდივიდუალობიდან, რაღაც ყაზარმულ უჯრედში კი არ უნდა მოთავსდეს, არამედ საშუალება მისცეს სულიწმინდას მასში იმოქმედოს; ყველაფერი, რაც ეკლესიაშია, მორჩილებაც, ღვაწლიც, დისციპლინაც, მხოლოდ საშუალებებია ამის მისაღწევად. ჩვენი სამოძღვრო ამოცანაა დავეხმაროთ თითოეულ ადამიანს ამ საშუალებების თავისთვის გამოყენებაში და არა მათი ყოველმხრივ შეზღუდვა და ჩვენთვის ან სხვისთვის დამონება. "
იღუმენი პეტრე მენშერინოვი
მოძღვარს არც დავა, ჩხუბი, შეხლა-შემოხლა, განსაკუთრებით კი გარჩევები არ უნდა უყვარდეს. ყოველივე ეს უჩვეულოა საერთოდ ქრისტიანისთვის, რომელიც ვალდებულია იყოს „მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად“ (იაკ, 1:19).
რესურსები :
პავლე მოციქულის სწავლება მოძღვრის თვისებათა შესახებ
Комментариев нет:
Отправить комментарий