понедельник, 11 марта 2013 г.

არის წინააღმდეგობა მეცნიერებასა და რელიგიას შორის?






ახალი მასშტაბური კვლევების მიხედვით, მეცნიერების 85%, მათ შორის ათეისტი მეცნიერებისა, ვერ ხედავს წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის, მეტიც, ათეისტი მეცნიერების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს მებრძოლ ათეიზმს და მათ დესტრუქციულ თეოლოგიას.


ხუთ წლიანი კვლევის შედეგად, რომელსაც ჰიუსტონის სოციოლოგი- რაის ელენ ეკლანდი უძღვებოდა, დადგინდა, რომ ამერიკელი მეცნიერების უმეტესობის აზრით, რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება.

Elaine Howard Ecklund

სოციოლოგებმა აშშ-ს 21 უნივერსიტეტის 275 მეცნიერი გამოკითხეს. მათ შორის ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, სოციოლოგიის,ეკონომიკის, ფსიქოლოგიის და პოლიტოლოგიის სპეციალისტები. გამოკითხულების მხოლოდ 15% თვლის, რომ რელიგია და მეცნიერება მუდმივ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ხოლო უმეტესობა დარწმუნებულია, რომ როგორც რწმენა, ასევე მეცნიერებაც-ეს არის „შემეცნების რეალური გზა“.

გამოკითხვები იყო ეტაპობრივი.  სულ გამოიკითხა 1700 მეცნიერი 

„საზოგადოება ქმნის აზრს, რომ სეკულარიზაციის განვითარებასთან ერთად რელიგიურობა იკლებს.მეცნიერება თითქოსდა ავიწროებს რელიგიას. ამ კვლევის შედეგით, რომელიც საკმაოდ პატივსაცემ 
და ავტორიტეტულ მეცნიერებთან ჩატარდა და რომელთა უმეტესობაც თავს  არა რელიგიურ ადამიანად თვლის, ამ პრობლემას უფრო ფართოდ განიხილავს“-განაცხადა ამ კვლევის ხელმძღვანელმა.

ამერიკელი მეცნიერებისგან აღებული მოცულობითი ინტერვიუები ცხადყოფენ: ისინი, რომლებიც ათავსებენ რელიგიას და მეცნიერებას, ხშირ შემთხვევაში დარწმუნებული არიან,რომ -„მეცნიერება ღმერთისგან მოდის“ და კიდევ იმაში, რომ „რელიგია და მეცნიერება ცხოვრების აღქმის რეალურ შანსს გვაძლევს“.



                                                                          Oxford University Press Reviews



                                                                     

                  JAMES A. BAKER III Institute for Public Policy R I C E U N I V E R S I T Y




           CONTACT INFORMATION Dr. Elaine Howard Ecklund Associate Professor of Sociology




                     Social Sciences Research Institute RELIGION AND PUBLIC LIFE PROGRAM









 ელ-წიგნი

                                                                               



სტატია ვაშინგტონ პოსტში

სოციოლოგიის დეპარტამენტი Department of Sociology Elaine Howard Ecklund, Ph.D.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий