სიტყვა „უღმერთო“ ყველაზე პოპულარულ სიტყვად იქცა. აგიტაციის მძლავრმა მანქანამ კი ამოქმედება დაიწყო.
დასახული მიზნის სისრულეში მოსაყვანად 1922 წელს დაიწყო გაზეთ „უღმერთოს“ გამოცემა, 1924 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „უღმერთოს“ რედაქციაში შემდგარ კრებაზე გადაწყდა ანტირელიგიური ორგანიზაციის შექმნა. 1925 წელს „უღმერთოთა კავშირი“ შეიქმნა მოსკოვში, 1928 წელს მისი „ფილიალი“ საქართველოშიც დაარსდა. მოსკოვში კავშირის ხელმძღვანელი იყო მინეი ისრაელის ძე გუბელმანი, ხოლო საქართველოში – სილიბისტრო თოდრია... საქართველოს „მუკში“ („მებრძოლ უღმერთოთა კავშირი“) გაწევრიანება თოთხმეტი წლიდან შეიძლებოდა. სულ მალე „მუკის“ უჯრედის ჩამოყალიბება დაიწყო ქარხნებში, კოლმეურნეობებში და სასწავლო დაწესებულებებში. ანტირელიგიურ პროპაგანდაში ჩაერთო პრესა, მუზეუმები, სკოლები, კინოთეატრები და გამომცემლობები. საქმე წინ სწრაფად მიდიოდა და 1930 წელს თბილისში უკვე ანტირელიგიურ მუშათა უნივერსიტეტი გაიხსნა, 1937 წელს კი ნორაშენის ეკლესიაში – ანტირელიგიური მუზეუმი. 1928 წელს თბილისის საბჭოს თავმჯდომარემ თბილისის ყველა მაზრის თემკომს მიმართვა გაუგზანა:
„ახლოვდება შობისა და ნათლისღების დღესასწაულები – რელიგიური ჩვეულებების, წესებისა და ადათის გაცხოველების დღეები.
...ანტირელიგიური კამპანიის ჩატარება სოფლად უფრო რთულია, ვიდრე ქალაქად, მისი ჩატარება უშუალოდ პარტიის თემკომებს ეკისრება, რომლის დროსაც კომკავშირი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. საჭიროა კამპანიის ჩატარებას მეტი სიფრთხილით მივუდგეთ და არავითარ შემთხვევაში არ იქნას დაშვებული მუშაობის უხეში ფორმები და მეთოდები, რაც საწინააღმდეგო შედეგებს იწვევს. როგორიცაა წირვა-ლოცვის ძალით ჩაშლა, მორწმუნეთა გრძნობების უხეში შეურაცხყოფა.

დღესასწაულების დროს სამკითხველოებში, სასოფლო კლუბებში მოეწყოს მხატვრული წარმოდგენები – ანტირელიგიური შინაარსით. განმარტებულ იქნას, თუ როგორი სიმძიმით აწვება გლეხის ბიუჯეტს რელიგიის მხრივ გამოწვეული ხარჯები.
დღესასწაულების დროს კომკავშირმა უნდა მოაწყოს ფიზკულტურული შეჯიბრება, გასეირნება, პიონერული შეკავშირება და სხვა.
ყველა სოფლის სკოლებში ბავშვთა ჩამოცილების მიზნით, რელიგიური დღესასწაულებიდან საჭიროა წინასწარ ჩატარდეს ახსნა-განმარტებითი მუშაობა, რელიგიის მავნებლობის შესახებ და სათანადო საუბრები. დღესასწაულების დღეებში კი მოეწყოს გონივრული გასართობები ბავშვებისთვის“.
მართალია, კომუნისტები ერთმანეთს არწმუნებდნენ, ეკლესიები ძალით არ უნდა დავხუროთო, მაგრამ საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ეკლესია სწორედ ძალით დახურეს. თუ სადმე ამის გამო მოსახლეობის წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ, მათ ცემა-ტყეპით ან დაპატიმრებებით უსწორდებოდნენ. საწყის ეტაპზე სამღვდელოების წარმომადგენლები ჯერ კიდევ თვლიდნენ, რომ კომუნისტებს რამეს შეასმენდნენ. ალბათ, ასე ფიქრობდა სამეგრელოს მთავარეპისკოპოსი დავით კაჭახიძეც, როცა მიხა ცხაკაიას წერილს სწერდა:
„მე თქვენ გიცნობდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვსწავლობდი სემინარიაში, როცა თქვენ მოსწავლეთა შორის თესდით სოციალიზმის თესლსა... სუფთა რელიგია თავისთავად სულაც არ უშლის ხელს კომუნისტური ურთიერთობების დამყარებას, მით უფრო სახარებისებრი ქრისტიანობა. ადამიანის დღევანდელი ფსიქიკა აუცილებლად მოითხოვს დაკმაყოფილებული იქნას მისი მისტიურ-რელიგიური მოთხოვნილებაც. თუ საეკლესიო წესებში და სამღვდელოებაში რაიმეა დასაგმობი, მიზეზი თვით რელიგიაში – ქრისტიანობაში კი არ უნდა ვეძიოთ, არამედ თავად სამღვდელოებაა „გასაჩოთქი“.
ასეთი წერილები მრავლად იყო, თუმცა მათ მთავრობა უპასუხოდ ტოვებდა. მეტიც, კომუნისტმა აქტივისტებმა ზომაზე მეტად მოინდომეს და სასამართლო მოუწყვეს მართლმადიდებლობას. 1923 წლის 5 თებერვალს მოქალაქეებმა – მეტრეველმა, ჯანელიძემ, ბერიშვილმა, რეხვიაშვილმა, განცხადებით მიმართეს სამაზრო პოლიტიკური განათლების განყოფილებას რელიგიის გასასამართლებლად. საზოგადოებრივმა სასამართლომ კი გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც მღვდლებს გაკრეჭა მიესაჯათ, ხოლო საეკლესიო ნივთებს, რომლებსაც რაიმე ღირებულება არ ჰქონდათ, განადგურება. მატერიალური ღირებულების მქონე ნივთები ხალხის სასარგებლოდ უნდა გამოყენებულიყო. ხოლო ეკლესიებში სამკითხველოები და სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრები უნდა გახსნილიყო.
იმერეთში, სოფელ როდინაულში, დახურული და თეატრად გადაკეთებული ეკლესია, მოსახლეობის თხოვნით, ხელახლა გაიხსნა. 1924 წელს ტაძრის საკურთხებლად ჩამოვიდა ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა, სხვა საეკლესიო პირებთან ერთად, და 2 აგვისტოს ტაძარი აკურთხა. სასულიერო პირები ღამის გასათევად ახალმოსახლე მღვდელთან მათე ჩუბინიძესთან დარჩნენ. კომუნისტებმა შეიტყვეს ამ ამბის შესახებ და სასულიერო პირების დასაპატიმრებლად ღამით მიცვივდნენ. აი, რა წერია მიტროპოლიტის დაკითხვის ოქმში:
„ჩემი საწოლიდან კვლავ ამაგდეს და გამაგდეს ზალაშიდ, საიდანაც კვლავ ცემა-ტყეპით... და შემდეგ მიჩვენა რაღაც წითელი მელნით წარწერა, რომლითც მათ ევალებოდათ, დაეპატიმრებინათ მღვდლები და არა მიტროპოლიტი და მღვდელმთავარი. ამ საშინელი წამების შემდეგ მე დაღლილ-დაქანცულს შეუძლებლად მიმაჩნდა, მათ გავყოლოდი და ვფიქრობდი, რომ ისინი მე დამატყვევებდნენ სახლშიდ, მაგრამ მათ მე სულ მთლად გაშიშვლებული, პერანგის ამხანაგის ამარა, ღამის პირველი საათი იქნებოდა, დაახლოებით, ძალით დამაწვინეს ურემზედ, შემიკრეს ხელ-ფეხი, ვით ბოროტ ავაზაკს, და საშინელი ურმის რაძგუნით და ტკივილების გრძნობით მიმიყვანეს ერთ სახლშიდ, რომელიც ბოლოს აღმოჩნდა აღმასკომის და იქ შემაგდეს, როგორც პატიმარი ერთ პატარა ოთახშიდ“. მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები პირები სულ მალე სიკვდილით დასაჯეს. 1994 წელს კი ის წმინდანად შერაცხეს.
ამ ყველაფრის ფონზე კი ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ამბროსი ხელაიას მემორანდუმი, რომელიც მან გენუას გაზეთ „კაფფარაში“ გამოაქვეყნა. ამ მემორანდუმით, პატრიარქი ეკლესიის სუვერენიტეტის აღდგენას ითხოვდა. ამის გამო, ის პირადად ბერიას ბრძანებით დააპატიმრეს. მართალია, ციხეში არ გარდაცვლილა, მაგრამ ძალიან დაუძლურდა და მალევე დაიღუპა. სწორედ ამბროსი ხელაიას ეკუთვნის ტექსტი: „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული – ჩემს სამშობლოს, მძორი კი, ჯალათებო – თქვენ და რაც გინდათ, ის უყავით“.
1936 წელს დააპატიმრეს მღვდელი პავლე დაშნიანი, რომელმაც ცაგერსა და ქვემო სვანეთში მალულად მონათლა 120 ბავშვი. ის სიკვდილით დასაჯეს.
საერთოდ, ყველა ანტირელიგიური დადგენილება შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა: „ზიზღი სამღვდელოებას“.
მღვდლებს კრეჭდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ქუჩაში მათი დანახვისას გვერდზე აფურთხებდნენ. ყველას აჯერებდნენ, რომ წმინდანები და სასწაულები მღვდლების მოგონილი იყო, ადამიანთა გასაბრიყვებლად. ამის დასტურად ნიკორწმინდის ეკლესიიდან გამოიტანეს წმინდა ნიკოლოზის მკლავი, ჩაატარეს ვითომდა მეცნიერული კვლევა და „დაადასტურეს“, რომ სინამდვილეში ეს მკლავი არანაირ სიწმინდეს არ წარმოადგენდა.
„მუკში“ გაერთიანდა 120 ათასი ადამიანი. აგიტატორებს შორის ყველა პროფესიის ადამიანს შეხვდებოდით. ჩამოყალიბდა დრამბრიგადა, რომელიც მთელ ქვეყანაში დადიოდა და ანტირელიგიურ პიესებს დგამდა, მეორე მსოფლიო ომის დროს „მუკმა“ ფუნქცია შეცვალა, ახლა ის აგიტაციას ფაშიზმის წინააღმდეგ ეწეოდა, 1947 წელს კი საბოლოოდ გაუქმდა.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий