воскресенье, 31 марта 2013 г.

ნორჩ უღმერთოთა ჯგუფის მუშაობის შესახებ



პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით

ბრძოლა რელიგიის წინააღმდეგ ერის
 ბრძოლა სოციალიზმისათვის


საქართველოს მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ცენტრალური საბჭოს

ინსტრუქცია



ტფილისი
1932




I. რა უნდა ვიცოდეთ.

ნორჩ მებრძოლ უღმერთოთა ჯგუფის მოწყობის შესახებ.


ნორჩ მებრძოლ უღმერთოდ გახდომა შეუძლია ყოველ მოწაფეს, თუ ის შემდეგ პირობებს აკმაყოფილებს:
1.      უკვე 8 წლის ჰასაკისაა.
2.      კავშირი გასწყვიტა რელიგიასთან და არ ასრულებს რელიგიურ წესებს.
3.      აქტიურად იმუშავებს ნმუ-ს ჯგუფში და
4. გადაიხდის შესასვლელ გადასახადს (5კ.) და ინტერნაციონალურ კაპეიკს (ყოველწლიურად)


ნორჩ უღმერთოდ გახდომა შუეძლიათ შავსიელთა ბავშვებსაც, თუ ისინი დააკმაყოფილებენ ზემომოყვანილ პირობებს.
ნორჩი მებრძოლი უღმერთოები ნმუ-ს ჯგუფში შესვლისთანავე მიიღებენ საწევრო ბარათს, რისთვისაც გადაიხდიან 3 კაპიკს.





ნმუ ჯგუფი ამზადებს ლოზუნგებს, პლაკატებს, რომლებიც მოუწოდებენ მშრომელთ რელიგიის, გაცდენების და ლოთობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ნმუ- ჯგუფი აწყობს საამქროებში, ქარხნის ეზოებში  აგიტგამოსვლებს, მფრინავ მიტინგებს.

მართავს საუბრებს მუშებს შორის.

აკრავს შავდაფაზე გამცდენლებს და სხვ.


   პირველი მარშუტის მნიშვნელოვანი მომენტი არის ბრძოლა ტეხნიკის დაუფლებისათვის, რადგან ტეხნიკა ერთ-ერთი მძლავრი იარაღია რელიგიის წინააღმდეგ, რომელიც ( რელიგია) ანელებს ბოლშევიკურ ტემპებს და ხელს უშლის 5 წლედის ოთხელიწადში შესრულებას. ეს მუშაობა სწარმოებს შემდეგი ლოზუნგით „არცერთი უღმერთო ტეხნიკური წრეების, გამომგონებელთა მუშაობის, საწარმოო თათბირების გარეშე."


  მეორე მარშუტი "სოფლის მეურნეობის სოციალისტური გარდაქმნისათვის" მიზნად ისახავს ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს პარტიას და საბჭოთა ხელისუფლების სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციას, მისი სოციალისტური რეკონსტრუქციას და ამის საფუძველზე კულაკების, როგორც კლასის ლიკვიდაციის გატარებაში.

  არსებული კოლმეურნეობების განმტკიცება, რისთვისაც საჭიროა კოლმეურნეობის წინააღმდეგ მიმართული კულაკურ-ხუცური და სექტატური გამოსვლების გამომჟღავნება და გამოაშკარავება, ბრძოლა ლოთების დღესასწაულების წინააღმდეგ, რომლებიც კოლმეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო მუშაობის ტემპებს აფერხებენ.

 მონაწილეებმა უნდა გააჩაღონ ანტირელიგიური მუშაობა ქარხანაში: ჩამოაყალიბონ მუკ- უჯრედები საამქროებში, მთელ ქარხანაში.

მარშუტი „სოციალისტური კულტურისათვის“ მიზანად ისახავს ხელი შეუწყოს პარტიას და ხელისუფლებას ქალაქისა და სოფლის კულტურისა და ყოფაცხოვრების სოციალისტურად გარდაქმნის საქმეში.



ნმუ-ს ჯგუფის მოვალეობაა სკოლაში ანტირელიგიური და ინტერნაციონალური აღზრდის დაყენების შემოწმება,აგიტმასიური მუშაობის გაღმავებით მთელ სასკოლო მასაში მარქსისტულ- ლენინურ მსოფლხედველობის გამომუშავება, ყველა უღმერთოების ჩაბმა ბავშვთა ტეხნიკური სადგურის და ტეხნიკური წრეების მუშაობაში.

       ბრძოლა სხვადასხვა რელიგიური ადათების, უქმეების, ექიმბაშობის და სხვ. წინააღდმეგ.
 მცირეწლოვანი ბავშვების განთავისუფლება რელიგიის რეაქციონური გავლენისაგან, რისთვისაც უნდა ტარდებოდეს საუბრები, ხმამაღალი კითხვა, სეირნობა, თამაშობანი, ექსკურსიები, საზოგდოებრივ მუშაობაში ჩაბმა, ანტირეგლიური მუშაობის ოჯახში გადატანა და სხვა.
   ბრძოლა საყოფაცხოვრებო ხასიათის რელიგიური დღესასწაულების წინააღმდეგ, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვთ ბავშვებზე. ამ მიზნით უნდა ეწყობოდეს ანტირელიგური საღამოები, ანტირ. შაბათობანი და სხვა.
    ბრძოლა რელიგიურ- საყოფაცხოვრებო წესების (ნათლობა და სხვა) წინააღმდეგ, რისთვისაც უნდა ტარდებოდეს სათანადო ახსნა- განმარტებითი მუშაობა და ხორციელდებოდეს რევოლუციონურ- საზოგადოებრივი ხასიათის ღონისძიებანი, მაგ. ოქტომბრინი, სამოქალაქო წესით დასაფლავება და სხვა.


                     


  ბრძოლა უღმერთო ყოფა-ცხოვრებისათვის ოჯახში, საერთო საცხოვრებელში, ამხანაგობებში, ბრძოლა ხატების და რელიგიური კულტის სხვა საგნების წინააღმდეგ, ბრძოლა ხუცების ვიზიტების, რელიგიური დღესასწაულების და სხვ. წინააღმდეგ


მარშუტი „საბჭოთა ქვეყნის თავდაცვისათვის“ ამოცანად ისახავს:

ა) გამოააშკარაოს რელიგიურ კონტრრევოლუციონური როლი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ისე კაპიტალისტურ ქვეყნებში.

ბ) აქტიური მონაწილეობის მიღება წითელი ჯარის და ფლოტის გამაგრების მიზნით წარმოებულ სახსრების შეგროვების ამა თუ იმ კამპანიაში. მაგ: წყალქვეშა „ნავის მებრძოლ უღმერთოს“ ფონდის სახსრების შეგროვებაში და სხვა.





II. რა მუშაობას აწარმოებენ ნორჩი უღმერთოები.

    გეგმის შედგენისას ნმუ-ს ჯგუფმა უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს დანარჩენ ბავშვთა მასებსა და მოსახლეობაში ანტირელიგიურ ღონისძიებათა გატარებას. დავალებათა ნაგაწილების დროს უნდა ვცდილობდეთ რომ არცერთი ნორჩი უღმერთო არ დარჩეს საზოგადოებრივ-ანტირელიგიურ დატვირთვის გარეშე. აგიტმასიური მუშაობის (საუბრები, ინსცენირობა, ვიქტორინები და სხვ.) შესასრულებლად გამოყოფილი ნმუ-ს ბრიგადა პირველ რიგში უნდა ცდილობდეს რაც შეიძლება მეტი ხალხი დაესწროს მას.




    ნორჩი უღმერთოები მონაწილეობენ აგრეთვე ეკლესიის და სამლოცველო სახლების დახურვის და კულტურულ- სამეურნეო საჭიროებისათვის გამოყენების მიზნით დაწყებულ ხელისმოწერით ფურცლების დატარებაში და შევსებაში.




   ნორჩი უღმერთოები ღებულობენ აქტიურ მონაწილეობას პარტიის და    ხელისუფლების ყველა კამპანიაში. ისინი დიდების კრებებზე (მაგ. საბჭოთა არჩევნების დროს) გამოდიან თავიანთი ანტირელიგიური წინადადებით.


საერთო ანტირელიგიურ მუშაობაში დიდი მნიშვნელობა აქვსნმუ-ს ჯგუფის მიერ ოჯახებში წარმოებულ მუშაობა.ნამდვილი უღმერთო ის არის, ვინც არა მარტო სკოლაში იჩენს უღმერთოებას, არამედ ვინც თავის ოჯახშიაც მებრძოლი უღმერთოა.

   მან უნდა მოაწყოს თავის ოჯახში უღმერთოს კუთხე, უნდა იწერდეს ანიტრელიგიურ ჟურნალ-გაზეთებს, აწყობდეს ანტირელიგიური ლიტერატურის ხმამაღლა კითხვას ოჯახის წევრთა შორის, მან უნდა მიიზიდოს მშობლები და ნათესავები ანტირელიგიურ საღამოებზე, ლექციებზე, კრებებზე და მან უნდა გახადოს ისინი მუკ-ის წევრებად.

   ნორჩმა უღმერთოებმა უნდა გამოაშკარაონ ხუცების და მქადაგებლეთა ანტისაბჭოთა პროპაგანდა ოჯახების დავლის დროს ისინი უნდა ეწეოდნენ სისტემატიურ აგიტაციას, საბრძოლველად რომ ხუცები, მოლები და სხვა ოჯახებში არ მიიღონ.

6 (472x640, 44Kb)


8 (501x640, 48Kb)


17 (468x640, 48Kb)


8 (311x400, 45Kb)






  დიდი ბრძოლა ჰმართებთ ნორჩ უღმერთოებს ოჯახში სხვადასხვა რელიგიური წესებისა და ჩვეულებების წინააღმდეგ. ცხადია ყველა ნორჩ უღმერთოს არ შეეძლება ასეთი ბრძოლის წარმოება. აქ უეჭველად საჭირო იქნებ მან მოიშველიოს მასწავლებელი, პიონერორგანიზაცია, ამხანაგები და სხვ.

  არა საკმაოდაა გამოყენებული აგრეთვე ანტირელიგიური თამაშობანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ჩვენ ამჟამად საკმაო მასალა მოგვეპოვება (იხ. სლიაზერის წიგნები „კომკავშირული აღდგომა“, „უღმერთოს დასვენება“ და სხვა)



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий