воскресенье, 31 марта 2013 г.

დარვინიზმი და მატერიალიზმი





თავისი თეორიის ერთ-ერთი ძირითადი პოსტულატი დარვინმა გამოხატა შემდეგი ფორმულით:
“დედამიწაზე არსებული ორგანიზმების განვითარება გადარჩენისთვის ბრძოლასთან პირდაპირ კავშირშია. ამ განუწყვეტელ ბრძოლაში იმარჯვებს უძლიერესი, ხოლო სუსტი დასაღუპად და დასავიწყებლად არის განწირული”.
მისი სწავლების თანახმად, ბუნებაში მიმდინარეობს უსასტიკესი, განუწყვეტელი ბრძოლა არსებობისთვის. უფრო ძლიერი და შეგუების უნარით დაჯილდოებული ორგანული ნივთიერებები და ორგანიზმები ყოველთვის ჯაბნიან სუსტებს და სიცოცხლის შემდგომი განვითარება სწორედ ამით არის განპირობებული. დარვინმა ამ იდეას მიუძღვნა მთელი თავი თავისი წიგნისა “სახეობათა წარმოშობა”. ამ თავის სათაურია “ბუნებრივი შერჩევა, ანუ ყველაზე შემგუებელი სახეობების გადარჩენა”.
უფრო მეტიც, დარვინი ამტკიცებდა, რომ “გადარჩენისთვის ბრძოლის” იდეა ადამიანებისთვისაც არის გამოსადეგი. ამ გამაოგნებელი განცხადების თანახმად, ამ ბრძოლაში “პრივილეგირებული რასები” იმარჯვებენ. დარვინის აზრით, ამ “პრივილეგირებული რასის” წარმომადგენლები თეთრკანიანი ევროპელები არიან, ხოლო აფრიკული ან აზიური რასა ამ ბრძოლაში დამარცხებისთვის არიან განწირული. დარვინი ამით არ დაკმაყოფილდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს რასები უახლოეს ხანში გადაშენდებიან:
“არცთუ ისე შორეულ მომავალში, რომელიც საუკუნეებით განიზომება, ცივილიზებული რასები უეჭველად გაანადგურებენ, შემდეგ კი მთლიანად მოსპობენ ველურებს მთელს მსოფლიოში. ამავდროულად, ანტროპომორფული მაიმუნიც (ანუ გარდამავალი სტადია მაიმუნიდან ადამიანისკენ) გაქრება. უფსკრული ადამიანსა და მის უახლოეს წინაპარს შორის სწრაფად გაღრმავდება და განსხვავება ცივილიზებულ ადამიანებსა და ველურებს შორის დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც კავკასიელ ხალხებსა და გიბონებს შორის, მაშინ, როცა ახლა დაახლოებით ისეთია, როგორიც ზანგებსა ან ავსტრალიელ აბორიგენთა და გორილებს შორის” 
ინდოელი ანთროპოლოგი ლალიტა ვიდიარტი, რომელმაც დარვინიზმის ფარული ასპექტების შესწავლას დიდი დრო მოანდომა, გვიხსნის, თუ როგორ მოახვია თავს ევოლუციის დარვინისეულმა თეორიამ რასიზმის იდეები საზოგადოებრივ მეცნიერებებს:
“დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორია სწავლულ-საზოგადოებრივ მუშაკთა წრეში თბილად მიიღეს. მათ დაიჯერეს, რომ კაცობრიობამ თეთრი რასის ცივილიზაციის წყალობით განვითარების სხვადასხვა საფეხურს მიაღწია. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრისთვის რასიზმი, როგორც ფაქტი, დასავლელ მეცნიერთა უმრავლესობამ აღიარა” 

დარვინის “შთაგონების” წყარო: თომას მალთუსის დაუნდობლობის თეორია

thomas malthus, დარვინიზმის, თომას მალთუსის
თავისი თეორიის შემუშავებისას დარვინი იდეურ “შთაგონებას” იმდროინდელი ინტელიგენციის წრეებში ფრიად პოპულარული  თომას მალთუსის წიგნის “ესე პოპულაციის პრინციპების შესახებ” ფურცლებზე პოულობდა. ამ ნაშრომში მალთუსმა მოიყვანა თავისი მათემატიკური გათვლები, რომლის არსიც იქამდე დადიოდა, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა ერთობ დიდია და საჭიროა მათი გამრავლების აღკვეთა. ეკონომისტის აზრით, ისეთი მასობრივი უბედურებები, როგორებიცაა ომები, შიმშილი და ეპიდემიები, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების აუცილებელი მექანიზმებია, რადგან ადამიანთა რაღაც ნაწილი უნდა ამოიხოცოს, რომ დანარჩენებს უკეთესი ცხოვრების საშუალება მიეცეთ. კაცობრიობის არსებობა მხოლოდ ამ “პერმანენტული ომით” არის შესაძლებელი.
როგორც აღვნიშნეთ, მალთუსის იდეები მეცხრამეტე საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით, ევროპის მაღალი საზოგადოების ინტელიგენციაში. აი, როგორ არის გადმოცემული მალთუსის თვალსაზრისი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცხოვრების ევროპულ ყაიდასთან მიმართებით სტატიაში: “ნაცისტების საიდუმლო გამოკვლევები”:
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ევროპის მმართველი კლასების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ახლადაღმოცენებული “მოსახლეობის პრობლემა” და შეემუშავებინათ ღარიბ-ღატაკთა შორის სიკვდილიანობის დონის ამაღლების მალთუსისეული რეკომენდაციის განხორციელების მეთოდები: “იმის მაგივრად, რომ ღარიბებს შორის სისუფთავე და სანიტარია დავნერგოთ, საჭიროა სრულიად საწინააღმდეგო ჩვევები გამოვუმუშავოთ. ჩვენს ქალაქებში ქუჩები კიდევ უფრო უნდა დავავიწროვოთ, სახლებში ხალხი კიდევ უფრო მჭიდროდ დავასახლოთ და ჭირის ეპიდემიის გავრცელებას ხელი შევუწყოთ. ქალაქების გარეუბნებში საჭიროა ვაშენოთ სოფლები დაგუბებულწყლიანი ადგილების სიახლოვეს და განსაკუთრებით ჭაობიან და ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ ადგილებში”... და ა.შ. 
ამ დაუნდობელი პოლიტიკის შედეგად სუსტები, ანუ ისინი, რომლებიც გადარჩენისთვის ბრძოლის უკანა რიგებში არიან, განადგურდებოდნენ და მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა შენელდებოდა. ეს, ეგრეთწოდებული “ღარიბთა შევიწროების” პოლიტიკა, მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში პრაქტიკულად ხორციელდებოდა. მოსახლეობის უღარიბესი ფენებისთვის დაინერგა ისეთი ინდუსტრიული წესები, როცა 8-9 წლის ბავშვები იძულებულნი იყვნენ დღეში 6 საათი ემუშავათ ქვანახშირის მაღაროებში. ათასობით ბავშვი იხოცებოდა ამ გაუსაძლის პირობებში. მალთუსის მიერ მოგონილმა “გადარჩენისთვის გარდაუვალმა ბრძოლამ” მილიონობით ინგლისელს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
ამ იდეების გავლენით დარვინმა ჩამოაყალიბა პერმანენტული კონფლიქტის, როგორც გლობალური ბუნებრივი მოვლენის კონცეფცია. ამან საშუალება მისცა მას განეცხადებინა, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებს უძლიერესი და შემგუებლობის ყველაზე დიდი უნარით გამორჩეული არსება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მას აქვს არსებობის უფლება. ეს კანონი ხომ თვით ბუნებამ განაპირობა! მაგრამ დარვინის მთავარ მტრებად ზნეობრივი ღირებულებები და სულიერება, რწმენა და რელიგია მოგვევლინა, რამაც ზღვარი დაუდო მისი პირმშოს – “გადარჩენისთვის ბრძოლის” იდეის უზომო გავრცელებას. მაშინ გადმოსროლილ იქნა კიდევ ერთი “მეცნიერული” ლოზუნგი – დარვინმა ყველა განათლებულ ადამიანს მოუწოდა, უკუეგდო სულელური რელიგიური ნაბოდვარი ღმერთის მიერ სიცოცხლის შექმნის შესახებ და თანამედროვე “მეცნიერული” აღმოჩენებისთვის დაეჯერებინა.

 ამ სიცრუით გაბერილი იდეების გავრცელების გამო, იდეებისა, რომლებმაც საზოგადოებრივ თუ პიროვნულ აზროვნებაში სისასტიკე და ძალადობა შეიტანა, იდეებისა, რომლებიც გადარჩენისთვის ბრძოლასა და სუსტების განადგურებას ბუნებრივ მოვლენად თვლიდა, კაცობრიობამ უკვე მეოცე საუკუნეში უზარმაზარი საზღაური გადაიხადა.
თუ მეცხრამეტე საუკუნეში დარვინიზმმა თეორიული საფუძველი შექმნა რასიზმის პოლიტიკის “გასამართლებლად”, მეოცე საუკუნეში ევოლუციის თეორიამ ნაციზმის იდეოლოგიის აღმოცენება უზრუნველყო. ნაციზმის იდეოლოგები სრულად და მთლიანად დარვინიზმის “მეცნიერულ კანონებს” ეყრდნობოდნენ. ადოლფ ჰიტლერისა და ალფრედ როზენბერგის საპროგრამო სტატიებში ძირითადად გამოყენებულია დარვინის ისეთი იდეები, როგორებიცაა “ბუნებრივი შერჩევა”, “ბუნების სელექცია” და “რასებს შორის გადარჩენისთვის ბრძოლა”, რომელთა შესახებ ხშირადაა ლაპარაკი წიგნში “ბუნებრივი შერჩევის შედეგად სახეობების წარმოშობა”. დარვინის იდეებით, მისი გადარჩენისა და ძლიერის გამარჯვების  პრინციპებით გატაცება წითელ ზოლად გასდევს ჰიტლერის წიგნს “ჩემი ბრძოლა” (“Mein Kampf”). აი, კერძოდ, მისი აზრი რასობრივ ბრძოლაზე: “კაცობრიობის ისტორია განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწევდა ახალ, უმაგალითოდ გაბრწყინებულ ათასწლოვან იმპერიაში, რომელიც თვით ბუნების მიერ ნაკარნახევ ახალ რასობრივ იერარქიაზე დაფუძნდება.”
1933 წელს ნიურნბერგში გამართულ ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის ყრილობაზე ჰიტლერმა ღიად განაცხადა:

hitler, ჩემი ბრძოლა, Mein Kampf
“...უმაღლესმა არიულმა რასამ ყველა დაბალი რასა უნდა დაიმორჩილოს... ეს არის თვით ბუნების მიერ განპირობებული კანონი – ერთადერთი ლოგიკური კანონი სიცოცხლისა დედამიწაზე.”
ისტორიკოსი რ. ჰიკმანი ასე აღწერს დარვინიზმის გავლენას ფაშისტურ იდეოლოგიაზე:
“ჰიტლერი დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის თეორიის თანმიმდევარი მომხრე და დაუცხრომელი მქადაგებელი იყო. თუ არ ჩავთვლით ფსიქიკურ გადახრებსა და კომპლექსებს, რაც მის წიგნში ცხადად ჩანს, “ჩემი ბრძოლა” – ეს არის ნათლად ჩამოყალიბებული აღიარება ევოლუციის თეორიისა. მასში განსაკუთრებით ხაზი ესმება თეზისს ბუნებრივი შერჩევის შესახებ, სუსტი რასების განადგურების აუცილებლობას ძლიერთა გადარჩენის მიზნით, რათა შერჩევის გზით უკეთესი საზოგადოება შეიქმნას.” 
დარვინის იდეებით გაჟღენთილმა და მათმა მგზნებარე პროპაგანდისტმა ადოლფ ჰიტლერმა კაცობრიობა მიიყვანა კატასტროფამდე, რომლის მასშტაბები შემაძრწუნებელია. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ასეთი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ბევრი პოლიტიკური თუ ეთნიკური ჯგუფი, განსაკუთრებით ებრაელები, ჰიტლერულ “სელექციას” შეეწირნენ. ათასობით ადამიანი დაიხოცა საკონცენტრაციო ბანაკებში. მათ უმრავლესობას აუწერელ ტანჯვა-წამებაში ამოხდა სული. მეორე მსოფლიო ომმა, რომელიც ნაცისტური აგრესიის გამო დაიწყო, 55 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. და ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ ამ უზარმაზარი ტრაგედიის მიზეზთა მიზეზი მოყვარული ინგლისელი ბუნებისმეტყველის – ჩარლზ დარვინის სიცრუით გაჯერებული აზრები იყო.

სისხლიანი ალიანსი: დარვინიზმი და კომუნიზმი

კომუნისტები დარვინის თეორიის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მიმდევრები და დამცველები იყვნენ. კომუნიზმისა და დარვინიზმის ურთიერთობა ამ ორი სწავლების ფუძემდებელთა ნაცნობობით დაიწყო. კომუნიზმის ფუძემდებლები კარლ მარქსი და ფრიდრიჰ ენგელსი, წაიკითხეს რა “სახეობათა წარმოქმნის” პირველი გამოცემა, აღფრთოვანდნენ და განცვიფრდნენ იმით, თუ რა მჭიდრო კავშირში იყო ევოლუციის თეორია “დიალექტიკურ მატერიალიზმთან”. მარქსსა და ენგელსს შორის მიწერ-მოწერა ადასტურებს, როგორ ერთსულოვნად დაუჭირეს მათ მხარი დარვინის სწავლებას, რომელშიც “კომუნიზმისთვის ბუნებისმეტყველების საფუძვლები” იყო მოცემული. კარლ მარქსმა დარვინს თავისი “კაპიტალის” პირველი გერმანული გამოცემა მიუძღვნა და გარეკანზე წააწერა – “ჩარლზ დარვინს მგზნებარე თაყვანისმცემლისგან”. ფრიდრიჰ ენგელსმაც თავის წიგნში – “ბუნების დიალექტიკა”, სადაც უეჭველად იგრძნობა “სახეობათა წარმოქმნის” გავლენა, უმაღლესი შეფასება მისცა დარვინის თეორიას და შეეცადა, თავის წვლილი შეეტანა მის განვითარებაში, მიუძღვნა რა ამ თემას მთელი თავი ნაშრომში – “შრომის როლი მაიმუნის ადამიანად ქცევის პროცესში”.
მარქსისა და ენგელსის მიმდევრები რუსეთში – პლეხანოვი, ლენინი, ტროცკი და სტალინი ერთსულოვნად იზიარებდნენ დარვინის ევოლუციის თეორიას. პლეხანოვი, რომელიც რუსული კომუნიზმის ერთ-ერთ მამამთავრად ითვლება, მარქსიზმს განიხილავდა, როგორც “დარვინიზმს სოციალურ მეცნიერებებთან მიმართებაში.” 
ლევ ტროცკი წერს – “დარვინის აღმოჩენა დიალექტიკის უდიდესი გამარჯვებაა ორგანული მატერიის სფეროში”. 
დარვინისეული განათლება უდიდეს როლს თამაშობდა კომუნისტური კადრების ფორმირებაში. ასე მაგალითად, ისტორიკოსებმა ერთ ღირსშესანიშნავ ფაქტს მიაქციეს ყურადღება – სიყმაწვილეში სტალინი ფრიად რელიგიურად განწყობილი ადამიანი იყო, მაგრამ დარვინის თეორიის ზეგავლენით იგი ჩამოცილდა რელიგიას და შეურიგებელ ათეისტად გადაიქცა”. 
მაო ძე დუნი, ვინც ჩინეთში კომუნისტური მმართველობა შემოიღო, და მილიონობით თანამოქალაქე გაწყვიტა, ღიად ამტკიცებდა, რომ “ჩინური სოციალიზმი დარვინის იდეებსა და მის ევოლუციის თეორიას ეყრდნობა”. 
ისტორიკოსმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, ჯეიმს რივ პუსეიმ თავის წიგნში “ჩინეთი და ჩარლზ დარვინი” საფუძვლიანად განიხილა დარვინიზმის გავლენა ჩინური კომუნიზმის ჩამოყალიბებასა და მაო ძე დუნის პოლიტიკაზე. 
მისი დასკვნით “ევოლუციის თეორიასა და კომუნიზმს შორის ურღვევი კავშირი არსებობს. ამ თეორიის მიხედვით, სიცოცხლე დედამიწაზე შემთხვევისა თუ ბუნების წყალობით აღმოცენდა და ყველა ათეისტურ მოძღვრებას “მეცნიერული” საფუძველი შეუქმნა, რაც აქამდე მათ სუსტ წერტილად ითვლებოდა. კომუნიზმი – ათეისტური ფილოსოფიაა. სწორედ აქ არის ჩადებული კომუნიზმისა და დარვინიზმის ურღვევი კავშირის პირობა. გარდა ამისა, ევოლუციის თეორია ამტკიცებს, რომ პროგრესისა და ბუნებაში სიცოცხლის განვითარების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა არის პერმანენტული კონფლიქტი და ბრძოლა (სხვა სიტყვებით – “ბრძოლა გადარჩენისთვის”) და ამით მხარს უმაგრებს კომუნისტური მეცნიერების ფუნდამენტურ პრინციპს – “დიალექტიკას”.
თუ დავფიქრდებით იმაზე, რომ მეოცე ასწლეულში დიალექტიკური კონფლიქტის კომუნისტურ კონცეფციას 120 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იქნებ უფრო ნათლად გავიაზროთ, რამდენი უბედურება მოუტანა დარვინიზმმა კაცობრიობას.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий