გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი - გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი.
შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. ახალგაზრდა ჰეგელი აღფრთოვანებით შეხვდა საფრანგეთის რევოლუციას. 1793-1801 კერძო მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ბერლინში, შემდეგ კი მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრებლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პლიტიკისა და პოლიტეკონომიის საკითხებით.1801 ჰეგელი აქვეყნებს შრომას „განსხვავება ფიხტესა და შელინგის სესტემებს შორის", რომელშიც იცავს შელინგის თვალსაზრისს. ამავე წელს მოღვაწეობას იწყებს იენის უნივერსიტეტში. 1802-03 წლებში ფ. შელინგთან ერთად დაარსებულ „ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში" აქვეყნებს სტატიებს, რომლებშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს ფ. შელინგის თვალსაზრისს, 1807 გამოცემულ „გონის ფენომენოლოგიაში" კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას.1807-08 წლებში ჰეგელი „ბამბერგის გაზეთის" რედაქტორი იყო, ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812 გამოაქვეყნა თავისი „ლოგიკის მეცნიერების" I ტომი, 1816 — II ტომი. ამავე წელს იწყებს მოღვაწეობას ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ გამოდის მისი „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია". 1818 ჰეგელი მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 გამოაქვეყნა „სამართლის ფილოსოფია". 1829-30 ჰეგელი იყო ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი.ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომლებიც დაიწყო კანტმა და გააგრძელეს ფიხტემ და ფ. შელინგმა. ი. კანტისა და ი. ფიხტეს ნააზრევში ჰეგელი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დებულებას იმის შესახებ, რომ აზროვნება შემოქმედებითია, აქტიურია, მაგრამ იგი არ ეთანხმება ამ კონცეფციებისათვის დამახასიათებელ სუბიექტივიზმს. ჰეგელისთვის აზროვნება, გონება, მხოლოდ სუბიექტის უნარი კი არ არის, არამედ სამყაროს საფუძველში მდებარე აბსოლუტია, ღმერთია. ი. კანტისა და ი. ფიხტეს სუბიექტივისტური თვალსაზრისით, გონიერება მხოლოდ ჯერარსია, ჰეგელისთვის კი გონება არ არის ისე უძლური, რომ მხოლოდ ჯერარსის სფეროთი იფარგლებოდეს, ის ღვთაებაა, აბსოლუტური ძლიერებაა და, მაშასადამე, სინამდვილის მქონეცაა. ფ. შელინგთან ერთად ჰეგელი ობიექტური იდეალიზმის პოზიციაზე დადგა, თუმცა თანდათან აშკარა გახდა, რომ ამ ორ მოაზროვნეს შორის მრავალი პრინციპული ხასიათის უთანხმოება არსებობდა. ჰეგელისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ფ. შელინგის შეხედულება ფილოსოფიური მოძღვრების აგებასა და დასაბუთებაზე. მისი აზრით, ინტელექტუალური ინტუიცია იმ სახით, როგორც იგი ფ. შელინგის კონცეფციაში იყო, ვერ იქნება დასაბუთების იარაღი, რადგან ასეთი კონცეფცია თვითნებობასა და შემთხვევითობას აბატონებს ფილოსოფიაში. ჰეგელის შეხედულებით, ობიექტური იდეალიზმის მთავარი პრინციპი — დებულება ყოფიერებისა და აზროვნების იგივეობის შესახებ — ფ. შელინგის მიერ წინასწარ არის მიღებული მკაცრი დასაბუთების გარეშე.მთელი წინამავალი ფილოსოფიური მემკვიდრეობის, უპრველეს ყოვლისა კი, ი. კანტის, ი. ფიხტესა და ფ. შელინგის დიალექტიკური ნააზრევის ათვისებისა და ღრმა გადამუშავების საფუძველზე ჰეგელმა შექმნა დიალექტიკური მეთოდი, რომელიც მისი აზრით, ფილოსოფიური დასაბუთების ერთადერთი საშუალებაა. ეს მეთოდი მასალად იყენებს ცნებებს: რადგან სამყაროს ძირი აზრია, ცნებაა, მისი წვდომის იარაღიც ცნება უნდა იყოს. ფილოსოფია, ჰეგელის აზრით, სწორედ ცნებათა სისტემაა, რომელიც ცნებათა განვითარების საფუძველზე აგვიწერს გონების, იდეის მიერ საკუთარი თავის რეალიზაციისა და შემეცნების პროცესს. ამ განვითარების ამოსავალია უმარტივესი, უღარიბესი, ყველაზე აბსრაქტული ცნება. დიალექტიკის თანახმად, სისტემა ამ თავდაპირველი ცნების განვითარებაა, მისი უშუალობის, დაუსაბუთებლობის, არასრულყოფილების მოხსნაა. ცნებათა განვითარება განპირიბებულია იმით, რომ ყოველი მათგანი უარყოფია მომენტის შემცვლელია. აზრი პირველი უმარტივესი ცნებიდან აუცილებლობით გადადის საპირისპირო ცნებაზე, თეზისიდან — ანტითეზისზე. ეს დაპირისპირება ცნებებს შორის არ სპობს მათ: აღმოჩნდება, რომ ურთიერთსაპირისპირო ცნებები არა მარტო უარყოფენ, არამედ მოითხოვენ კიდეც ერთმანეთს როგორც მესამე, უფრო მაღალი ცნების მომენტები. ეს მესამე საფეხური უარყოფის უარყოფაა, თეზისისა და ანტითეზისურ გაერთიანება-სინთეზის საფუძველზე. მისით მთავრდება ცნების მოძრაობის ერთი ციკლი და დასაბამი ეძლევა ახალ ციკლს. ახალი ცნებები დიალექტიკურად ხსნის ძველებს, ე. ი. უარყოფენ მათს პრეტენზიას უნივერსალურობაზე, ამავე დროს ინახავენ და ამაღლებენ მათ — მომენტის სახით შეჰყავთ ისინი საკუთარ შინაარსში. აზრის მოძრაობა ფილოსოფიურ სისტემაში საწყისი ცნების გამდიდრებაა, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ სვლაა, საწყისიდან მოშორებაა, მაგრამ ის, როგორც საფუძვლისაკენ სვლა, საწყისის დასაბუთებაა, ამ აზრით საწყისთან უკან დაბრუნებაცაა. საწყისი ცნება სისტემის ბოლოს წარმოდგება როგორც გამართლებული იმ აუცილებელი კავშირებით, რომლებიც მყარდება მასსა და ყველა სხვა ცნებას შორის. ფილოსოფიური სისტემა, ჰეგელის თვალსაზრისით, არის წრე, რომელშიც წინსვლა უკან დაბრუნებაა, ხოლო საწყისი ამავე დროს დასასრულიცაა. დიალექტური მეთოდის გამოყენების შესანიშნავი ნიმუში იყო „გონის ფენომენოლოგია", რომელიც ჰეგელის თავდაპირველი განზრახვით ფილოსოფიური სისტემის პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო. არსებითად ეს ნაშრომი შეკუმშული სახით შეიცავს ჰეგელის მიერ თითქმის ყველა უძირითადეს მომენტს, ამიტომ, როგორც კ.მარქსი აღნიშნავდა, იგი წარმოადგენს ჰეგელის ფილოსოფიურ ჭეშმარიტ წყაროსა და საიდუმლოს.„გონის ფენომენოლოგია" გვიხასიათებს მიმართებებს სუბიექტსა და ობიექტს, ცნობიერებასა და მის საგანს შორის. თავდაპირველად საგანი ევლინება აზრს როგორც უცხო, მისგან არსებითად განსხვავებული რამ. ცნობიერების დიალექტიკური განვითარების პროცესი ამ გაუცხოების მოხსნაა. ეს გზა იწყება ცნობიერების უმარტივესი ფორმით — „გრძნობადი უეჭველობით", რომლის შინაგანი წინააღმდეგობების გამოაშკარავებით ცნობიერება გადადის სულ უფრო რთულ ფორმებზე. ინდივიდუალური ცნობიერების განვითარების ეტაპების ანალიზის შემდეგ ჰეგელი ახასიათებს კაცობრიობის ისტორიის ძირითად ეტაპებს და აბსოლუტურიგონის წინსვლის ძირითად საფეხურებს, ავლენს იმ ღრმა კავშირს, რომელიც არსებობს ინდივიდუალური ცნობიერებასა და კაცობრიობის ისტორიას შორის: ინდივიდი თავისი განვითარების პროვესში მოკლედ გადის იმ გზას, რომელიც კაცობრიობამ გაიარა.ცნობიერების განვითარება, მისი მოძრაობა ცნობიერების უფრო რთული და სრულყოფილი ფორმებისაკენ ამავე დროს ამაღლებაა მოჩვენებითი, ბუნებრივი ცოდნიდან აბსოლუტურ ცოდნამდე — ფილოსოფიამდე. ცნობიერება საკუთარი შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევის გზით მაღლდება თვითცნობიერებამდე, ეს უკანასკნელი გომები საფეხურს აღწევს, გონება თავის საფუძველს გონში პოულობს. „გონის ფენომენოლოგიის" ბოლო „აბსოლუტური ცოდნის" საფეხურზე აღმოჩნდება, რომ ობიექტი, რომელიც აქამდე სუბიექტისათვის უცხო იყო, სინამდვილეში სუბიექტის იგივეობრივია: სუბიექტიცა და ობიექტიც აზროვნებაა, გონებაა.აზროვნებას მისი წმინდა სახით ლოგიკა სწავლობს. ყოფიერებისა და აზროვნების გაიგივების საფუძველზე ამ ფილოსოფიურ დისციპლინას ჰეგელის მოძღვრებაში საფუძველმდებელი მნიშვნელობა ენიჭება. რამდენადაც ყოფიერების გარკვეულობები ემთხვევა აზროვნების გარკვეულობებს, ლოგიკას ეკისრება ონტოლოგიის ფუნქციები. ლოგიკა იკავებს ტრადიციულ მეტაფიზიკურ ადგილს: ის იკვლევს სამყაროს ზეგრძნობად არსებას. რამდენადაც ეს საწყისი — უსასრულო გონება — იგივე ღმერთია, ლოგიკა ამავე დროს არის მოძღვრება ღვთის შესახებ, ე. ი. თეოლოგია: ის თავისი კატეგორიების საშუალებით წვდება ღვთის მარადიულ არსებას, ახასიათებს ღვთაებას მისი წმინდა — ბუნებისა და გონისაგან განყენებული სახით. ლოგიკის კატეგორიების დიალექტიკური განვითარება მარტივიდან რთულისაკენ სულ უფრო მაღალი ღირებულების გარკვეულობებზე გადასვლაცაა, ამიტომ ლოგიკა აქსიოლოგიაც არის.ჰეგელის „ლოგიკის მეცნიერება" მასალის სიმდიდრით, ანალიზის სიღრმითა და დასაბუთების თავისებურებით სრულიად განსაკუთრებული ფილოსოფიური გამოკვლევაა. ამ თხზულების სამივე ნაწილი — მოძღვრება არსზე, არსებასა და ცნებაზე — ფილოსოფიის კატეგორიების დიალექტიკური ბრწყინვალე მაგალითია. ჰეგელი შეეცადა კატეგორიათა გადასვლები ლოგიკის სფეროში დაეკავშირებინა ფილოსოფიური აზრის ისტორიის განვითარების პროცესთან: ლოგიკის კატეგორიები თავისებურად გამოხატავენ ისტორიულად არსებული ფილოსოსფიური სისტემის ძირითად პრინციპებს. კატეგორიების ლოგიკურ თანამიმდევრობაში ამ პრინციპთა თანამიმდევრობაა უკუფენილი. ამრიგად, ჰეგელის ფილოსოფიური ისტორია შეცდომათა გაგალერეა კი არ არის, არამედ აბსოლუტის შემეცნების პროცესია, რომელიც მოხსნილი სახითაა შენახული „ლოგიკის მეცნიერებაში".ლოგიკის კატეგორიათა სისტემა ყოფიერების, ყოველი არსებულის უზოგადესი სტრუქტურების დახასიათებას იძლევა. ამიტომ ლოგიკა, ჰაგელის თანახმად, ფილოსოფიური სისტემის პირველი ნაწილია. ლოგიკა შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც გეგმა, პროექტი, რომელიც ხორციელდება ბუნებისა და გონის სფეროებში.ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მეორე ნაწილი „ბუნების ფილოსოფია" იკვლევს გონის რეალიზაციას არაორგანული და ორგანული ბუნების სფეროში. ბუნება ჰეგელისთვის ღვთის არასრულყოფილი, არაადეკვატური გამოვლენაა. გონება, ღმერთი თავისთავად არ არის ისეთი, როგორიც ჩანს ბუნებაში: ღმერთი თავისუფლებაა, ბუნებაში კი აუცილებლობასა და შემთხვევითობას ვხვდებით. ბუნება, ჰეგელის სიტყვებით, იდეის „სხვადყოფნაა", „გაუცხოებაა". ამ სფეროში იდეა თავის მიმართ გარეგნულია, თავად ბუნების საფეხურებიც ერთიმეორის მიმართ გარეგნული რჩება. მაგრამ ბუნების შინაგანი და დაფარული არსება იდეაა, ბუნებაში ვლინდება იდეის მისწრაფება თავისი თავის შემეცნებისაკენ, ამიტომ ბუნება ჰეგელის მიერ გაგებულია როგორც გარკვეული ტელეოლოგიური სისტემა, რომლის მიზანია გონი. ბუნების სფეროში იდეა გადის სამ ძირითად საფეხურს (მექანიკის, ფიზიკისა და ორგანიკის) და მაღლდება გონის საფეხურამდე. ამ წერტილიდან იწყება ტავისთავად ახალი სამყარო — გონის სამყარო, რომელსაც ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მესამე ნაწილი იკვლევს.თუ „ბუნების ფილოსოფია" იდეის „სხვაფყოფნას" გაუცხოებას იკვლევდა, „გონის ფილოსოფია" სწავლობს იმას, თუ როგორ უბრუნდება თავის თავს იდეა, როგორ იხსნება თანდათან გაუცხოების პროცესი. რადგან იდეის არსება თავისფლებაა, იდეის დაბრუნება თავის თავთან ჰეგელის მიერ გაგებულია როგორც თავისუფლების რეალიზაციის პროცესი. ეს რთული პროცესი, ჰეგელი აზრით, იწყება მაშინ, როდესაც ასპარეზზე გამოდის გონით დაჯილდოებული არსება — ადამიანი. თავისუფლება ხორცს ისხამს ადამიანში და ადამიანის მოქმედებით. სწორედ ამიტომ ადამიანი „გონის ფილოსოფიის" ცენტრალური ფიგურაა. „გონის ფილოსოფიის" პირველი ნაწილი „სუბიექტი გონი" აღწერს თავისუფლების თანდათანობით რეალიზაციას ადამიანის „სუბიექტურობის" ფარგლებში. ის გვიჩვენებს, თუ ადამიანი როგორ აღწევს თავს ბუნებრივი საწყისების ბატონობას და ხდება თავისი თავის უფალი. „გონის ფილოსოფიის" ეს მონაკვეთი, რომელიც შეიცავს სამ ნაწილს „ანთროპოლოგიას", „ფენომენოლოგიას" და „ფსიქოლოგიას" გვაძლევს უღრმეს ცოდნას ადამიანის არსებაზე, უნარზე, სტრუქტურაზე. „გონის ფილოსოფიის" მეორე ნაწილი „ობოექტური გონი" ეხება ადამიანის თავისუფალი ნების მოქმედებით შექმნილ სამყაროს, „გასაგნებულ" გონს. ობიექტურ გონს არსებობის სრულიად თავისებური წესი აქვს, ის არც ფსიქიკურია და არც ფიზიკური. ეს სფერო ადამიანის მოღვაწეობის შედეგია, მაგრამ სინამდვილის ფორმის მქონეა და ინდივიდს უპირისპირდება როგორც საწვდომი, შესამეცნებელი. ობიექტური გონის ძირითადი სახეებია სამართალი, მორალი და ზნეობა.ობიექტური გონის განვითარება დროში წარმოადგენს მსოფლიო ისტორიას, რომელიც ჰეგელს ესახება როგორც პროგრესი თავისუფლების გაცნობიერების გზაზე.„გონის ფილოსოფიის" ბოლო ნაწილი „აბსოლუტური გონი".აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც მთავრდება თავისუფლების რეალიზაცია, იდეის დაბრუნება თავის თავთან, ე. ი. ღვთის თვითშემეცნებისა და თვითგანხორციელების პროცესი. ეს საფეხურებია ხელოვნება, რელიგია და ფილოსოფია. ფილოსოფიაა სწორედ ღვთაების შემეცნების ყველაზე ადეკვატური ფორმა. ამ სფეროში პოულობს ღმერთი თავისთავს, აქ იქცევა აზროვნება თავისივე საგნად. ფილოსოფიურ საფეხურზე განვითარება უნდა დასრულდეს; ამას მოითხოვდა ისეთი სისტემის აგების აუცილებლობა, რომელიც ღვთის აბსოლუტური ძლიერების პრინციპს ეყრდნობოდა. მარქსიზმის კლასიკოსებმა ჰეგელის ფილოსოფიის ერთ-ერთ ძირითად წინააღმდეგობად მიიჩნიეს სწორედ ეს დაპირისპირება დიალექტიკურ ძირითად ტენდეციასა და სისტემის მოთხოვნას შორის. ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკული გადამუშავება მათ მიერ გულისხმობდა დიალექტიკის განთავისუფლებას იდეალიზმით განპირობებული შეუსაბამობებისაგან.
ნაწყვეტები 1818 წლის 22 ოქტომბერს, ბერლინში წაკითხული ლექციიდან"ამ თვალსაზრისის წარმომადგენლები ისევე შორს წავიდნენ, როგორც პილატე, რომაელი პროკონსული, რომელმაც როგორც კი გაიგონა ქრისტესაგან წარმოთქმული სიტყვა: ჭეშმარიტება, მაშინვე კითხვით უპასუხა: რა არის ჭეშმარიტება? და ეს ჰკითხა იმ აზრით, რომ მას, პილატეს ეს საკითზი ვითომც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდეს და იცოდეს, რომ არ არსებობს ჭეშმარიტების შემეცნება. ამრიგად ის, რაც იმთავითვე სამარცხვინო და უღირს საქმედ ითვლებოდა, - ჭეშმარიტების შემეცნებაზე უარის თქმა, - ჩვენი ეპოქის მიერ გონის უმაღლეს ტრიუმფად იქნა გამოცხადებული. "
ჩემო ბატონებო!
რადგან მე დღეს პირველად გამოვდივარ აქაურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მასწავლებლის თანამდებობაზე, რომელზეც მისი უდიდებულესობის მეფის წყალობამ მომიწვია, ნება მომეცით, ჩემს ლექციებს წინ წარვუმძღვარო ეს წინასიტყვაობა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასურველად და სასიხარულოდ მიმაჩნია უფრო აკადემიური მოღვაწეობის ასპარეზზე გამოსვლა სწორედ ამ მომენტში და სწორედ ამ ადგილას.
რადგან მე დღეს პირველად გამოვდივარ აქაურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მასწავლებლის თანამდებობაზე, რომელზეც მისი უდიდებულესობის მეფის წყალობამ მომიწვია, ნება მომეცით, ჩემს ლექციებს წინ წარვუმძღვარო ეს წინასიტყვაობა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასურველად და სასიხარულოდ მიმაჩნია უფრო აკადემიური მოღვაწეობის ასპარეზზე გამოსვლა სწორედ ამ მომენტში და სწორედ ამ ადგილას.
რაც შეეხება მომენტს, როგორც ჩანს, უკვე შეიქმნა ის პირობები, რომლებიც ფილოსოფიას ნებას აძლევენ კვლავ ყურადღებასა და სიყვარულს მოელოდეს, როდესაც ეს თითქმის დამუნჯებული მეცნიერება კვლავ შეძლებს ხმა აიმაღლოს. ვინაიდან ამ მოკლე ხნის წინ, ერთი მხრივ, მძიმე და გაჭირვებული ხანა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების წვრილმან ინტერესებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა, მეორე მხრივ, სინამდვილის მაღალი ინტერესები, ინტერესი და ბრძოლა უპირველეს ყოვლისა, ხალხის ცხოვრებისა და სახელმწიფოს პოლიტიკური მთლიანობის აღსადგენად და გადასარჩენად, გონის ყოველ შესაძლებლობასა და ყველა წოდების ძალებს, ასევე გარეგან საშუალებებსაც იმდენად შთანთქავდა, რომ გონის შინაგან ცხოვრებას არ შეეძლო სიმშვიდე და მოსვენება მოეპოვებინა. მსოფლიო გონს, რომლის ყურადღება მთლად სინამდვილითა და გარეგანი ამბებით იყო გატაცებული, ხელი ეშლებოდა თავის თავისთვის, თავისი შინაგანი ცხოვრებისათვის მიემართნა და თავის ნამდვილ სამშობლოში თავისი თავით დამტკბარიყო. მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც სინამდვილის ეს ნიაღვარი შეწყდა და გერმანელმა ხალხმა საერთოდ თავისი ეროვნულობა, ყოველგვარი ცოცხალი ცხოვრების საფუძველი გადაარჩინა, უკვე დადგა დრო, ნამდვილი ქვეყნის სამბრძანებლოს გვერდით, სახელმწიფოში დამოუკიდებლად გაიფურჩქნოს აზრის თავისუფალი სამეფო, და საზოგადოდ გონის ძალამ იმდენად მძლავრად იჩინა თავი, რომ აშკარად დაგვანახვა, რომ მხოლოდ იდეებსა და იდეების შესაბამს შეუძლია ახლა არსებობა შეინარჩუნოს, და რომ ყველაფერმა, რაც კი საერთოდ აღიარებას მოითხოვს, თავისი თავი შეგნებისა და აზრის წინაშე უნდა გაამართლოს.
...მაგრამ თვით გერმანიაშიც ამ მეცნიერების აღორძინებამდე წინანდელი ეპოქის უგვანობა იმდენად შორს წავიდა, რომ გამორკვეულად და დამტკიცებულად თვლიდა და გვარწმუნებდა, რომ ჭემშარიტების არავითარი შემეცნება არ არსებობსო; ღმერთი, სამყაროს და გონის არსება შეუცნობელია, მიუწვდომელიაო; რომ გონი რელიგიაზე უნდა შეჩერდესო, ხოლო რელიგია - რწმენასა, გრძნობასა და ბუნდოვან წარმოდგენაზე, გონივრული ცოდნის გარეშე. შემეცნება ვერ ეხება აბსოლუტის, ღმერთის და იმის არსებობას, რაც ბუნებასა და გონში ჭეშმარიტი და აბსოლუტურია, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ ეხება უარყოფითს, ე.ი. იმას, რომ ჭეშმარიტს ვერ შევიმეცნებთ, რომ მხოლოდ არაჭეშმარიტს, დროებითსა და წარმავალს აქვს უპირატესობა შემეცნებისა, - ნაწილობრივ კი შევიმეცნებთ იმას, რაც მასში უკვე იგულისხმება, გარეგანს, სახელდობრ ისტორიულს, შემთხვევით გარემოებებს, რომელთა შორის ეს მოჩვენებითი შემეცნება გამოვლინდა. სწორედ ამისთანა შემეცნებას უნდა მივუდგეთ ისტორიულად და იმ გარეგანი მხარეების მიხედვით კრიტიკულად და მეცნიერულად გამოვიკვლიოთ, რადგან მისი შინაარსიდან სერიოზული არა გამოვა რა.
...მაგრამ თვით გერმანიაშიც ამ მეცნიერების აღორძინებამდე წინანდელი ეპოქის უგვანობა იმდენად შორს წავიდა, რომ გამორკვეულად და დამტკიცებულად თვლიდა და გვარწმუნებდა, რომ ჭემშარიტების არავითარი შემეცნება არ არსებობსო; ღმერთი, სამყაროს და გონის არსება შეუცნობელია, მიუწვდომელიაო; რომ გონი რელიგიაზე უნდა შეჩერდესო, ხოლო რელიგია - რწმენასა, გრძნობასა და ბუნდოვან წარმოდგენაზე, გონივრული ცოდნის გარეშე. შემეცნება ვერ ეხება აბსოლუტის, ღმერთის და იმის არსებობას, რაც ბუნებასა და გონში ჭეშმარიტი და აბსოლუტურია, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ ეხება უარყოფითს, ე.ი. იმას, რომ ჭეშმარიტს ვერ შევიმეცნებთ, რომ მხოლოდ არაჭეშმარიტს, დროებითსა და წარმავალს აქვს უპირატესობა შემეცნებისა, - ნაწილობრივ კი შევიმეცნებთ იმას, რაც მასში უკვე იგულისხმება, გარეგანს, სახელდობრ ისტორიულს, შემთხვევით გარემოებებს, რომელთა შორის ეს მოჩვენებითი შემეცნება გამოვლინდა. სწორედ ამისთანა შემეცნებას უნდა მივუდგეთ ისტორიულად და იმ გარეგანი მხარეების მიხედვით კრიტიკულად და მეცნიერულად გამოვიკვლიოთ, რადგან მისი შინაარსიდან სერიოზული არა გამოვა რა.
ამ თვალსაზრისის წარმომადგენლები ისევე შორს წავიდნენ, როგორც პილატე, რომაელი პროკონსული, რომელმაც როგორც კი გაიგონა ქრისტესაგან წარმოთქმული სიტყვა: ჭეშმარიტება, მაშინვე კითხვით უპასუხა: რა არის ჭეშმარიტება? და ეს ჰკითხა იმ აზრით, რომ მას, პილატეს ეს საკითზი ვითომც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდეს და იცოდეს, რომ არ არსებობს ჭეშმარიტების შემეცნება. ამრიგად ის, რაც იმთავითვე სამარცხვინო და უღირს საქმედ ითვლებოდა, - ჭეშმარიტების შემეცნებაზე უარის თქმა, - ჩვენი ეპოქის მიერ გონის უმაღლეს ტრიუმფად იქნა გამოცხადებული. თავიდან, თავისი წარმოშობის დღიდან გონების უნარის მიმართ სასოწარკვეთილებას ჯერ კიდევ თან სდევდა ერთგვარი გულისტკივილი და წუხილი, მაგრამ მალე რელიგიურმა და ზნეობრივმა თავქარიანობამ, შემდეგ კი ცოდნის ზერელობამ და უგვანობამ, რომელიც თავის თავს განმანათლებლობას უწოდებდა, პირდაპირ და აშკარად აღიარა გონების უძლურება და ქედმაღლურად მისცა სრულ დავიწყებას გონის უმაღლესი ინტერესები; ბოლოს, ეგრეთწოდებულმა კრიტიკულმა ფილოსოფიამ მარადისისა და ღვთაებრივის ამ უცოდინარობას სუფთა სინდისიც შეუქმნა, რადგან ეს ფილოსოფია გვარწმუნებს, ვითომც მან მოახერხა დამტკიცება იმისა, რომ მარადისისა და ღვთაებრივის შესახებ არაფრის ცოდნა არ შეიძლებაო...
...ეს შეხედულება ჯერ კიდევ წინამორბედი პერიოდიდან გადმოვიდა და საშინელ წინააღმდეგობაში ჩაუდგა ჯანსაღ სუფთა გრძნობას, ახალ სუბსტანციალურ გონს. ამ ახალი და ჯანსაღი გონის განთიადს მივესალმები, მოვუხმობ მას; მხოლოდ მის საქმეს ვაკეთებ, როდესაც ვამტკიცებ, რომ ფილოსოფიას შინაარსი უნდა ჰქონდეს, და როდესაც ამ შინაარსს თქვენს წინაშე განვავითარებ.
უმთავრესად მოვუხმობ ახალგაზრდობის სულს, რადგან ახალგაზრდობა სიცოცხლის ის მშვენიერი ხანაა, როდესაც ადამიანი გაჭირვებულობის შეზღუდულ მიზანთა სისტემას ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია და უნარი აქვს თავისუფალი, უანგარო მეცნიერული მოღვაწეობისა; როდესაც ასევე ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია იგი ამაოების უარყოფით სულს, წმინდა კრიტიკული კვლევის უშინაარსობას. ჯერ კიდევ ჯანსაღ გულს შესწევს სითამამე, ჭეშმარიტება მოითხოვოს, ხოლო ჭეშმარიტების სამეფო ის სამეფოა, რომელშიც ფილოსოფია სულდგმულობს, რომელსაც ფილოსოფია აგებს და რომლის თანამონაწილენი ჩვენ ვხდებით ფილოსოფიის შესწავლით. რაც კი ცხოვრებაში ჭეშმარიტი, დიადი და ღვთაებრივია, იდეისაგანაა; ფილოსოფიის მიზანია ამ იდეას მის ჭეშმარიტ სახესა და ზოგადობაში მისწვდეს, გონის სამეფო თავისუფლების სამეფოა. ყველაფერი, რაც კი ადამიანის ცხოვრებას აერთიანებს, რასაც კი ღირებულება და აღიარება აქვს, გონითი ბუნებისაა; ხოლო გონის ეს სამეფო მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სამართლის შეგნებით, იდეათა ჩაწვდომით არსებობს.
ნება მომეცით, ვისურვო და ვიმედოვნო, რომ მოვახერხებ მოვიპოვო და დავიმსახურო თქვენი ნდობა იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ დავადექით.
...ეს შეხედულება ჯერ კიდევ წინამორბედი პერიოდიდან გადმოვიდა და საშინელ წინააღმდეგობაში ჩაუდგა ჯანსაღ სუფთა გრძნობას, ახალ სუბსტანციალურ გონს. ამ ახალი და ჯანსაღი გონის განთიადს მივესალმები, მოვუხმობ მას; მხოლოდ მის საქმეს ვაკეთებ, როდესაც ვამტკიცებ, რომ ფილოსოფიას შინაარსი უნდა ჰქონდეს, და როდესაც ამ შინაარსს თქვენს წინაშე განვავითარებ.
უმთავრესად მოვუხმობ ახალგაზრდობის სულს, რადგან ახალგაზრდობა სიცოცხლის ის მშვენიერი ხანაა, როდესაც ადამიანი გაჭირვებულობის შეზღუდულ მიზანთა სისტემას ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია და უნარი აქვს თავისუფალი, უანგარო მეცნიერული მოღვაწეობისა; როდესაც ასევე ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია იგი ამაოების უარყოფით სულს, წმინდა კრიტიკული კვლევის უშინაარსობას. ჯერ კიდევ ჯანსაღ გულს შესწევს სითამამე, ჭეშმარიტება მოითხოვოს, ხოლო ჭეშმარიტების სამეფო ის სამეფოა, რომელშიც ფილოსოფია სულდგმულობს, რომელსაც ფილოსოფია აგებს და რომლის თანამონაწილენი ჩვენ ვხდებით ფილოსოფიის შესწავლით. რაც კი ცხოვრებაში ჭეშმარიტი, დიადი და ღვთაებრივია, იდეისაგანაა; ფილოსოფიის მიზანია ამ იდეას მის ჭეშმარიტ სახესა და ზოგადობაში მისწვდეს, გონის სამეფო თავისუფლების სამეფოა. ყველაფერი, რაც კი ადამიანის ცხოვრებას აერთიანებს, რასაც კი ღირებულება და აღიარება აქვს, გონითი ბუნებისაა; ხოლო გონის ეს სამეფო მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სამართლის შეგნებით, იდეათა ჩაწვდომით არსებობს.
ნება მომეცით, ვისურვო და ვიმედოვნო, რომ მოვახერხებ მოვიპოვო და დავიმსახურო თქვენი ნდობა იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ დავადექით.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, თქვენგან მოვითხოვო მხოლოდ ის, რომ თან მოიტანოთ ნდობა მეცნიერებისადმი, რწმენა გონებისადმი, ნდობა და რწმენა საკუთარი თავისადმი. ჭეშმარიტების ძიების სითამამე, გონის ძლიერების რწმენა ფილოსოფიური მეცადინეობის პირველი პირობაა, ადამიანი თავის თავს პატივს უნდა სცემდეს და უმაღლესის ღირსად სთვლიდეს.
გონის სიდიადე და ძლიერება ადამიანს მაინც არ შეუძლია საკმაო სიდიადით იაზროს (რაც უნდა დიდი აზრი ჰქონდეს მასზე). სამყაროს დაფარულ არსებას თავის თავში არავითარი ისეთი ძალა არ გააჩნია, რომ შესძლოს შემეცნების სითამამეს წინააღმდეგობა გაუწიოს: იგი მის წინაშე უნდა გადაიხსნას, მთელი თავისი სიმდიდრე და სიღრმე მის თვალთა წინაშე გადაშალოს და მას საშუალება მისცეს მით დატკბეს და გაიხაროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий