понедельник, 11 марта 2013 г.

ბლეზ პასკალი


" არსებობს საკმარისი სინათლე მათთვის, ვისაც უნდა დანახვა და საკმარისი წყვიადი მათთვის, ვისაც არ უნდა!" 

ბლეზ პასკალი 

პასკალს ჭეშმარიტ ქრისტიანად ყოფნა შეუძლებლად მიაჩნია, თუკი ადამიანს საკუთარი არარაობის და ღმერთის სიდიადის სრული განცდა არა აქვს. აქედან გასაგებია, რომ იგი ქრისტიანობასთან შეუთავსებლად მიიჩნევდა დეიზმს, ასევე სტოიციზმს (მისი თვითკმაყოფილებითა და საკუთარი ღირსების რწმენით). ქრისტიანობაში ბედნიერების ტრადიციული ცნება, რომლისკენაც ყველა მიისწრაფის და, რომელიც არავინ იცის რა არის, პასკალისათვის ახალ შინაარსს იძენს. ესაა ღმერთის განცდა შენში და შენს გარეთ. ეს ორმაგი განცდა ქრისტეს რწმენას ემყარება. პასკალი რწმენას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და გვარწმუნებს, რომ ”ქრისტეს რწმენის გარეშე მთელი ფილოსოფია ერთი საათის მუშაობად არ ღირს”.

ბლეზ პასკალი დაიბადა 1623 წლის 19 ივნისს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში. მამა — ეტიენ პასკალი, თავისი დროსი მეცნიერების ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა, მათემატიკოსიფიზიკოსიბუნებისმეტყველი და ლინგვისტი, დედა — ანტუანეტა ბეგონი, სათნოებითა და ღვთისმოსაობით გამორჩეული ქალი. ჰყავდა სამი და: ანტონია, რომელიც სულ პატარა გარდაიცვალა, ჟილბერტა, რომელიც შემდგომში ცოლად გაჰყვა ბლეზის მეგობარს, თანამზრახველს და თანამოაზრეს ფლორენ პერიეს და ჟაკლინი, რომელიც თავისი ძმის ზეგავლენით მონაზვნად აღიკვეცა. სამი წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა და შვილების აღზრდა მთლიანად თავს იდო მამამ. საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ.
10 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი მეცნიერული შრომა „ტრაქტატიბუნების“ შესახებ. 12 წლისამ მან დაამტკიცა გეომეტრიის ბევრი თეორემა, თვრამეტი წლის ასაკში შექმნა პირველი გამომთვლელი მანქანა (კალკულატორი) კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო 23 წლისამ დაამტკიცა, რომ ჰაერს მასა აქვს.
პასკალმა აღმოაჩინა კანონი სითხეებისთვის და აირებისთვის, რომელიც ფიზიკაში პასკალის კანონის სახელითაა შესული.



 “ბლეზ პასკალი”
ცნობილია გამოთქმა, რომ ყველა ფრანგი გარკვეულწილად კარტეზიანელია, ე.ი. იზიარებს დეკარტის გამოსავალ კრიტიკულ პოზიციას და ცდილობს მის მიერ დასმული მსოფლმხედველობრივი პრობლემების გადაჭრას. პასკალზე ეს სრული უფლებით ითქმის. დეკარტის მსგავსად დიდი მათემატიკოსი და დეკარტესავით დიდი მორწმუნე, პასკალი ცდილობდა რაღაცნაირად ჩაწვდომოდა იმ უდიდეს “მისტიკურ” ფაქტს, რომელიც დეკარტემ თავისი ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის თეორიით დააფიქსირა და მისი შემდგომი ახსნა აღარც უცდია. საქმე იქამდე მივიდა, რომ პასკალმა ცხოველი ისეთ მანქანად გამოაცხადა, რომელიც მეცნიერული მეთოდით შესაძლებელია სრულად აიხსნასლ; ხოლო ადამიანის სული მეცნიერებისათვის სავსებით მიუწვდომლად ჩათვალა.
პასკალს, დეკარტის მსგავსად, მის მიერ დადგენილი უფსკრულის (ადამიანში მატერიალური და იდეალური მხარეების სახით) რაობის ახსნა მეცნიერული მეთოდის საშუალებით არც უცდია. მან ნათლად დაადგინა მათემატიკური მეთოდის მიყენების საზღვრები და გონების ლოგიკას გვერდით ამოუყენა გულის ლოგიკა, რომელიც ადამიანს რწმენის სფეროს შინაარსის გარკვევაში უნდა დახმარებოდა.
გავრცელებული ინტერპრეტაციების და ოფიციალური კათოლიციზმის გავლენით, პასკალსაც ეგონა, რომ რაკი დეკარტი არ ეძებდა მეცნიერული მეთოდისთვის მიუწვდომელი ფაქტების ამოხსნას თეოლოგიური პრინციპებიდან, იგი ურწმუნო იყო. პასკალის ცნობილი საყვედურიც ხომ იმაში მდგომარეობდა, რომ დეკარტი არ მიმართავდა ღმერთს მეცნიერული კვლევის სფეროში. აღსანიშნავია, რომ დეკარტის ეს მეთოდი, დღესაც კი, ზოგ მეცნიერს მის ნაკლად მიაჩნია და ამაში მათემატიკური მეთოდის გააბსოლუტურებას და მორალის პრობლემების უგულებელყოფას ხედავს. მაგალითად, გერმანიის ქ. კილის უნივერსიტეტის პროფესორი ვ. კერსტინგი წერს, რომ დეკარტის მემკვიდრეობაში არაფერია ისეთი, რაც მორალს გადაარჩენდა (29,9).
თუ ობიექტური ვიქნებით, მისტიკურის მხოლოდ რწმენის სფეროში დატოვებით დეკარტი სწორედ იმაზე მიუთითებდა, რაც პასკალმა გულის ლოგიკას გამოუყო და რის ახსნას და სხვა ადამიანებისათვის საკუთარი განცდის გაზიარებასაც პასკალი სპეციფიკური მისტიკური ხილვებით ცდილობდა. ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის ფაქტის მეცნიერებისათვის ამოუხსნადად გამოცხადება, სწორედ ღმერთზე და რწმენის სფეროზე მუდმივი მითითება იყო. ვფიქრობ, ასე ესმოდა პრობლემა ახალგაზრდა ჰეგელსაც, როცა თავის ნაშრომში “ცოდნა და რწმენა” პასკალის სიტყვებს იშველიებდა: ”ბუნება ისეა შექმნილი, რომ იგი ადამიანის, როგორც გარეგან, ისე შინაგან სამყაროში, მიუთითებს დაკარგულ Qღმერთზე” (1,2.432). თუ ამ დაპირისპირებას კანტის ფილოსოფიის გადასახედიდან შევაფასებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეკარტს არ უცდია “პრაქტიკული გონების კრიტიკის” დაწერა, პასკალი კი შეეცადა მისტიკის სფეროში გულის ლოგიკით გაეკვლია გზა, რაც მისტიკის მისტიკურით ახსნის მცდელობა იყო. კანტი კი ამ პრობლემის გადაჭრას შემეცნებისა და აზროვნების განსხვავებით შეეცადა.
დიდი ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი და მწერალი, ბლეზ პასკალი 1623 წელს, საფრანგეთის პატარა ქ. კლერმონ-ფერანში, ნიჭიერი და განათლებული მათემატიკოსის ოჯახში დაიბადა. ეტიენ პასკალს თავისი ადგილი ჰქონდა იმდროინდელ სამეცნიერო ცხოვრებაში. სწორედ მან და მისმა მეგობრებმა გააკრიტიკეს მკაცრად დეკარტის “განაზრებანი Mმეთოდზე” (32,157). ბლეზის დაბადების დროს ეტიენ პასკალს ქალაქში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა. პასკალს დედა 3 წლისას გარდაეცვალა. ბავშვის განათლებაზე, რომელიც ადრიდანვე საოცარ ნიჭს ამჭღავნებდა, მამამ დაიწყო ზრუნვა; მოგვიანებით კი თანამშრომლობდა კიდეც მასთან. ცნობილია, რომ 11 წლის ბლეზი დამოუკიდებლად მივიდა ევკლიდეს 23 დებულების გააზრებამდე და თავისებური ტერმინებით ჩამოყალიბებამდე. მამასთან და დეკარტის მეგობარ მათემატიკოს პ. პეტისთან ერთად 1646 წელს გაიმეორა გალილეის მოწაფის ე. ტორიჩელის (1608-1647) ცდა ვერცხლისწყლის ბარომეტრის შესახებ, რასაც სათანადო ოქმიც მოჰყვა. პასკალმა მალე აითვისა თავისი დროის მეცნიერების მონაპოვარი და მალევე გაამდიდრა იგი საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილით. 16 წლისამ დაწერა ნარკვევი კონუსური კვეთების შესახებ. 1642 წლიდან ცდილობდა გამომთვლელი მანქანის აგებას. 1647 წელს პატენტი მიიღო ამ საქმეზე. ამავე წელს, ორჯერ, 23 და 24 სექტემბერს, შეხვდა და ესაუბრა დეკარტს. დეკარტი უკმაყოფილო დარჩა, რადგან ვერ შეთანხმდნენ საკითხზე უჰაერო სივრცის არსებობის შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც პასკალი იცავდა. 1652 წელს გამომთვლელი მანქანის „პასკალინას” საბოლოო მოდელი მზად იყო. იგი არითმეტიკულ ოპერაციებს აწარმოებდა. Eეს მნიშვნელოვანი ხელსაწყო, რომლის თავისებურ ვარიანტებზე ჯერ კიდევ ცნობილი სქოლასტიკოსი რ. ლული (1235-1315) მუშაობდა, Mშემდეგ კი ჯ. ბრუნო, პასკალმა თავისი მამის _ ჯერ კლერმონის, შემდეგ კი რუანის (ქალაქის, სადაც 1431 წელს ჟანა დარკი დაწვეს კოცონზე) საგადასახადო სამსახურის პრეზიდენტის _ ხელშესაწყობად ააგო. ამით პასკალმა ახალი ტექნიკის რეალური პერსპექტივები დასახა. შედეგმაც არ დააყოვნა. 1673 წელს გ. ვ. ლაიბნიცმა (1646-1716) გამომთვლელი მანქანის გაუმჯობესებული პროექტი შექმნა. მანქანა, მიმატება-გამოკლების გარდა, გულისხმობდა, გამრავლებას, გაყოფას და ასევე, კვადრატული ფესვის ამოღებასაც. ნებისმიერ თანამედროვე ენციკლოპედიაში მოცემულია პასკალის რიგი მიღწევა: პასკალის წირი, პასკალის თეორემა, პასკალის სამკუთხედი, “პასკალი”, როგორც წნევის ერთეული, მას ეკუთვნის მათემატიკური ინდუქციის, როგორც დასაბუთების ერთ-ერთი მეთოდის განსაზღვრება და სხვა.
მაგრამ პასკალი თანდათან ხვდებოდა, რომ ნებისმიერი ზუსტმეცნიერული კვლევა, თუნდაც დიდად წარმატებული, ვერ გასცემდა პასუხს მის ძირითად მსოფლმხედველობრივ პრობლემებს, რომლებიც რწმენასთან იყვნენ დაკავშირებული. 1646 წლიდან იგი უახლოვდება იანსენისტების ბელადის იპერნის ეპისკოპოსის, კორნელიუს იანსენის (1585-1638) მიმდევრებს. იანსენი, ავგუსტინეს მოძღვრებაზე დაყრდნობით, მკაცრად აკრიტიკებდა იეზუიტების თეოლოგიას. 1652-1653 წლებში პასკალს კვლავ დიდი იმედი ჰქონდა, რომ ყველა საკითხს მეცნიერული მეთოდის საშუალებით გადაჭრიდა. თუმცა, 1651 წელს ძალიან მძიმედ გადაიტანა მამის სიკვდილი, დებთან კონფლიქტმაც ყველაფრის ინტერესი დაუკარგა, მუშაობის გარდა. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი მას აუტანლად ურევს გულს (32,160). მიუხედავად ამგვარი განწყობისა, პასკალმა ამ წლებში მაინც შეძლო დაეწერა გამოკვლევები სითხეთა წონასწორობის და ჰაერის სიმძიმის შესახებ; ასევე ნაშრომი მათემატიკური სამკუთხედის თაობაზე, რომელსაც აახლა წერილი პარიზის მათემატიკურ აკადემისადმი, სადაც დახასიათებული იყო მისი იდეები ალბათობის გამოთვლის შესახებ. პასკალი ითვლება ფუძემდებლად ალბათობის გამოთვლის თეორიისა, რომლის გავლენა საკუთარ კვლევაზე თვით ლაიბნიცმა აღიარა. მიღწეულის ანალიზით პასკალმა საბოლოოდ გაიაზრა მათემატიკური მეთოდების მიყენების საზღვრები და დაინახა იმ უძირითადესი პრობლემების მნიშვნელობა, რომელიც ამ საზღვრებს მიღმა რჩება. მისთვის ნათელი გახდა, რომ ამ პრობლემათა მიღმა დატოვებით საკითხი ვერ მოგვარდება. პირიქით, ეს პრობლემები უმნიშვნელოვანესია მეცნიერული კვლევისათვის. მაგალითად, გეომეტრიული მეთოდი რაციონალობის ნიმუშია. მაგრამ ეს მეთოდი ვერაფრით ასაბუთებს იმ აქსიომებს, რომელთაც ემყარება. ამავე დროს არ შეიძლება ეს აქსიომები გამოცდილებისაგან მიღებულად, ე.ი შემთხვევითად, ანდა თვითნებურად დაშვებულად ჩავთვალოს. Eეს პატარა პრობლემა არაა. დეკარტემ, ინტუიციის სპეციფიკის დასმით, ამ მიმართულებით კვლევა რაღაცნაირად მოამზადა. აშკარა იყო, რომ პასკალს ეს პრობლემები, ან, დეკარტის მსგავსად, “ხელუხლებლად” უნდა დაეტოვებინა (რადგან ახალი ფილოსოფიის ერთ-ერთ მამამთავარს დასაბუთებული პასუხის იმედიც კი არ ჰქონდა), Hან რაციონალური გონებისაგან განსხვავებული გზები ეძებნა მასში გასარკვევად. პასკალი წერდა, რომ რაღაცნაირად უნდა გარკვეულიყო მისთვის საშინლად დამთრგუნავ, უსასრულო და უტყვ სამყაროში არსებული ადამიანის, როგორც სუსტი და მოცახცახე “მოაზროვნე ლერწმის” (როგორც დეკარტე უწოდებდა) ბედში.
ამ პრობლემებზე მათემატიკური მეთოდები ვერაფერს იტყოდნენ. ამას ემატება ისიც, რომ ადამიანის ცხოვრება “სავალალოდ ხანმოკლეა” _ იტყვის პასკალი თავის პატარა შედევრში “განსჯანი სასიყვარულო ვნებებზე”. ისიც საყურადღებოა, რომ მან “სრულყოფილ ადამიანად ცხოვრების” ვადა კიდევ უფრო შეამოკლა. მისი თქმით, ასეთი ცხოვრება იმ წუთს იწყება, როცა ჩვენი გონება მთელს ჩვენს არსებას ეუფლება, ანუ 20 წლის ასაკში (36,14). მართალია, განაგრძობს პასკალი, ადამიანი აზროვნებისათვის იბადება და არ არის წამი, რომ არ აზროვნებდეს, მაგრამ წმინდა აზროვნება, რომელიც მართლა ბედნიერების მიმნიჭებელია, ღლის და ღონეს აცლის ადამიანს. ამიტომ აუცილებელია, დრო და დრო ავყვეთ გრძნობებს, ”რომელთა მაცოცხლებელ სათავეს საკუთარ გულში აღმოაჩენს” ადამიანი. პასკალი აქვე უმატებს, რომ არსებობს გონების ორი სახე: ერთი _ გეომეტრიული, მეორე – ფაქიზი და დახვეწილი (იქვე).
როცა გონება გამოუვალი მდგომარეობიდან ეძებს გამოსავალს, იგი თავად წარმოისახავს ამ გამოსავალს და, სრული გულწრფელობით, რეალობად მიიჩნევს მას. მსგავსი რამ პასკალს 1654 წლის 23 ნოემბერს შეემთხვა. რელიგიურ ექსტაზში პასკალი ესაუბრა ქრისტეს. ეს მისთვის გარდატეხა და ახალი გზა იყო ცხოვრებაში. ამიერიდან თავისი დროის უდიდეს ნაწილს პასკალი ამ საუბრის ანალიზს, თავისთვის და სხვებისთვის მის გაგებას ცდილობდა. იგი გადავიდა ვერსალის მახლობლად არსებულ პორ-როიალის მონასტერში, რომელიც იანსენიზმის ცენტრს წარმოადგენდა. იქ მისი უმცროსი და, ჟაკლინი მონაზვნად მსახურობა. პორ-როიალი ამავე დროს იეზიუტების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრსაც წარმოადგენდა. აქაური თეოლოგები დეკარტეზე იყვნენ ორიენტირებულნი, განსაკუთრებით ლოგიკაში. მათ, ჩანს, ადრევე გაიგეს პასკალის ფასი. ეს იმაში გამოიხატა, რომ მათ მიერ შექმნილი მათემატიკის სახელმძღვანელოსათვის შესავლის დაწერა პასკალს თხოვეს. პასკალმა ამ მიზნით დაწერა ცნობილი გამოკვლება “გეომეტრიის სულის შესახებ”, რომელშიც უჩვენებს, რომ დეკარტის კრიტერიუმს, როგორც სიცხადეს და გარკვეულობას, მხოლოდ ჩვენი სასრულო გონებისათვის აქვს მნიშვნელობა და ისიც არა ყველგან. მაგალითად, აქსიომების მიმართ ისინი არ გამოდგებიან (4,45). ეს პოზიცია, სრული სიცხადითაა გამოთქმული პასკალის დებულებაში: ”ბუნებას ჩიხში შეჰყავს სკეპტიკოსები, ხოლო გონებას – დოგმატიკოსები”. Mმაგრამ აქედან პასკალს გამოჰყავს, არა ცოდნისა და რწმენის ტოლპირველადობა, არამედ რწმენის უპირობო და უეჭველი პრიმატი, თანაც იმ პირობით, რომ რწმენას შემოწმებაზე მაღლა აყენებს, წინასწარ და უსაბუთოდ.
პასკალი აქტიურად ჩაება იეზუიტების წინააღმდეგ იანსენისტების ბრძოლაში. ამ მიზნით, 1657 წელს, მან “პროვინციელის წერილები” დაწერა. ნაშრომი წარმოადგენს იენსენისტების მიერ იეზუიტების თეოლოგიის და მორალის მცდარობისა და სიყალბის ჩვენების გამართლების ცდას. პასკალის მიზანი იყო ჭეშმარიტი ქრისტიანობის (როგორც პირადად მას ესმოდა) არსის გამართლება და დაფუძნება. ნაშრომი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალე მოხვდა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალულ წიგნთა სიაში.Eეს ცვლილება პასკალის ცხოვრებაში, ბ. რასელმა ასე დაახასიათა: ”პასკალმა თავის ღმერთს მსხვერპლად შესწირა თავისი დიდებული მათემატიკური გონება” (2,784). ათეისტურად განწყობილ პატრიოტებს უფრო უხეში საყვედურიც გამოუთქვამთ. ამოდიოდენ რა იქედან, რომ პასკალი, აღნიშნული გარდატეხის პერიოდისათვის, უსასრულო მცირეთა პრობლემის გადაჭრას მიუახლოვდა, ჩიოდნენ: იმის მაგიერ, რომ საფრანგეთისათვის უსასრულო მცირეთა აღმოჩენის პატივი მიეძღვნა, საკუთარი ხილვების ანალიზი დაიწყოო. მაგრამ პასკალს მეცნიერული კვლევა არ მიუტოვებია. 1658 წელს დააგზავნა თავისი “პირველი ცირკულიარი ციკლოიდების შესახებ”, სადაც გატაცებით იცავდა საკუთარი იდეებს, საპირისპირო შეხედულებების წინააღმდეგ. ამ პერიოდში მისი ნერვული ავადმყოფობა, რომელმაც ჯერ კიდევ 1643 წელს იჩინა თავი, ისე გაძლიერდა, რომ არსებითად მისი შრომის უნარიანობა. მსოფლმხედველობაში ცვლილებების შესაბამისად, პასკალი ღმერთს მიმართავს და წერს საინტერესო ხასიათის ნაშრომებს _ ”ლოცვა ავადმყოფობათა სწორი გამოყენების შესახებ” და “3 მოხსენება დიდბატონთა კლასის შესახებ”. გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე მას გადასცემენ პატენტს პარიზის ომნიბუსების მარშრუტზე შესახებ, რომელმაც 1662 წლის 16 მარტს ამუშავდა.
პასკალის უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური შრომა “აზრები”, რომელიც ფრანგული პროზის პრწყინვალე ნიმუშადაა აღიარებული, დაუმთავრებელი და მოუწესრიგებელი დარჩა. ის პასკალის მიერ განზრახული შრომის, “აპოლოგიის” ნაწილებს წარმოადგენს. ეს გარემოება სხვადასვა პოზიციის წარმომადგენელ გამომცემელს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი მრწამსის და ინტერპრეტაციის მიხედვით შეარჩიოს პასკალის ჩანაწერები, აზრები. ასეთი მიდგომით ტექსტი პირველად 1670 წელს გამოვიდა და მრავალ ენაზეა თარგმნილი. სრული ტექსტი პირველად 1844 წელს გამოქვეყნდა.
მრავალნაირი დისკუსიების და მეცნიერული Mკვლევის განსხვავებული მეთოდების გამომუშავების ეპოქაში პასკალი ცდილობდა ამ მეთოდთა შესაძლებლობანი, მათი მიზნები და საზღვრები დაედგინა. იგი ეძებდა ახალ გზებს ადამიანური არსების რაობის გასაგებად. თავდაპირველად იგი, დეკარტის უშუალო გავლენით, ამტკიცებდა, რომ ადამიანის სიდიადეს აზროვნება ქმნის, რომ ადამიანი აზროვნებისთვისაა შექმნილი და მისი მოვალეობაა სწორად იაზროვნოს. მაგრამ აზროვნება და მისი დანიშნულება მრავალნაირად შეიძლება იქნეს გაგებული. პასკალის მიერ გამომთვლელი მანქანის გამოგონებიდან, არასგზით არ გამომდინარეობდა ის დასკვნა, რომ ადამიანი მანქანაა. თუმცა, ისეთი უკიდურესი მატერიალისტი, როგორიც ლამეტრი იყო, არც ამას მოერიდა. თავად პასკალისათვის აზროვნება არაა არც ძირითადი და არც უპირატესად დასაბუთების უნარი.
პასკალმა დეკარტეს პრინციპი – cogito, ergo, sum – როგორც ადამიანის მეობის და აზროვნების გაიგივება, მკაცრად გააკრიტიკა. მისი აზრით, მხოლოდ ცოდნა საკმარისი არაა მოქმედებისათვის, მით უმეტეს სწორი მოქმედებისათვის. ადამიანისათვის ყველა საკმაო საფუძველიც რომ იყოს ცნობილი, ეს მაინც არაა საკმარისი, რათა მან ისინი სწორად გამოიყენოს. პასკალს უეჭველ ფაქტად მიაჩნია, რომ ბუნებამ ადამიანი ორ უფსკრულ შორის მოაქცია. ერთია უსასრულობა და მეორე _ არარა. ადამიანის უპირატესობა, რომლიც აზროვნებაში მდგომარეობს, მის ყოფას სიზიფეს შრომის მსგავსს ხდის. დროში და სივრცეში არსებულთაგან, მხოლოდ მან იცის, რომ მოკვდავია; იცის, რომ სტკივა, რომ ვერ გაექცევა თავის მდგომარეობას, მაგრამ სავალდებულოდ მიაჩნია ამ გაცნობიერებული და აუცილებელი უფსკრულებიდან თავის დახსნის მარადიული მცდელობა _ ოღონდ არა ფუჭი იმედი. რომლის გამოხატულებად იგი თვლის გართობას. გართობა რეალობის დავიწყების უნაყოფო მცდელობაა. საკუთარი თავიდან ამგვარი გაქცევის მცდელობა, რეალურად კიდევ უფრო უარეს არარად გადაქცევაა. პასკალი თვლიდა, რომ მისთვის განკუთვნილი დრო ადამიანმა სრულად უნდა გამოიყენოს ცხოვრების საზრისის გასარკვევად. პასკალის ბიოგრაფები, როგორც წესი, მიუთითებენ საათზე, რომელსაც მაშინ, ალბათ, მხოლოდ პასკალი ატარებდა სახელოში და რომელსაც ხშირად დახედავდა ხოლმე, რათა ცოდნოდა თუ როგორ გადიოდა მისთვის ამქვეყნად მიჩენილი დრო.
იმის საჩვენებლად, რამ რაციონალიზმი ადამიანს ვერ უშველის, პასკალი რამოდენიმე ასპექტს გამოიყენებს. ერთ-ერთი ასეთი ასპექტია დეკარტეს შეხედულება იმის შესახებ, რომ ნათელ სიზმარსა და რეალობას შორის ადამიანი რაიმე პრინციპულ განსხვავებას ვერ შეამჩნევს, გარდა იმ განსხვავებისა, რომელიც მათ შორის მხოლოდ ხდომილებათა კავშირების მიხედვით არსებობს (მაგალითად, დღევანდელი რეალობა კავშირშია გუშინდელთან და ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელთანაც და ა.შ. სიზმარზე კი ამას ვერ ვიტყვით). აზრის შინაგანი ლოგიკის დაცვით, პასკალი ფიქრობს, რომ მათხოვარი რომელსაც ყოველ დღე 12 საათი ესიზმრება, რომ მეფეა და მეფე, რომელსაც, ასევე გადაბმულად 12 საათი ესიზმრება, რომ მათხოვარია, ვერასგზით ვერ გაიგებენ, სინამდვილეში ვინ ვინაა. ეს პასკალისათვის კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ადამიანის აზრებში და ქმედებაში არაფერია სავსებით სარწმუნო და საიმედო. იგი მუდამ რისკზე მიდის, ესეც მისი მარადიული ხვედრია. რეალობისა და სიზმრის მიმართების ეს საინტერესო განცდა არც დეკარტის მიგნებაა დაMროგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველად ჩინელი ფილოსოფოსის ჩუანგ ტსუს ნააზრევში გვხვდება.
ადამიანი თავადაა უსასრულო (ძველთაგანვე ცნობილია, რომ იგი მიკროკოსმოსია), მაგრამ იმის მეცნიერულად გაგება, თუ რა არის უსასრულობა, ადამიანს არ ძალუძს. ამ აზრით, პასკალისათვის მეცნიერული მეთოდის დაუფლებისაკენ მისწრაფება იგივეა, რაც სამყაროზე გაბატონებისაკენ მისწრაფება და პრეტენზია. ამოდის რა იმ დაშვებიდან, რომ მატერიალ, თავისი ბუნებით, სავსებით პასიური სუსტანციაა, პასკალისათვის (ისევე, როგორც დეკარტისათვის), სულისა და მატერიის გაერთიანება ამოუხსნადი გამოცანაა. თავად ადამიანიც ხომ ამ განსხვავებული არსებებიდანაა შედგენილი?! ამ გადაუჭრელი წინააღმდეგობის წინაშე მდგომ პასკალს არ აკმაყოფილებს არც ფილოსოფიური და არც ტრადიციული რელიგიური პოზიციები. ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი, მისი აზრით, არის ის, რომ ადამიანმა გაიგოს _ მისი დანიშნულებაა “კვნესით ეძებოს” თავისი ღმერთი.
ეს თვალსაზრისი პასკალმა ათეისტების საპირისპიროდ წამოაყენა. “ათეისტი” მას ესმოდა უპირატესად, როგორც ძლიერი ფილოსოფიური გონის მფლობელი, რომელსაც არ ეშინია მდუმარე, უსასსრულო უფსკრულის. პასკალის აზრით, ათეისტები ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი ნათელი იყოს, მაგრამ ხომ არსებობს ვითარებანი და საგნები, რომლებიც არ არის სავსებით ნათელნი? მაგალითად, ადამიანმა არ იცის სული სხეულებრივია თუ არა. ამის გამო სულის უკვდავების თუ მოკვდავობის შესახებ საკითხს იგი ვერ დაასაბუთებს. ამის შედეგია სწორედ ადამიანის არსების, მისი რაობის საკითხთან დაკავშირებული დაპირისპირებანი დოგმატიკოსებსა და სკეპტიკოსებს შორის. ეს არის დაპირისპირება, რომელშიც ვერცერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს. ადამიანის განსჯის უნარის მიღმა არსებული საგნების კვლევაში ვერც მათემატიკა გამოდგება და ვერც ლოგიკა.
პასკალის აზრით, რჩება “წინააღმდეგობები”, როგორიცაა ღმერთი, სამყარო და სხვ. _ რომ ღმერთი არის და არ არის, სამყარო შექმნილია და არც არის შექმნილი. ეს იმის კიდევ ერთი საბუთია, რომ მსოფლმხედველობრივი საფუძვლების ძიებისას ადამიანის გონება ანტინომიებს მიადგება. განსჯის დონეზე მათი გადაუჭრელობის გაცნობიერების შემთხვევაში, გონების ძალით, შესაძლებელია მსოფლმხედველობაში მათი (ამ ანტინომიების) დადებითი ფუნქციის მონახვა (ადამიანის შემეცნების და ქმედების მარადიული მიზნების სახით), ისე, როგორც ეს კანტმა გააკეთა; ან ამ ამოუხსნელობის და დაპირისპირების მოუცილებლობის უმძაფრესი განცდა და მისი გაძლება ადამიანის არსების ძირითად შინაარსად უნდა ჩავთვალოთ. ეს გზა უფრო ძნელია, ვიდრე ის, რომელიც დიდმა გერმანელმა მისტიკოსმა ეკჰარტმა აირჩია, რადგან მისთვის ადამიანს, ექვსი მძიმე გამოცდის შემდეგ, ღმერთში თავისი კუთვნილი ადგილის დაკავება ელოდა. პასკალი კი მიზნად ქრისტეს ირჩევს, როგორც სიდიადის და დამცირების ერთიანობის მარადიულ სიმბოლოს.
პასკალს ჭეშმარიტ ქრისტიანად ყოფნა შეუძლებლად მიაჩნია, თუკი ადამიანს აქვს საკუთარი არარაობის და ღმერთის სიდიადის სრული განცდა არა აქვს. აქედან გასაგებია, რომ იგი ქრისტიანობასთან შეუთავსებლად მიიჩნევდა დეიზმს, ასევე სტიოციზმს (მისი თვითკმაყოფილებითა და საკუთარი ღირსების რწმენით). ქრისტიანობაში ბედნიერების ტრადიციული ცნება, რომლისკენაც ყველა მიისწრაფის და, რომელიც არავინ იცის რა არის, პასკალისათვის ახალ შინაარსს იძენს. ესაა ღმერთის განცდა შენში და შენს გარეთ. ეს ორმაგი განცდა ქრისტეს რწმენას ემყარება. პასკალი რწმენას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და გვარწმუნებს, რომ ”ქრისტეს რწმენის გარეშე მთელი ფილოსოფია ერთი საათის მუშაობად არ ღირს”. ეს რწმენა გულწრფელ განცდას უნდა ემყარებოდეს. ხაზგასასმელია, რომ გულს პასკალი იმხელა მნიშვნელობას ანიჭებს, რომ მასთან შეიძლება ლაპარაკი ორ გონებაზეც, როგორც კანტის მიერ განსხვავებულ თეორიულ და პრაქტიკული გონებათა შორეულ წინამორბედზე. სხვაგვარადაც შეიძლება დავუშვათ, რომ პასკალისათვის ემოციები გონებაზე მაღლა დგას. სინამდვილეში პასკალის “აზრების” მიზანი იმის ჩვენებაა, რომ გულს აქვს თავისი გონება, რომელიც გონებას არ ესმის. იგი იძლევა პირველ პრინციპებს, რომელთაგან გონება გამოიყვანს თავის დებულებებს. ეს ის სფეროა, რომელზედაც დეკარტმა მიუთითა ინტუიციის სპეციფიკური უნარის ჩვენებით. კოპლსტონის აზრით, პასკალთან გული ზოგჯერ გონებას რაღაცისაკენ წარმართავს, მაგრამ, მეორე მხრივ, ის გარკვეული ცოდნის სახეა, რომელიც პირველ პრინციპებს “ხედავს”. ამგვარ ცოდნას გულისხმობს პასკალი, როდესაც ამბობს, რომ გულს ესმის ღმერთის, ხოლო გონებას _ არა; გულით ვარჩევთ ჩვენ ერთმანეთისაგან ცხადსა და სიზმარს. შეიძლება უფრო გასაგები იყოს, თუკი პასკალის მოძღვრებაში გულს თავისებურ ინტელექტუალურ ინსტინქტს ვუწოდებთ (29,115-116); ან შეიძლებოდა მისთვის ინტელექტუალური ჭვრეტა გვეწოდებინა.
ყველა ადამიანს სურს იყოს ბედნიერი, თუმცა ვერავინ გეტყვით გასაგებად, თუ რას ნიშნავს ბედნიერება. მხოლოდ ეს განუსაზღვრელობაა ყველასთვის საერთო. მაინც, ეს ყველაზე გავრცელებული მიზანია და რელიგიაც ცდილობს უჩვენოს, რომ ასეთი იმედისათვის აუცილებელია ღმერთის არსებობა. მართალია, იგი ჩვენი გონებისათვის გაუგებარია, მაგრამ, რაციონალისტების საწინააღმდეგოდ, ეს არაა ღმერთის არარსებობის საბუთი. პასკალი იმედოვნებს, რომ აქ შეიძლება “გულის გონებამ” გვიშველოს.
ამ ახალი ასპექტისაგან პასკალი ბევრს მოელის. მისი მტკიცებით, ჩვენ გულის საშუალებით ვაღწევთ პირველ პრინციპებს, კერძოდ იმას, რომ არსებობს დრო, სივრცე, რიცხვები, მოძრაობა და ა.შ. გული გრძნობს, რომ არსებობს სივრცის სამი განზომილება, ასევე იმას, რომ რიცხვები უსასრულონი არიან. ასევე გული არის ის, რაც ღმერთს გრძნობს. ეს იმას ნიშნავს, რომ გულს აქვს საკუთარი წესრიგი, რომელიც არ შედგება დასაბუთებებისაგან და ძირითადი დებულებებისაგან. პასკალი, შოპენჰაუერისა და კირკეგორის მსგავსად, ამტკიცებს, რომ ნამდვილი ცხოვრება ჩვენ მუდამ გვატყუილებს (ზოგი თვლის, რომ პასკალი XVII ს.-ის კირკეგორი იყო). მართალია ყველა ბედნიერებისაკენ მიისწრაფის და იმედოვნებს, რომ მოლოდინი არ გაუცრუვდება; მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, ადამიანს შეიძლება უშველოს მხოლოდ რელიგიამ, რომელიც ამავე დროს არის მორალი.
მეორე მხრივ, პასკალი არ უარყოფს, რომ “გულის ლოგიკა” ადამიანის გონების ლოგიკის გარეშე ნამდვილად დამაჯერებელი ვერ იქნება. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პასკალი რწმენის სფეროში უნებლიედ რაციონალიზმთან მიდის. მას სურდა მეცნიერების პრეტენზიები მეცნიერულად გადაელახა. ეს იმაშიც გამოვლინდა, რომ იგი ცდილობდა ღმერთის არსებობა და მასთან საუბრის საკუთარი მისტიკური გამოცდილება, ზუსტად, ოქმისებურად წარმოედგინა მკითხველისათვის. გარდა ამისა, იგი ეცადა ადამიანის მიერ რწმენის არჩევის სასარგებლო დასაბუთება წამოეყენებინა. ამ დასაბუთებას “სანაძლეო” ეწოდება და მისი შინაარსი ასეთია: გონებას არ შეუძლია არც ღმერთის არსებობის უდავო დასაბუთება და არც მისი არსებობის უდავო უარყოფა. აქედან გამომდინარე, ადამიანისთვის უკეთესია სწამდეს ღმერთი და ილოცოს მასზე; რადგან, თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ეს ადამიანი ყოველმხრივ მოგებულია, ხოლო, თუ არავითარი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ეს ადამიანი არაფერს კარგავს: პატიოსანი ცხოვრება შერჩება და, ამდენად, რაღაცნაირად, მაინც მოგებულია. პავლე მოციქულისა და იოანე დამასკელის არგუმენტებს გვერდით, პასკალის ეს განაზრება Aრგუმენტუმ ად ჰომინე-ს (ადამიანზე დაყვანის) ის საინტერესო ნიმუშია, რომელიც მერყევი ადამიანებისათვის შეიძლება სწორი გადაწყვეტილებისაკენ ბიძგი გახდეს. მაგრამ ამგვარმა პრაგმატულმა რჩევამ არ დააკმაყოფილა თეოლოგები. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პასკალმა ეს არგუმენტი ათეისტების სულიერად შესაიარაღებლად გამოიგონა. იყვნენ ისეთებიც, რომლების პასკალს ათეისტად მიიჩნევდნენ. ასე ფიქრობდა მაგალითად, ფრანგი განმანათლებელი ჟ. მ. ა. კონდორსე (1743-1794).

პასკალმა, რომელიც დაუღალავად და წარმატებით იკვლევდა ზუსტ, საბუნებისმეტყველო და მსოფლმხედველობრივ მეცნიერებათა პრობლემებს, საფუძვლიანი ზეგავლენა მოახდინა, ერთი მხრივ, ფრანგულ განმანათლებლობაზე და, მეორე მხრივ, მთელი მომდევნო პერიოდის რელიგიურ, ანთროპოლოგიურ და ექსისტენციალურ აზროვნებაზე.


ელ - წიგნი

Блез Паскаль, "Мысли о религии" 
DOWNLOAD

"აზრები რელიგიაზე"

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий