Показаны сообщения с ярлыком სოციოლოგია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком სოციოლოგია. Показать все сообщения

пятница, 8 мая 2015 г.

ოგიუსტ კომტი და პოზიტივისტური სოციოლოგიის ჩასახვა


შინაარსი 1. ცხოვრებისა და შემოქმედების ეტაპები; 2. მეცნიერებათა კლასიფიკაცია; 3. სოციოლოგიის საგანი და ამოცანები; 4. სოციოლოგიის მეთოდები; 5. სოციალური სტატიკა; 6. სოციალური დინამიკა; 7. პოზიტიური პოლიტიკა; 8. კონტის ადგილი სოციოლოგიის ისტორიაში. 9. მოკლე ვარიანტი

среда, 15 мая 2013 г.

სოციალური გავლენები

                                                             



რევაზ ქვარცხავას “სოციალური ფსიქოლოგია”-დან


ადამიანის სოციალური ბუნებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს რომ ის სოციუმის გავლენას უნდა დაემორჩილოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ცხოვრობენ ინდივიდუალობის და სოციუმისადმი დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმივ კონფლიქტში. ინდივიდმა ერთის მხრივ უნდა დაიცვას თავისი ინდივიდუალობა, ამას გარკვეული ღირებულება აქვს მისთვის და მეორეს მხრივ საზოგადოების ნორმებისადმი დაქვემდებარებასაც გარკვეული ღირებულება მიეწერება. ამ კომფლიქტის არსის გარკვევა, მისი გადაწყვეტის გზების ძიება სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მისი გადაწყვეტა კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება გაცნობიერებული სოციალური გავლენების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები.