1951 წლის 25 დეკემბერი იდგა... იმ დილით ეთერმა საახალწლოდ სოფლიდან გამოგზავნილი ამანათი მიიღო: ჩურჩხელები, სიმინდის ფქვილი, ყველი და ცოტა ღვინო. ოთხი მცირეწლოვანი შვილი რომ დააძინა, მაშინღა შეუდგა ნობათის ამოლაგებას.დაღლილობას რას დაეძებდა, როცა ამ ამანათის წყალობით იმედიანად ხვდებოდა ახალ წელს... უცებ კარზე ძლიერი კაკუნის ხმა გაისმა. ვიღაც ისე გამეტებით აბრახუნებდა მუშტს, რომ აკვანში მწოლიარე 9 თვის შოთიკოსაც კი გაეღვიძა და ტირილი მორთო. კარი ოჯახის უფროსმა გააღო და სახლში შავ ქურთუკებში ჩაცმული მამაკაცები შეცვივდნენ. იმ ღამეს ოჯახი შორეულ ყაზახეთში, ჩიმკენტში გადაასახლეს...
ნავთლუღის სადგურში უამრავი ხალხი შეკრებილიყო. გამცილებლებსა და გადასახლებულებს შორის მე-8 პოლკი ჩააყენეს და ახლობლებს მათთან გამომშვიდობების უფლებას არ აძლევდნენ. ირგვლივ ტირილისა და გოდების ხმა ისმოდა... თოთხმეტი დღე იარეს საქონლის გადასაყვანი ვაგონებით სიცივესა და ყინვაში, მაღალი ტემპერატურის გამო, გზაში 9 თვის შოთიკო გელოვანი გარდაიცვალა. დედას მკერდიდან ააგლიჯეს ჩვილი და სარკმლიდან გადააგდეს. ეთერს შოთიკოს სახსოვრად მხოლოდ პატარა კოვზი დარჩა, რომლითაც ბავშვს წამალს ასმევდა... იქ, სადაც "ხალხის მტრები" გაამწესეს, არც შუქი იყო, არც წყალი.
მას შემდეგ, რაც შსს-ს არქივები გაიხსნა, იმ დროის სისასტიკისა და უსამართლობის შესახებ კიდევ უფრო მეტი გახდა ცნობილი. შსს-ს საარქივო სამმართველომ 1937-38 წლებში რეპრესირებულ ქალთა შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც ცრემლითა და სისხლით დაწერილი ბარათების ნაწილი მოხვდა.
ქალების დაპატიმრების მიზეზი ხშირად წარმოუდგენელი, აბსურდული ბრალდებები ხდებოდა. მაგალითად, ოლია მესხს გადასახლება მიუსაჯეს იმ მიზეზით, რომ კოლექტივიზაციაზე იხუმრა. რეპრესირებული ქალის მოგონებებში კი ვკითხულობთ: "ბანაკში ყოფნიდან 5 თვეს 22 ქალი კვლავ დაგვაპატიმრეს და ტომსკში დაგვაბრუნეს, სადაც ბრალად დაგვდეს ტუხაჩევსკის ორგანიზაციის წევრობა. შემაგდეს ოთახში და სტალინის სურათის წინ, ხის უზურგო სკამის კიდეზე დამსვეს. უძრავ მდგომარეობაში თავაწეული უნდა ვმჯდარიყავი. მომიჩინეს ორი სამხედრო მცველი, რომლებიც თვალყურს მადევნებდნენ, თვალი არ მომეცილებინა სტალინის სურათისთვის. მასმევდნენ მხოლოდ წყალს, არ მაძლევდნენ საკვებს. წამების მესამე დღეს დამეწყო პირღებინება. ჯარისკაცებს ხელმოკიდებული გავყავდი საპირფარეშოში. მე-4 თუ მე-5 დღეს დამეწყო ჰალუცინაციები - სტალინის სურათი გაქრა, მის ნაცვლად გაჩნდა კიბე, რომელზეც თეთრ სამოსში გამოწყობილი დები ჩამოდიოდნენ. გაღიმებული ვუყურებდი, რადგან მათში მხსნელებს ვხედავდი. მცველებს ეგონათ, რომ შევიშალე. ვეცოდებოდი და როცა ოთახიდან გამომძიებელი გადიოდა, უფლებას მაძლევდნენ, თავი დამეხარა და სკამზე სრულად მოვთავსებულიყავი, მაგრამ ახლა იატაკზე მეჩვენებოდა ბაფთიანი ბავშვები. მცველებმა ჩათვალეს, რომ საბოლოოდ გავგიჟდი... წამების მე-7 თუ მე-8 დღეს სკამიდან გადმოვვარდი. გამომძიებელს ჩექმის წვერით შეუმოწმებია, ცოცხალი ვიყავი თუ არა და უბრძანებია ჩემი საკანში გადაყვანა".
გამომძიებლები ქალების წამების მრავალ ხერხს მიმართავდნენ, რათა მათ ჩაუდენელი დანაშაული ეღიარებინათ. მაგალითად, ზამთარში საკანში უშვებდნენ ორთქლს, შემდეგ კი იქაურობას ყინავდნენ. "ხელებს შემიკრავდნენ, ჯიბეებში შაქარს ჩამიყრიდნენ და ვირთხებით სავსე ოთახში მიშვებდნენ, ვირთხები სულ ზედ დამდიოდნენ" - ვკითხულობთ კიდევ ერთ ჩვენებაში. ერთ-ერთ პატიმარ ქალს თურმე თმის ღერები სათითაოდ დააგლიჯეს. ყველაზე საშინელი კი ფსიქოლოგიური წამება ყოფილა. გამომძიებელი პატიმრის
თვალწინ მაგიდას ტკბილეულობით ავსებდა, მიუჯდებოდა სუფრას და იწყებდა ჭამას, თან პატიმრის პირად ცხოვრებაზე, ქორწინების პირველ ღამეზე გარყვნილებას ჰყვებოდა...
ერთ დროს სტალინთან დაახლოებული პირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის, ნესტორ ლაკობას ცოლის მიმართ გამოძიება ჩვენების მისაღებად წარმოუდგენელ სისასტიკეს მიმართავდა - სარია ლაკობას სცემეს მაჯისსიმსხო მათრახით, რომელიც მავთულებიანი ბუნიკებით ბოლოვდებოდა. შეაგდეს წყლითა და ვირთხებით სავსე საკანში, ქალის თვალწინ სცემეს მის შვილს ისე, რომ ბიჭუნას პირიდან, ცხვირიდან და ყურებიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა. სარიას ღრიალი შინსახკომის მთელ შენობაში ისმოდა. სარია ცემის შედეგად გარდაიცვალა...
1938 წელს აკმოლინსკში, ჩრდილოეთ ყაზახეთში გაიხსნა ქალთა ბანაკი, სადაც სასჯელს საქართველოდან რეპრესირებული ქალები იხდიდნენ. აკმოლა თეთრ სამარეს ნიშნავს. სხვაგვარად ამ ბანაკს "ალჟირსაც" უწოდებდნენ, რომელიც ასე იშიფრებოდა - Акмолинский лагерь жен изменников Родины. საბედნიეროდ, დღეს ეს ბანაკი აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს მათ მიერ გაშენებული ვაშლის ბაღი. ქალებს აკმოლინსკში 600 ვაშლის ნერგი დაურგავთ. იმ წელს კურდღლებმა ნერგების ფესვების ჭამა დაიწყეს. ბანაკის ხელმძღვანელობა დაემუქრა პატიმრებს, თუ ერთი ნერგი მაინც გაფუჭდებოდა, რეპრესირებულებს დახვრეტდნენ. ქალებმა გადაწყვიტეს, საკუთარი მცირე ულუფიდან პური გაენაწილებინათ კურდღლებისთვის. ისინი ნარგავების ქვეშ დებდნენ პურს და მღრღნელები ფესვებს აღარ ეკარებოდნენ. ასე გადარჩა ვაშლის ბაღი.
აკმოლინსკში ქალები ბზისა და თიხისგან ხელით ზელდნენ მასას, ყალიბში დებდნენ, ახმობდნენ ბლოკებად და აშენებდნენ ბარაკებს, კრეჭდნენ ცხვრებს, ხარებით ხნავდნენ მიწას და ასწლოვან ხეებს ჭრიდნენ. თავისუფალ დროს კი მონატრებული შვილებისთვის ცოცხის ჩხირებისგან თოჯინებს ამზადებდნენ. თეთრეულს არღვევდნენ და იმ ძაფით, ხისგან გამოთლილ ჩხირებზე სამოსს უქსოვდნენ...
სოფიო ტორჩინავა, (შსს-ს საარქივო სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსის მოადგილე, ფილმის "ბრძანება #00486" ავტორი): "საარქივო მასალების დამუშავების პროცესში გამოვლინდა ბევრი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ქალთა რეპრესიებს ასახავდა. ამ თემაზე ბევრი დაწერილა, მაგრამ ახლა შესაძლებელი გახდა დოკუმენტური ფაქტები საჯარო გამხდარიყო. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დოკუმენტი, რომელიც 1937-38 წლების რეპრესიებს ასახავს, ვერ მოხვდა ჩვენს ფილმში. შევეცადეთ მოკლედ გადმოგვეცა რა გზას გადიოდნენ ეს ქალები დაპატიმრებიდან სამშობლოში დაბრუნებამდე..."
1937-38...
1937-38 წლებში ე.წ. "სამეულის" მიერ საქართველოში სულ 573 ქალი იყო რეპრესირებული. 163-ს მიესაჯა დახვრეტა. ყველაზე უმცროსი 19 წლის ვერა ვარაზაშვილი იყო.

Комментариев нет:
Отправить комментарий