მეცნიერებმა ამჯერად გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, თუ რას გრძნობენ, როგორ იზრდებიან ის ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ დონორის სპერმიდან და არასოდეს ჰყოლიათ მამა. ასეთი ბავშვების რიცხვმა უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად იმატა.
გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 51- მა ოჯახმა, რომელთა შემადგენლობაშიც მხოლოდ დედა და შვილი, დონორის სპერმის შედეგად ჩასახული 4-9 წლის ბავშვი მონაწილეობდა. ასევე მონაწილეობდა ამდენივე დედისა და მამისგან შემდგარი ოჯახი, სადაც და მათი ბიოლოგიური შვილები, ამავე წლოვანებისა და სქესის ბავშვები იყვნენ. დედებიც ორივე ჯგუფში დაახლოებით ერთნაირი ასაკისა და განათლების მქონეები შეარჩიეს.
როგორც გამოკვლევის ერთ- ერთი ავტორი, სოფი ზადე ამბობს, 4-9 ასაკის ბავშვები უკვე აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს უმამოდ გაზრდა. ორივე ჯგუფის დედას სთხოვეს გაევლოთ სტანდარტული ანკეტირება, რომელიც შეაფასებდა, თუ როგორ ადაპტირდებიან ბაშვები საზოგადოებაში და რამდენად უჭირთ დედებს მარტო შვილების აღზრდა. გარდა ამისა, მარტოხელა დედებს ეკითხებოდნენ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ შვილებს მამის არარსებობასთან და საერთოდ განიხილებოდა თუ არა მათ ოჯახში ეს თემა.
ანალიზის შედეგმა აჩვენა, რომ მარტოხელა დედების შვილები კარგად ადაპტირდებიან საზოგადოებასა და თანატოლებში. არასრული ოჯახებიდან 51%-მა განაცხადა, რომ არ შეცვლიდა არაფერს თავის ცხოვრებაში, ხოლო 38%-მა კი თქვა, რომ უმნიშვნელო ცვლილებებს შეიტანდა. გამოკითხული ბავშვების 63%-მა განაცხადა, რომ არ აბრაზებენ სკოლაში თანატოლები და ზედმეტ კითხვებს არ უსვამენ. 34% კი ამ პრობლემას უმნიშვნელოდ ეჯახება.
«მონაცემების თანახმად, მარტოხელა დედების შვილების წარმატებაზე არ მოქმედებს მამების არარსებობა. ყველაფერი დამოკიდებულია დედისა და შვილის ურთიერთობის ხარისხზე. თუ მათ შორის კარგი კონტაქტია, მაშინ ბავშვს ყველაფერი კარგად ექნება», – აღნიშნა ზადემ.
მან იქვე აღნიშნა, რომ მართალია 4-9 ასაკის ბავშვების გამოკითხვისას ასეთი შედეგი მიიღეს, მაგრამ მათ არ ჩაუტარებიათ კვლევა უფროსი ასაკის ბავშვებთან. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ უფროს ასაკში მოზარდს განსაკუთრებით უნდა მამის თანადგომა. ბიჭს ეს მომავალი თავდაჯერებისთვის, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისთვის, მამაკაცის ეტალონის ჩამოყალიბებისთვის სჭირდება, ხოლო გოგონა მამისა და დედის ურთიერთობის მოდელით ადგენს შემდეგ თავის მომავალ ოჯახურ ურთიერთობებს და მამის როლი ასევე მნიშვნელოვანია მისი მომავალი ურთიერთობებისთვის. რასაკვირველია, საუბარია ისეთ მამაზე, რომელიც ოჯახურ ცხოვრებაში მონაწილეობას იღებს და მამისა და ქმრის ფუნქციებს სათანადოდ ასრულებს. ასეთი მამა ნებისმიერი ოჯახისთვის უპირობოდ აუცილებელია. და ფსიქოლოგების თქმით, ბავშვი, რომელიც სრულფასოვან და ბედნიერ ოჯახში იზრდება, გაცილებით ლაღი და ბედნიერია და თუ არის ამის საშუალება, ბავშვს არ უნდა მოვაკლოთ ეს ოჯახური ბედნიერება.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий