вторник, 2 августа 2016 г.

„მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს მიიღეთ ზომები!“ – დეკანოზი ლევან მათეშვილი

„უკიდურეს ერეტიკოსებს არ დაესიზმრებოდათ ის მოზღვავებული ზღაპართმეტყველება, რაც მართლმადიდებლობით საღდება!” – წერს დეკანოზი ლევან მათეიშვილი და მღმდელმთავრებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. „თქვენ ხართ ზედამხედველნი რჯულის და ზნეობის, თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ყოველგვარი გაუკუღმართება აღმოფხვრათ!“-აცხადებს ის.
დეკანოზი ლევან მათეიშვილი

ანათემა!!!!! დღეს!!!
უნდა ითქვას, რომ ეკლესიის ეს უკიდურესი ინსტრუმენტი სადამსჯელო ქმედება კი არ არის, არამედ კანონიკური, საპრევენციო, სამოძღვრო, პედაგოგიური და ადამიანის გადარჩენისთვის ორიენტირებული ბოლო საეკლესიო ქმედება, რომელსაც ორი დანიშნულება აქვს-ერთი მხრივ , ქრისტიანული მოძღვრების გაუკუღმართებულ ადამიანს დაანახოს მისი მდგომარეობა-ამგვარი შეგონებით, რათა გამოაფხიზლოს და მოუწოდოს სინანულისკენ, მეორე მხრივ, დაიცვას ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა გაუკუღმართებული მოძღვრების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ ნებსით თუ უნებლიეთ!
პავლე მოციქულის სიტყვებს-ანგელოზებმაც რომ გახარონ ის სიტყვები, რაც ჩვენ არ გვიქადაგია-შეჩვენებულ იყოსო! ეკლესია ყოველთვის დიდი სიფრთხილით და პრინციპულობით იყენებდა. ანათემის განმსაზღვრელი ფაქტორი იყო შეჩვენების კანდიდატთა ნაშრომები!მნიშვნელობა არ ქონდა ისინი ცოცხალი იყვნენ თუ გარდაცვლილნი, მხოლოდ და მხოლოდ, ვიმეორებ იმისთვის ,რათა საცდური არ შესულიყო მორწმუნეთა გულებში!
საქართველოს ეკლესიას ამ მხრივ უმძიმესი პერიოდი უდგას! უკიდურეს ერეტიკოსებს არ დაესიზმრებოდათ ის მოზღვავებული ზღაპართმეტყველება, რაც მართლმადიდებლობით საღდება! ერესიარქობასაც განათლება სჭირდება-წმიდა წერილის ცოდნა და ღვთისმეტყველება, რაც თანამედროვე ქართველ ზღაპარმეტყველებს სულ არ ჭირდებათ, შესაბამისი შედეგებით!
სახეზე გვაქვს არა მწვალებლობა, არამედ პრინციპულად ახალი რელიგიური მოძღვრება! თავისი ეკლეკტიზმით, ზედაპირულობით, რიგორიზმით, პრეტენზიულობით, რომელსაც ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა ტერმინების იდენტურობისა!
ეს კი განსაკუთრებით საშიში და სისაძაგლეა, რადგან ქრისტეს , მართლმადიდებლობის სახელს ამოფარებული-მართლმადიდებლობისგან დიამეტრალურად განსხვავებული-დღეს უკვე უამრავი ადამიანი გაახვია საკუთარ დამღუპველ ბადეში!
ტელეპორტაცია, ცოცხალი წმინდანები, მდაბიო აპოკალიპტიკა,სრული ადოგმატურობა, ცოცხალ წმინდანების ადამიანებზე ,მათ სხეულებზე და ნებაზე ზემოქმედება-მათ სხეულში შეძვრომა და ასე მათი მართვა და ა. შ. ეს ზღვაში წვეთია ამ დამღუპველი ზღაპარმეტყველების! ეს პავლე მოციქულს არ უქადაგია, ანგელოზებსაც არ დასიზმრებიათ! სამაგიეროდ უამრავი ადამიანია გატაცებული, მოხიბლული ამ ფსევდოქრისტიანობით, თანაც ამ სიცრუის ტირაჟირებას ტელეკომპანია “დრო” დიდი მონდომებით ანხორციელებს!
მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს ,რომლებიც ჩემს ფს. მეგობრები არიან-მიიღეთ ზომები! ეს დიდი პრობლემა დააყენეთ სინოდის სხდომაზე! გამოყავით საღვთისმეტყველო კომისია და ანათემა გამოუცხადეთ ამ ზღაპარმეტყველების შემოქმედთ! ერთი ცოცხალია ერთი აწ გარდაცვლილი, შეაჩვენეთ მათი ნაშრომები და ამ ნაშრომების ტირაჟირების ხელისშემწყობნი! ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა უამრავი ადამიანის სული დაღუპვისგან გადაარჩინოთ!
სინანულის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეკლესიის წევრობის დაბრუნებით! მოვუწოდებ ყველა სასულიერო პირს ვინც ჩემს ფს მეგობრებშია გადაეცით გაავრცელეთ თქვენს მრევლში ეს საშიშროება, დაიფარეთ თქვენი სამწყსო! ხმა მიაწვდინეთ თქვენს მღვდელმთავრებს რამე იღონონ, თორემ ქრისტეს ეკლესიის ნაცვლად დედაბრული ზღაპრების მიმდევრები აღმოვჩნდებით!!!
მღვდელმთავრებო თქვენ ქრისტემ ჩაგაბარათ საკუთარი სმწყსო, თქვენ ხართ ზედამხედველნი რჯულის და ზნეობის, თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ყოველგვარი გაუკუღმართება აღმოფხვრათ!

წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий