“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” სახელმწიფო კანონებით დასჯა შორეულ პერსექტივაში უდიდესი ზიანის მომტანი იქნება თავად რელიგიებისთვის.
შეიძლება ამ კანონის მყისიერი ეფექტით ვინმე კმაყოფილი დარჩეს, მაგრამ, მომავალში ეს გამოიწვევს უფრო დიდ აგრესიას და გააძლიერებს ბრძოლას რელიგიის წინააღმდეგ. რელიგიის დამცველი ვერასოდეს იქნება სახელმწიფო. რელიგიის ნამდვილი დამცველი მისი მსახურების სიწმინდე, სიკეთე, მიუკერძოებლობა და ღვთის სათნო სამსახურია. ღმერთის და სიწმინდის შეურაცხყოფა შეუძლებელია.
ვისურვებდი, რომ სახელმწიფო მოღვაწეებმა არ ითამაშონ მოსახლეობის გრძნობებზე, გამოიჩინონ გამჭრიახობა და ამ კანონის დაუფიქრებლად მიღებით გამოუსწორებლად არ ავნონ თავად რელიგიურ ორგანიზაციებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий