კვლევებმა აჩვენა, რომ მუსულმანები და ქრისტიანები უფრო ნაკლებად გულუხვები არიან, ვიდრე ათეისტები
მეცნიერებმა იკვლიეს სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ბავშვებში სიკეთის დონე, და აღმოჩნდა რომ რელიგიური ბავშვები სულაც არ არიან აუცილებლად ყველაზე ალტრუისტები. გულისხმობს თუ არა ბავშვის რელიგიურად აღზრდა ისეთი დადებითი პიროვნული მახასიათებლების გამომუშავებას, როგორიცაა ხელგაშლილობა? მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს, რომ არ გულისხმობს.
Jean Decety-მა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის განვითარების ნევროლოგმა, კანადის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის, თურქეთის და ამერიკის მეცნიერებთან თანამშრომლობით იკვლია 5-დან 12 წლამდე ბავშვები და მათი ოჯახები.
თითოეულ ბავშვს აძლევდნენ 30 სტიკერს და ეუბნებოდნენ, რომ შეენახათ 10 მათგანი.
მას შემდეგ რაც ბავშვი გააკეთებდა არჩევანს და დაიტოვებდა 10 სტიკერს, მას ეუბნებოდნენ, რომ თამაშის დრო აღარ იყო და ვერ ითამაშებდა სხვა ბავშვებთან ერთად, მაგრამ შეეძლო გაეგზავნა თავისი სტიკერები სკოლაში რომელიმე მისი სკოლელისთვის, რომელიც ამ სტიკერების გარეშე თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
მას აძლევდნენ ცოტა დროს დასაფიქრებლად, და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მეცნიერი აღრიცხავდა თუ აძლევდნენ ისინი სტიკერებს სკოლის სხვა მოსწავლეებს, და თუ აძლევდნენ, რამდენს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომლებიც არ მიეკუთვნებოდნენ რომელიმე რელიგიას, იყვნენ უფრო გულუხვები, ვიდრე მორწმუნე ბავშვები.
მათ საშუალოდ 4.1 სტიკერი გაიღეს, ხოლო ბავშვებმა რელიგიური ფონით - 3.3.
ეს ეფექტი შენარჩუნდა ოჯახის სიმდიდრისა და სტატუსის, ასევე ბავშვის ასაკისა და ეროვნების მიუხედავად.
თუმცა, მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ბავშვები რელიგიური ოჯახებიდან უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე ბავშვები არარელიგიური ოჯახებიდან.
კვლევაში მონაწილეობას იღებდა 1 170 ოჯახი და ამასთან თითოეული ოჯახიდან მხოლოდ ერთი ბავშვი.
510 მათგანი იყო მაჰმადიანი, 280 ქრისტიანი, 29 ებრაელი, 18 ბუდისტი და 5 ჰინდუ. მათგან 323 იყო არარელიგიური, 3 აგნოსტიკოსი და ორმა მათგანმა მონიშნა გრაფა „სხვა.“
წყარო: telegraph
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი "დოქტრინა"
Комментариев нет:
Отправить комментарий